19 წლის ისლამ დულატოვს ყველაზე სექსუალურ მოდელებს შორის ხშირად ასახელებენ. ისლამი ჩეჩენია, თუმცა 2007 წელს მშობლებთან ერთად ლტოლვილის სტატუსით გერმანიაში გადავიდა საცხოვრებლად.
დულატოვი ახლა დიუსელდორფში ცხოვრობს და მსოფლიოს წამყვანი მოდის სახლების ჩვენებებზე ჩნდება. ისლამმა, რომლის სიმაღლე 189 სმ-ია, პოდიუმზე „ჰუგო ბოსისა“ და „ვერსაჩეს“ სამოსიც წარადგინა.
გარდა სამოდელო საქმიანობისა, დულატოვი საბრძოლო ხელოვნებით არის დაინტერესებული და ცდილობს, სპორტს პროფესიონალურ დონეზე დაეუფლოს.