ავტორი:

"ალბათ, ზედიზედ 6-ჯერ გაისროლა მკვლელმა..." - უცნობი დეტალები დოლიძეზე ბიზნესმენის მკვლელობის საქმეში

"ალბათ, ზედიზედ 6-ჯერ გაისროლა მკვლელმა..." - უცნობი დეტალები დოლიძეზე ბიზნესმენის მკვლელობის საქმეში

ბიზნესმენ ლევან სიგუას მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა ამ დრომდე უცნობია. ამ დრომდე მკვლელობის მოტივიც არ ხმაურდება. შემზარავი ტრაგედია 11 აგვისტოს თბილისში, დოლიძის 29 ნომერთან მოხდა. სავარაუდოდ, დამნაშავე ბიზნესმენის საცხოვრებელ სახლთან იყო ჩასაფრებული და მის მოსვლას ელოდებოდა. საღამოს საათებში სიგუა სახლში მანქანით დაბრუნდა. როგორც ჩანს, მანქანიდან გადმოსულს ბოროტმოქმედმა ტყვიები დაახალა, ამის შემდეგ თავის მანქანაში ჩაჯდა და გაუჩინარდა.

მიყენებული ჭრილობებით ლევან სიგუა საცხოვრებელ კორპუსთან გარდაიცვალა. როგორც ჩანს, სროლის ხმა გაიგეს მეზობლებმა, მაგრამ სიტუაციის გასარკვევად ეზოში გასვლა არავის უცდია. როგორც იქ მაცხოვრებლები ამბობენ, გამვლელმა შენიშნა ძირს დაგდებული მამაკაცი და მან ატეხა ხმაური. მომხდარი პოლიციას შეატყობინეს და საქმეში ძალოვნები ჩაერთვნენ. დიდხანს მუშაობდნენ შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტები და პოლიციელები. ამ დრომდე ლენტით არის შემოღობილი დანაშაულის ადგილი. მკვლელობის ადგილი დოლიძის პოლიციის ქვეგანყოფილებიდან რამდენიმე მეტრშია, სავარაუდოდ იქამდეც მიაღწევდა გასროლის ხმა.

"უცებ მიყოლებით რამდენიმე გასროლა გავიგონე. სიმართლე გითხრა, სროლას ვერ მივამსგავსე, მეგონა ვიღაც "ფეიერვერკს" ისროდა და ყურადღება არ მიმიქცევია. ხმაური და ჩხუბი ნამდვილად არ გამიგია, თორემ მივაქცევდი ყურადღებას. ახლა რომ ვაანალიზებ სროლა ინტენსიური იყო. ალბათ ზედიზედ 5-6 ჯერ გაისროლა მკვლელმა. რამდენიმე წამში დიდი სისწრაფით წავიდა მანქანა, მერე გავიგეთ, რომ ჩვენი მეზობელი მოუკლავთ.

მოგვიანებით გარეთ პოლიციის მანქანის შუქზე გავიხედე. სასწრაფოც მოვიდა, მაგრამ ეტყობა ის საწყალი ბიჭი უკვე გარდაცვლილი იყო. ლევანს მხოლოდ გამარჯობით ვიცნობდი, სხვა ურთიერთობა მასთან არ მქონია. ამიტომ მომხდარზე ვერაფერს გეტყვით. არ ვიცი ასე სასტიკად ვინ გაიმეტა... კარგი ახალგაზრდა იყო, კარგი მეუღლე ჰყავს. საშინელებაა, რაც მოხდა. უკვე ქუჩაში ვეღარ გადის ადამიანი. იმის უნდა გეშინოდეს, სახლში ცოცხალი მიხვალ თუ არა. იმედია პოლიცია დამნაშავეს იპოვის და უმკაცრესად დასჯის" - ამბობს მეზობელი.

როგორც მეზობლები ამბობენ, სიგუამ მანქანის დაკეტვაც კი ვერ მოასწრო, ისე ესროლეს. ამას იმიტომ ვარაუდობენ, რომ მოკლული ბიზნესმენის მანქანის კარი ღია იყო, სავარაუდოდ გადმოსვლისთანავე ესროლეს განაგრძეთ კითხვა

ჯგუფურად ქირაობდნენ მანქანებს, ხსნიდნენ კატალიზატორებს და ავტოსახელოსნოებში აბარებდნენ - ქურდობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

გუდაურში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გაიხსნა - დააკავებულს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება

შსს-მ ყარაჯალაში ახალგაზრდა ქალის მკვლელობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი