პოლიტიკა
სამართალი

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყველაზე გამორჩეული ხელნაკეთი კალმების 5 ბრენდი - რას გვთავაზობს ქართული ბაზარი?
ყველაზე გამორჩეული ხელნაკეთი კალმების 5 ბრენდი - რას გვთავაზობს ქართული ბაზარი?

კა­ლა­მი მის მფლო­ბელ­ზე მრავ­ლისმთქმე­ლია. სწო­რედ ამი­ტომ ცდი­ლო­ბენ კალ­მე­ბის მწარ­მო­ებ­ლე­ბი, შექ­მნან უნი­კა­ლუ­რი და ძვირ­ფა­სი პრო­დუქ­ტე­ბი, რომ­ლებ­საც მო­მა­ვა­ლი მფლო­ბე­ლე­ბი მო­უთ­მენ­ლად და­ე­ლო­დე­ბი­ან და მათი ფლო­ბით ია­მა­ყე­ბენ.

მსოფ­ლი­ო­ში კალ­მე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი რამ­დე­ნი­მე ბრენ­დია, რო­მელ­თა სა­ხე­ლე­ბიც ყვე­ლამ იცის და მათი ფლო­ბის პრი­ვი­ლე­გია მხო­ლოდ გან­სა­კუთ­რე­ბულ ადა­მი­ა­ნებს აქვთ. სწო­რედ ასე­თებს წარ­მო­გიდ­გენთ ახლა:

Ferrari da Varese Pens - მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი იტა­ლი­უ­რი ბრენ­დი, რომ­ლის კალ­მე­ბიც უძ­ვირ­ფა­სე­სი სა­ჩუ­ქა­რია. კომ­პა­ნია მი­ლა­ნის ჩრდი­ლო­ე­თით შვე­ი­ცა­რი­ის სა­ზღვრი­დან რამ­დე­ნი­მე მი­ლის მო­შო­რე­ბით მდე­ბა­რე­ობს პა­ტა­რა ქა­ლა­ქი ვა­რე­ზე. სწო­რედ აქ, ერთი დე­კა­დის წინ მა­რიო ფერ­ა­რიმ და­წყო კალ­მე­ბის გა­კე­თე­ბა. ბრენ­დს ახლა საგ­ვა­რე­უ­ლოს მე­ო­რე თა­ო­ბა მარ­თავს და საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბი­თაც.

Ferrari da Varese Pens-ის კალ­მე­ბი არა მხო­ლოდ კონ­ტი­ნენტზე, არა­მედ მსოფ­ლიო მას­შტა­ბით უდი­დე­სი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს. ამ­ჟა­მად კალ­მე­ბის წარ­მო­ე­ბის ნა­წი­ლი გერ­მა­ნი­ა­ში ხდე­ბა, ნა­წი­ლი კი - მის სამ­შობ­ლო­ში.

ბრენ­დი იმით არის გა­მორ­ჩე­უ­ლი, რომ მისი ხელ­ნა­კე­თი კალ­მე­ბი ძვირ­ფას­თან ერ­თად, მე­ტად რო­მან­ტი­კუ­ლი­ცაა. სწო­რედ ამი­ტომ, როცა გინ­დათ, რომ თქვე­ნი სა­ჩუ­ქა­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და გა­მორ­ჩე­უ­ლი იყოს, სწო­რედ ამ ბრენ­დს უნდა მი­მარ­თოთ.

Caran d'Ache Pens - ბრენ­დი 1924 წელს არ­ნოლდ შვა­ით­ზერ­მა შექ­მნა. კალ­მე­ბი ხე­ლით იქ­მნე­ბა. ბრენ­დის შემ­ქმნე­ლე­ბი ცდი­ლო­ბენ, ძვირ­ფა­სი კალ­მე­ბით ხე­ლით წე­რის კულ­ტუ­რა შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ. ამ ბრენ­დის კალ­მე­ბის დიდ უმე­ტე­სო­ბას სა­მუ­და­მო გა­რან­ტია აქვს. ეს კი უკვე ავ­ტო­მა­ტუ­რად მის ხა­რისხსა და თვი­სე­ბებ­ზე მე­ტყვე­ლებს.

ბრენ­დის სტრა­ტე­გია იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ შვე­ი­ცა­რი­უ­ლი სა­ა­თე­ბის წარ­მო­ე­ბის ხა­რის­ხი და დონე შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ. Caran d'Ache Pens-ის კალ­მე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ხა­რი­სი­ხის პა­რა­ლე­ლუ­რად, სრუ­ლი­ად უნი­კა­ლუ­რი დი­ზა­ი­ნი­თაც გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან. ბრენ­დი ორი მი­მარ­თუ­ლე­ბით - კლა­სი­კუ­რი და თა­ნა­მედ­რო­ვე კალ­მე­ბის შექ­მნა­ზე მუ­შა­ობს. წარ­მო­ე­ბის პრო­ცეს­ში ხში­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ ოქ­როს.

Waldmann - კომ­პა­ნი­ის ის­ტო­რია 1918 წელს იწყე­ბა. ეს არის ბრენ­დი, რო­მე­ლიც წელს 100 წლის იუ­ბი­ლეს აღ­ნიშ­ნავს და აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ მისი პრო­დუქ­ცია სა­ქარ­თვე­ლო­შიც იყი­დე­ბა. მის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა პირ­ვე­ლი 2 და 4 ფე­რი­ა­ნი კა­ლა­მი. აღ­ნიშ­ნუ­ლი სის­ტე­მა სწო­რედ Waldmann-მა და­ა­პა­ტენ­ტა.

ამ ბრენ­დის ყვე­ლა კა­ლა­მი მო­ვერ­ცხლი­ლია 925 სინ­ჯი­ა­ნი ვერ­ცხლით. არ­სე­ბობს ექ­სკლუ­ზი­უ­რი მო­ოქ­რო­ვი­ლი მო­დე­ლე­ბიც. თა­ვი­სი ის­ტო­რი­ის მან­ძილ­ზე ბრენ­დი კალ­მე­ბის დამ­ზა­დე­ბის უნი­კა­ლუ­რი მე­თო­დით მუ­შა­ობს და ის დღემ­დე შე­უც­ვლე­ლია.

სა­ქარ­თვე­ლო­ში Waldmann-ის ბრენ­დის კალ­მე­ბის შე­ძე­ნა "ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რე­ებ­შია" შე­საძ­ლე­ბე­ლი (ჭავ­ჭა­ვა­ძის 7, კან­დე­ლა­კის 7), სა­დაც სურ­ვი­ლი­სა­მებრ უნი­კა­ლურ კალ­მებ­ზე გრა­ვი­რე­ბა­საც გთა­ვა­ზო­ბენ.

Montegrappa -1912 წლი­დან Montegrappa იტა­ლი­ის ის­ტო­რი­ის ნა­წი­ლია. ეს არის კალ­მე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი პირ­ვე­ლი იტა­ლი­უ­რი კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც დღეს მსოფ­ლიო მას­შტა­ბით მე­ტად პო­პუ­ლა­რუ­ლი და პრეს­ტი­ჟუ­ლი ბრენ­დია. Montegrappa-ს კალ­მე­ბი სა­ოც­რად დახ­ვე­წი­ლია და წე­რის დროს მის მფლო­ბელს გან­სა­კუთ­რე­ბულ ემო­ცი­ებს უღ­ვი­ძებს.

კა­ლამ­მა შექ­მნის­თა­ნა­ვე დიდი პო­პუ­ლა­რო­ბა მო­ი­პო­ვა და ის მალე სა­წე­რი კალ­მი­დან გარ­და­იქ­მნა აქ­სე­სუ­ა­რად, რო­მე­ლიც მის მფლო­ბელ­ზე ბევ­რს ამ­ბობ­და. მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი დი­ზა­ი­ნის მი­უ­ხე­და­ვად არის გარ­კვე­უ­ლი შტრი­ხე­ბი, რო­მე­ლიც ამ ბრენ­დის ყვე­ლა მო­დელს აქვს და მისი ამოც­ნო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა. კალ­მე­ბის სა­წარ­მო­ებ­ლად ოქ­რო­სა და ვერ­ცხლის მა­სა­ლას იყე­ნე­ბენ.

A S.T. Dupont - ეს არის ფრან­გუ­ლი ბრენ­დი, რო­მე­ლიც მე-19 სა­უ­კუ­ნი­დან არ­სე­ბობს. კალ­მე­ბის პრეს­ტი­ჟუ­ლო­ბას მათი უნი­კა­ლუ­რი დი­ზა­ი­ნი გა­ნა­პი­რო­ბებს. შემ­ქმნე­ლე­ბი თი­თო­ე­ულ წვრილ­მანს დიდ ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცე­ვენ და სწო­რედ ამის შე­დე­გია, რომ სა­ბო­ლოო პრო­დუქ­ტი მე­ტად დახ­ვე­წი­ლი და გა­მორ­ჩე­უ­ლია.

ბრენ­დი იმი­თაც არის ცნო­ბი­ლი, რომ სა­მე­ფო ოჯა­ხე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, დადგვა­როვ­ნე­ბი და ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი ხსი­რად სწო­რედ Dupont-ის კალ­მებს იყე­ნე­ბენ. კომ­პა­ნია კლა­სი­კუ­რის პა­რა­ლე­ლუ­რად, სრუ­ლი­ად ექ­სტრა­ვა­გან­ტულ კალ­მებ­საც ქმნის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

ყველაზე გამორჩეული ხელნაკეთი კალმების 5 ბრენდი - რას გვთავაზობს ქართული ბაზარი?

ყველაზე გამორჩეული ხელნაკეთი კალმების 5 ბრენდი - რას გვთავაზობს ქართული ბაზარი?

კალამი მის მფლობელზე მრავლისმთქმელია. სწორედ ამიტომ ცდილობენ კალმების მწარმოებლები, შექმნან უნიკალური და ძვირფასი პროდუქტები, რომლებსაც მომავალი მფლობელები მოუთმენლად დაელოდებიან და მათი ფლობით იამაყებენ.

მსოფლიოში კალმების მწარმოებელი რამდენიმე ბრენდია, რომელთა სახელებიც ყველამ იცის და მათი ფლობის პრივილეგია მხოლოდ განსაკუთრებულ ადამიანებს აქვთ. სწორედ ასეთებს წარმოგიდგენთ ახლა:

Ferrari da Varese Pens - მსოფლიოში ცნობილი იტალიური ბრენდი, რომლის კალმებიც უძვირფასესი საჩუქარია. კომპანია მილანის ჩრდილოეთით შვეიცარიის საზღვრიდან რამდენიმე მილის მოშორებით მდებარეობს პატარა ქალაქი ვარეზე. სწორედ აქ, ერთი დეკადის წინ მარიო ფერარიმ დაწყო კალმების გაკეთება. ბრენდს ახლა საგვარეულოს მეორე თაობა მართავს და საკმაოდ წარმატებითაც.

Ferrari da Varese Pens-ის კალმები არა მხოლოდ კონტინენტზე, არამედ მსოფლიო მასშტაბით უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. ამჟამად კალმების წარმოების ნაწილი გერმანიაში ხდება, ნაწილი კი - მის სამშობლოში.

ბრენდი იმით არის გამორჩეული, რომ მისი ხელნაკეთი კალმები ძვირფასთან ერთად, მეტად რომანტიკულიცაა. სწორედ ამიტომ, როცა გინდათ, რომ თქვენი საჩუქარი განსაკუთრებული და გამორჩეული იყოს, სწორედ ამ ბრენდს უნდა მიმართოთ.

Caran d'Ache Pens - ბრენდი 1924 წელს არნოლდ შვაითზერმა შექმნა. კალმები ხელით იქმნება. ბრენდის შემქმნელები ცდილობენ, ძვირფასი კალმებით ხელით წერის კულტურა შეინარჩუნონ. ამ ბრენდის კალმების დიდ უმეტესობას სამუდამო გარანტია აქვს. ეს კი უკვე ავტომატურად მის ხარისხსა და თვისებებზე მეტყველებს.

ბრენდის სტრატეგია იმაში მდგომარეობს, რომ შვეიცარიული საათების წარმოების ხარისხი და დონე შეინარჩუნონ. Caran d'Ache Pens-ის კალმები განსაკუთრებული ხარისიხის პარალელურად, სრულიად უნიკალური დიზაინითაც გამოირჩევიან. ბრენდი ორი მიმართულებით - კლასიკური და თანამედროვე კალმების შექმნაზე მუშაობს. წარმოების პროცესში ხშირად გამოიყენებენ ოქროს.

Waldmann - კომპანიის ისტორია 1918 წელს იწყება. ეს არის ბრენდი, რომელიც წელს 100 წლის იუბილეს აღნიშნავს და აღსანიშნავია ისიც, რომ მისი პროდუქცია საქართველოშიც იყიდება. მის სახელს უკავშირდება პირველი 2 და 4 ფერიანი კალამი. აღნიშნული სისტემა სწორედ Waldmann-მა დააპატენტა.

ამ ბრენდის ყველა კალამი მოვერცხლილია 925 სინჯიანი ვერცხლით. არსებობს ექსკლუზიური მოოქროვილი მოდელებიც. თავისი ისტორიის მანძილზე ბრენდი კალმების დამზადების უნიკალური მეთოდით მუშაობს და ის დღემდე შეუცვლელია.

საქართველოში Waldmann-ის ბრენდის კალმების შეძენა "ბიბლუსი გალერეებშია" შესაძლებელი (ჭავჭავაძის 7, კანდელაკის 7), სადაც სურვილისამებრ უნიკალურ კალმებზე გრავირებასაც გთავაზობენ.

Montegrappa -1912 წლიდან Montegrappa იტალიის ისტორიის ნაწილია. ეს არის კალმების მწარმოებელი პირველი იტალიური კომპანია, რომელიც დღეს მსოფლიო მასშტაბით მეტად პოპულარული და პრესტიჟული ბრენდია. Montegrappa-ს კალმები საოცრად დახვეწილია და წერის დროს მის მფლობელს განსაკუთრებულ ემოციებს უღვიძებს.

კალამმა შექმნისთანავე დიდი პოპულარობა მოიპოვა და ის მალე საწერი კალმიდან გარდაიქმნა აქსესუარად, რომელიც მის მფლობელზე ბევრს ამბობდა. მრავალფეროვანი დიზაინის მიუხედავად არის გარკვეული შტრიხები, რომელიც ამ ბრენდის ყველა მოდელს აქვს და მისი ამოცნობის საშუალებას იძლევა. კალმების საწარმოებლად ოქროსა და ვერცხლის მასალას იყენებენ.

A S.T. Dupont - ეს არის ფრანგული ბრენდი, რომელიც მე-19 საუკუნიდან არსებობს. კალმების პრესტიჟულობას მათი უნიკალური დიზაინი განაპირობებს. შემქმნელები თითოეულ წვრილმანს დიდ ყურადღებას აქცევენ და სწორედ ამის შედეგია, რომ საბოლოო პროდუქტი მეტად დახვეწილი და გამორჩეულია.

ბრენდი იმითაც არის ცნობილი, რომ სამეფო ოჯახების წარმომადგენლები, დადგვაროვნები და ცნობილი სახეები ხსირად სწორედ Dupont-ის კალმებს იყენებენ. კომპანია კლასიკურის პარალელურად, სრულიად ექსტრავაგანტულ კალმებსაც ქმნის.

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის