საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა შეიძლება იყოს "გულის ფრიალის" მიზეზი და როგორ ვუმკურნალოთ მას - ენდოკრინოლოგის საინტერესო რჩევები
რა შეიძლება იყოს "გულის ფრიალის" მიზეზი და როგორ ვუმკურნალოთ მას - ენდოკრინოლოგის საინტერესო რჩევები

"გუ­ლის ფრი­ა­ლი" ხალ­ხში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გა­მოთ­ქმაა, რო­მე­ლიც გუ­ლის არე­ში უსი­ა­მოვ­ნო შეგ­რძნე­ბებს გა­მო­ხა­ტავს. ამ შეგ­რძნე­ბებს სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზი აქვს, რომ­ლე­ბიც კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სა­მე­დი­ცი­ნო კვლე­ვით უნდა დად­გინ­დეს. რო­დის და რა­ტომ იქ­ცე­ვა ჰორ­მო­ნე­ბი გუ­ლის ფრი­ა­ლის მი­ზე­ზად, ამის შე­სა­ხებ ექი­მი ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი ლია გო­გუა mkurnali.ge-ს ესა­უბ­რა:

- ქალ­ბა­ტო­ნო ლია, თქვე­ნი, ექი­მი ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გის, პრაქ­ტი­კა­ში რო­დის უჩი­ვი­ან პა­ცი­ენ­ტე­ბი გახ­ში­რე­ბულ გუ­ლის­ცე­მას ან გუ­ლის ფრი­ალს?

- გუ­ლის ფრი­ა­ლი სუ­ბი­ექ­ტუ­რი სიმპტო­მია, რო­მელ­საც შე­საძ­ლოა უჩი­ო­დეს რო­გორც სავ­სე­ბით ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნი, ისე ავად­მყო­ფიც. იმ და­ა­ვა­დე­ბა­თა სია, რომ­ლებ­საც გუ­ლის ფრი­ა­ლი ახ­ლავს თან, საკ­მა­ოდ ვრცე­ლია. ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი­უ­რი კუ­თხით, ეს სიმპტო­მი შე­საძ­ლოა შე­ი­ნიშ­ნე­ბო­დეს ფა­რი­სებ­რი და თირკმელ­ზე­და ჯირ­კვლე­ბის პა­თო­ლო­გი­ის დროს, კლი­მაქ­ტე­რი­ულ და მენსტრუ­ა­ცი­ამ­დელ პე­რი­ოდ­ში, მო­ზარდ ასაკ­ში, შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტის დროს და სხვა. გუ­ლის­ცე­მის გახ­ში­რე­ბას და გუ­ლის ფრი­ალს თით­ქმის ყო­ველ­თვის ახ­ლავს თან სხვა არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო სიმპტო­მე­ბიც: თავ­ბრუხ­ვე­ვა, ქო­ში­ნი, სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბა, გუ­ლის რევა, ღე­ბი­ნე­ბა, გუ­ლის წას­ვლა.

- ბრძა­ნეთ, რომ გუ­ლის ფრი­ა­ლი მო­ზარდ ასაკ­შიც ში­ნიშ­ნე­ბა. რისი ბრა­ლია ეს?

- მო­ზარდ ასაკ­ში ეს ფუნ­ქცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა ვლინ­დე­ბა ზრდის ტემ­პის, სხე­უ­ლი­სა და გულ-სის­ხლძარ­ღვა­თა სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბას შო­რის კო­ორ­დი­ნა­ცი­ის დარ­ღვე­ვი­სას, ასე­ვე - ნერ­ვუ­ლი და ჰორ­მო­ნუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ის ცვლი­ლე­ბი­სას. ასე­თი პა­ცი­ენ­ტე­ბის კლი­ნი­კუ­რი და ინ­სტრუ­მენ­ტუ­ლი გა­მოკ­ვლე­ვი­სას პა­თო­ლო­გი­ის გა­მოვ­ლე­ნა ხში­რად ვერ ხერ­ხდე­ბა.

- ფა­რი­სებ­რი და თირკმელ­ზე­და ჯირ­კვლის რო­მე­ლი პა­თო­ლო­გი­ე­ბის დროს შე­ი­ნიშ­ნე­ბა გუ­ლის ფრი­ა­ლი?

- ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის პა­თო­ლო­გი­ე­ბი­დან გუ­ლის­ცე­მის გაძ­ლი­ე­რე­ბა თან ახ­ლავს თი­რე­ო­ტოქ­სი­კოზს. მსუ­ბუ­ქი თი­რე­ო­ტოქ­სი­კო­ზის დროს გუ­ლის­ცე­მის სიხ­ში­რე წუთ­ში 100-ს შე­ად­გენს, ხოლო სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მის ფორ­მე­ბის დროს - და­ახ­ლო­ე­ბით 120-ს. უკა­ნას­კნელ შემ­თხვე­ვა­ში აღი­ნიშ­ნე­ბა რე­გუ­ლა­რუ­ლი ტა­ქი­კარ­დია. თი­რე­ო­ტოქ­სი­კო­ზის დროს ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის ჰორ­მო­ნე­ბი ჭარ­ბად ხვდე­ბა სის­ხლში და ძლი­ერ­დე­ბა მათი ნორ­მა­ლუ­რი ეფექ­ტი - რამ­დე­ნი­მე­ჯერ იმა­ტებს ორ­გა­ნიზ­მში ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლის ინ­ტენ­სი­ვო­ბა. თირკმელ­ზე­და ჯირ­კვლის პა­თო­ლო­გი­ე­ბი­დან გუ­ლის­ცე­მის გახ­ში­რე­ბა ახა­სი­ა­თებს ფე­ოქ­რო­მო­ცი­ტო­მას. მას თან ახ­ლავს ორ­თოს­ტა­ტი­კუ­რი ტა­ქი­კარ­დია: გუ­ლის­ცე­მის სიხ­ში­რე წუთ­ში 20 დარ­ტყმით და მე­ტით იმა­ტებს სხე­უ­ლის ჰო­რი­ზონ­ტა­ლუ­რი­დან ვერ­ტი­კა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გა­დას­ვლი­სას.

- შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტის დროს რა იწ­ვევს გუ­ლის ფრი­ალს?

- გუ­ლის ფრი­ა­ლი და, სა­ზო­გა­დოდ, გუ­ლის რიტ­მის დარ­ღვე­ვა შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტის დროს შე­საძ­ლოა გა­მოწ­ვე­უ­ლი იყოს რო­გორც თა­ვად დი­ა­ბე­ტით, ისე მისი თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბი­თაც. ამ დარ­ღვე­ვე­ბის ხა­სი­ა­თიც სხვა­დას­ხვაა.

ახალ­გაზ­რდებ­თან შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტის ხან­გრძლი­ვი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას გუ­ლის ფრი­ა­ლი ხში­რად დი­ა­ბე­ტუ­რი ავ­ტო­ნო­მი­უ­რი ნე­ი­რო­პა­თი­ი­თაა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი. ეს არის დი­ა­ბე­ტის გარ­თუ­ლე­ბა, რომ­ლის დრო­საც სის­ხლში შაქ­რის ხან­გრძლი­ვი მო­მა­ტე­ბის შე­დე­გად ზი­ან­დე­ბა გუ­ლის სის­ხლძარ­ღვე­ბი და ნერ­ვე­ბი. სწო­რედ ამ ნერ­ვე­ბის და­ზი­ა­ნე­ბას უკავ­შირ­დე­ბა გუ­ლის რიტ­მის დარ­ღვე­ვა, რო­მე­ლიც სი­ნუ­სუ­რი ტა­ქი­კარ­დი­ით მჟღავ­ნდე­ბა. მოს­ვე­ნე­ბის დრო­საც კი გუ­ლის­ცე­მის სიხ­ში­რე წუთ­ში 90-100-ს, ზოგ­ჯერ 130-საც კი აღ­წევს.

ეს მდგო­მა­რე­ო­ბა მო­ი­თხოვს სპე­ცი­ა­ლურ კვლე­ვას ფუნ­ქცი­უ­რი სინ­ჯე­ბით გუ­ლის ნერ­ვუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ის შე­სა­ფა­სებ­ლად.

შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტის დროს გუ­ლის ფრი­ა­ლის მი­ზე­ზი ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა იყოს დი­ა­ბე­ტუ­რი მი­ო­კარ­დი­ო­დის­ტრო­ფია. ის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლის დარ­ღვე­ვით, რო­მელ­საც, თა­ვის მხრივ, ინ­სუ­ლი­ნის დე­ფი­ცი­ტი და უჯრე­დის მემ­ბრა­ნი­დან გუ­ლის კუნ­თის უჯრე­დებ­ში გლუ­კო­ზის მი­წო­დე­ბის მოშ­ლა გა­ნა­პი­რო­ბებს...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

რა შეიძლება იყოს "გულის ფრიალის" მიზეზი და როგორ ვუმკურნალოთ მას - ენდოკრინოლოგის საინტერესო რჩევები

რა შეიძლება იყოს "გულის ფრიალის" მიზეზი და როგორ ვუმკურნალოთ მას - ენდოკრინოლოგის საინტერესო რჩევები

"გულის ფრიალი" ხალხში გავრცელებული გამოთქმაა, რომელიც გულის არეში უსიამოვნო შეგრძნებებს გამოხატავს. ამ შეგრძნებებს სხვადასხვა მიზეზი აქვს, რომლებიც კვალიფიციური სამედიცინო კვლევით უნდა დადგინდეს. როდის და რატომ იქცევა ჰორმონები გულის ფრიალის მიზეზად, ამის შესახებ ექიმი ენდოკრინოლოგი ლია გოგუა mkurnali.ge-ს ესაუბრა:

- ქალბატონო ლია, თქვენი, ექიმი ენდოკრინოლოგის, პრაქტიკაში როდის უჩივიან პაციენტები გახშირებულ გულისცემას ან გულის ფრიალს?

- გულის ფრიალი სუბიექტური სიმპტომია, რომელსაც შესაძლოა უჩიოდეს როგორც სავსებით ჯანმრთელი ადამიანი, ისე ავადმყოფიც. იმ დაავადებათა სია, რომლებსაც გულის ფრიალი ახლავს თან, საკმაოდ ვრცელია. ენდოკრინოლოგიური კუთხით, ეს სიმპტომი შესაძლოა შეინიშნებოდეს ფარისებრი და თირკმელზედა ჯირკვლების პათოლოგიის დროს, კლიმაქტერიულ და მენსტრუაციამდელ პერიოდში, მოზარდ ასაკში, შაქრიანი დიაბეტის დროს და სხვა. გულისცემის გახშირებას და გულის ფრიალს თითქმის ყოველთვის ახლავს თან სხვა არასასიამოვნო სიმპტომებიც: თავბრუხვევა, ქოშინი, სუნთქვის უკმარისობა, გულის რევა, ღებინება, გულის წასვლა.

- ბრძანეთ, რომ გულის ფრიალი მოზარდ ასაკშიც შინიშნება. რისი ბრალია ეს?

- მოზარდ ასაკში ეს ფუნქციური მდგომარეობა ვლინდება ზრდის ტემპის, სხეულისა და გულ-სისხლძარღვათა სისტემის განვითარებას შორის კოორდინაციის დარღვევისას, ასევე - ნერვული და ჰორმონული რეგულაციის ცვლილებისას. ასეთი პაციენტების კლინიკური და ინსტრუმენტული გამოკვლევისას პათოლოგიის გამოვლენა ხშირად ვერ ხერხდება.

- ფარისებრი და თირკმელზედა ჯირკვლის რომელი პათოლოგიების დროს შეინიშნება გულის ფრიალი?

- ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიებიდან გულისცემის გაძლიერება თან ახლავს თირეოტოქსიკოზს. მსუბუქი თირეოტოქსიკოზის დროს გულისცემის სიხშირე წუთში 100-ს შეადგენს, ხოლო საშუალო სიმძიმის ფორმების დროს - დაახლოებით 120-ს. უკანასკნელ შემთხვევაში აღინიშნება რეგულარული ტაქიკარდია. თირეოტოქსიკოზის დროს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები ჭარბად ხვდება სისხლში და ძლიერდება მათი ნორმალური ეფექტი - რამდენიმეჯერ იმატებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის ინტენსივობა. თირკმელზედა ჯირკვლის პათოლოგიებიდან გულისცემის გახშირება ახასიათებს ფეოქრომოციტომას. მას თან ახლავს ორთოსტატიკური ტაქიკარდია: გულისცემის სიხშირე წუთში 20 დარტყმით და მეტით იმატებს სხეულის ჰორიზონტალურიდან ვერტიკალურ მდგომარეობაში გადასვლისას.

- შაქრიანი დიაბეტის დროს რა იწვევს გულის ფრიალს?

- გულის ფრიალი და, საზოგადოდ, გულის რიტმის დარღვევა შაქრიანი დიაბეტის დროს შესაძლოა გამოწვეული იყოს როგორც თავად დიაბეტით, ისე მისი თანმხლები დაავადებებითაც. ამ დარღვევების ხასიათიც სხვადასხვაა.

ახალგაზრდებთან შაქრიანი დიაბეტის ხანგრძლივი მიმდინარეობისას გულის ფრიალი ხშირად დიაბეტური ავტონომიური ნეიროპათიითაა განპირობებული. ეს არის დიაბეტის გართულება, რომლის დროსაც სისხლში შაქრის ხანგრძლივი მომატების შედეგად ზიანდება გულის სისხლძარღვები და ნერვები. სწორედ ამ ნერვების დაზიანებას უკავშირდება გულის რიტმის დარღვევა, რომელიც სინუსური ტაქიკარდიით მჟღავნდება. მოსვენების დროსაც კი გულისცემის სიხშირე წუთში 90-100-ს, ზოგჯერ 130-საც კი აღწევს.

ეს მდგომარეობა მოითხოვს სპეციალურ კვლევას ფუნქციური სინჯებით გულის ნერვული რეგულაციის შესაფასებლად.

შაქრიანი დიაბეტის დროს გულის ფრიალის მიზეზი ასევე შეიძლება იყოს დიაბეტური მიოკარდიოდისტროფია. ის განპირობებულია ნივთიერებათა ცვლის დარღვევით, რომელსაც, თავის მხრივ, ინსულინის დეფიციტი და უჯრედის მემბრანიდან გულის კუნთის უჯრედებში გლუკოზის მიწოდების მოშლა განაპირობებს...განაგრძეთ კითხვა

"ვემუდარები და ვთხოვ მოქალაქეებს, ნუ დამალვთ და აღიარეთ ვისთან გქონდათ კონტაქტი" - ქართველი ექიმის მიმართვა

LIVE: გადაცემა "სპორტალი" - ჩოგბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი აკა მეტრეველი

როგორ ებრძვის საქართველო დასავლურ ქვეყნებზე წარმატებულად კორონავირუსს - რას წერს ცნობილი გამოცემა