მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საპატრიარქო - დეკანოზ მამალაძეს მოუწევს პასუხი გასცეს წმინდა სინოდს იმ ცილისწამებების გამო, რასაც ავრცელებს
საპატრიარქო - დეკანოზ მამალაძეს მოუწევს პასუხი გასცეს წმინდა სინოდს იმ ცილისწამებების გამო, რასაც ავრცელებს

ჩვენ არ ვი­ცით, შე­ი­წყა­ლე­ბენ თუ არა მა­მა­ლა­ძეს, მაგ­რამ მას აუ­ცი­ლებ­ლად მო­უ­წევს პა­სუ­ხი გას­ცეს წმინ­და სი­ნოდს იმ ცი­ლის­წა­მე­ბე­ბის გამო, რა­საც თით­ქმის ორი წე­ლია ავ­რცე­ლებს, ან მისი სა­ხე­ლით ავ­რცე­ლე­ბენ, - ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს გან­ცხა­დე­ბა­ში.

რო­გორც სა­პატ­რი­არ­ქოს გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ბოლო დროს კვლავ გა­აქ­ტი­ურ­და ზო­გი­ერ­თი მე­დია დე­კა­ნოზ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძეს­თან მი­მარ­თე­ბა­ში.

"მას წარ­მო­ა­ჩე­ნენ სი­მარ­თლი­სათ­ვის დევ­ნი­ლად, კო­რუფ­ცი­ას­თან მებ­რძო­ლად და ამ მი­ზე­ზით დას­ჯი­ლად; სა­პატ­რი­არ­ქოს კი - დამ­ნა­შა­ვე­თა დამ­ფარ­ვე­ლად და უსა­მარ­თლო­ბის ხელ­შემ­წყო­ბად.

ამ აზრს კარ­გა ხა­ნია ავ­რცე­ლე­ბენ, თუმ­ცა არა ასე­თი აქ­ტი­უ­რო­ბი­თა და სიმ­კვეთ­რით. მი­ზა­ნია ეკ­ლე­სი­ის და სა­სუ­ლი­ე­რო და­სის დის­კრე­დი­ტა­ცია და ამას­თან, შე­წყა­ლე­ბის მი­საღ­წე­ვად გარ­კვე­უ­ლი ზე­მოქ­მე­დე­ბის მოხ­დე­ნა პრე­ზი­დენტზე და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე.

"ცი­ა­ნი­დის" საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს თა­ვი­სი პო­ზი­ცია დღემ­დე არ და­უ­ფიქ­სი­რე­ბია ორი მი­ზე­ზის გამო: არ იც­ნობს გა­მო­ძი­ე­ბის მა­სა­ლებს და ამას­თან, თავს იკა­ვებს გან­ცხა­დე­ბე­ბი­სა­გან, რომ ნებ­სით თუ უნებ­ლი­ედ, და­მა­ტე­ბი­თი ზი­ა­ნი არ მი­ე­ყე­ნოს და­კა­ვე­ბულს. ჩვენ გვაქვს მო­ცე­მუ­ლო­ბა, რომ ფაქ­ტი­უ­რად, სამი ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლომ დე­კა­ნოზ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძეს გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­უ­ტა­ნა. ჩვენ ვერ შე­ვა­ფა­სებთ სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­მარ­თლებ­რივ მხა­რეს, მაგ­რამ შევ­ნიშ­ნავთ, რომ, სამ­წუ­ხა­როდ, რო­გორც დე­კა­ნო­ზი გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძე, ისე მისი ინ­ტე­რე­სე­ბის დამ­ცვე­ლე­ბი მე­დი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში სიც­რუ­ეს მუდ­მი­ვად იყე­ნე­ბენ და ხალ­ხი შეც­დო­მა­ში შეჰ­ყავთ.

სიც­რუ­ეა ისიც, თით­ქოს სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო­ში მი­ლი­ო­ნო­ბით თან­ხებ­ზე ხდე­ბა კო­რუფ­ცი­უ­ლი გა­რი­გე­ბე­ბი და რომ დე­კა­ნო­ზი ამის მხი­ლე­ბას შე­ე­წი­რა. სა­ერ­თოდ, ეკ­ლე­სია არა­ვი­სი და­პა­ტიმ­რე­ბის მო­სურ­ნე არ არის; ამის­თვის იმ ადა­მი­ა­ნებ­საც არ იმე­ტებს, რო­მელ­თაც მო­რა­ლუ­რად, თუ მა­ტე­რი­ა­ლუ­რად სე­რი­ო­ზუ­ლი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნეს მას. რა­ტომ იქ­ნე­ბა იგი მა­მა­ლა­ძის და­ჭე­რის მომ­ხრე, ან რა­ტომ არ და­ი­ცავს მას, თუ ამის სა­ფუძ­ვე­ლი მი­ე­ცე­მა?! ჩვენ არ ვი­ცით, შე­ი­წყა­ლე­ბენ თუ არა მა­მა­ლა­ძეს, მაგ­რამ მას აუ­ცი­ლებ­ლად მო­უ­წევს პა­სუ­ხი გას­ცეს წმინ­და სი­ნოდს იმ ცი­ლის­წა­მე­ბე­ბის გამო, რა­საც თით­ქმის ორი წე­ლია ავ­რცე­ლებს, ან მისი სა­ხე­ლით ავ­რცე­ლე­ბენ", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

საპატრიარქო - დეკანოზ მამალაძეს მოუწევს პასუხი გასცეს წმინდა სინოდს იმ ცილისწამებების გამო, რასაც ავრცელებს

საპატრიარქო - დეკანოზ მამალაძეს მოუწევს პასუხი გასცეს წმინდა სინოდს იმ ცილისწამებების გამო, რასაც ავრცელებს

ჩვენ არ ვიცით, შეიწყალებენ თუ არა მამალაძეს, მაგრამ მას აუცილებლად მოუწევს პასუხი გასცეს წმინდა სინოდს იმ ცილისწამებების გამო, რასაც თითქმის ორი წელია ავრცელებს, ან მისი სახელით ავრცელებენ, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.

როგორც საპატრიარქოს განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო დროს კვლავ გააქტიურდა ზოგიერთი მედია დეკანოზ გიორგი მამალაძესთან მიმართებაში.

"მას წარმოაჩენენ სიმართლისათვის დევნილად, კორუფციასთან მებრძოლად და ამ მიზეზით დასჯილად; საპატრიარქოს კი - დამნაშავეთა დამფარველად და უსამართლობის ხელშემწყობად.

ამ აზრს კარგა ხანია ავრცელებენ, თუმცა არა ასეთი აქტიურობითა და სიმკვეთრით. მიზანია ეკლესიის და სასულიერო დასის დისკრედიტაცია და ამასთან, შეწყალების მისაღწევად გარკვეული ზემოქმედების მოხდენა პრეზიდენტზე და საზოგადოებაზე.

"ციანიდის" საქმესთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს თავისი პოზიცია დღემდე არ დაუფიქსირებია ორი მიზეზის გამო: არ იცნობს გამოძიების მასალებს და ამასთან, თავს იკავებს განცხადებებისაგან, რომ ნებსით თუ უნებლიედ, დამატებითი ზიანი არ მიეყენოს დაკავებულს. ჩვენ გვაქვს მოცემულობა, რომ ფაქტიურად, სამი ინსტანციის სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. ჩვენ ვერ შევაფასებთ სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივ მხარეს, მაგრამ შევნიშნავთ, რომ, სამწუხაროდ, როგორც დეკანოზი გიორგი მამალაძე, ისე მისი ინტერესების დამცველები მედიასთან ურთიერთობაში სიცრუეს მუდმივად იყენებენ და ხალხი შეცდომაში შეჰყავთ.

სიცრუეა ისიც, თითქოს საქართველოს საპატრიარქოში მილიონობით თანხებზე ხდება კორუფციული გარიგებები და რომ დეკანოზი ამის მხილებას შეეწირა. საერთოდ, ეკლესია არავისი დაპატიმრების მოსურნე არ არის; ამისთვის იმ ადამიანებსაც არ იმეტებს, რომელთაც მორალურად, თუ მატერიალურად სერიოზული ზიანი მიაყენეს მას. რატომ იქნება იგი მამალაძის დაჭერის მომხრე, ან რატომ არ დაიცავს მას, თუ ამის საფუძველი მიეცემა?! ჩვენ არ ვიცით, შეიწყალებენ თუ არა მამალაძეს, მაგრამ მას აუცილებლად მოუწევს პასუხი გასცეს წმინდა სინოდს იმ ცილისწამებების გამო, რასაც თითქმის ორი წელია ავრცელებს, ან მისი სახელით ავრცელებენ", - ნათქვამია განცხადებაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი