"ბავშვი დაიბადა, ნატალიამ ნახა და მერე იგრძნო თავი ცუდად" - რას ჰყვებიან ახლობლები მშობიარობის შემდეგ გარდაცვლილ ქალზე

"ბავშვი დაიბადა, ნატალიამ ნახა და მერე იგრძნო თავი ცუდად" - რას ჰყვებიან ახლობლები მშობიარობის შემდეგ გარდაცვლილ ქალზე

რა გახდა ახალგაზრდა ქალის - 35 წლის ნატალია აბრამიშვილის მშობიარობის შემდეგ გარდაცვალების მიზეზი, ამას რეგულირების სააგენტო შეისწავლის. უწყება სამშობიარო სახლ "ნინოსა" და ღუდუშაურის კლინიკაში შესვლას გეგმავს…

mshoblebi.ge-სთან საუბრისას, ნატალიას ახლობლები მშობიარის გარდაცვალებას კლინიკის დაუდევრობას უკავშირებენ... ოჯახის ახლობელი ექსკლუზიურად გვესაუბრა მომხდარის შესახებ. მან გასაგები მიზეზების გამო ანონიმურად დარჩენა არჩია.

- ეს დღეები სულ სამშობიაროში ვარ და თავად ვიცი, რა როგორ იყო... ქალბატონი ნინო კაკულია რომ პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობს, ეს არის ყველაზე აუტანელი! აცხადებს, სტაბილური მდგომარეობა იყო, ღუდუშაურის კლინიკაში რომ გადაიყვანეს და იქ რა დაემართა, ჩვენ არ ვიცითო... მშობიარე სტაბილურ მდგომარეობაში კი არა, სისხლისგან დაცლილი შეიყვანეს ღუდუშაურის კლინიკაში! ყველაზე მეტად მაგიჟებს, რომ მესმის, მშობიარე ახლობლებს გადაეყვანათ, თუ ასე მძიმედ იყოო...

საღ-სალამათი გოგო ჯერ მშობიარობას არ ელოდებოდა, უბრალოდ ბოლო კონსულტაციაზე მივიდა. ალბათ შეეშინდათ, სხვაგან არ იმშობიაროსო და შეაშინეს, ბავშვი ძალიან დიდია და სასწრაფოდ უნდა გამშობიაროთო. ამ დროს ბავშვი ჩვეულებრივi, ნორმალური წონისაა... სასწრაფოდ გაუკეთეს დამაჩქარებლები. გახსნაც კი არ იყო დაწყებული, ერთ თითზეც არ იყო გახსნილი, ისე დაუწყეს ძალით მშობიარობა... მეან-გინეკოლოგი ნინო კაკულიას შვილი იყო. წყლები ხომ უნდა დაეღვარა და ეტყობა ძალით გაუხეთქეს ბუშტი და მაგ დროს გაიხა საშვილოსნოს უკანა კედელი. ბავშვი დაიბადა, ნატალიამ ნახა კიდეც, ჭამა და მერე თავი ცუდად იგრძნო... უთხრეს, ჩვეულებრივი ამბავიაო და როცა გონება დაკარგა, მაშინ გაუზომეს წნევა...განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ