ზაფხულის განმავლობაში ისრაელის ჯარს 1000 ქალი შეუერთდა. The Times of Israel წერს, რომ ეს რაოდენობა ქვეყნის ისტორიაში რეკორდულია.
სამხედრო პირების განცხადებით, წელს საბრძოლო დანაყოფებს 1050 ქალი შეუერთდა, აქედან - დაახლოებით 1000 ზაფხულის განმავლობაში.
2017 წელთან შედარებით 150-ით მეტი ქალი წავიდა წელს ისრაელის ჯარში.
ქალი სამხედროების რეკორდული რაოდენობა, სავარაუდოდ, ფემინისტებისა და პოლიტიკოსების აქტიური რეკომენდაციების შედეგია.
ამასთან, სამხედრო ავიაციაში განაცხადეს, რომ დივიზიონის მეთაურად პირველად დანიშნეს ქალი. 34 წლის პილოტი, რომლის ვინაობა არ სახელდება, ამჟამინდელ მეთაურს უახლოეს თვეებში ჩაანაცვლებს.