Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შვიდკაცასა" და Take 6-ის შესრულებულმა "სულიკომ" დარბაზი აამღერა
"შვიდკაცასა" და Take 6-ის შესრულებულმა "სულიკომ" დარბაზი აამღერა

11 აგ­ვის­ტოს, „შვიდ­კა­ცამ“ სცე­ნა­ზე მოღ­ვა­წე­ო­ბის 20 წლის იუ­ბი­ლე Check in Georgia-ს ფარ­გლებ­ში, „ბლექ სი არე­ნა­ზე“ გრან­დი­ო­ზუ­ლი კონ­ცერ­ტით აღ­ნიშ­ნა.

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ სიმ­ფო­ნი­ურ ორ­კესტრთან ერ­თად, რო­მელ­საც ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, ცნო­ბილ­მა ან­სამ­ბლმა არა­ერ­თი ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა შე­ას­რუ­ლა, რი­თაც მსმე­ნე­ლი იც­ნობს და სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ კონ­ცერ­ტის­თვის ახ­ლე­ბუ­რად ააჟ­ღე­რა ზო­გი­ერ­თი საყ­ვა­რე­ლი და ნაც­ნო­ბი კომ­პო­ზი­ცია. კონ­ცერ­ტის ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ვი ეპი­ზო­დი და რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მისი კულ­მი­ნა­ცია გახ­ლდათ 8 „გრე­მის“ მფლო­ბე­ლი ამე­რი­კუ­ლი ჯგუ­ფის, Take 6-ის სცე­ნა­ზე გა­მო­ჩე­ნა.

„შვიდ­კა­ცამ“ მათი რე­პერ­ტუ­ა­რი­დან სიმ­ღე­რა Amen და­ი­წყო და მალე ქარ­თველ მომ­ღერ­ლებს სცე­ნა­ზე Take 6 შე­უ­ერ­თდა შე­სა­ნიშ­ნა­ვი იმპრო­ვი­ზა­ცი­ით. შემ­დგომ ჯგუფ­მა რამ­დე­ნი­მე კომ­პო­ზი­ცია შეს­თა­ვა­ზა მსმე­ნელს, რი­თაც დარ­ბა­ზის აყო­ლი­ე­ბა შეძ­ლო, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ოვა­ცი­ე­ბი და­იმ­სა­ხუ­რა მათ მიერ წარ­მოდ­გე­ნილ­მა ცნო­ბილ­მა სიმ­ღე­რამ Smile, რო­მე­ლიც ორ­კესტრთან ერ­თად შე­სა­ნიშ­ნა­ვად ჟღერ­და.

თუმ­ცა, კონ­ცერ­ტის მთა­ვა­რი სი­ურპრი­ზი წინ გვე­ლო­და. ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლის ვერ­სი­ით, „სუ­ლი­კო“ ორი­ვე ჯგუფ­მა ერ­თად შე­ას­რუ­ლა და დარ­ბა­ზიც აამ­ღე­რა. ეს მარ­თლაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა, რად­გან ქარ­თველ­მა მსმე­ნელ­მა და­ა­ფა­სა ის მონ­დო­მე­ბა, რი­თაც Take 6-ის წევ­რე­ბი ქარ­თულ სი­ტყვებს გა­მოთ­ქვამ­დნენ.

კონ­ცერ­ტამ­დე ორი სა­ა­თით ადრე, როცა დარ­ბაზ­ში რე­პე­ტი­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, რო­ი­ალ­თან, რო­მელ­თა­ნაც ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი იჯდა, ამე­რი­კუ­ლი ჯგუ­ფის ბანი, დიდი ენ­თუ­ზი­აზ­მით ცდი­ლობ­და, გა­მო­ეთ­ქვა "ჩა­იკ­ვნეს-ჩა­ი­ჭი­კ­ჭი­კა" და სხვა­თა შო­რის, ძა­ლი­ან კარ­გა­დაც გა­მოს­დი­ო­და. ყვე­ლა­ზე სა­უ­კე­თე­სოდ უცხო­ელ­მა მომ­ღერ­ლებ­მა მა­ინც „სადა ხარ, ჩემო სუ­ლი­კო“ გა­მოთ­ქვეს...

„ბლექ სი არე­ნა­ზე“ ტრა­დი­ცი­ად დამ­კვიდ­რდა ქარ­თუ­ლი კონ­ცერ­ტე­ბის­თვის შექ­მნი­ლი სა­უ­კე­თე­სო გა­ფორ­მე­ბე­ბი, რის­თვი­საც ახ­ლაც, რო­გორც გი­ორ­გი მი­ქა­ძის 4 აგ­ვის­ტოს გა­მარ­თულ კონ­ცერ­ტზე, ბასა ფო­ცხიშ­ვი­ლის გუნ­დმა იმუ­შა­ვა და ეკ­რა­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ულა­მა­ზე­სი ატ­მოს­ფე­რო შექ­მნა აჟ­ღე­რე­ბუ­ლი მუ­სი­კის­თვის. კონ­ცერ­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ჯგუფ Take 6-ის წევ­რე­ბი კმა­ყო­ფი­ლე­ბას ვერ მა­ლავ­დნენ ამ თა­ნამ­შრომ­ლო­ბით.

მა­თი­ვე თხოვ­ნით, ისი­ნი შეხ­ვდნენ ქარ­თველ კა­ლათ­ბურ­თელს, ზაზა ფა­ჩუ­ლი­ას, რო­მე­ლიც მათ გა­საც­ნო­ბად სტუმ­რე­ბის­თვის გან­კუთ­ვნილ სივ­რცე­ში მი­იწ­ვი­ეს, დიდ­ხანს ისა­უბ­რეს კა­ლათ­ბურ­თის შე­სა­ხებ და მას­თან სა­მახ­სოვ­რო ფო­ტოც გა­და­ი­ღეს.

ანი კავ­ლე­ლიშ­ვი­ლი, "ბლექ სი არე­ნას“ დი­რექ­ტო­რი:

"კონ­ცერ­ტმა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად ჩა­ი­ა­რა, შეს­რულ­და ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო ნო­მე­რი. რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ამა­ღელ­ვე­ბე­ლი იყო პუბ­ლი­კის­თვის, Take 6-მა „სუ­ლი­კო“ „შვიდ­კა­ცას­თან“ ერ­თად შე­ას­რუ­ლა. ვფიქ­რობ, ამ სა­ღა­მოს წარ­მა­ტე­ბა ხვდა წი­ლად, დარ­ბაზ­ში ემო­ცი­ე­ბი მძვინ­ვა­რებ­და...

გი­ორ­გი ლომ­თა­თი­ძე, „შვიდ­კა­ცას“ წევ­რი:

"იმ­ხე­ლა ემო­ცია და სი­ხა­რუ­ლი იყო... ყვე­ლა­ნი­რად ვე­ცა­დეთ, აქ მო­სუ­ლი მსმე­ნე­ლის­თვის ყვე­ლა­ფე­რი გა­დაგ­ვე­ცა, რაც ჩვენ­ში დევს. მგო­ნი, გა­მო­ვი­და, მად­ლო­ბა ყვე­ლა ორ­გა­ნი­ზა­ტორს და Take 6-ს!

კლოდ მაქ­ნა­ი­თი, Take 6-ის წევ­რი:

"სუ­ლი­კო?" დიახ, ეს შე­სა­ნიშ­ნა­ვი სიმ­ღე­რაა, რო­მე­ლიც ჩვენ კონ­ცერ­ტამ­დე ორი დღით ადრე ვის­წავ­ლეთ და ცო­ტას ვნერ­ვი­უ­ლობ­დით, რო­გო­რი გა­მოგ­ვი­ვი­დო­და, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერ­მა კარ­გად ჩა­ი­ა­რა. მსმე­ნელ­საც მო­ე­წო­ნა და ჩვენც კმა­ყო­ფი­ლე­ბი ვართ".

კონ­ცერტს და ამე­რი­კუ­ლი ბენ­დის ვი­ზიტს "ფე­ის­ბუქ­ზე" ეხ­მა­უ­რე­ბა ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი და ემო­ცი­ურ მო­გო­ნე­ბას იხ­სე­ნებს:

"9 აპ­რი­ლი რომ მოხ­და 9 წლის ვი­ყა­ვი, დედა და მე პატ­რი­არ­ქის მო­წო­დე­ბას დავ­ყე­ვით და დარ­ბე­ვამ­დე რამ­დე­ნი­მე წუ­თით ადრე დავ­ტო­ვეთ აქ­ცია... ასე გა­და­ვურ­ჩით სულ მცი­რე გა­ზით მო­წამ­ვლას. მერე იყო სა­მო­ქა­ლა­ქო ომი, სრო­ლე­ბი, ბუნ­კე­რი, პატ­რი­ო­ტუ­ლი მთავ­რო­ბის გა­ძე­ვე­ბა, ტე­რი­ტო­რი­ე­ბის და­კარ­გვა უზარ­მა­ზა­რი მსხვერ­პლის ფა­სად, მერე უშუ­ქო­ბა­სა და უგა­ზო­ბას­თან გა­ზა­ვე­ბუ­ლი მხედ­რი­ო­ნი და უკი­დუ­რე­სი გა­ჭირ­ვე­ბა ცე­ლოფ­ნის პარ­კებ­ში კუ­პო­ნე­ბის ტა­რე­ბით, პუ­რის რი­გე­ბით, სა­უზ­მე, სა­დი­ლი და ვახ­შა­მი სო­ი­ოს კატ­ლე­ტე­ბით, ზამ­თარ­ში პალ­ტო­მოს­ხმუ­ლი ძი­ლით, და­ბა­ნა შე­შად ნახ­მა­რი ძვე­ლი ხის სკა­მე­ბით დან­თე­ბულ ცე­ცხლზე ადუ­ღე­ბუ­ლი წყლით, კვი­რა­ში ერთხელ ან ორ­ჯერ...

მა­შინ იყო მაგ­ნი­ტო­ფო­ნის ერა, თუ კი ელე­მენ­ტებს იშოვ­ნი­დი უდე­ნო­ბა­ში მუ­სი­კის მოს­მე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა დიდი სი­ხა­რუ­ლი იყო... სწო­რედ იმ დროს ჩემი მე­გობ­რის ბუკა კარ­ტო­ზი­ას ნა­თხო­ვარ კა­სე­ტა­ზე პირ­ვე­ლად მო­ვის­მი­ნე Take 6-ის რამ­დე­ნი­მე კომ­პო­ზი­ცია და ჩემს გო­ნე­ბა­სა­წი­ერ­ში ახა­ლი ტალ­ღა შე­მო­იჭ­რა თა­ვი­სი სრუ­ლი­ად სხვა ჰარ­მო­ნი­ით, ჟღე­რა­დო­ბით და ჯა­დოს­ნუ­რი სამ­ყა­რო­თი, რო­მელ­მაც მე კი არა, მთე­ლი მსოფ­ლიო ნარ­კო­ტი­კი­ვით თა­ვის­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი გა­ხა­და...

...შო­კუ­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა დღე­საც არ მა­ვი­წყდე­ბა, ვუს­მენ­დი და ვცდი­ლობ­დი თი­თო­ე­უ­ლი აკორ­დი, ვერ­ტი­კა­ლუ­რი თუ ჰო­რი­ზონ­ტა­ლუ­რი ხმა­თა წყო­ბა ამო­მეც­ნო და გა­მე­თა­ვი­სე­ბი­ნა. მოზ­რდი­ლი პე­რი­ო­დი გა­ვა­ტა­რე მათ მუ­სი­კას­თან ერ­თად. ამ დროს თბი­ლის­ში ჯაზ სექ­სტე­ტი შე­იკ­რა და მათ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და­ვი­წყე, უფრო მე­გობ­რო­ბა, რო­მე­ლიც მუ­სი­კა­ლურ ტან­დემ­საც მო­ი­ცავ­და, ერ­თად ვიღ­ვი­ძებ­დით და ვი­ძი­ნებ­დით, ერ­თად ვსუნ­თქავ­დით და ერ­თმა­ნე­თის ცხოვ­რე­ბით ვცხოვ­რობ­დით. ისი­ნიც ჩემ­დაგ­ვა­რად იყ­ვნენ Take 6-ით მო­წამ­ლუ­ლე­ბი და თა­ვა­დაც ბრწყინ­ვა­ლედ მღე­რო­დენ ურ­თუ­ლეს ჯა­ზურ პო­ლი­ფო­ნი­ას, მერე ამე­რი­კა­ში გა­და­სახ­ლდნენ და ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბის გამო ძი­რი­თა­დი საქ­მე სხვა ყო­ფით აუ­ცი­ლებ­ლო­ბებს შე­ა­ლი­ეს.

hოდა სწო­რედ მათ­თვის მო­მი­წია ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლი არან­ჟი­რე­ბის შექ­მნა, ექვს ხმა­ში გავ­შა­ლე აკა­კი და ვა­რინ­კა წე­რეთ­ლე­ბის ის­ტო­რი­უ­ლი სიმ­ღე­რა "სუ­ლი­კო". 15 თუ 16 წლის ვი­ყა­ვი მხო­ლოდ და მა­შინ ეს ხმე­ბის გაშ­ლა და "სუ­ლი­კოს" სხვა­დას­ხვა ჰარ­მო­ნი­ულ ტალ­ღებ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის მუხ­ტი სწო­რედ ამ ლე­გენ­და­რუ­ლი ან­სამ­ბლის გავ­ლე­ნამ და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბამ გა­მა­კე­თე­ბი­ნა, ჩემს ხელ­ნა­წერს კუ­თხე­ში მოკ­რძა­ლე­ბუ­ლად მი­ვა­წე­რე: მად­ლო­ბა Take 6-ს...

ჩე­მე­უ­ლი "სუ­ლი­კო" და ასე­ვე სხვა კომ­პო­ზი­ცი­ე­ბი ქარ­თულ­მა ჯაზ სექ­სტეტ­მა (შემ­დგომ კი ახა­ლი თა­ო­ბის მათ­მა შთა­მო­მავ­ლებ­მა) არა­ერ­თხელ ააჟ­ღე­რეს თბი­ლის­შიც, ევ­რო­პა­შიც და ამე­რი­კა­შიც, მე კი ყო­ველ­თვის ვრჩე­ბო­დი Take 6-ის მად­ლი­ე­რი, რომ ეს საქ­მე მათ მას­წავ­ლეს, მათი დამ­სა­ხუ­რე­ბით შე­ვი­ძი­ნე ძვე­ლი მუ­სი­კის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ვერ­სი­ის შექ­მნის და არან­ჟი­რე­ბის უნა­რე­ბი, თუმ­ცა არც 1996 წელს და არც მერე არ მი­ოც­ნე­ბია, რომ დად­გე­ბო­და ერთი მშვე­ნი­ე­რი დღე და ჩემს სამ­შობ­ლო­ში ჩე­მე­ულ "სუ­ლი­კოს" არც მეტი არც ნაკ­ლე­ბი თა­ვად Take 6 შე­ას­რუ­ლებ­და... თა­ვი­სით ამიხ­და... წარ­მო­იდ­გი­ნეთ რა გან­ცდებ­მა იმოგ­ზა­უ­რეს ჩემს სამ­ყა­რო­ში... მახ­სენ­დე­ბო­და ბავ­შვო­ბის ყო­ვე­ლი წუთი, ყვე­ლა ძვირ­ფა­სი ადა­მი­ა­ნი, ვინც ახლა აღარ მყავს, მახ­სენ­დე­ბო­და ჩემი თა­ვიც, ძალ­ზედ გა­ჭირ­ვე­ბა­ში მყო­ფი, რო­მელ­საც რა­ტომ­ღაც ყო­ველ­თვის ჰქონ­და მო­მავ­ლის იმე­დი და ამო­უც­ნო­ბი შე­მარ­თე­ბა..." - წერს ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი.

ფო­ტო­ე­ბი: Shermazana

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
ავტორი:

"შვიდკაცასა" და Take 6-ის შესრულებულმა "სულიკომ" დარბაზი აამღერა

"შვიდკაცასა" და Take 6-ის შესრულებულმა "სულიკომ" დარბაზი აამღერა

11 აგვისტოს, „შვიდკაცამ“ სცენაზე მოღვაწეობის 20 წლის იუბილე Check in Georgia-ს ფარგლებში, „ბლექ სი არენაზე“ გრანდიოზული კონცერტით აღნიშნა.

საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, რომელსაც ნიკოლოზ რაჭველი ხელმძღვანელობდა, ცნობილმა ანსამბლმა არაერთი ქართული სიმღერა შეასრულა, რითაც მსმენელი იცნობს და სპეციალურად ამ კონცერტისთვის ახლებურად ააჟღერა ზოგიერთი საყვარელი და ნაცნობი კომპოზიცია. კონცერტის ღირსშესანიშნავი ეპიზოდი და რასაკვირველია, მისი კულმინაცია გახლდათ 8 „გრემის“ მფლობელი ამერიკული ჯგუფის, Take 6-ის სცენაზე გამოჩენა.

„შვიდკაცამ“ მათი რეპერტუარიდან სიმღერა Amen დაიწყო და მალე ქართველ მომღერლებს სცენაზე Take 6 შეუერთდა შესანიშნავი იმპროვიზაციით. შემდგომ ჯგუფმა რამდენიმე კომპოზიცია შესთავაზა მსმენელს, რითაც დარბაზის აყოლიება შეძლო, განსაკუთრებული ოვაციები დაიმსახურა მათ მიერ წარმოდგენილმა ცნობილმა სიმღერამ Smile, რომელიც ორკესტრთან ერთად შესანიშნავად ჟღერდა.

თუმცა, კონცერტის მთავარი სიურპრიზი წინ გველოდა. ნიკოლოზ რაჭველის ვერსიით, „სულიკო“ ორივე ჯგუფმა ერთად შეასრულა და დარბაზიც აამღერა. ეს მართლაც განსაკუთრებული აღმოჩნდა, რადგან ქართველმა მსმენელმა დააფასა ის მონდომება, რითაც Take 6-ის წევრები ქართულ სიტყვებს გამოთქვამდნენ.

კონცერტამდე ორი საათით ადრე, როცა დარბაზში რეპეტიცია მიმდინარეობდა, როიალთან, რომელთანაც ნიკოლოზ რაჭველი იჯდა, ამერიკული ჯგუფის ბანი, დიდი ენთუზიაზმით ცდილობდა, გამოეთქვა "ჩაიკვნეს-ჩაიჭიკჭიკა" და სხვათა შორის, ძალიან კარგადაც გამოსდიოდა. ყველაზე საუკეთესოდ უცხოელმა მომღერლებმა მაინც „სადა ხარ, ჩემო სულიკო“ გამოთქვეს...

„ბლექ სი არენაზე“ ტრადიციად დამკვიდრდა ქართული კონცერტებისთვის შექმნილი საუკეთესო გაფორმებები, რისთვისაც ახლაც, როგორც გიორგი მიქაძის 4 აგვისტოს გამართულ კონცერტზე, ბასა ფოცხიშვილის გუნდმა იმუშავა და ეკრანების საშუალებით ულამაზესი ატმოსფერო შექმნა აჟღერებული მუსიკისთვის. კონცერტის დასრულების შემდეგ ჯგუფ Take 6-ის წევრები კმაყოფილებას ვერ მალავდნენ ამ თანამშრომლობით.

მათივე თხოვნით, ისინი შეხვდნენ ქართველ კალათბურთელს, ზაზა ფაჩულიას, რომელიც მათ გასაცნობად სტუმრებისთვის განკუთვნილ სივრცეში მიიწვიეს, დიდხანს ისაუბრეს კალათბურთის შესახებ და მასთან სამახსოვრო ფოტოც გადაიღეს.

ანი კავლელიშვილი, "ბლექ სი არენას“ დირექტორი:

"კონცერტმა არაჩვეულებრივად ჩაიარა, შესრულდა ბევრი საინტერესო ნომერი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და ამაღელვებელი იყო პუბლიკისთვის, Take 6-მა „სულიკო“ „შვიდკაცასთან“ ერთად შეასრულა. ვფიქრობ, ამ საღამოს წარმატება ხვდა წილად, დარბაზში ემოციები მძვინვარებდა...

გიორგი ლომთათიძე, „შვიდკაცას“ წევრი:

"იმხელა ემოცია და სიხარული იყო... ყველანირად ვეცადეთ, აქ მოსული მსმენელისთვის ყველაფერი გადაგვეცა, რაც ჩვენში დევს. მგონი, გამოვიდა, მადლობა ყველა ორგანიზატორს და Take 6-ს!

კლოდ მაქნაითი, Take 6-ის წევრი:

"სულიკო?" დიახ, ეს შესანიშნავი სიმღერაა, რომელიც ჩვენ კონცერტამდე ორი დღით ადრე ვისწავლეთ და ცოტას ვნერვიულობდით, როგორი გამოგვივიდოდა, მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. მსმენელსაც მოეწონა და ჩვენც კმაყოფილები ვართ".

კონცერტს და ამერიკული ბენდის ვიზიტს "ფეისბუქზე" ეხმაურება ნიკოლოზ რაჭველი და ემოციურ მოგონებას იხსენებს:

"9 აპრილი რომ მოხდა 9 წლის ვიყავი, დედა და მე პატრიარქის მოწოდებას დავყევით და დარბევამდე რამდენიმე წუთით ადრე დავტოვეთ აქცია... ასე გადავურჩით სულ მცირე გაზით მოწამვლას. მერე იყო სამოქალაქო ომი, სროლები, ბუნკერი, პატრიოტული მთავრობის გაძევება, ტერიტორიების დაკარგვა უზარმაზარი მსხვერპლის ფასად, მერე უშუქობასა და უგაზობასთან გაზავებული მხედრიონი და უკიდურესი გაჭირვება ცელოფნის პარკებში კუპონების ტარებით, პურის რიგებით, საუზმე, სადილი და ვახშამი სოიოს კატლეტებით, ზამთარში პალტომოსხმული ძილით, დაბანა შეშად ნახმარი ძველი ხის სკამებით დანთებულ ცეცხლზე ადუღებული წყლით, კვირაში ერთხელ ან ორჯერ...

მაშინ იყო მაგნიტოფონის ერა, თუ კი ელემენტებს იშოვნიდი უდენობაში მუსიკის მოსმენის შესაძლებლობა დიდი სიხარული იყო... სწორედ იმ დროს ჩემი მეგობრის ბუკა კარტოზიას ნათხოვარ კასეტაზე პირველად მოვისმინე Take 6-ის რამდენიმე კომპოზიცია და ჩემს გონებასაწიერში ახალი ტალღა შემოიჭრა თავისი სრულიად სხვა ჰარმონიით, ჟღერადობით და ჯადოსნური სამყაროთი, რომელმაც მე კი არა, მთელი მსოფლიო ნარკოტიკივით თავისზე დამოკიდებული გახადა...

...შოკური შთაბეჭდილება დღესაც არ მავიწყდება, ვუსმენდი და ვცდილობდი თითოეული აკორდი, ვერტიკალური თუ ჰორიზონტალური ხმათა წყობა ამომეცნო და გამეთავისებინა. მოზრდილი პერიოდი გავატარე მათ მუსიკასთან ერთად. ამ დროს თბილისში ჯაზ სექსტეტი შეიკრა და მათთან თანამშრომლობა დავიწყე, უფრო მეგობრობა, რომელიც მუსიკალურ ტანდემსაც მოიცავდა, ერთად ვიღვიძებდით და ვიძინებდით, ერთად ვსუნთქავდით და ერთმანეთის ცხოვრებით ვცხოვრობდით. ისინიც ჩემდაგვარად იყვნენ Take 6-ით მოწამლულები და თავადაც ბრწყინვალედ მღეროდენ ურთულეს ჯაზურ პოლიფონიას, მერე ამერიკაში გადასახლდნენ და ცხოვრებისეული სირთულეების გამო ძირითადი საქმე სხვა ყოფით აუცილებლობებს შეალიეს.

hოდა სწორედ მათთვის მომიწია ჩემს ცხოვრებაში პირველი არანჟირების შექმნა, ექვს ხმაში გავშალე აკაკი და ვარინკა წერეთლების ისტორიული სიმღერა "სულიკო". 15 თუ 16 წლის ვიყავი მხოლოდ და მაშინ ეს ხმების გაშლა და "სულიკოს" სხვადასხვა ჰარმონიულ ტალღებში მოგზაურობის მუხტი სწორედ ამ ლეგენდარული ანსამბლის გავლენამ და შთაბეჭდილებამ გამაკეთებინა, ჩემს ხელნაწერს კუთხეში მოკრძალებულად მივაწერე: მადლობა Take 6-ს...

ჩემეული "სულიკო" და ასევე სხვა კომპოზიციები ქართულმა ჯაზ სექსტეტმა (შემდგომ კი ახალი თაობის მათმა შთამომავლებმა) არაერთხელ ააჟღერეს თბილისშიც, ევროპაშიც და ამერიკაშიც, მე კი ყოველთვის ვრჩებოდი Take 6-ის მადლიერი, რომ ეს საქმე მათ მასწავლეს, მათი დამსახურებით შევიძინე ძველი მუსიკის განსხვავებული ვერსიის შექმნის და არანჟირების უნარები, თუმცა არც 1996 წელს და არც მერე არ მიოცნებია, რომ დადგებოდა ერთი მშვენიერი დღე და ჩემს სამშობლოში ჩემეულ "სულიკოს" არც მეტი არც ნაკლები თავად Take 6 შეასრულებდა... თავისით ამიხდა... წარმოიდგინეთ რა განცდებმა იმოგზაურეს ჩემს სამყაროში... მახსენდებოდა ბავშვობის ყოველი წუთი, ყველა ძვირფასი ადამიანი, ვინც ახლა აღარ მყავს, მახსენდებოდა ჩემი თავიც, ძალზედ გაჭირვებაში მყოფი, რომელსაც რატომღაც ყოველთვის ჰქონდა მომავლის იმედი და ამოუცნობი შემართება..." - წერს ნიკოლოზ რაჭველი.

ფოტოები: Shermazana

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება