მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღეს სასამართლო „კოზა ნოსტრას“ პრინციპით იმართება... წულუკიანის მისწრაფებები "კლანის მამების" - ჩინჩალაძისა და მურუსიძის მიზნებს ზედმიწევნით ემთხვევა"
"დღეს სასამართლო „კოზა ნოსტრას“ პრინციპით იმართება... წულუკიანის მისწრაფებები "კლანის მამების" - ჩინჩალაძისა და მურუსიძის მიზნებს ზედმიწევნით ემთხვევა"

უფ­ლე­ბა­დამ­ცველ ლია მუ­ხა­შავ­რის შე­ფა­სე­ბით, „სა­სა­მარ­თლო დღეს „კოზა ნოს­ტრას“ პრინ­ცი­პით იმარ­თე­ბა.

მუ­ხა­შავ­რია „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რის პოს­ტი­დან ნინო გვე­ნე­ტა­ძის გა­დად­გო­მის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს და ამ­ბობს, რომ ბოლო პე­რი­ოდ­ში სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა­ში წლე­ბის წინ ჩა­ბუ­დე­ბუ­ლი კლა­ნი კი­დევ უფრო გაძ­ლი­ერ­და და ამა­ში ლო­მის წილი იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრ თეა წუ­ლუ­კი­ანს მი­უ­ძღვის.

„ის იმ­დე­ნად გა­თავ­ხედ­და, რომ არც მა­ლავს სა­კუ­თარ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას რო­გორც მუ­რუ­სი­ძის, ისე ჩინ­ჩა­ლა­ძის მი­მართ, არა­და, სწო­რედ ეს ორი ადა­მი­ა­ნი ით­ვლე­ბა სა­სა­მარ­თლო­ში გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი კლა­ნის „მა­მე­ბად“. ან რა უნდა გაგ­ვიკ­ვირ­დეს იმ იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის­გან, რო­მელ­მაც ირაკ­ლი შო­თა­ძეს გა­ყალ­ბე­ბუ­ლი საქ­მის სა­სა­მარ­თლო­ში გაგ­ზავ­ნის­თვის მად­ლო­ბა სა­ჯა­როდ გა­და­უ­ხა­და?!

ფაქ­ტია, არც იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრ თეა წუ­ლუ­კი­ანს სჭირ­დე­ბა მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­სა­მარ­თლო, მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა კი ისე­თი სტრუქ­ტუ­რაა, თუ პო­ლი­ტი­კუ­რი ნება არ არ­სე­ბობს, მხო­ლოდ მე­დია და უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი მის გა­ჯან­სა­ღე­ბას ვერ მო­ვა­ხერ­ხებთ. სამ­წუ­ხა­როა, რომ წუ­ლუ­კი­ა­ნის მის­წრა­ფე­ბე­ბი "კლა­ნის მა­მე­ბის" - ჩინ­ჩა­ლა­ძი­სა და მუ­რუ­სი­ძის მიზ­ნებს ზედ­მი­წევ­ნით ემ­თხვე­ვა. რე­ა­ლუ­რად, დღეს სა­სა­მარ­თლო „კოზა ნოს­ტრას“ პრინ­ცი­პით იმარ­თე­ბა და ვინც არ უნდა მო­ვი­დეს უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რედ, ამ კლანს უკვე ვე­ღარ და­ა­მარ­ცხებს“, - გა­ნა­ცხა­და ლია მუ­ხა­შავ­რი­ამ.

მუ­ხა­შავ­რია არ გა­მო­რი­ცხავს, რომ სწო­რედ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში არ­სე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი მოქ­მე­დე­ბე­ბი გახ­დეს დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის და­ყე­ნე­ბის ერთ-ერთი ფაქ­ტო­რი.

იხი­ლეთ ვრცლად "კვი­რის პა­ლიტ­რის" 13 აგ­ვის­ტოს ნო­მერ­ში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

"დღეს სასამართლო „კოზა ნოსტრას“ პრინციპით იმართება... წულუკიანის მისწრაფებები "კლანის მამების" - ჩინჩალაძისა და მურუსიძის მიზნებს ზედმიწევნით ემთხვევა"

"დღეს სასამართლო „კოზა ნოსტრას“ პრინციპით იმართება... წულუკიანის მისწრაფებები "კლანის მამების" - ჩინჩალაძისა და მურუსიძის მიზნებს ზედმიწევნით ემთხვევა"

უფლებადამცველ ლია მუხაშავრის შეფასებით, „სასამართლო დღეს „კოზა ნოსტრას“ პრინციპით იმართება.

მუხაშავრია „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტიდან ნინო გვენეტაძის გადადგომის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ბოლო პერიოდში სასამართლო სისტემაში წლების წინ ჩაბუდებული კლანი კიდევ უფრო გაძლიერდა და ამაში ლომის წილი იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს მიუძღვის.

„ის იმდენად გათავხედდა, რომ არც მალავს საკუთარ დამოკიდებულებას როგორც მურუსიძის, ისე ჩინჩალაძის მიმართ, არადა, სწორედ ეს ორი ადამიანი ითვლება სასამართლოში გაძლიერებული კლანის „მამებად“. ან რა უნდა გაგვიკვირდეს იმ იუსტიციის მინისტრისგან, რომელმაც ირაკლი შოთაძეს გაყალბებული საქმის სასამართლოში გაგზავნისთვის მადლობა საჯაროდ გადაუხადა?!

ფაქტია, არც იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს სჭირდება მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სასამართლო, მართლმსაჯულება კი ისეთი სტრუქტურაა, თუ პოლიტიკური ნება არ არსებობს, მხოლოდ მედია და უფლებადამცველები მის გაჯანსაღებას ვერ მოვახერხებთ. სამწუხაროა, რომ წულუკიანის მისწრაფებები "კლანის მამების" - ჩინჩალაძისა და მურუსიძის მიზნებს ზედმიწევნით ემთხვევა. რეალურად, დღეს სასამართლო „კოზა ნოსტრას“ პრინციპით იმართება და ვინც არ უნდა მოვიდეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ, ამ კლანს უკვე ვეღარ დაამარცხებს“, - განაცხადა ლია მუხაშავრიამ.

მუხაშავრია არ გამორიცხავს, რომ სწორედ მართლმსაჯულების სისტემაში არსებული დანაშაულებრივი მოქმედებები გახდეს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენების ერთ-ერთი ფაქტორი.

იხილეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 13 აგვისტოს ნომერში

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს