ამერიკელმა მეცნიერმა და ექიმმა ბროდა ოტო ბარნსმა ენდოკრინოლოგიაში ჩატარებულ საინტერესო კვლევებზე დაყრდნობით აღმოაჩინა, რომ ადამიანის სხეულის ტემპერატურა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციობის საუკეთესო მაჩვენებელია და რომ აღნიშნული ჯირკვლის მდგომარეობის შესამოწმებლად, საკმარისია ჩვეულებრივი თერმომეტრი.
ეს უკანასკნელი ღამიდან უნდა მოამზადოთ, მისი მაჩვენებელი 35 გრადუსს არ უნდა აღემატებოდეს. ტემპერატურა გაღვიძებისთანავე უნდა გაიზომოთ, კონკრეტულად თერმომეტრი 10 წუთით გაიჩეროთ იღლიის ფოსოში. მიღებული მაჩვენებელი დილის ბაზალური ტემპერატურაა. თუ ის იქნება 36,5-36,8 0C –ის ფარგლებში, ეს იმას ნიშნავს, რომ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციობა წესრიგშია. (ორსულებთან, ისევე, როგორც მენსტრუაციის დროს, ტესტის მაჩვენებელი რამდენადმე განსხვავებულია).
თუ ტემპერატურა 36,5 გრადუსზე ნაკლები აღმოჩნდება, ე.ი. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციობა რამდენადმე დაქვეითებულია (ჰიპოთირეოზი). ასეთ დროს ყურადღება უნდა მიექცეს სხვა ისეთ სიმპტომებსაც, როგორებიცაა ხშირი თავის ტკივილი, სისუსტე, მეხსიერების გაუარესება, თმის ცვენა და სხვა. თუ დილის ტემპერატურა 36,8 გრადუსზე მაღალი აღმოჩნდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია გააქტივებულია. ასეთ დროს შესაძლოა ორგანიზმში ანთებითი პროცესებიც მიმდინარეობდეს...განაგრძეთ კითხვა