პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ილია მეორე - დიდგორი არ დამთავრებულა, სანამ ჩვენ ვარსებობთ, დიდგორი მუდამ იქნება
ილია მეორე - დიდგორი არ დამთავრებულა, სანამ ჩვენ ვარსებობთ, დიდგორი მუდამ იქნება

ღმერ­თმა ინე­ბოს, რომ დიდ­გო­რის გა­მარ­ჯვე­ბა მუ­დამ იყოს სა­ქარ­თვე­ლო­ში, დიდ­გო­რი არ დამ­თავ­რე­ბუ­ლა, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა, უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ილია მე­ო­რემ სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში საკ­ვი­რაო ქა­და­გე­ბი­სას ბრძა­ნა.

ილია მე­ო­რემ დიდ­გო­რის ბრძო­ლა გა­იხ­სე­ნა და ამ ბრძო­ლა­ში და­ღუ­პუ­ლი გმი­რე­ბის სუ­ლის მო­სახ­სე­ნი­ე­ბე­ლი პა­ნაშ­ვი­დი გა­და­ი­ხა­და. პატ­რი­არ­ქმა ბრძა­ნა, რომ დიდ­გო­რის ბრძო­ლა­ში მო­ნა­წი­ლე­თა გმი­რო­ბა წა­რუშ­ლე­ლია.

„ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა, ისე­ვე, რო­გორც ერის ცხოვ­რე­ბა, შედ­გე­ბა ბრძო­ლე­ბი­სა­გან - ბრძო­ლა კე­თილ­სა და ბო­როტს შო­რის. დღეს დიდ­გო­რო­ბაა – უდი­დე­სი ბრძო­ლა, რო­მე­ლიც ქარ­თველ­მა ხალ­ხმა გა­და­ი­ტა­ნა. ჩვენ უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბელს უნდა ვუ­მად­ლო­დეთ, რო­მელ­მაც ისე და­გეგ­მა, ისე მო­ა­წყო, რომ გა­მარ­ჯვე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლი და გარ­და­უ­ვა­ლი იყო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ათ­ჯერ მეტი იყო მტრის რა­ო­დე­ნო­ბა, და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბელ­მა სიბ­რძნე გა­მო­ი­ჩი­ნა, მან გაგ­ზავ­ნა 200 გა­მორ­ჩე­უ­ლი მხე­დარ­თმთა­ვა­რი. მტერს ეგო­ნა, რომ ისი­ნი მო­ღა­ლა­ტე­ე­ბი იყ­ვნენ. 200 კაცი რომ შე­იჭ­რა, გვერ­დე­ბი­დან ქარ­თულ­მა ჯარ­მა და­არ­ტყა და გა­მარ­ჯვე­ბა გარ­და­უ­ვა­ლი გახ­და. ჩვენ ურ­თუ­ლეს დროს ვცხოვ­რობთ. ჩვენ იმ დროს ვცხოვ­რობთ, როცა ადა­მი­ან­მა სიბ­რძნე უნდა გა­მო­ი­ჩი­ნოს. წმინ­და მა­მე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ თუ შენ გა­ი­მარ­ჯვებ შენს თავ­ზე, შენ ყველ­გან გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბი. აი, ეს უნდა გვახ­სოვ­დეს. ჩვენ ჩვენს ბო­რო­ტე­ბას უნდა ვებ­რძო­ლოთ – იმ ნაკლს, რო­მე­ლიც ჩვენ­შია. და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბელ­მა უკან და­სა­ხე­ვი გზე­ბი ჩა­ხერ­გა. უკან და­ხე­ვა არ შე­იძ­ლე­ბო­და. ესე იგი, და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი თვი­თო­ნაც სა­კუ­თარ თავს სა­შიშ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აყე­ნებ­და, მაგ­რამ მას ჰქონ­და ღვთის იმე­დი. ამ იმედ­მა გა­უ­მარ­თლა სა­ქარ­თვე­ლოს. დღეს ჩვენ ვიხ­სე­ნებთ დიდ­გო­რო­ბას და ღმერ­თმა ინე­ბოს, რომ დიდ­გო­რის გა­მარ­ჯვე­ბა მუ­დამ იყოს სა­ქარ­თვე­ლო­ში. დიდ­გო­რი არ დამ­თავ­რე­ბუ­ლა. სა­ნამ ჩვენ ვცხოვ­რობთ, ვარ­სე­ბობთ, დიდ­გო­რი მუ­დამ იქ­ნე­ბა. არ უნდა შეგ­ვე­შინ­დეს დიდ­გო­რის ბრძო­ლე­ბის“, - ბრძა­ნა პატ­რი­არ­ქმა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ილია მეორე - დიდგორი არ დამთავრებულა, სანამ ჩვენ ვარსებობთ, დიდგორი მუდამ იქნება

ილია მეორე - დიდგორი არ დამთავრებულა, სანამ ჩვენ ვარსებობთ, დიდგორი მუდამ იქნება

ღმერთმა ინებოს, რომ დიდგორის გამარჯვება მუდამ იყოს საქართველოში, დიდგორი არ დამთავრებულა, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.

ილია მეორემ დიდგორის ბრძოლა გაიხსენა და ამ ბრძოლაში დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. პატრიარქმა ბრძანა, რომ დიდგორის ბრძოლაში მონაწილეთა გმირობა წარუშლელია.

„ადამიანის ცხოვრება, ისევე, როგორც ერის ცხოვრება, შედგება ბრძოლებისაგან - ბრძოლა კეთილსა და ბოროტს შორის. დღეს დიდგორობაა – უდიდესი ბრძოლა, რომელიც ქართველმა ხალხმა გადაიტანა. ჩვენ უპირველეს ყოვლისა, დავით აღმაშენებელს უნდა ვუმადლოდეთ, რომელმაც ისე დაგეგმა, ისე მოაწყო, რომ გამარჯვება აუცილებელი და გარდაუვალი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ათჯერ მეტი იყო მტრის რაოდენობა, დავით აღმაშენებელმა სიბრძნე გამოიჩინა, მან გაგზავნა 200 გამორჩეული მხედართმთავარი. მტერს ეგონა, რომ ისინი მოღალატეები იყვნენ. 200 კაცი რომ შეიჭრა, გვერდებიდან ქართულმა ჯარმა დაარტყა და გამარჯვება გარდაუვალი გახდა. ჩვენ ურთულეს დროს ვცხოვრობთ. ჩვენ იმ დროს ვცხოვრობთ, როცა ადამიანმა სიბრძნე უნდა გამოიჩინოს. წმინდა მამები ამბობენ, რომ თუ შენ გაიმარჯვებ შენს თავზე, შენ ყველგან გამარჯვებული იქნები. აი, ეს უნდა გვახსოვდეს. ჩვენ ჩვენს ბოროტებას უნდა ვებრძოლოთ – იმ ნაკლს, რომელიც ჩვენშია. დავით აღმაშენებელმა უკან დასახევი გზები ჩახერგა. უკან დახევა არ შეიძლებოდა. ესე იგი, დავით აღმაშენებელი თვითონაც საკუთარ თავს საშიშ მდგომარეობაში აყენებდა, მაგრამ მას ჰქონდა ღვთის იმედი. ამ იმედმა გაუმართლა საქართველოს. დღეს ჩვენ ვიხსენებთ დიდგორობას და ღმერთმა ინებოს, რომ დიდგორის გამარჯვება მუდამ იყოს საქართველოში. დიდგორი არ დამთავრებულა. სანამ ჩვენ ვცხოვრობთ, ვარსებობთ, დიდგორი მუდამ იქნება. არ უნდა შეგვეშინდეს დიდგორის ბრძოლების“, - ბრძანა პატრიარქმა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ