პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამართალი
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მარიხუანას "ლეგალიზაცია" გადაწყვეტილების არასწორი განმარტებაა" - საკონსტიტუციო სასამართლო განცხადებას ავრცელებს
"მარიხუანას "ლეგალიზაცია" გადაწყვეტილების არასწორი განმარტებაა" - საკონსტიტუციო სასამართლო განცხადებას ავრცელებს

სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო მა­რი­ხუ­ა­ნას მოხ­მა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი რიგი ინ­ფორ­მა­ცია მოკ­ლე­ბუ­ლია სა­ფუძ­ველს. მა­თი­ვე გან­ცხა­დე­ბით, შე­ფა­სე­ბა - მა­რი­ხუ­ა­ნას „ლე­გა­ლი­ზა­ცია“ შორს დგას სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის ში­ნა­არსთან და წარ­მო­ად­გენს მის არას­წორ გან­მარ­ტე­ბას.

„ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი“ გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

„სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო მი­ზან­შე­წო­ნი­ლად მი­იჩ­ნევს, გა­მო­ეხ­მა­უ­როს ბოლო დროს მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის, პო­ლი­ტი­კუ­რი და რე­ლი­გი­უ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მიერ სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს 2018 წლის 30 ივ­ლი­სის 1/3/1282 გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­მართ, გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რო­მე­ლიც მოკ­ლე­ბუ­ლია სა­ფუძ­ველს და სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს წარ­მო­ა­ჩენს პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სის მო­ნა­წი­ლე მხა­რედ, ამ­ცი­რებს მის­და­მი ნდო­ბას, ეჭვქვეშ აყე­ნებს მის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას და იწ­ვევს მისი თი­თო­ე­უ­ლი წევ­რის დის­კრე­დი­ტა­ცი­ას. კერ­ძოდ, მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ხედ­ვით, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო და მისი კონ­კრე­ტუ­ლი წევ­რე­ბი 1/3/1282 გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბი­სას და­ექ­ვემ­დე­ბარ­ნენ ზე­წო­ლას. ამას­თა­ნა­ვე, გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში აქ­ცენ­ტი კეთ­დე­ბა ფაქ­ტზე, რომ სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ მო­ახ­დი­ნა ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა - მა­რი­ხუ­ა­ნას „ლე­გა­ლი­ზა­ცია“. აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­ფა­სე­ბა შორს დგას სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის ში­ნა­არსთან და წარ­მო­ად­გენს მის არას­წორ გან­მარ­ტე­ბას.

სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს მიერ 2018 წლის 30 ივ­ლისს მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­დე­გად არა­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რად გა­მო­ცხად­და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა - მა­რი­ხუ­ა­ნას მოხ­მა­რე­ბი­სათ­ვის, თუ მოხ­მა­რე­ბის კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტი არ უქ­მნის საფრ­თხე­ებს მე­სა­მე პი­რებს. სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ მა­რი­ხუ­ა­ნას მოხ­მა­რე­ბი­სათ­ვის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის და­წე­სე­ბა კონ­სტი­ტუ­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სია იმ შემ­თხვე­ვებ­ში, რო­დე­საც მოხ­მა­რე­ბის კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტი ქმნის საფრ­თხე­ებს მე­სა­მე პი­რე­ბის­თვის. მა­გა­ლი­თის­თვის, სა­სა­მარ­თლომ მა­რი­ხუ­ა­ნას მოხ­მა­რე­ბის­თვის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის და­წე­სე­ბა გა­მარ­თლე­ბუ­ლად მი­იჩ­ნია მა­შინ, რო­დე­საც აღ­ნიშ­ნულ ქმე­დე­ბას ად­გი­ლი აქვს სას­წავ­ლო, სა­აღ­მზრდე­ლო და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, ზო­გი­ერ­თი სა­ხის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გილ­ზე, მა­გა­ლი­თად, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში, არას­რულ­წლო­ვან­თა თან­დას­წრე­ბით და ა.შ. სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო მი­ე­სალ­მე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რე­ბის აქ­ტი­ურ და­ინ­ტე­რე­სე­ბას სა­სა­მარ­თლოს საქ­მი­ა­ნო­ბის მი­მართ.

არა­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რად გა­მო­ცხად­და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა - მა­რი­ხუ­ა­ნას მოხ­მა­რე­ბი­სათ­ვის, თუ მოხ­მა­რე­ბის კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტი არ უქ­მნის საფრ­თხე­ებს მე­სა­მე პი­რებ­სმი­ვიჩ­ნევთ, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი ჩარ­თუ­ლო­ბა სა­სა­მარ­თლოს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­მართ ინ­ტე­რე­სი და კრი­ტი­კა უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ხელ­მწი­ფო­ში კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი კონ­ტრო­ლის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ეფექ­ტუ­რო­ბის გაზ­რდი­სათ­ვის. სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბის სხვა­დას­ხვა პირ­თა წრის მხრი­დან კრი­ტი­კუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ბუ­ნებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა, ვი­ნა­ი­დან მისი ფუნ­ქცი­უ­რი დატ­ვირ­თვი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს ისე­თი მნიშ­ვნე­ლო­ბის სა­კი­თხებ­ზე, რო­მელ­თა და­კავ­ში­რე­ბი­თაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ არის ერ­თგვა­რო­ვა­ნი მიდ­გო­მა. და­სა­ნა­ნია, რომ ბოლო დროს მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის, პო­ლი­ტი­კუ­რი და რე­ლი­გი­უ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბე­ბი არ შე­ი­ცავს არც ერთ სა­ფუძ­ვლი­ან ფაქ­ტობ­რივ გა­რე­მო­ე­ბას და არას­წო­რი დას­კვნე­ბის გზით, ზი­ანს აყე­ნებს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს ავ­ტო­რი­ტეტს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს საქ­მი­ა­ნო­ბის შე­ფა­სე­ბი­სას მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რებ­მა დას­კვნე­ბი და­დას­ტუ­რე­ბულ, გა­და­მოწ­მე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე და­ა­ფუძნონ. გა­და­უ­მოწ­მე­ბელ, არას­წორ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი, ასე­ვე ფაქ­ტობ­რივ და სა­მარ­თლებ­რივ სა­ფუძ­ველს მოკ­ლე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი შე­ი­ცავს სა­სა­მარ­თლოს ავ­ტო­რი­ტე­ტი­სა და სან­დო­ო­ბის და­ზი­ა­ნე­ბის რის­კებს, რაც სა­ბო­ლოო ჯამ­ში უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხე­ბა კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი კონ­ტრო­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის ეფექ­ტი­ან დაც­ვა­ზე. სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო მო­უ­წო­დებს სა­ზო­გა­დო­ე­ბის სხვა­დას­ხვა პი­რებს მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით მო­ე­კი­დონ სა­სა­მარ­თლოს საქ­მი­ა­ნო­ბის შე­ფა­სე­ბას და გა­მოთ­ქმუ­ლი კრი­ტი­კა და­ა­ფუძნონ და­სა­ბუ­თე­ბულ ფაქ­ტობ­რივ გა­რე­მო­ე­ბებს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ბოლო წლე­ბის მან­ძილ­ზე სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა - მა­რი­ხუ­ა­ნას სა­კი­თხზე არა­ერ­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა აქვს მი­ღე­ბუ­ლი, რომ­ლე­ბიც ეფუძ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის მო­თხოვ­ნებს და არა სხვა გა­რე­მო­ე­ბას. 2018 წლის 30 ივ­ლი­სის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა კი წარ­მო­ად­გენს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს მიერ ბოლო წლებ­ში ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა - მა­რი­ხუ­ა­ნას სა­კი­თხზე მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ში მო­ცე­მუ­ლი არ­გუ­მენ­ტა­ცი­ის ლო­გი­კურ გაგ­რძე­ლე­ბას და გა­უ­გე­ბა­რია, თუ რა­ტომ გახ­და იგი სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს მი­მართ და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი კრი­ტი­კის მი­ზე­ზი. დე­მოკ­რა­ტი­ულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბობს ფარ­თო კონ­სე­სუ­სი სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს ინ­სტი­ტუ­ტის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე და მის გან­სა­კუთ­რე­ბულ როლ­ზე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის დაც­ვის თვალ­საზ­რი­სით. შე­სა­ბა­მი­სად, რიგ შემ­თხვე­ვებ­ში სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლის აღ­შფო­თე­ბას იწ­ვევს. სა­სა­მარ­თლო გა­მო­ხა­ტავს უდი­დეს პა­ტი­ვის­ცე­მას გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბის მქო­ნე სა­ზო­გა­დო­ე­ბის თი­თო­ე­უ­ლი წევ­რის მი­მართ. აღ­ნიშ­ნუ­ლის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის მი­ხედ­ვით, მო­სა­მარ­თლე თა­ვის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში და­მო­უ­კი­დე­ბე­ლია და ემორ­ჩი­ლე­ბა მხო­ლოდ კონ­სტი­ტუ­ცი­ას და კა­ნონს. შე­სა­ბა­მი­სად, სა­სა­მარ­თლოს საქ­მი­ა­ნო­ბის ამო­სა­ვა­ლი წერ­ტი­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვაა და იგი ვერ და­უშ­ვებს უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვას სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი პრო­ტეს­ტის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად. სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო კვლავ გა­აგ­რძე­ლებს სა­კონ­სტი­ტუ­ციო კონ­ტრო­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას და ადა­მი­ა­ნის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უფ­ლე­ბე­ბის გა­ნუხ­რელ დაც­ვას“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

"მარიხუანას "ლეგალიზაცია" გადაწყვეტილების არასწორი განმარტებაა" - საკონსტიტუციო სასამართლო განცხადებას ავრცელებს

"მარიხუანას "ლეგალიზაცია" გადაწყვეტილების არასწორი განმარტებაა" - საკონსტიტუციო სასამართლო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გავრცელებული რიგი ინფორმაცია მოკლებულია საფუძველს. მათივე განცხადებით, შეფასება - მარიხუანას „ლეგალიზაცია“ შორს დგას სასამართლოს გადაწყვეტილების შინაარსთან და წარმოადგენს მის არასწორ განმარტებას.

„ინტერპრესნიუსი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, გამოეხმაუროს ბოლო დროს მედია საშუალებების, პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციების მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის 1/3/1282 გადაწყვეტილების მიმართ, გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც მოკლებულია საფუძველს და საკონსტიტუციო სასამართლოს წარმოაჩენს პოლიტიკური პროცესის მონაწილე მხარედ, ამცირებს მისდამი ნდობას, ეჭვქვეშ აყენებს მის დამოუკიდებლობას და იწვევს მისი თითოეული წევრის დისკრედიტაციას. კერძოდ, მედია საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლო და მისი კონკრეტული წევრები 1/3/1282 გადაწყვეტილების მიღებისას დაექვემდებარნენ ზეწოლას. ამასთანავე, გავრცელებულ ინფორმაციაში აქცენტი კეთდება ფაქტზე, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ მოახდინა ნარკოტიკული საშუალება - მარიხუანას „ლეგალიზაცია“. აღნიშნული შეფასება შორს დგას სასამართლოს გადაწყვეტილების შინაარსთან და წარმოადგენს მის არასწორ განმარტებას.

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2018 წლის 30 ივლისს მიღებული გადაწყვეტილების შედეგად არაკონსტიტუციურად გამოცხადდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ნარკოტიკული საშუალება - მარიხუანას მოხმარებისათვის, თუ მოხმარების კონკრეტული ფაქტი არ უქმნის საფრთხეებს მესამე პირებს. საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილებაშივე აღნიშნა, რომ მარიხუანას მოხმარებისათვის პასუხისმგებლობის დაწესება კონსტიტუციის შესაბამისია იმ შემთხვევებში, როდესაც მოხმარების კონკრეტული ფაქტი ქმნის საფრთხეებს მესამე პირებისთვის. მაგალითისთვის, სასამართლომ მარიხუანას მოხმარებისთვის პასუხისმგებლობის დაწესება გამართლებულად მიიჩნია მაშინ, როდესაც აღნიშნულ ქმედებას ადგილი აქვს სასწავლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ზოგიერთი სახის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, არასრულწლოვანთა თანდასწრებით და ა.შ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიესალმება საზოგადოების წევრების აქტიურ დაინტერესებას სასამართლოს საქმიანობის მიმართ.

არაკონსტიტუციურად გამოცხადდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ნარკოტიკული საშუალება - მარიხუანას მოხმარებისათვის, თუ მოხმარების კონკრეტული ფაქტი არ უქმნის საფრთხეებს მესამე პირებსმივიჩნევთ, რომ საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა სასამართლოს საქმიანობაში, სასამართლოს გადაწყვეტილებების მიმართ ინტერესი და კრიტიკა უაღრესად მნიშვნელოვანია სახელმწიფოში კონსტიტუციური კონტროლის განვითარებისა და ეფექტურობის გაზრდისათვის. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების მიმართ საზოგადოების სხვადასხვა პირთა წრის მხრიდან კრიტიკული დამოკიდებულება ბუნებრივი მოვლენაა, ვინაიდან მისი ფუნქციური დატვირთვიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო იღებს გადაწყვეტილებებს ისეთი მნიშვნელობის საკითხებზე, რომელთა დაკავშირებითაც საზოგადოებაში არ არის ერთგვაროვანი მიდგომა. დასანანია, რომ ბოლო დროს მედია საშუალებების, პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენელთა მიერ გავრცელებულ განცხადებები არ შეიცავს არც ერთ საფუძვლიან ფაქტობრივ გარემოებას და არასწორი დასკვნების გზით, ზიანს აყენებს საკონსტიტუციო სასამართლოს ავტორიტეტს. მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის შეფასებისას მედია საშუალებებისა და საზოგადოების წევრებმა დასკვნები დადასტურებულ, გადამოწმებულ ინფორმაციაზე დააფუძნონ. გადაუმოწმებელ, არასწორ ინფორმაციაზე დაფუძნებული მოსაზრებები, ასევე ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს მოკლებული განცხადებები შეიცავს სასამართლოს ავტორიტეტისა და სანდოობის დაზიანების რისკებს, რაც საბოლოო ჯამში უარყოფითად აისახება კონსტიტუციური კონტროლის განხორციელებასა და ადამიანის უფლებების ეფექტიან დაცვაზე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მოუწოდებს საზოგადოების სხვადასხვა პირებს მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ სასამართლოს საქმიანობის შეფასებას და გამოთქმული კრიტიკა დააფუძნონ დასაბუთებულ ფაქტობრივ გარემოებებს. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების მანძილზე საკონსტიტუციო სასამართლოს ნარკოტიკული საშუალება - მარიხუანას საკითხზე არაერთი გადაწყვეტილება აქვს მიღებული, რომლებიც ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს და არა სხვა გარემოებას. 2018 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება კი წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ბოლო წლებში ნარკოტიკული საშუალება - მარიხუანას საკითხზე მიღებულ გადაწყვეტილებებში მოცემული არგუმენტაციის ლოგიკურ გაგრძელებას და გაუგებარია, თუ რატომ გახდა იგი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ დაუსაბუთებელი კრიტიკის მიზეზი. დემოკრატიულ საზოგადოებაში არსებობს ფართო კონსესუსი საკონსტიტუციო სასამართლოს ინსტიტუტის მნიშვნელობაზე და მის განსაკუთრებულ როლზე განსხვავებული შეხედულებების დაცვის თვალსაზრისით. შესაბამისად, რიგ შემთხვევებში სასამართლოს გადაწყვეტილებები საზოგადოების გარკვეული ნაწილის აღშფოთებას იწვევს. სასამართლო გამოხატავს უდიდეს პატივისცემას განსხვავებული მოსაზრების მქონე საზოგადოების თითოეული წევრის მიმართ. აღნიშნულის მიუხედავად, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციას და კანონს. შესაბამისად, სასამართლოს საქმიანობის ამოსავალი წერტილი კონსტიტუციური უფლებების დაცვაა და იგი ვერ დაუშვებს უფლებების დარღვევას საზოგადოებრივი პროტესტის თავიდან ასაცილებლად. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო კვლავ გააგრძელებს საკონსტიტუციო კონტროლის განხორციელებას და ადამიანის კონსტიტუციური უფლებების განუხრელ დაცვას“, - ნათქვამია განცხადებაში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ