სამართალი
პოლიტიკა

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლექსი პირველკლასელთა წიგნიდან, რომელმაც აჟიოტაჟი გამოიწვია - რას ამბობენ ავტორები
ლექსი პირველკლასელთა წიგნიდან, რომელმაც აჟიოტაჟი გამოიწვია - რას ამბობენ ავტორები

რამ­დე­ნი­მე დღეა, არ წყდე­ბა კა­მა­თი პირ­ველკ­ლა­სე­ლე­ბის­თვის გან­კუთ­ვნილ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ში შე­ტა­ნილ ლექსზე. მრა­ვალ­სტრო­ფი­ა­ნი ლექ­სი "ორი ღორი" სა­ყო­ველ­თაო გან­ხილ­ვის სა­გა­ნი გახ­და. უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი აღ­შფო­თე­ბუ­ლია, რა­ტომ უნდა ას­წავ­ლონ ბავ­შვებს, "ასე­თი პრი­მი­ტი­უ­ლი" ლექ­სი, თა­ნაც "დე­დალ-მა­მალ ღორ­ზე".

ლექსს "ალო­გი­კურს და მდა­რეს" უწო­დებს ფი­ლო­ლო­გი­ის დოქ­ტო­რი გია მურ­ღუ­ლია, რო­მე­ლიც "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე წერს: "მე ეს ლექ­სი არ მომ­წონს - ვი­სურ­ვებ­დი, უფრო გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი ტექ­სტე­ბი შე­ერ­ჩი­ათ წიგ­ნის­თვის. სხვა ხარ­ვე­ზებ­ზე ამ­ჯე­რად არა­ფერს ვი­ტყვი, მაგ­რამ სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­ვე­კი­თხე­ბი: თქვენ თა­ნახ­მა ხართ, რომ ასე­თი ლექ­სე­ბით ის­წავ­ლონ თქვენ­მა შვი­ლებ­მა და შვი­ლიშ­ვი­ლებ­მა ქარ­თუ­ლი?"

გა­მომ­დი­ნა­რე იქე­დან, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ლექ­სის ში­ნა­არ­სის მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნე­გა­ტი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა თვალ­ში­სა­ცე­მი გახ­და, mshoblebi.ge-მ თა­ვად ავ­ტო­რე­ბის აზრი მო­ის­მი­ნა და ლელა ქის­ტა­ურს და­უ­კავ­შირ­და, რო­მე­ლიც სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს ავ­ტორ­თა ჯგუ­ფის წევ­რია:

- რა გი­თხრათ? ეს ერთ-ერთი რი­გი­თი სას­წავ­ლო ტექ­სტია. მას არც რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რი დატ­ვირ­თვა აქვს ამ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ში. ტექ­სტი თავ­და­პირ­ვე­ლად დავ­წე­რეთ ე.წ. picture book-ის­თვის (დი­დფორ­მა­ტი­ა­ნი სუ­რა­თე­ბი­ა­ნი წიგ­ნი), სა­დაც ძი­რი­თა­დი ამ­ბა­ვი ნა­ხა­ტე­ბი­თაა გად­მო­ცე­მუ­ლი და ახ­ლავს სა­ხა­ლი­სო, გა­მე­ო­რე­ბის ქარ­გა­ზე აგე­ბუ­ლი ტექ­სტი. მან დე­კო­დი­რე­ბა­ში უნდა გა­წა­ფოს დამ­წყე­ბი მკი­თხვე­ლი. სწო­რედ ამი­ტომ, მას­ში სი­უ­ჟე­ტიც მარ­ტი­ვია, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ძა­ლი­ან ხში­რად მე­ორ­დე­ბა სი­ტყვე­ბი, ფრა­ზე­ბი. რა­ი­მე მა­ღალ­მხატ­ვრუ­ლო­ბა­ზე ტექსტს, ცხა­დია, არა­ნა­ი­რი პრე­ტენ­ზია არ აქვს. ის სა­უ­კე­თე­სოდ ას­რუ­ლებს თა­ვის ძი­რი­თად მე­თო­დო­ლო­გი­ურ და­ნიშ­ნუ­ლე­ბას - ბავ­შვებ­მა ზედ­მე­ტი სტრე­სის გა­რე­შე, სა­ხა­ლი­სო გზით ის­წავ­ლონ კი­თხვა.

გარ­და ამი­სა, ის იძ­ლე­ვა მსჯე­ლო­ბი­სა და კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის გა­ვარ­ჯი­შე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას, ან­გრევს სტე­რე­ო­ტი­პულ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ცხო­ვე­ლის მი­მართ და ა. შ. მან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­სა თუ ერ­თმა­ნეთ­ზე ზრუნ­ვის სი­კე­თე­ზე უნდა და­ა­ფიქ­როს მოს­წავ­ლე (შემ­თხვე­ვით არაა შე­ტა­ნი­ლი თავ­ში - "სო­ფე­ლი ასე შენ­დე­ბა". ასე შენ­დე­ბა ქვე­ყა­ნა: ოჯა­ხი­დან იწყე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს მშე­ნებ­ლო­ბა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბე­ბის თა­ნაბ­რად გა­და­ნა­წი­ლე­ბით, ერ­თმა­ნეთ­ზე ზრუნ­ვით...). ამი­ტომ ვფიქ­რობთ, რომ ლექ­სის წა­კი­თხვი­სას ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ში პრობ­ლე­მა არ უნდა იყოს. სტე­რე­ო­ტი­პულ, გა­ხე­ვე­ბულ, ჩა­კი­რულ-ჩა­ცე­მენ­ტე­ბულ რწმე­ნა-წარ­მოდ­გე­ნებ­სა და არაკ­რი­ტი­კულ აზ­როვ­ნე­ბა­ში უფრო ვხე­დავთ პრობ­ლე­მებს წა­ი­კი­თხეთ მეტი

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ლექსი პირველკლასელთა წიგნიდან, რომელმაც აჟიოტაჟი გამოიწვია - რას ამბობენ ავტორები

ლექსი პირველკლასელთა წიგნიდან, რომელმაც აჟიოტაჟი გამოიწვია - რას ამბობენ ავტორები

რამდენიმე დღეა, არ წყდება კამათი პირველკლასელებისთვის განკუთვნილ სახელმძღვანელოში შეტანილ ლექსზე. მრავალსტროფიანი ლექსი "ორი ღორი" საყოველთაო განხილვის საგანი გახდა. უამრავი ადამიანი აღშფოთებულია, რატომ უნდა ასწავლონ ბავშვებს, "ასეთი პრიმიტიული" ლექსი, თანაც "დედალ-მამალ ღორზე".

ლექსს "ალოგიკურს და მდარეს" უწოდებს ფილოლოგიის დოქტორი გია მურღულია, რომელიც "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს: "მე ეს ლექსი არ მომწონს - ვისურვებდი, უფრო გემოვნებიანი ტექსტები შეერჩიათ წიგნისთვის. სხვა ხარვეზებზე ამჯერად არაფერს ვიტყვი, მაგრამ საზოგადოებას შევეკითხები: თქვენ თანახმა ხართ, რომ ასეთი ლექსებით ისწავლონ თქვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა ქართული?"

გამომდინარე იქედან, რომ აღნიშნული ლექსის შინაარსის მიმართ საზოგადოების ნეგატიური დამოკიდებულება თვალშისაცემი გახდა, mshoblebi.ge-მ თავად ავტორების აზრი მოისმინა და ლელა ქისტაურს დაუკავშირდა, რომელიც სახელმძღვანელოს ავტორთა ჯგუფის წევრია:

- რა გითხრათ? ეს ერთ-ერთი რიგითი სასწავლო ტექსტია. მას არც რაიმე განსაკუთრებული კონცეპტუალური დატვირთვა აქვს ამ სახელმძღვანელოში. ტექსტი თავდაპირველად დავწერეთ ე.წ. picture book-ისთვის (დიდფორმატიანი სურათებიანი წიგნი), სადაც ძირითადი ამბავი ნახატებითაა გადმოცემული და ახლავს სახალისო, გამეორების ქარგაზე აგებული ტექსტი. მან დეკოდირებაში უნდა გაწაფოს დამწყები მკითხველი. სწორედ ამიტომ, მასში სიუჟეტიც მარტივია, მიზანმიმართულად ძალიან ხშირად მეორდება სიტყვები, ფრაზები. რაიმე მაღალმხატვრულობაზე ტექსტს, ცხადია, არანაირი პრეტენზია არ აქვს. ის საუკეთესოდ ასრულებს თავის ძირითად მეთოდოლოგიურ დანიშნულებას - ბავშვებმა ზედმეტი სტრესის გარეშე, სახალისო გზით ისწავლონ კითხვა.

გარდა ამისა, ის იძლევა მსჯელობისა და კრიტიკული აზროვნების გავარჯიშების საშუალებას, ანგრევს სტერეოტიპულ დამოკიდებულებას ცხოველის მიმართ და ა. შ. მან თანამშრომლობასა თუ ერთმანეთზე ზრუნვის სიკეთეზე უნდა დააფიქროს მოსწავლე (შემთხვევით არაა შეტანილი თავში - "სოფელი ასე შენდება". ასე შენდება ქვეყანა: ოჯახიდან იწყება სახელმწიფოს მშენებლობა პასუხისმგებლობების თანაბრად გადანაწილებით, ერთმანეთზე ზრუნვით...). ამიტომ ვფიქრობთ, რომ ლექსის წაკითხვისას ღირებულებებში პრობლემა არ უნდა იყოს. სტერეოტიპულ, გახევებულ, ჩაკირულ-ჩაცემენტებულ რწმენა-წარმოდგენებსა და არაკრიტიკულ აზროვნებაში უფრო ვხედავთ პრობლემებს წაიკითხეთ მეტი

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ