პოლიტიკა
საზოგადოება

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ ძვირიან მედიკამენტს, მოსახლეობა 13 აგვისტოდან ნახევარ ფასში შეიძენს" - ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაცია II ტიპის დიაბეტის მქონე პირთათვის
"ამ ძვირიან მედიკამენტს, მოსახლეობა 13 აგვისტოდან ნახევარ ფასში შეიძენს" - ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაცია II ტიპის დიაბეტის მქონე პირთათვის

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე მო­სახ­ლე­ო­ბის სამ­კურ­ნა­ლო მე­დი­კა­მენ­ტე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფის პროგ­რა­მას აფარ­თო­ებს. ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის და­ვით სერ­გე­ენ­კოს გან­მარ­ტე­ბით, პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, მე­ო­რე ტი­პის დი­ა­ბე­ტის სამ­კურ­ნა­ლო მე­დი­კა­მენ­ტე­ბი 13 აგ­ვის­ტო­დან არ­სე­ბულ­ზე მე­ტად ხელ­მი­საწ­ვდო­მი გახ­დე­ბა და მათ­ზე ფას­დაკ­ლე­ბა გავ­რცელ­დე­ბა მთელს მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე.

და­ვით სერ­გე­ენ­კოს გან­მარ­ტე­ბით, პროგ­რა­მა­ში, რო­მე­ლიც მო­წყვლა­დი მო­სახ­ლე­ო­ბი­სათ­ვის სა­მე­დი­ცი­ნო და­ნა­ხარ­ჯე­ბის შემ­ცი­რე­ბას გუ­ლის­ხმობს, ჩა­ერ­თვე­ბა ყვე­ლა სა­აფ­თი­ა­ქო ქსე­ლი, იშ­ვი­ა­თი გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბის გარ­და.

„შარ­შან ჩვენ და­ვი­წყეთ პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც ვრცელ­დე­ბო­და მხო­ლოდ სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე და ფა­რავ­და ძი­რი­თა­დი ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის სამ­კურ­ნა­ლო პერ­პა­რა­ტებს. ცხა­დია, რომ ეს არ არის საკ­მა­რი­სი და პრო­ექ­ტი გა­ფარ­თო­ე­ბას სა­ჭი­რო­ებს, რად­გა­ნაც ფი­ნან­სუ­რი ბა­რი­ე­რი მა­ღა­ლი აქვთ არა­მარ­ტო სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლებს, არა­მედ პენ­სი­ო­ნე­რებს და შშმ პი­რებს. ამი­ტომ ჩვენ რამ­დე­ნი­მე ნა­ბი­ჯი გა­დავ­დგით. პირ­ვე­ლი ის, რომ 2018 წლის მა­ის­ში წი­ნას­წა­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შემ­დეგ და­ვა­ფუძ­ნეთ ერ­თობ­ლი­ვი იუ­რი­დი­უ­ლი პირი კერ­ძო სა­ხელ­მწი­ფო პარტნი­ო­რო­ბა­ზე, რო­დე­საც სა­ხელ­მწი­ფო პარტნი­ო­რო­ბას გა­უ­წევს კერ­ძო ინ­დუსტრი­ას და პი­რი­ქით. ამან უკვე შე­საძ­ლებ­ლო­ბა მოგ­ვცა, მა­ი­სი­დან და­წყე­ბუ­ლი­ყო მე­დი­კა­მენ­ტე­ბის გა­ი­ა­ფე­ბის პირ­ვე­ლი ეტა­პი და 13 აგ­ვის­ტო­დან ჩა­ერ­თვე­ბა შემ­დე­გი ეტა­პი.

მო­სახ­ლე­ო­ბა­ში პე­რი­ო­დუ­ლად ვა­ტა­რებთ კვლე­ვებს, რა სა­ხის მე­დი­კა­მენტზე უფრო დიდი ფი­ნან­სუ­რი ტვირ­თი აქვთ და რა სა­ხის მე­დი­კა­მენ­ტი არის უფრო მო­თხოვ­ნა­დი. რამ­დე­ნი­მე პრი­ო­რი­ტე­ტია გა­მოკ­ვე­თი­ლი, თუმ­ცა ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მე­ო­რე ტი­პის დი­ა­ბე­ტი (პირ­ვე­ლი, ბ ტი­პის დი­ა­ბე­ტი არის რა­საც „ინ­სუ­ლი­ნი“ სჭირ­დე­ბა, მე­ო­რე ტიპი არის, რა­საც ტაბ­ლე­ტე­ბის სჭირ­დე­ბა) მე­ო­რე ტი­პის დი­ა­ბეტ­ზე იყო ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ფი­ნან­სუ­რი ტვირ­თი მო­სახ­ლე­ო­ბის. სამი მთა­ვა­რი მე­დი­კა­მენ­ტი, რო­მე­ლიც „კარ­გად კე­ტავს“ ამ მე­ო­რე ტი­პის დი­ა­ბეტს, ესე­ნი არის: „მე­დფორ­მი­ნი“, „გლიკ­ლა­ზი­დი“ და „გი­ნეპ­ლი­დი“. მა­ის­ში უკვე და­ი­წყო გა­ი­ა­ფე­ბა და ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ძვი­რი­ა­ნი და მო­თხოვ­ნა­დი მე­დი­კა­მენ­ტი „მე­დფორ­მი­ნი“ მო­სახ­ლე­ო­ბას 13 აგ­ვის­ტო­დან შე­ეძ­ლე­ბა, რომ პრაქ­ტი­კუ­ლად ნა­ხე­ვარ ფას­ში შე­ი­ძი­ნოს. ხაზს ვუს­ვამ, რომ ეს არის პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი, რო­დე­საც სა­ხელ­მწი­ფომ და­ხარ­ჯა არა სა­კუ­თა­რი ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სი, არა­მედ თა­ვი­სი რე­პუ­ტა­ცი­უ­ლი ჩა­რე­ვა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, რაც გა­მო­ი­ხა­ტა იმა­ში, რომ რად­გან ეს სპე­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტია, მწარ­მო­ებ­ლებ­მა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­წი­ეს ფა­სე­ბი და ამ სამ მე­დი­კა­მენტზე მთლი­ა­ნად მო­სახ­ლე­ო­ბას, არამ­ხო­ლოდ სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლებს და პენ­სი­ო­ნე­რებს, არა­მედ ყვე­ლას უკ­ლებ­ლივ გა­უ­ნა­ხევ­რდე­ბა ფი­ნან­სუ­რი ბა­რი­ე­რი.

იხი­ლეთ ვი­დეო: 3 მე­დი­კა­მენ­ტი, რომ­ლის შე­ძე­ნას ორ­შა­ბა­თი­დან ნა­ხე­ვარ ფა­სად შეძ­ლებთ - სერ­გე­ენ­კოს გან­მარ­ტე­ბა

ეს სამი მე­დი­კა­მენ­ტი იყო მე­ო­რე ტი­პის დი­ა­ბეტ­ზე ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი და მი­ხა­რია, რომ ამ ინ­ტერ­ვენ­ცი­ამ მთლი­ა­ნად მო­სახ­ლე­ო­ბი­სათ­ვის და­წია ფა­სე­ბი. მას­შტა­ბე­ბის მხრივ რომ შევ­ქმნა წარ­მოდ­გე­ნა, ამ სამ მე­დი­კა­მენტზე, რო­მე­ლიც მე­ო­რე ტი­პის დი­ა­ბე­ტის სამ­კურ­ნა­ლოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, წე­ლი­წად­ში მო­სახ­ლე­ო­ბა ხარ­ჯავ­და 10 მი­ლი­ონს, ამ ინ­ტერ­ვენ­ცი­ის შემ­დეგ უკვე მო­მა­ვა­ლი კვი­რი­დან და­ი­ხარ­ჯე­ბა 5 მი­ლი­ო­ნი და ხაზს ვუს­ვამ, რომ ეს ეხე­ბა ყვე­ლას, კა­ტე­გო­რი­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად“, - გა­ნა­ცხა­და და­ვით სერ­გე­ენ­კომ. გარ­და ამი­სა, და­ვით სერ­გე­ენ­კოს გან­მარ­ტე­ბით, პირ­ვე­ლის სექ­ტემ­ბრი­დან ამოქ­მედ­დე­ბა პროგ­რა­მის მე­ო­რე ეტა­პი, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს იმას, რომ პენ­სი­ო­ნე­რებ­მა და შშმ პი­რებ­მა მე­დი­კა­მენ­ტე­ბი ია­ფად შე­ი­ძი­ნონ. სე­რე­ენ­კოს თქმით, ამ პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი იგი­ვე მე­დი­კა­მენტს შე­ი­ძე­ნენ, რა­საც ამ დრომ­დე ყი­დუ­ლობ­დნენ და ბევ­რად ნაკ­ლებს გა­და­იხ­დი­ან.

„რაც შე­ე­ხე­ბა პენ­სი­ო­ნე­რებს, პირ­ვე­ლი სექ­ტემ­ბრი­დან ჩვენ შეგ­ვეძ­ლე­ბა, რომ ამ სამ მე­დი­კა­მენტზე სუბ­სი­დი­რე­ბა გა­ვა­კე­თოთ და პენ­სი­ო­ნე­რე­ბუს­თვის ფასი კი­დევ უფრო დავ­წი­ოთ და ასე­ვე გა­ვა­ფარ­თო­ვოთ გულ­სის­ხლსძარ­ღვთა სის­ტე­მის სამ­კურ­ნა­ლო პრე­პა­რა­ტე­ბი. გარ­და ამი­სა, ამ წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უკვე შემ­დე­გი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბა სხვა ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის, ის რა­საც მხო­ლოდ სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლებ­ზე ვა­ფი­ნან­სებდთ, რომ გავ­რცელ­დეს პენ­სი­ო­ნე­რებ­სა და შშმ პი­რებ­ზე. ხაზი მინ­და გა­ვუს­ვა იმას, რომ თუ სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლებს მაქ­სი­მუმ ერთ ლა­რად შე­ეძ­ლოთ შე­ძე­ნა, პენ­სი­ო­ნე­რებ­სა და შშმ პი­რებს დღე­ვან­დელ ფა­სებ­თან შე­და­რე­ბით, ყვე­ლა­ზე დიდი, მაქ­სი­მუმ ამის ნა­ხე­ვა­რი შე­საძ­ლოა და­უჯ­დეთ. ანუ მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­უმ­ცირ­დე­ბათ ფი­ნან­სუ­რი ტვირ­თი“, - გა­ნა­ცხა­და სერ­გე­ენ­კომ.

მი­ნის­ტრის თქმით, ტარ­დე­ბა კვლე­ვა იმის შე­სა­ხებ, თუ რა თან­ხას ხარ­ჯა­ვენ პენ­სი­ო­ნე­რე­ბი პრე­პა­რა­ტე­ბის შე­სა­ძე­ნად. სერ­გე­ენ­კოს გან­მარ­ტე­ბით, ზუს­ტი სტა­ტის­ტი­კუ­რი ანა­ლი­ზის მი­ხედ­ვით ირ­კვე­ვა, რომ პენ­სი­ო­ნე­რე­ბი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის­თვის სა­შუ­ა­ლოდ თვე­ში 50-60 ლარს ხარ­ჯა­ვენ, ამ პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით ფი­ნან­სუ­რი ტვირ­თი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ნა­ხევ­რდე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ამ ძვირიან მედიკამენტს, მოსახლეობა 13 აგვისტოდან ნახევარ ფასში შეიძენს" - ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაცია II ტიპის დიაბეტის მქონე პირთათვის

"ამ ძვირიან მედიკამენტს, მოსახლეობა 13 აგვისტოდან ნახევარ ფასში შეიძენს" - ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაცია II ტიპის დიაბეტის მქონე პირთათვის

ჯანდაცვის სამინისტრო ქრონიკული დაავადებების მქონე მოსახლეობის სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამას აფართოებს. ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განმარტებით, პროექტის მიხედვით, მეორე ტიპის დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტები 13 აგვისტოდან არსებულზე მეტად ხელმისაწვდომი გახდება და მათზე ფასდაკლება გავრცელდება მთელს მოსახლეობაზე.

დავით სერგეენკოს განმარტებით, პროგრამაში, რომელიც მოწყვლადი მოსახლეობისათვის სამედიცინო დანახარჯების შემცირებას გულისხმობს, ჩაერთვება ყველა სააფთიაქო ქსელი, იშვიათი გამონაკლისების გარდა.

„შარშან ჩვენ დავიწყეთ პროექტი, რომელიც ვრცელდებოდა მხოლოდ სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე და ფარავდა ძირითადი ქრონიკული დაავადებების სამკურნალო პერპარატებს. ცხადია, რომ ეს არ არის საკმარისი და პროექტი გაფართოებას საჭიროებს, რადგანაც ფინანსური ბარიერი მაღალი აქვთ არამარტო სოციალურად დაუცველებს, არამედ პენსიონერებს და შშმ პირებს. ამიტომ ჩვენ რამდენიმე ნაბიჯი გადავდგით. პირველი ის, რომ 2018 წლის მაისში წინასწარი მოლაპარაკებების შემდეგ დავაფუძნეთ ერთობლივი იურიდიული პირი კერძო სახელმწიფო პარტნიორობაზე, როდესაც სახელმწიფო პარტნიორობას გაუწევს კერძო ინდუსტრიას და პირიქით. ამან უკვე შესაძლებლობა მოგვცა, მაისიდან დაწყებულიყო მედიკამენტების გაიაფების პირველი ეტაპი და 13 აგვისტოდან ჩაერთვება შემდეგი ეტაპი.

მოსახლეობაში პერიოდულად ვატარებთ კვლევებს, რა სახის მედიკამენტზე უფრო დიდი ფინანსური ტვირთი აქვთ და რა სახის მედიკამენტი არის უფრო მოთხოვნადი. რამდენიმე პრიორიტეტია გამოკვეთილი, თუმცა ერთ-ერთი მნიშვნელოვანია მეორე ტიპის დიაბეტი (პირველი, ბ ტიპის დიაბეტი არის რასაც „ინსულინი“ სჭირდება, მეორე ტიპი არის, რასაც ტაბლეტების სჭირდება) მეორე ტიპის დიაბეტზე იყო ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ფინანსური ტვირთი მოსახლეობის. სამი მთავარი მედიკამენტი, რომელიც „კარგად კეტავს“ ამ მეორე ტიპის დიაბეტს, ესენი არის: „მედფორმინი“, „გლიკლაზიდი“ და „გინეპლიდი“. მაისში უკვე დაიწყო გაიაფება და ერთ-ერთი ყველაზე ძვირიანი და მოთხოვნადი მედიკამენტი „მედფორმინი“ მოსახლეობას 13 აგვისტოდან შეეძლება, რომ პრაქტიკულად ნახევარ ფასში შეიძინოს. ხაზს ვუსვამ, რომ ეს არის პირველი ნაბიჯი, როდესაც სახელმწიფომ დახარჯა არა საკუთარი ფინანსური რესურსი, არამედ თავისი რეპუტაციული ჩარევა განახორციელა, რაც გამოიხატა იმაში, რომ რადგან ეს სპეციალური პროექტია, მწარმოებლებმა მნიშვნელოვნად დაწიეს ფასები და ამ სამ მედიკამენტზე მთლიანად მოსახლეობას, არამხოლოდ სოციალურად დაუცველებს და პენსიონერებს, არამედ ყველას უკლებლივ გაუნახევრდება ფინანსური ბარიერი.

იხილეთ ვიდეო: 3 მედიკამენტი, რომლის შეძენას ორშაბათიდან ნახევარ ფასად შეძლებთ - სერგეენკოს განმარტება

ეს სამი მედიკამენტი იყო მეორე ტიპის დიაბეტზე ყველაზე მოთხოვნადი და მიხარია, რომ ამ ინტერვენციამ მთლიანად მოსახლეობისათვის დაწია ფასები. მასშტაბების მხრივ რომ შევქმნა წარმოდგენა, ამ სამ მედიკამენტზე, რომელიც მეორე ტიპის დიაბეტის სამკურნალოდ გამოიყენება, წელიწადში მოსახლეობა ხარჯავდა 10 მილიონს, ამ ინტერვენციის შემდეგ უკვე მომავალი კვირიდან დაიხარჯება 5 მილიონი და ხაზს ვუსვამ, რომ ეს ეხება ყველას, კატეგორიების მიუხედავად“, - განაცხადა დავით სერგეენკომ. გარდა ამისა, დავით სერგეენკოს განმარტებით, პირველის სექტემბრიდან ამოქმედდება პროგრამის მეორე ეტაპი, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ პენსიონერებმა და შშმ პირებმა მედიკამენტები იაფად შეიძინონ. სერეენკოს თქმით, ამ პროექტის მიხედვით აღნიშნული პირები იგივე მედიკამენტს შეიძენენ, რასაც ამ დრომდე ყიდულობდნენ და ბევრად ნაკლებს გადაიხდიან.

„რაც შეეხება პენსიონერებს, პირველი სექტემბრიდან ჩვენ შეგვეძლება, რომ ამ სამ მედიკამენტზე სუბსიდირება გავაკეთოთ და პენსიონერებუსთვის ფასი კიდევ უფრო დავწიოთ და ასევე გავაფართოვოთ გულსისხლსძარღვთა სისტემის სამკურნალო პრეპარატები. გარდა ამისა, ამ წლის განმავლობაში უკვე შემდეგი ნაბიჯი იქნება სხვა ქრონიკული დაავადებების, ის რასაც მხოლოდ სოციალურად დაუცველებზე ვაფინანსებდთ, რომ გავრცელდეს პენსიონერებსა და შშმ პირებზე. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ თუ სოციალურად დაუცველებს მაქსიმუმ ერთ ლარად შეეძლოთ შეძენა, პენსიონერებსა და შშმ პირებს დღევანდელ ფასებთან შედარებით, ყველაზე დიდი, მაქსიმუმ ამის ნახევარი შესაძლოა დაუჯდეთ. ანუ მნიშვნელოვნად შეუმცირდებათ ფინანსური ტვირთი“, - განაცხადა სერგეენკომ.

მინისტრის თქმით, ტარდება კვლევა იმის შესახებ, თუ რა თანხას ხარჯავენ პენსიონერები პრეპარატების შესაძენად. სერგეენკოს განმარტებით, ზუსტი სტატისტიკური ანალიზის მიხედვით ირკვევა, რომ პენსიონერები მედიკამენტებისთვის საშუალოდ თვეში 50-60 ლარს ხარჯავენ, ამ პროექტის მიხედვით ფინანსური ტვირთი მნიშვნელოვნად განახევრდება.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ