პოლიტიკა
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მკვლელი ახლახანს გამოსულა ციხიდან და ყოფილ შეყვარებულზე შური იძია..." - რას ყვებიან თვითმხილველები ვარკეთილში მომხდარ მკვლელობაზე
"მკვლელი ახლახანს გამოსულა ციხიდან და ყოფილ შეყვარებულზე შური იძია..." - რას ყვებიან თვითმხილველები ვარკეთილში მომხდარ მკვლელობაზე

8 აგ­ვის­ტოს, სა­ღა­მო სა­ა­თებ­ში, ვარ­კე­თილ­ში შემ­ზა­რა­ვი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და. ახალ­გაზ­რდა წყვი­ლი სა­კუ­თარ სახ­ლში ადი­ო­და, როცა მო­უ­ლოდ­ნე­ლად მათ სა­დარ­ბა­ზო­ში შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი თავს და­ეს­ხა. ყვე­ლა­ფე­რი წა­მებ­ში მოხ­და. შე­ი­ა­რა­ღე­ბულ მა­მა­კაცს არ და­უ­მა­ლავს მათ­თვის, რომ იქ შუ­რის სა­ძი­ებ­ლად იყო მი­სუ­ლი. ახალ­გაზ­რდა ქალს უთხრა, რომ ქმარს მო­უკ­ლავ­და და უცებ გი­ორ­გი ფე­იქ­რიშ­ვი­ლის მი­სა­მარ­თით ორ­ჯერ გა­ის­რო­ლა. ქალს მე­უღ­ლე თვალ­წინ­მო­უკ­ლა, დაჭ­რი­ლი მა­მა­კა­ცი იქვე, ლიფტ­თან ჩა­ი­კე­ცა. შო­კი­რე­ბუ­ლი ქალი მას­თან მის­ვლას და დახ­მა­რე­ბას ცდი­ლობ­და, მაგ­რამ მო­ძა­ლა­დემ ის და­ი­ჭი­რა და მას­თან მი­ახ­ლო­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცა. ამის შემ­დეგ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი დამ­ნა­შა­ვე შე­ე­ცა­და ქალი სა­დარ­ბა­ზო­დან გა­ეყ­ვა­ნა. რო­გორც ჩანს, ქალი მას წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას უწევ­და.

რო­გორც თვითმხილ­ვე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, მა­მა­კა­ცი ქალს თმე­ბით მი­ათ­რევ­და. სრო­ლის ხმა­ზე გა­რეთ მე­ზობ­ლე­ბი გა­მოც­ვივ­დნენ და უმ­ძი­მე­სი სუ­რა­თი დახ­ვდათ. სის­ხლის გუ­ბე­ში იწვა გია ფე­იქ­რიშ­ვი­ლი, რო­მელ­საც სი­ცო­ცხლის ნი­შან­წყა­ლი არ ეტყო­ბო­და. ის ად­გილ­ზე იყო გარ­დაც­ვლი­ლი. სხე­ულ­ზე ორი ტყვია ჰქონ­და მოხ­ვედ­რი­ლი, ერთი თავ­ში, მე­ო­რე კი გულ­მკერ­დის არე­ში.

შემ­თხვე­ვის დროს ასე­ვე და­იჭ­რა კი­დევ ერთი მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვას ცდი­ლობ­და. 48 წლის მა­მა­კა­ცი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს და მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მომ­ხდარ­ზე ინ­ფორ­მა­ცი­აც გა­ავ­რცე­ლა და და­ნა­შა­უ­ლის მო­ტი­ვად ეჭ­ვი­ა­ნო­ბა და­ა­სა­ხე­ლა. თავ­დამ­სხმე­ლის და­სა­კა­ვებ­ლად ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 108-ე მუხ­ლით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა) და 19-109-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლით (და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ორი ან მეტი პი­რის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა) აღიძ­რა. და­ნა­შა­უ­ლი 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

მარ­თა­ლია სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბი­ათ თუ რა იეჭ­ვი­ა­ნა მა­მა­კაც­მა და ცოლს ქმა­რი რა­ტომ მო­უკ­ლა, თუმ­ცა მომ­ხდარ­ზე სხვა­დას­ხვა ვერ­სია ვრცელ­დე­ბა. მოკ­ლუ­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი ტრა­გე­დი­ა­ზე არ სა­უბ­რო­ბენ, თუმ­ცა უბან­ში ამ­ბო­ბენ, რომ ამ ნა­ბი­ჯით დამ­ნა­შა­ვემ ახალ­გაზ­რდა ქალ­ზე შური იძია და საყ­ვა­რე­ლი მა­მა­კა­ცი მო­უკ­ლა.

"ზუს­ტად რა მოხ­და არ ვი­ცით, ოჯა­ხის წევ­რე­ბი გა­ოგ­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან და არ სა­უბ­რო­ბენ. თუმ­ცა უბან­ში ამ­ბო­ბენ ამას, რომ მკვლელს თურ­მე ეს გოგო უყ­ვარ­და. მერე ისე მომ­ხდა­რა, რომ ბიჭი და­უ­ჭე­რი­ათ და ცი­ხე­ში დიდი ხნით გა­მო­უ­კე­ტავთ. ამის მერე გო­გომ გია გა­იც­ნო და მას გა­მოყ­ვა ცო­ლად. ისი­ნი დიდი ხნის ცოლ-ქმა­რი არი­ან. ორი შვი­ლი ჰყავთ, ბიჭი მგო­ნი 7 წლის არის, პა­ტა­რა 3-ის. წყვი­ლი ბედ­ნი­ე­რად ცხოვ­რობ­და. ძა­ლი­ან პა­ტი­ო­სა­ნი ოჯა­ხი აქვთ ფე­იქ­რიშ­ვი­ლებს. აქ ჩვენს თვალ­წინ გა­ი­ზარ­და გი­ორ­გი. კარ­გი, ზრდი­ლო­ბი­ა­ნი ახალ­გაზ­რდა იყო. ახ­ლა­ხანს გა­მო­სუ­ლა ცი­ხი­დან ეს მკვლე­ლი და ყო­ფი­ლი შეყ­ვა­რე­ბულ­ზე შუ­რის­ძი­ე­ბა გა­და­უ­წყვე­ტია. გა­ი­გო ეტყო­ბა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი მი­სა­მარ­თი, ჩა­უ­საფ­რდა მათ და გია მოკ­ლა. ასე­ვე დაჭ­რა შემ­თხვე­ვი­თი გამ­ვლე­ლი და გა­იქ­ცა...წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

ფო­ტო­ზე: მოკ­ლუ­ლი გია ფე­იქ­რიშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

"მკვლელი ახლახანს გამოსულა ციხიდან და ყოფილ შეყვარებულზე შური იძია..." - რას ყვებიან თვითმხილველები ვარკეთილში მომხდარ მკვლელობაზე

"მკვლელი ახლახანს გამოსულა ციხიდან და ყოფილ შეყვარებულზე შური იძია..." - რას ყვებიან თვითმხილველები ვარკეთილში მომხდარ მკვლელობაზე

8 აგვისტოს, საღამო საათებში, ვარკეთილში შემზარავი ტრაგედია დატრიალდა. ახალგაზრდა წყვილი საკუთარ სახლში ადიოდა, როცა მოულოდნელად მათ სადარბაზოში შეიარაღებული მამაკაცი თავს დაესხა. ყველაფერი წამებში მოხდა. შეიარაღებულ მამაკაცს არ დაუმალავს მათთვის, რომ იქ შურის საძიებლად იყო მისული. ახალგაზრდა ქალს უთხრა, რომ ქმარს მოუკლავდა და უცებ გიორგი ფეიქრიშვილის მისამართით ორჯერ გაისროლა. ქალს მეუღლე თვალწინმოუკლა, დაჭრილი მამაკაცი იქვე, ლიფტთან ჩაიკეცა. შოკირებული ქალი მასთან მისვლას და დახმარებას ცდილობდა, მაგრამ მოძალადემ ის დაიჭირა და მასთან მიახლოების საშუალება არ მისცა. ამის შემდეგ შეიარაღებული დამნაშავე შეეცადა ქალი სადარბაზოდან გაეყვანა. როგორც ჩანს, ქალი მას წინააღმდეგობას უწევდა.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, მამაკაცი ქალს თმებით მიათრევდა. სროლის ხმაზე გარეთ მეზობლები გამოცვივდნენ და უმძიმესი სურათი დახვდათ. სისხლის გუბეში იწვა გია ფეიქრიშვილი, რომელსაც სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა. ის ადგილზე იყო გარდაცვლილი. სხეულზე ორი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი, ერთი თავში, მეორე კი გულმკერდის არეში.

შემთხვევის დროს ასევე დაიჭრა კიდევ ერთი მამაკაცი, რომელიც დახმარების გაწევას ცდილობდა. 48 წლის მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე ინფორმაციაც გაავრცელა და დანაშაულის მოტივად ეჭვიანობა დაასახელა. თავდამსხმელის დასაკავებლად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილით (დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) აღიძრა. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მართალია სამართალდამცველებს არ დაუკონკრეტებიათ თუ რა იეჭვიანა მამაკაცმა და ცოლს ქმარი რატომ მოუკლა, თუმცა მომხდარზე სხვადასხვა ვერსია ვრცელდება. მოკლულის ოჯახის წევრები ტრაგედიაზე არ საუბრობენ, თუმცა უბანში ამბობენ, რომ ამ ნაბიჯით დამნაშავემ ახალგაზრდა ქალზე შური იძია და საყვარელი მამაკაცი მოუკლა.

"ზუსტად რა მოხდა არ ვიცით, ოჯახის წევრები გაოგნებულები არიან და არ საუბრობენ. თუმცა უბანში ამბობენ ამას, რომ მკვლელს თურმე ეს გოგო უყვარდა. მერე ისე მომხდარა, რომ ბიჭი დაუჭერიათ და ციხეში დიდი ხნით გამოუკეტავთ. ამის მერე გოგომ გია გაიცნო და მას გამოყვა ცოლად. ისინი დიდი ხნის ცოლ-ქმარი არიან. ორი შვილი ჰყავთ, ბიჭი მგონი 7 წლის არის, პატარა 3-ის. წყვილი ბედნიერად ცხოვრობდა. ძალიან პატიოსანი ოჯახი აქვთ ფეიქრიშვილებს. აქ ჩვენს თვალწინ გაიზარდა გიორგი. კარგი, ზრდილობიანი ახალგაზრდა იყო. ახლახანს გამოსულა ციხიდან ეს მკვლელი და ყოფილი შეყვარებულზე შურისძიება გადაუწყვეტია. გაიგო ეტყობა საცხოვრებელი მისამართი, ჩაუსაფრდა მათ და გია მოკლა. ასევე დაჭრა შემთხვევითი გამვლელი და გაიქცა...წაიკითხეთ ვრცლად

ფოტოზე: მოკლული გია ფეიქრიშვილი

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს