როგორ სახელმძღვანელოებს მიიღებენ სექტემბერში სკოლის მოსწავლეები

როგორ სახელმძღვანელოებს მიიღებენ სექტემბერში სკოლის მოსწავლეები

განათლების სამინისტრომ შეიძლება დაიწყოს ფიქრი ღია სახელმძღვანელოების პრინციპზე, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა განუცხადა.

როგორც დეპუტატმა განმარტა, ეს არის მიდგომა, როდესაც სახელმწიფო თავად იღებს პასუხისმგებლობას სახელმძღვანელოების შინაარსის შემუშავებაზე.

“მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა იმისთვის, რომ სექტემბერში ბავშვებმა ახალი სახელმძღვანელოები მიიღონ. წინასწარი შეფასებით, იქნება ბევრად უფრო გაუმჯობესებული სახელმძღვანელოები, ვიდრე წინა გრიფირების პროცესში იყო. პირადად ჩემი პოზიციაა, რომ განათლების სამინისტრომ შეიძლება დაიწყოს ფიქრი ღია სახელმძღვანელოების პრინციპზე. ეს არის ე.წ. Open textbook მიდგომა, როდესაც სახელმწიფო თავად იღებს პასუხისმგებლობას სახელმძღვანელოების შინაარსის შემუშავებაზე. ახლა სახელმძღვანელოები შემუშავებულია სხვადასხვა დამოუკიდებელ ავტორთა მიერ, რაც უნდა შენარჩუნდეს, მაგრამ პარალელურად შესაძლებელია, რომ სამინისტროს ჰქონდეს თუნდაც ელექტრონული ვერსია იმ სახელმძღვანელოებისა, რომელიც ექსპერტთა ჯგუფის მიერ იქნება შემუშავებული. ასეთი მიდგომა სხვადასხვა ქვეყნებში დანერგილია. საქართველოს შემთხვევაში გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, მაგრამ იმისთვის, რომ რეალურად სამინისტრო იყოს პასუხისმგებელი იმ შინაარსობრივ ნაწილზე, რომლითაც ჩვენს მოსწავლეებს ვასწავლით, მიმაჩნია, რომ ასეთ შერეულ მოდელზე ფიქრი შეიძლება, როცა სახელმძღვანელოებზე მუშაობენ როგორც დამოუკიდებელი ავტორები, ასევე არსებობს თუნდაც ელექტრონული ფორმით სახელმძღვანელო, რომლითაც სახელმწიფო უფრო აქტიურად იქნება ჩართული ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით შესაბამისი სტანდარტის შემუშავებაზე. ეს ყველაფერი მსჯელობის საგანია“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ მარიამ ჯაშმა.

განათლების სისტემაში გასატარებელ ცვლილებებთან დაკავშირებით დღეს მარიამ ჯაში კოლეგებთან ერთად, განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მიხეილ ბატიაშვილს შეხვდა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ