კლუბ "ბასიანის" ერთ-ერთი დამფუძვნებელი ნაჯა ორაშვილი, მოსკოვში დაგეგმილი ღონისძიებების შემდეგ, მათ მიმართ კრიტიკულად განწყობილ საზოგადოებას "ფეისბუქზე" გამოქვეყნებული პოსტით ეხმაურება.
"დიდი მადლობა. პრიტონის დედოფალს, შხამიან ასპიტს, შავ ბარონესას, ნარკო-ბარიგას, ნაც-ქოცს, სუსის და შსს-ს აგენტს - მოღალატე, სამშობლოს გამყიდველი და პუტინის მონაც შეემატა.
ჯერ კიდევ დაუჯერებელია ჩემთვის, რაც ხდება. ნუთუ ასე არ გწამთ და არ ენდობით ადამიანებს, რომ შეგიძლიათ ერთი ხელის მოსმით გააქროთ ყველაფერი და მოკლათ ადამიანების გულები.
უღრმესი მადლობა მათ, ვისაც ამ ისტერიის ფონზე ჩვენს ერთგულებაში ეჭვი არ შეგპარვიათ. სხვა ვერაფერს ვიტყვი.
სრულიად ვიზირებ გულწრფელ წუხილს და კრიტიკას, არც ბოდიშებს დავიშურებ, მაგრამ არასოდეს გაპატიებთ ერთ რამეს - ვინც ჩემთვის ძვირფასი და წმინდა მუზარადი სამყაროს ყველაზე დიდ ბოროტებას ჩამოაცვა სახეზე. იცოდე სიცოხლის ბოლომდე დაუძინებელი მტერი ვარ შენი", - წერს ნაჯა ორაშვილი.
ცნობისთვის, კლუბმა "ბასიანმა", საზოგადოებრივი პროტესტის გათვალისწინებით, მოსკოვში დაგეგმილი ღონისძიება გააუქმა.