მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ განახორციელებს "მზიურის" რეაბილიტაციას და როგორი იქნება პარკი?
ვინ განახორციელებს "მზიურის" რეაბილიტაციას და როგორი იქნება პარკი?

მზი­უ­რის პარ­კის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ა­ზე გა­მო­ცხა­დე­ბულ ტენ­დერ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი უკვე გა­მოვ­ლე­ნი­ლია. მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის მიერ გა­მო­ცხა­დე­ბულ ტენ­დერ­ში ამ­ხა­ნა­გო­ბამ "მზი­უ­რი" გა­ი­მარ­ჯვა.

კომ­პა­ნი­ის მიერ შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი თან­ხა 7 799 505 ლა­რია, მა­შინ როცა სა­ტენ­დერო პი­რო­ბე­ბით შეს­ყიდ­ვის სა­ვა­რა­უ­დო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 9 მლნ ლარი იყო.

ცნო­ბის­თვის, სა­ტენ­დერო კო­მი­სი­ამ „მზი­უ­რის“ გარ­და კი­დევ 5 ად­გი­ლობ­რი­ვი და უცხო­უ­რი კომ­პა­ნი­ის შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბი გა­ნი­ხი­ლა. ეს კომ­პა­ნი­ე­ბია - სს „კობ­რა ინ­სტა­ლა­სი­ო­ნეს ი სერ­ვი­სი­ოს სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ლი­ა­ლი“, „კომ­ფორ­ტმშენ XXI“, AG-Complex Sp. z o. o და კომ­პა­ნი­ე­ბი "ჯავა" და "მწვა­ნე სახ­ლი". აქე­დან, ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი ფასი სწო­რედ ამ­ხა­ნა­გო­ბას „მზი­უ­რი“ ჰქონ­და შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი.

მზი­უ­რის პარ­კის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის მიზ­ნით გა­სულ წლის დე­კემ­ბერ­ში გა­მო­ცხა­დე­ბულ ტენ­დერ­ში წი­ნა­და­დე­ბე­ბის მი­ღე­ბა მიმ­დი­ნა­რე წლის 8 თე­ბერ­ვალს და­ი­წყო და 12 თე­ბერ­ვალს დას­რულ­და. ტენ­დე­რის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლომ ევ­რო­პის სა­ინ­ვეს­ტი­ციო ბან­კის­გან მი­ი­ღო და­ფი­ნან­სე­ბა, რომ­ლის ნა­წი­ლის მზი­უ­რის პარ­კის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას მომ­ხმარ­დე­ბა. სა­ტენ­დერო პი­რო­ბე­ბის თა­ნახ­მად, პარკში ლან­დშაფ­ტუ­რი არ­ქი­ტექ­ტუ­რი­სა და გამ­წვა­ნე­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჩა­ტარ­დე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა ამ­ხა­ნა­გო­ბა „მზი­ურს“აღ­ნიშ­ნუ­ლი და­სა­ხე­ლე­ბის პი­რის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია რე­ესტრში არ იძებ­ნე­ბა. თუმ­ცა, ამ­ხა­ნა­გო­ბის თავ­მჯდო­მა­რე არის ლაშა ფურ­ცხვა­ნი­ძე, რომ­ლის სა­ხელ­ზეც რე­ესტრში 5 კომ­პა­ნია იძებ­ნე­ბა. ამ კომ­პა­ნი­ე­ბი­დან 4-ში მისი მე­წი­ლე არის - კობა ხარ­ში­ლა­ძე, ამ 4-დან 1-1-ში კი ხარ­ში­ლა­ძეს­თან ერ­თად კომ­პა­ნი­ის მე­წი­ლე­ე­ბი არი­ან - პან­ტე­ლე­ი­მო­ნი იო­სა­ვა და ტა­რი­ელ კიკ­ნა­ძე. 1 კომ­პა­ნია კი მხო­ლოდ ლაშა ფურ­ცხვა­ნი­ძის სა­კუთ­რე­ბა­შია.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

ვინ განახორციელებს "მზიურის" რეაბილიტაციას და როგორი იქნება პარკი?

ვინ განახორციელებს "მზიურის" რეაბილიტაციას და როგორი იქნება პარკი?

მზიურის პარკის რეაბილიტაციაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული უკვე გამოვლენილია. მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში ამხანაგობამ "მზიური" გაიმარჯვა.

კომპანიის მიერ შეთავაზებული თანხა 7 799 505 ლარია, მაშინ როცა სატენდერო პირობებით შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 9 მლნ ლარი იყო.

ცნობისთვის, სატენდერო კომისიამ „მზიურის“ გარდა კიდევ 5 ადგილობრივი და უცხოური კომპანიის შეთავაზებული წინადადებები განიხილა. ეს კომპანიებია - სს „კობრა ინსტალასიონეს ი სერვისიოს საქართველოს ფილიალი“, „კომფორტმშენ XXI“, AG-Complex Sp. z o. o და კომპანიები "ჯავა" და "მწვანე სახლი". აქედან, ყველაზე დაბალი ფასი სწორედ ამხანაგობას „მზიური“ ჰქონდა შეთავაზებული.

მზიურის პარკის რეაბილიტაციის მიზნით გასულ წლის დეკემბერში გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 8 თებერვალს დაიწყო და 12 თებერვალს დასრულდა. ტენდერის მიხედვით, საქართველომ ევროპის საინვესტიციო ბანკისგან მიიღო დაფინანსება, რომლის ნაწილის მზიურის პარკის რეაბილიტაციას მომხმარდება. სატენდერო პირობების თანახმად, პარკში ლანდშაფტური არქიტექტურისა და გამწვანების სამუშაოები ჩატარდება.

რაც შეეხება ამხანაგობა „მზიურს“აღნიშნული დასახელების პირის შესახებ ინფორმაცია რეესტრში არ იძებნება. თუმცა, ამხანაგობის თავმჯდომარე არის ლაშა ფურცხვანიძე, რომლის სახელზეც რეესტრში 5 კომპანია იძებნება. ამ კომპანიებიდან 4-ში მისი მეწილე არის - კობა ხარშილაძე, ამ 4-დან 1-1-ში კი ხარშილაძესთან ერთად კომპანიის მეწილეები არიან - პანტელეიმონი იოსავა და ტარიელ კიკნაძე. 1 კომპანია კი მხოლოდ ლაშა ფურცხვანიძის საკუთრებაშია.

იხილეთ ვიდეო

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ