საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენმა გუნდმა მიიღო ღონისძიების გაუქმების გადაწყვეტილება" - "ბასიანი" განცხადებას ავრცელებს
"ჩვენმა გუნდმა მიიღო ღონისძიების გაუქმების გადაწყვეტილება" - "ბასიანი" განცხადებას ავრცელებს

კლუ­ბი "ბა­სი­ა­ნი", სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი პრო­ტეს­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მოს­კოვ­ში და­გეგ­მილ ღო­ნის­ძი­ე­ბასაუქ­მებს. კლუ­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"საკ­ლუ­ბო სცე­ნას და რეივ-კულ­ტუ­რას ყო­ველ­თვის ჰქონ­და უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი დატ­ვირ­თვა უსა­მარ­თლო და რეპ­რე­სი­უ­ლი სის­ტე­მის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში. ჩვენ ამის არა­ერ­თი მა­გა­ლი­თი გვახ­სოვს არამ­ხო­ლოდ მსოფ­ლი­ოს, არა­მედ სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლო­ე­სი წარ­სუ­ლი­დან.

12-13 მა­ი­სის მოვ­ლე­ნებ­მა ნათ­ლად გვა­ნა­ხა, რომ სა­ხელ­მწი­ფო სის­ტე­მაც კი უძ­ლუ­რია სა­ერ­თო იდე­ე­ბი­სა და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის გარ­შე­მო გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის წი­ნა­შე. ჩვე­ნი ერ­თობ­ლი­ვი ცეკ­ვა და ბრძო­ლა სა­მა­გა­ლი­თოდ იქცა მსოფ­ლი­ოს არა­ერ­თი ქვეყ­ნის­თვის, არა­ერთ ახალ საპ­რო­ტეს­ტო ტალ­ღას და­უ­დო სა­ფუძ­ვე­ლი და ამ სცე­ნას პო­ლი­ტი­კუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა და­უბ­რუ­ნა. ამა­ში უდი­დე­სი წვლი­ლი პირ­ველ რიგ­ში სწო­რედ ჩვენს მო­ცეკ­ვა­ვე­ებს მი­გი­ძღვით და იმ ნდო­ბა­სა და სო­ლი­და­რო­ბას, რაც ერ­თმა­ნეთს გა­მო­ვუ­ცხა­დეთ.

სწო­რედ 12 მა­ი­სის მოვ­ლე­ნე­ბი გახ­და მთა­ვა­რი მი­ზე­ზი იმი­სა, რომ მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით უამ­რავ­მა ქა­ლაქ­მა გა­მოგ­ვი­ცხა­და სო­ლი­და­რო­ბა. პე­კი­ნი, ამ­სტერ­და­მი, პულა, ბერ­ლი­ნი.. - ეს ის ქა­ლა­ქე­ბია სა­დაც უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გა­ი­ამ­რთე­ბა BASSIANI-ის შო­უ­ქე­ი­სე­ბი. საკ­ლუ­ბო ღა­მე­ე­ბის მთა­ვა­რი მე­სი­ჯე­ბი კი უც­ვლე­ლია - ცეკ­ვა თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის.

15 სექ­ტემ­ბერს, მოს­კოვ­ში, REDBULL MUSIC ACADEMY-ის ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში და­გეგ­მი­ლი ღამე RESISTANCE IN MUSIC WITH BASSIANI RESIDENTS - სწო­რედ ამ ში­ნა­არ­სის მა­ტა­რე­ბე­ლი იყო. ის მოს­კო­ვის ან­დერგრა­უნდ კლუბ­ში, GASGOLDER-ში და­ი­გეგ­მა და ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის გულ­წრფე­ლი სურ­ვი­ლი გახ­ლდათ, რომ წი­ნა­აღ­მდე­გობ­რი­ვი ში­ნა­არ­სის მქო­ნე ღა­მის ჰედ­ლა­ი­ნე­რად სწო­რედ BASSIANI / HOROOM-ის რე­ზი­დენ­ტე­ბი მი­ეწ­ვი­ათ, რო­გორც სის­ტე­მას­თან ბრძო­ლი­სა და გა­მარ­ჯვე­ბის სიმ­ბო­ლო.

“თქვენ მო­ი­გეთ ის ბრძო­ლა, რო­მე­ლიც ჩვენ წა­ვა­გეთ. ამი­ტომ გვსურს თქვე­ნი მოწ­ვე­ვა აქ” - მოგ­ვწე­რეს ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა, რომ­ლე­ბიც არა­ერ­თხელ ყო­ფი­ლან რუ­სე­თი­სა და პუ­ტი­ნის რეპ­რე­სი­უ­ლი რე­ჟი­მის მსხვერ­პლი. შე­გახ­სე­ნებთ, მოს­კოვ­ში არა­ერ­თი კლუ­ბი და­ხუ­რეს ზუს­ტად იმ მე­თო­დე­ბით, რა მე­თო­დე­ბი­თაც სცა­და BASSIANI-ის და­ხურ­ვა ჩვენ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ.

სწო­რედ ამი­ტომ, ჩვენ­თვის სრუ­ლი­ად გა­სა­გე­ბია ფეს­ტი­ვა­ლის წარ­მო­მად­გე­ლე­ბის სურ­ვი­ლი, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად და­უბ­რუ­ნონ წი­ნა­აღ­მდე­გობ­რი­ვი მნიშ­ვნე­ლო­ბა ად­გი­ლობ­რივ საკ­ლუ­ბო სცე­ნას. სო­ლი­და­რუ­ლე­ბი ვართ მათი ამ სურ­ვი­ლის მი­მართ და ვგულ­შე­მატ­კივ­რობთ ყვე­ლას, ვინც თა­ვის მხრივ ცდი­ლობს უსა­მარ­თლო სის­ტე­მის გარ­დაქ­მნას. ფეს­ტი­ვა­ლის პრო­მო­უ­ტე­რე­ბი ჩვენ­თან ერ­თად იდ­გნენ 12-13 მა­ი­სის მოვ­ლე­ნე­ბის დროს და იზი­ა­რე­ბენ ყვე­ლა იდე­ა­სა და ღი­რე­ბუ­ლე­ბას, რის გარ­შე­მოც ვართ გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ­ნი.

ჩვენს გულ­წრფელ სურ­ვილს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მიგ­ვე­ღო წი­ნა­აღ­მდე­გობ­რი­ვი ში­ნა­არ­სის ღა­მე­ში, არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი რე­აქ­ცია მოჰ­ყვა ერ­თგუ­ლი მხარ­დამ­ჭე­რე­ბის, მე­გობ­რე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან. ჩვენ სრუ­ლად ვი­აზ­რებთ იმ გუ­ლის­ტკი­ვილს, რაც თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა გა­მო­ხა­ტეს კლუ­ბის მი­მართ. ვი­აზ­რებთ იმა­საც, რომ ეს ღამე სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის­თვის უმ­ძი­მეს დროს, აგ­ვის­ტოს ომის 10 წლის­თა­ვის დღე­ებ­ში და­ა­ნონსდა, რა­მაც ცხა­დია გა­ამ­ძაფ­რა მო­ქა­ლა­ქე­თა გუ­ლის­ტკე­ნა. გულ­წრფე­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი პრო­ტეს­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ჩვენ­მა გუნ­დმა მი­ი­ღო ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­უქ­მე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, იმ ღო­ნის­ძი­ე­ბის, რო­მე­ლიც უნ­დობ­ლო­ბის გამო ან­გა­რიშს­წო­რე­ბი­სა და და­პი­რის­პი­რე­ბის ია­რა­ღად იქცა.

ხაზს ვუს­ვამთ, რომ ეს ღამე არ იყო ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი რი­გით მუ­სი­კა­ლურ გა­სარ­თობ ღა­მედ. ამი­ტომ მიგ­ვაჩ­ნია, რომ მისი გა­უქ­მე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არის არა უკან და­ხე­ვა ან ეჭ­ვის შე­ტა­ნა სა­კუ­თა­რი ქმე­დე­ბის ლე­გი­ტი­მუ­რო­ბა­ში, არა­მედ საპ­რო­ტეს­ტო ფორ­მის ცვლი­ლე­ბა. ჩვე­ნი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა ამ ფეს­ტი­ვალ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­თაც და მისი გა­უქ­მე­ბი­თაც იყო, არის და იქ­ნე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო სცე­ნა­ზე ჩვე­ნი პრო­ტეს­ტი­სა და სათ­ქმე­ლის გა­ტა­ნა.

BASSIANI / HOROOM პო­ლი­ტი­კუ­რი ში­ნა­არ­სის მა­ტა­რე­ბე­ლი მოძ­რა­ო­ბაა. და­ფუძ­ნე­ბის დღი­დან ჩვე­ნი მი­ზა­ნი სწო­რედ და­ჭა­ო­ბე­ბუ­ლი პოსტ-საბ­ჭო­თა მემ­კვიდ­რე­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­ლაშ­ქრე­ბა იყო, რო­მელ­საც უწყვე­ტად აგ­რძე­ლებს დღე­ვან­დე­ლი რუ­სე­თი და პუ­ტი­ნის რე­ჟი­მი. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში უთა­ნას­წო­რო­ბის, ზი­ზღის, სი­ძულ­ვი­ლი­სა და აგ­რე­სი­ის გაღ­ვი­ვე­ბა მათი ბრძო­ლის მთა­ვა­რი მე­თო­დია. ამი­ტომ არ გაგ­ვკვირ­ვე­ბია, რომ 12 მა­ი­სის დარ­ბე­ვამ­დე BASSIANI-ის წი­ნა­აღ­მდეგ მი­ზან­მი­მარ­თულ კამ­პა­ნი­ას სწო­რედ პრო­რუ­სუ­ლი რეგ­რე­სუ­ლი ძა­ლე­ბი ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ. ჩვენ მო­მა­ვალ­შიც უკომ­პრო­მი­სო ბრძო­ლას ვა­პი­რებთ მათ­თან ერად, ვინც ამ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს იზი­ა­რებს. ტექ­ნო მუ­სი­კა ჩვე­ნი სა­ერ­თო პრო­ტეს­ტის ენაა და ჩვე­ნი სათ­ქმე­ლიც - სა­ერ­თოა.

სო­ლი­და­რო­ბას ვუ­ცხა­დებთ ყვე­ლა იმ მო­ცეკ­ვა­ვეს, რომ­ლებ­საც გულ­წრფე­ლად სურთ წი­ნა­აღ­მდე­გობ­რი­ვი ში­ნა­არ­სი შეს­ძი­ნონ ად­გი­ლობ­რივ სცე­ნას და წარ­მა­ტე­ბებს ვუ­სურ­ვებთ მათ ამ ბრძო­ლა­ში.

რაც მთა­ვა­რია, მად­ლო­ბას ვუხ­დით ჩვენს მხარ­დამ­ჭე­რებს, თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს, ვი­საც ყო­ველ­თვის სჯე­რო­და და სჯე­რა ჩვე­ნი სა­ერ­თო ხედ­ვე­ბის, არას­დროს შეგ­ვპარ­ვია ეჭვი, რომ ჩაგ­ვრი­სა და უსა­მარ­თლო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ერ­თობ­ლივ, სო­ლი­და­რულ ბრძო­ლას ყო­ველ­თვის აქვს შე­დე­გი.

...სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი ოკუ­პი­რე­ბუ­ლია რუ­სე­თის მიერ, რის გამო სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლი მო­წყვე­ტი­ლია სა­კუ­თარ სახ­ლებს. ჩვე­ნი ხმა მსოფ­ლი­ომ უნდა გა­ი­გოს - არა ოკუ­პა­ცი­ას".

შე­გახ­სე­ნებთ, 15 სექ­ტემ­ბერს კლუბ "ბა­სი­ა­ნის" რე­ზი­დენ­ტე­ბს მოს­კოვ­ში, Red Bull-ის მუ­სი­კა­ლურ ფეს­ტი­ვალ­შიუნდა მი­ე­ღოთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"ჩვენმა გუნდმა მიიღო ღონისძიების გაუქმების გადაწყვეტილება" - "ბასიანი" განცხადებას ავრცელებს

"ჩვენმა გუნდმა მიიღო ღონისძიების გაუქმების გადაწყვეტილება" - "ბასიანი" განცხადებას ავრცელებს

კლუბი "ბასიანი", საზოგადოებრივი პროტესტის გათვალისწინებით, მოსკოვში დაგეგმილ ღონისძიებას აუქმებს. კლუბი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"საკლუბო სცენას და რეივ-კულტურას ყოველთვის ჰქონდა უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური დატვირთვა უსამართლო და რეპრესიული სისტემის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ ამის არაერთი მაგალითი გვახსოვს არამხოლოდ მსოფლიოს, არამედ საქართველოს უახლოესი წარსულიდან.

12-13 მაისის მოვლენებმა ნათლად გვანახა, რომ სახელმწიფო სისტემაც კი უძლურია საერთო იდეებისა და ღირებულებების გარშემო გაერთიანებული თავისუფალი ადამიანების წინაშე. ჩვენი ერთობლივი ცეკვა და ბრძოლა სამაგალითოდ იქცა მსოფლიოს არაერთი ქვეყნისთვის, არაერთ ახალ საპროტესტო ტალღას დაუდო საფუძველი და ამ სცენას პოლიტიკური მნიშვნელობა დაუბრუნა. ამაში უდიდესი წვლილი პირველ რიგში სწორედ ჩვენს მოცეკვავეებს მიგიძღვით და იმ ნდობასა და სოლიდარობას, რაც ერთმანეთს გამოვუცხადეთ.

სწორედ 12 მაისის მოვლენები გახდა მთავარი მიზეზი იმისა, რომ მსოფლიოს მასშტაბით უამრავმა ქალაქმა გამოგვიცხადა სოლიდარობა. პეკინი, ამსტერდამი, პულა, ბერლინი.. - ეს ის ქალაქებია სადაც უახლოეს მომავალში გაიამრთება BASSIANI-ის შოუქეისები. საკლუბო ღამეების მთავარი მესიჯები კი უცვლელია - ცეკვა თავისუფლებისთვის.

15 სექტემბერს, მოსკოვში, REDBULL MUSIC ACADEMY-ის ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი ღამე RESISTANCE IN MUSIC WITH BASSIANI RESIDENTS - სწორედ ამ შინაარსის მატარებელი იყო. ის მოსკოვის ანდერგრაუნდ კლუბში, GASGOLDER-ში დაიგეგმა და ორგანიზატორების გულწრფელი სურვილი გახლდათ, რომ წინააღმდეგობრივი შინაარსის მქონე ღამის ჰედლაინერად სწორედ BASSIANI / HOROOM-ის რეზიდენტები მიეწვიათ, როგორც სისტემასთან ბრძოლისა და გამარჯვების სიმბოლო.

“თქვენ მოიგეთ ის ბრძოლა, რომელიც ჩვენ წავაგეთ. ამიტომ გვსურს თქვენი მოწვევა აქ” - მოგვწერეს ორგანიზატორებმა, რომლებიც არაერთხელ ყოფილან რუსეთისა და პუტინის რეპრესიული რეჟიმის მსხვერპლი. შეგახსენებთ, მოსკოვში არაერთი კლუბი დახურეს ზუსტად იმ მეთოდებით, რა მეთოდებითაც სცადა BASSIANI-ის დახურვა ჩვენმა ხელისუფლებამ.

სწორედ ამიტომ, ჩვენთვის სრულიად გასაგებია ფესტივალის წარმომადგელების სურვილი, შეძლებისდაგვარად დაუბრუნონ წინააღმდეგობრივი მნიშვნელობა ადგილობრივ საკლუბო სცენას. სოლიდარულები ვართ მათი ამ სურვილის მიმართ და ვგულშემატკივრობთ ყველას, ვინც თავის მხრივ ცდილობს უსამართლო სისტემის გარდაქმნას. ფესტივალის პრომოუტერები ჩვენთან ერთად იდგნენ 12-13 მაისის მოვლენების დროს და იზიარებენ ყველა იდეასა და ღირებულებას, რის გარშემოც ვართ გაერთიანებულნი.

ჩვენს გულწრფელ სურვილს მონაწილეობა მიგვეღო წინააღმდეგობრივი შინაარსის ღამეში, არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა ერთგული მხარდამჭერების, მეგობრებისა და საზოგადოების მხრიდან. ჩვენ სრულად ვიაზრებთ იმ გულისტკივილს, რაც თანამოქალაქეებმა გამოხატეს კლუბის მიმართ. ვიაზრებთ იმასაც, რომ ეს ღამე საქართველოს ისტორიისთვის უმძიმეს დროს, აგვისტოს ომის 10 წლისთავის დღეებში დაანონსდა, რამაც ცხადია გაამძაფრა მოქალაქეთა გულისტკენა. გულწრფელი საზოგადოებრივი პროტესტის გათვალისწინებით ჩვენმა გუნდმა მიიღო ღონისძიების გაუქმების გადაწყვეტილება, იმ ღონისძიების, რომელიც უნდობლობის გამო ანგარიშსწორებისა და დაპირისპირების იარაღად იქცა.

ხაზს ვუსვამთ, რომ ეს ღამე არ იყო ჩაფიქრებული რიგით მუსიკალურ გასართობ ღამედ. ამიტომ მიგვაჩნია, რომ მისი გაუქმების გადაწყვეტილება არის არა უკან დახევა ან ეჭვის შეტანა საკუთარი ქმედების ლეგიტიმურობაში, არამედ საპროტესტო ფორმის ცვლილება. ჩვენი მთავარი ამოცანა ამ ფესტივალში მონაწილეობითაც და მისი გაუქმებითაც იყო, არის და იქნება საერთაშორისო სცენაზე ჩვენი პროტესტისა და სათქმელის გატანა.

BASSIANI / HOROOM პოლიტიკური შინაარსის მატარებელი მოძრაობაა. დაფუძნების დღიდან ჩვენი მიზანი სწორედ დაჭაობებული პოსტ-საბჭოთა მემკვიდრეობის წინააღმდეგ გალაშქრება იყო, რომელსაც უწყვეტად აგრძელებს დღევანდელი რუსეთი და პუტინის რეჟიმი. საზოგადოებაში უთანასწორობის, ზიზღის, სიძულვილისა და აგრესიის გაღვივება მათი ბრძოლის მთავარი მეთოდია. ამიტომ არ გაგვკვირვებია, რომ 12 მაისის დარბევამდე BASSIANI-ის წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიას სწორედ პრორუსული რეგრესული ძალები ახორციელებდნენ. ჩვენ მომავალშიც უკომპრომისო ბრძოლას ვაპირებთ მათთან ერად, ვინც ამ ღირებულებებს იზიარებს. ტექნო მუსიკა ჩვენი საერთო პროტესტის ენაა და ჩვენი სათქმელიც - საერთოა.

სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა იმ მოცეკვავეს, რომლებსაც გულწრფელად სურთ წინააღმდეგობრივი შინაარსი შესძინონ ადგილობრივ სცენას და წარმატებებს ვუსურვებთ მათ ამ ბრძოლაში.

რაც მთავარია, მადლობას ვუხდით ჩვენს მხარდამჭერებს, თითოეულ ადამიანს, ვისაც ყოველთვის სჯეროდა და სჯერა ჩვენი საერთო ხედვების, არასდროს შეგვპარვია ეჭვი, რომ ჩაგვრისა და უსამართლობის წინააღმდეგ ერთობლივ, სოლიდარულ ბრძოლას ყოველთვის აქვს შედეგი.

...საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამო საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი მოწყვეტილია საკუთარ სახლებს. ჩვენი ხმა მსოფლიომ უნდა გაიგოს - არა ოკუპაციას".

შეგახსენებთ, 15 სექტემბერს კლუბ "ბასიანის" რეზიდენტებს მოსკოვში, Red Bull-ის მუსიკალურ ფესტივალში უნდა მიეღოთ მონაწილეობა.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს