პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინფორმაცია მძღოლებისთვის - როდის უნდა შეცვალოთ ძველი სანომრე ნიშნები მანქანაზე და რა ელით ფასიან ნომრებს
ინფორმაცია მძღოლებისთვის - როდის უნდა შეცვალოთ ძველი სანომრე ნიშნები მანქანაზე და რა ელით ფასიან ნომრებს

ევ­როს­ტან­დარ­ტე­ბით დად­გე­ნი­ლი სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ახა­ლი ნომ­რე­ბის ასა­ღე­ბად, მძღო­ლებს ორი წელი დარ­ჩათ. ძველ სა­ნომ­რე ნიშ­ნებს სა­მარ­თლებ­რი­ვი ძალა 2020 წლის პირ­ველ სექ­ტემ­ბრამ­დე გა­ნე­სა­ზღვრა.

რო­გორც AMBEBI.GE-ს მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, ამ ინი­ცი­ა­ტი­ვით მძღო­ლე­ბის 50%-მა უკვე ისარ­გებ­ლა, შე­სა­ბა­მი­სად გარ­კვე­ულ ნომ­რე­ბის სიმ­ბო­ლო­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მა­რა­გი უკვე ამო­წუ­რუ­ლია.

შსს მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის იმე­და მა­კა­სა­რაშ­ვი­ლის თქმით, ახა­ლი ნომ­რის აღე­ბა მძღო­ლებს მი­ნი­მუმ 70 ლარი და­უჯ­დე­ბათ.

"2020 წლის პირ­ველ სექ­ტემ­ბრამ­დე ძველ სა­ნომ­რე ნიშ­ნებს უწყდე­ბათ იურ­დი­უ­ლი ძალა და შე­სა­ბა­მი­სად ყვე­ლა მძღოლ­მა უნდა შეც­ვა­ლოს ახა­ლი სა­ნომ­რე ნიშ­ნით. ეს ნორ­მა ვრცელ­დე­ბა ყვე­ლა სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა­ზე, რო­მელ­საც 2014 წლამ­დე აქვს აღე­ბუ­ლი სა­ნომ­რე ნი­შა­ნი. ნომ­რის შეც­ვლა ფა­სი­ა­ნია და ჯდე­ბა 70 ლარი ანუ - 35 ლარი ღირს სა­ნომ­რე ნი­შა­ნი და 35 ლარი სა­რე­გის­ტრა­ციო მოწ­მო­ბა.

ის ნომ­რე­ბი, რო­მე­ლიც თა­ვის დრო­ზე ფა­სი­ა­ნი იყო და მო­სარ­გებ­ლებ­მა ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით გარ­კვე­უ­ლი სა­ფა­სუ­რი გა­და­ი­ხა­დეს, ავ­ტო­მა­ტუ­რად ეთ­ვლე­ბათ სა­ფა­სუ­რად და ამ ფა­სად შე­უძ­ლი­ათ მათ­თვის სა­სურ­ვე­ლი ნომ­რის აღე­ბა ისე, რომ ამა­ზე და­მა­ტე­ბი­თი თან­ხა აღარ გა­და­ი­ხა­დონ, გარ­და სა­რე­გის­ტრა­ციო სა­ფა­სუ­რი­სა. მა­გა­ლი­თად, თუ მძღოლს ნა­ყი­დი აქვს ნო­მე­რი 150 ლა­რად და ახ­ლაც უნდა ამ ფა­სად ნომ­რის შე­ძე­ნა, გა­დახ­დი­ლი თან­ხა ჩა­ეთ­ვლე­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვად და იყი­დის ამ ფა­სად ახალ ნო­მერ­საც.

ხოლო, თუ უფრო ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ნომ­რის შე­ძე­ნას მო­ი­სურ­ვე­ბენ, გა­და­იხ­დი­ან გან­სხა­ვე­ბულ თან­ხას. მა­გა­ლი­თად, თუ მძღოლს სურს 150-ლა­რი­ა­ნი ნომ­რის გა­დაც­ვლა 250-ლა­რი­ან ნო­მერ­ზე, გა­და­იხ­დის და­მა­ტე­ბით 100 ლარს და პლი­უს 35 ლარს სა­რე­გის­ტრა­ციო მოწ­მო­ბი­სას" - უთხრა AMBEBI.GE-ს მა­კა­სა­რაშ­ვილ­მა. მი­სი­ვე თქმით, ფა­სი­ა­ნი ნომ­რე­ბის მი­ნი­მა­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 150 ლა­რია, ხოლო მაქ­სი­მა­ლუ­რი 10 ათა­სი ლარი.

"10 ათას ლა­რი­ა­ნი ნო­მე­რი შე­ი­ცავს ნე­ბის­მი­ერ 8 სიმ­ბო­ლოს, რო­მე­ლიც თვი­თონ პი­რის და­ინ­ტე­რე­სე­ბით შედ­გე­ბა. ამ 8 სიმ­ბო­ლო­ში ერთი ციფ­რი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყოს, და­ნარ­ჩე­ნი შე­საძ­ლე­ბე­ლია ლა­თი­ნუ­რი ასო­ე­ბი. ეს რვა სიმ­ბო­ლო არ უნდა მო­ი­ცავ­დეს გე­ოგ­რა­ფი­ულ სა­ხელ­წო­დე­ბას, უხამს შე­ძა­ხილს ან რა­ი­მე და­წე­სე­ბუ­ლე­ბის და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სა­ხელს.

150 ლა­რი­დან იწყე­ბა ისე­თი სა­ნომ­რე ნიშ­ნე­ბი, რო­მელ­საც სე­რი­ა­ში გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აქვს 4 ასო, ხოლო ციფ­რე­ბის კომ­ბი­ნა­ცია შედ­გე­ბა ასე­უ­ლის­გან, მა­გა­ლი­თად 100, 200, 300, 900-ის ჩათ­ვლით“, - გვი­თხრა მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლემ.

მათ, ვი­საც სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლე­ბის კომ­ბი­ნა­ცი­ით სურს ნომ­რის შე­ძე­ნა, ეს და­ახ­ლო­ე­ბით 150-ლა­რი­დან 250 ლა­რამ­დე და­უჯ­დე­ბა. „სა­ხე­ლი­ა­ნი ნომ­რის შე­ძე­ნა და­მო­კი­დე­ბუ­ლია ლა­თი­ნუ­რი ასო­ე­ბის კომ­ბი­ნა­ცი­ა­ზე მა­გა­ლი­თად „ნიკა“ სა­ხე­ლის შემ­თხვე­ვა­ში 150-250 ლა­რია მაქ­სი­მა­ლუ­რი. ანუ 150 ლარი ღირს ასე­უ­ლე­ბი ხოლო 200 ლა­რია 001 და ა.შ. ძი­რი­თა­დად ყუ­რა­დღე­ბა ექ­ცე­ვა ასო­ე­ბის კომ­ბი­ნა­ცი­ას და შემ­დეგ ნომ­რებს. ფა­სი­ა­ნი ნომ­რე­ბის შე­ძე­ნი­სას ძი­რი­თა­დად აქ­ცენტს აკე­თე­ბენ სა­ხე­ლებ­ზე ან ინი­ცი­ა­ლებ­ზე. არი­ან ისე­თე­ბი, რომ­ლებ­საც მა­გა­ლი­თად აინ­ტე­რე­სებთ ნომ­რე­ბი, სა­დაც 4 ასო ერ­თნა­ი­რია და 3 ციფ­რიც ერ­თნა­ი­რია. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით მო­თხოვ­ნა­დი იყო და ამ ეტაპ­ზე ამო­წუ­რუ­ლია. ასე­თი ნომ­რე­ბი 1 000 ლარი ღირ­და“, - გა­ნუ­ცხა­და AMBEBI.GE-ს მა­კა­სა­რაშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

ინფორმაცია მძღოლებისთვის - როდის უნდა შეცვალოთ ძველი სანომრე ნიშნები მანქანაზე და რა ელით ფასიან ნომრებს

ინფორმაცია მძღოლებისთვის - როდის უნდა შეცვალოთ ძველი სანომრე ნიშნები მანქანაზე და რა ელით ფასიან ნომრებს

ევროსტანდარტებით დადგენილი სატრანსპორტო საშუალებების ახალი ნომრების ასაღებად, მძღოლებს ორი წელი დარჩათ. ძველ სანომრე ნიშნებს სამართლებრივი ძალა 2020 წლის პირველ სექტემბრამდე განესაზღვრა.

როგორც AMBEBI.GE-ს მომსახურების სააგენტოში განუცხადეს, ამ ინიციატივით მძღოლების 50%-მა უკვე ისარგებლა, შესაბამისად გარკვეულ ნომრების სიმბოლოებთან დაკავშირებით მარაგი უკვე ამოწურულია.

შსს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილის იმედა მაკასარაშვილის თქმით, ახალი ნომრის აღება მძღოლებს მინიმუმ 70 ლარი დაუჯდებათ.

"2020 წლის პირველ სექტემბრამდე ძველ სანომრე ნიშნებს უწყდებათ იურდიული ძალა და შესაბამისად ყველა მძღოლმა უნდა შეცვალოს ახალი სანომრე ნიშნით. ეს ნორმა ვრცელდება ყველა სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელსაც 2014 წლამდე აქვს აღებული სანომრე ნიშანი. ნომრის შეცვლა ფასიანია და ჯდება 70 ლარი ანუ - 35 ლარი ღირს სანომრე ნიშანი და 35 ლარი სარეგისტრაციო მოწმობა.

ის ნომრები, რომელიც თავის დროზე ფასიანი იყო და მოსარგებლებმა ამასთან დაკავშირებით გარკვეული საფასური გადაიხადეს, ავტომატურად ეთვლებათ საფასურად და ამ ფასად შეუძლიათ მათთვის სასურველი ნომრის აღება ისე, რომ ამაზე დამატებითი თანხა აღარ გადაიხადონ, გარდა სარეგისტრაციო საფასურისა. მაგალითად, თუ მძღოლს ნაყიდი აქვს ნომერი 150 ლარად და ახლაც უნდა ამ ფასად ნომრის შეძენა, გადახდილი თანხა ჩაეთვლება ჩვეულებრივად და იყიდის ამ ფასად ახალ ნომერსაც.

ხოლო, თუ უფრო ძვირადღირებული ნომრის შეძენას მოისურვებენ, გადაიხდიან განსხავებულ თანხას. მაგალითად, თუ მძღოლს სურს 150-ლარიანი ნომრის გადაცვლა 250-ლარიან ნომერზე, გადაიხდის დამატებით 100 ლარს და პლიუს 35 ლარს სარეგისტრაციო მოწმობისას" - უთხრა AMBEBI.GE-ს მაკასარაშვილმა. მისივე თქმით, ფასიანი ნომრების მინიმალური ღირებულება 150 ლარია, ხოლო მაქსიმალური 10 ათასი ლარი.

"10 ათას ლარიანი ნომერი შეიცავს ნებისმიერ 8 სიმბოლოს, რომელიც თვითონ პირის დაინტერესებით შედგება. ამ 8 სიმბოლოში ერთი ციფრი აუცილებლად უნდა იყოს, დანარჩენი შესაძლებელია ლათინური ასოები. ეს რვა სიმბოლო არ უნდა მოიცავდეს გეოგრაფიულ სახელწოდებას, უხამს შეძახილს ან რაიმე დაწესებულების და ორგანიზაციის სახელს.

150 ლარიდან იწყება ისეთი სანომრე ნიშნები, რომელსაც სერიაში განსხვავებული აქვს 4 ასო, ხოლო ციფრების კომბინაცია შედგება ასეულისგან, მაგალითად 100, 200, 300, 900-ის ჩათვლით“, - გვითხრა მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ.

მათ, ვისაც საკუთარი სახელების კომბინაციით სურს ნომრის შეძენა, ეს დაახლოებით 150-ლარიდან 250 ლარამდე დაუჯდება. „სახელიანი ნომრის შეძენა დამოკიდებულია ლათინური ასოების კომბინაციაზე მაგალითად „ნიკა“ სახელის შემთხვევაში 150-250 ლარია მაქსიმალური. ანუ 150 ლარი ღირს ასეულები ხოლო 200 ლარია 001 და ა.შ. ძირითადად ყურადღება ექცევა ასოების კომბინაციას და შემდეგ ნომრებს. ფასიანი ნომრების შეძენისას ძირითადად აქცენტს აკეთებენ სახელებზე ან ინიციალებზე. არიან ისეთები, რომლებსაც მაგალითად აინტერესებთ ნომრები, სადაც 4 ასო ერთნაირია და 3 ციფრიც ერთნაირია. ეს განსაკუთრებით მოთხოვნადი იყო და ამ ეტაპზე ამოწურულია. ასეთი ნომრები 1 000 ლარი ღირდა“, - განუცხადა AMBEBI.GE-ს მაკასარაშვილმა.

"ბატონ გოგის, რომელიც გულმტკივანი ადამიანია, სქესობრივი კავშირის დამყარების უნარი არ აქვს - პატრული რომ მოვიდა, მას ეძინა" - ადვოკატი

თელავის სასამართლომ გირაო შეუფარდა 16 წელს მიუღწეველთან სექსუალური კავშირის დამყარებაში ბრალდებულს

"მე და გოგი წლებია ვმეგობრობთ... დალია,  ვერ მოზომა, ჟინის მოკვლას ცდილობდა" - რას ამბობს ქალი, რომელზე ძალადობის ბრალდებით წულაია დააკავეს

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"