10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოზე ყვებოდა და ტიროდა..." - ამერიკელი ქალი, რომელმაც ემიგრანტ მამამთილს ოცნება აუსრულა და საქართველოში შთამომავლები ჩამოიყვანა
"საქართველოზე ყვებოდა და ტიროდა..." - ამერიკელი ქალი, რომელმაც ემიგრანტ მამამთილს ოცნება აუსრულა და საქართველოში შთამომავლები ჩამოიყვანა

ცოტა ხნის წინ ერთ ქარ­თველ ემიგ­რანტზე - პარ­თენ ჩიკ­ვი­ლა­ძე­ზე გი­ამ­ბეთ, რო­მე­ლიც 1913 წელს, სრუ­ლი­ად ახალ­გაზ­რდა, 14 წლის ასაკ­ში რა­ჭი­დან ამე­რი­კა­ში აღ­მოჩ­ნდა, სა­დაც წლე­ბის შემ­დეგ პი­ტერ ჩიგ­ლო გახ­და. მას მერე სა­კუ­თა­რი ქვე­ყა­ნა აღარ უნა­ხავს, რა­საც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მწა­რედ გა­ნიც­დი­და. მან ამე­რი­კელ ქალ­ბა­ტონ­ზე იქორ­წი­ნა, რო­მელ­თა­ნაც 10 შვი­ლი შე­ე­ძი­ნა.

ახლა სწო­რედ ამ თე­მას ვაგ­რძე­ლებთ და გი­ამ­ბობთ ქალ­ზე, რო­მელ­მაც მა­მამ­თი­ლის­თვის - პარ­თენ ჩიკ­ვი­ლა­ძის­თვის მი­ცე­მუ­ლი პი­რო­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში თა­ვი­სი მო­ნა­გა­რით - შვი­ლე­ბით და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბით აუ­ცი­ლებ­ლად ჩა­ვი­დო­და, უკვე მე­სა­მედ შე­ას­რუ­ლა. ბარ­ბა­რა დოდსო­ნი ახ­ლაც სა­ქარ­თვე­ლო­ში შვი­ლებ­თან და შვი­ლიშ­ვი­ლებ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბა. AMBEBI.GE მათ ქარ­თვე­ლი ნა­თე­სა­ვე­ბის დახ­მა­რე­ბით შეხ­ვდა და უკვე მათ­გან მო­ვის­მი­ნეთ ის­ტო­რია, რომ­ლი­თაც ცოტა ხნის წინ და­ვინ­ტე­რეს­დით და რომ­ლის გარ­შე­მოც ბევ­რი კი­თხვა გაგ­ვიჩ­ნდა. ქალ­ბა­ტონ­მა ბარ­ბა­რამ ყვე­ლა კი­თხვას გულ­წრფე­ლად, ხა­ლი­სი­თა და ემო­ცი­უ­რად - ცრემ­ლე­ბი­თაც კი უპა­სუ­ხა.

ბარ­ბა­რას თქმით, მისი მა­მამ­თი­ლის - პარ­თენ ჩიკ­ვი­ლა­ძის ის­ტო­რია ამე­რი­კა­ში ასე და­წყე­ბუ­ლა: მშობ­ლე­ბი გარ­დაც­ვლია, რის გა­მოც, რა­ჭა­ში ვე­ღარ გა­ჩერ­და და ამე­რი­კა­ში ბი­ძაშ­ვილ­თან ერ­თად, 14 წლი­სა წა­ვი­და. თა­ვი­დან ალას­კა­ზე, ოქ­როს სა­ბა­დო­ში მუ­შა­ობ­და, სა­დაც ქარ­თვე­ლე­ბი გა­უც­ნია და მათ­თან ერ­თად სი­ეტ­ლში წა­სუ­ლა. იქ კა­ზი­ნო­ში თა­მა­შობ­და და მო­გე­ბუ­ლი თან­ხით ცხოვ­რობ­და, წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­თა­მა­შე ყო­ფი­ლა... მერე სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ა­ში და­უ­წყია მუ­შა­ო­ბა და ამის­თვის მი­ნე­სო­ტა­ში გა­და­სუ­ლა, სა­დაც მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე გა­იც­ნო.

პარ­თენ­მა 29 წლის ასაკ­ში იქორ­წი­ნა 18 წლის გო­გო­ნა­ზე, რო­მე­ლიც 5-შვი­ლი­ა­ნი ფერ­მე­რის ოჯა­ხი­დან იყო. ოჯა­ხის შექ­მნის შემ­დეგ, მა­ღა­ზია და პაბი უყი­დია, მოჰ­ყავ­და თამ­ბა­ქო და თამ­ბა­ქოს დიდი მწარ­მო­ე­ბე­ლიც კი გამ­ხდა­რა. ცოლ-ქმარს 10 შვი­ლი შე­ე­ძი­ნათ. ბარ­ბა­რა ამ­ბობს, რომ მისი მე­უღ­ლე ჯერი, პარ­თე­ნის ბოლო შვი­ლი იყო, ყვე­ლა­ზე უმ­ცრო­სი.

"რო­დე­საც მათი რძა­ლი გავ­ხდი, ჩემ­მა მა­მამ­თილ­მა გვერ­დით და­მის­ვა, სა­ქარ­თვე­ლო­ზე მო­მიყ­ვა და თან ტი­რო­და. რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად ადარ­დებ­და ის იყო, რომ თა­ვი­სი ოჯა­ხი ვე­რას­დროს ვე­ღარ ნახა... მარ­თლა ძა­ლი­ან უყ­ვარ­და ქვე­ყა­ნა, სა­დაც და­ი­ბა­და. ენატ­რე­ბო­და და ხში­რად ამის გამო ტი­რო­და. ქარ­თუ­ლად გა­მარ­თუ­ლად ვე­ღარ ლა­პა­რა­კობ­და, რად­გა­ნაც ქარ­თვე­ლე­ბი შე­მო­ე­ცალ­ნენ და ქარ­თუ­ლე­ნო­ვანს ვე­რა­ვის ეკონ­ტაქ­ტე­ბო­და.

ინ­გლი­სუ­რი ცოლ­მა ას­წავ­ლა, მაგ­რამ რო­გორც თქვენ ლა­პა­რა­კობთ ახლა ინ­გლი­სუ­რად, და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი აქ­ცენ­ტით, ისიც ასე ლა­პა­რა­კობ­და. ხში­რად ამ­ბობ­და სი­ტყვას "ოპა". არ ვი­ცო­დით და ვერ ვხვდე­ბო­დით, რას ნიშ­ნავ­და. ამას მა­შინ ამ­ბობ­და, როცა რა­ღაც გა­უ­ხარ­დე­ბო­და... ასე­ვე სა­უ­ბარ­ში იყე­ნებ­და სი­ტყვას "მარ­თლა" და ამა­საც ვერ ვხსნი­დით", - იხ­სე­ნებს ბარ­ბა­რა.

პარ­თენ ჩიკ­ვი­ლა­ძე რძლი­სა და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბის მეხ­სი­ე­რე­ბას შე­მორ­ჩა, რო­გორც ნამ­დვი­ლი ჯენტლმე­ნი, ოჯა­ხის მო­სიყ­ვა­რუ­ლე. სა­ნამ ბარ­ბა­რა მისი რძა­ლი გახ­დე­ბო­და, 55 შვი­ლიშ­ვი­ლი ჰყავ­და, ბარ­ბა­რას და მის მე­უღ­ლეს, ჯე­რის ერ­თად 4 გა­უჩ­ნდათ.

"რო­გორც ქარ­თვე­ლებ­მა იცი­ან, რომ დაგ­ვი­ნა­ხავ­და, მა­შინ­ვე სუფ­რას შლი­და და ყვე­ლას მა­გი­დის გარ­შე­მო გვაგ­რო­ვებ­და... საკ­მა­ოდ მო­ხუ­ცი იყო, ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და და ტი­რო­და, გა­ნიც­დი­და იმას, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლას ვე­ღარ შეძ­ლებ­და... 76 წლის გარ­და­იც­ვა­ლა. მას დავ­პირ­დი, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში აუ­ცი­ლებ­ლად ჩა­მო­ვი­დო­დი და მის სამ­შობ­ლოს ვნა­ხავ­დი. ეს ჩემს ერ­თგვარ მიზ­ნად და­ვი­სა­ხე", - გვიყ­ვე­ბა ბარ­ბა­რა.

- იმ რთულ პე­რი­ოდ­ში, 1979 წელს, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო საბ­ჭო­თა კავ­ში­რის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში იყო, რო­გორ შე­ძე­ლით პირ­ვე­ლად აქ ჩა­მოს­ვლა?

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სირ­თუ­ლე­ე­ბი იყო, ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, და­ნა­პი­რე­ბი უნდა შე­მეს­რუ­ლე­ბი­ნა... ტუ­რის­ტულ­მა კო­პა­ნი­ამ მი­თხრა, რომ ვერ წა­ვი­დო­დით, თუმ­ცა მა­ინც მო­ვა­ხერ­ხე და მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ჩა­მო­ვე­დი. ამა­ში კი ფული გა­და­ვი­ხა­დე, ზედ­მე­ტად და ჩუ­მად. მა­ნამ­დე კი ტუ­რის­ტულ კომ­პა­ნი­ას ვუ­თხა­რი, რამ­დე­ნიც უნდა დაჯ­დეს, არ არის პრობ­ლე­მა, სა­ქარ­თვე­ლო­ში უნდა წა­ვი­დეთ-მეთ­ქი, თუმ­ცა ჯერ მოს­კოვ­სა და ლე­ნინ­გრად­ში ჩა­ვე­დით... იქი­დან კი სა­ქარ­თვე­ლო­ში.

რომ ჩა­მო­ვე­დით, თა­ვი­დან ქვეყ­ნის ნახ­ვა გვინ­დო­და, რად­გან იმე­დი არ გვქონ­და, რომ ნა­თე­სა­ვებს ვნა­ხავ­დით... თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტში ტაქ­სი და­ვი­ქი­რა­ვეთ. მძღო­ლი მან­ქა­ნა­ში მეფ­ლირ­ტა­ვე­ბო­და და რამ­დენ­ჯერ­მე ჩემს ქმარ­ზე ვა­ნიშ­ნე - აქ რომ მა­მა­კა­ცია, ჩემი ქმა­რია და ჩიკ­ვი­ლა­ძეა-მეთ­ქი. მე­უღ­ლემ უკ­ნი­დან ფეხი წამ­კრა, მა­ნიშ­ნა, გა­ჩერ­დი, გვარს ნუ ამ­ბობ, ჩვენ არა­ფე­რი ვი­ცით ამ ხალ­ხის შე­სა­ხე­ბო. მი­ვუ­გე - აქ იმის­თვის არ ჩა­მოვ­სულ­ვარ, რომ ჩუ­მად ვის­ხდეთ, ნა­თე­სა­ვე­ბი უნდა ვი­პო­ვოთ-მეთ­ქი.

- მერე რო­გორ იპო­ვეთ ქარ­თუ­ლი სა­ნა­თე­საო?

- თა­ვი­დან ვი­ღა­ცამ დაგ­ვი­რე­კა სას­ტუმ­რო "ივე­რი­ა­ში" და გვი­თხრა - ვახ­შამ­ზე გე­პა­ტი­ჟე­ბი­თო. სა­ში­ში კი იყო ამა­ზე და­თან­ხმე­ბა, მაგ­რამ დავ­თან­ხმდით. მერე მო­ვი­და ვი­ღაც ორი კაცი, ინ­გლი­სუ­რი არ იცოდ­ნენ, კარ­გად გვა­ქე­ი­ფეს, მოგ­ვალ­ხი­ნეს და უკან სას­ტუმ­რო­ში დაგ­ვაბ­რუ­ნეს. სას­ტუმ­რო­ში კი უკვე ლიფტ­თან ხალ­ხი დაგ­ვხვდა, ქა­ლე­ბი, კა­ცე­ბი, რომ­ლებ­საც ის სუ­რა­თი ჰქონ­დათ თან, რო­მე­ლიც პარ­თენ­მა 1956 წელს ნა­თე­სა­ვებს ამე­რი­კი­დან გა­მო­უგ­ზავ­ნა, რო­მელ­ზეც თა­ვის ოჯახ­თან - 10 შვილ­თან და მე­უღ­ლეს­თან ერ­თად იყო აღ­ბეჭ­დი­ლი...

ყვე­ლა­ფე­რი კი ტაქ­სის­ტის დამ­სა­ხუ­რე­ბა აღ­მოჩ­ნდა, რო­მელ­მაც გა­ი­გო იმის შე­სა­ხებ, რომ ჩემი ქმა­რი ჩიკ­ვი­ლა­ძე იყო. თურ­მე, ამ გვა­რის მე­ზო­ბე­ლი ჰყო­ლია, რომ­ლის­თვი­საც უთ­ქვამს, ამე­რი­კე­ლე­ბი ჩიკ­ვი­ლა­ძე­ებს ეძე­ბე­ნო.

მინ­და, რომ და­ნარ­ჩე­ნი შვი­ლიშ­ვი­ლე­ბიც ჩა­მო­ვიყ­ვა­ნო, უნდა ნა­ხონ, სა­ი­დან არი­ან. მა­მამ­თილს სწო­რედ ის ვუ­თხა­რი, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში შვი­ლე­ბით და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბით აუ­ცი­ლებ­ლად ჩა­ვალ-მეთ­ქი. პირ­ველ ვი­ზიტ­ზე ნა­ტა­შა და ქორთნი მყავ­და... გვი­ხა­რია, რომ ეს მი­სია, რო­მე­ლიც ვიტ­ვირ­თე, შე­ვას­რუ­ლე... თუმ­ცა, ამ­ჯე­რად მე­სა­მედ აქ ჩა­მოს­ვლა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში კი­დევ სა­თუო იყო, რად­გა­ნაც თით­ქმის 40-წლი­ა­ნი პა­უ­ზა გვქონ­და, აქა­ურ ნა­თე­სა­ვებ­თან კავ­ში­რი გა­წყვე­ტი­ლი იყო, მათ პოვ­ნა­ში კი "ფე­ის­ბუ­ქი" და­მეხ­მა­რა...

ბარ­ბა­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­ო­რედ 1981 წელს თა­ვის და მაზ­ლის ოჯახ­თან ერ­თად ჩა­მო­ვი­და და ჩა­მო­ი­ტა­ნა სამი სა­ქორ­წი­ლო კაბა, რო­მე­ლიც წინა ვი­ზი­ტი­სას, ქარ­თველ­მა ნა­თე­სავ­მა ქალ­ბა­ტონ­მა სთხო­ვა - აქ ძა­ლი­ან ძვი­რი­აო. მა­ნაც პა­ტა­რა რომ არ მოს­ვლო­და სა­პა­ტარ­ძლოს 3 ცალი, სხვა­დას­ხვა ზო­მის ჩა­მო­უ­ტა­ნა.

ნა­ტა­შა ჩიგ­ლო, ბარ­ბა­რას შვი­ლი, პარ­თე­ნის შვი­ლიშ­ვი­ლი:

- პირ­ვე­ლად 9 წლის ვი­ყა­ვი, სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ მოვ­ხვდი, ბევ­რი რამ არ მახ­სოვს, თუმ­ცა უკვე მე­ო­რე ვი­ზი­ტი­სას, მახ­სოვს, რომ ყველ­გან გვხვდე­ბო­და ხალ­ხი და საჭ­მე­ლად გვე­პა­ტი­ჟე­ბო­და. გა­მა­ო­ცა იმ ამ­ბავ­მა, როცა ვნა­ხე, მთი­დან წყა­ლი რო­გორ გად­მო­დი­ო­და და ის დავ­ლიე, ძა­ლი­ან შთამ­ბეჭ­და­ვი იყო. ვერ ვი­ვი­წყებ ჩურ­ჩხე­ლის გე­მოს, რომ გავ­სინ­ჯე. ზო­გა­დად კი ბევ­რი სიტ­კბო და სით­ბო ვიგ­რძე­ნი, ყვე­ლა მე­ფე­რე­ბო­და, ჩან­თა მა­ჩუ­ქეს, სა­დაც თო­ჯი­ნა იდო. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ის ნივ­თი და დღემ­დე მაქვს - ეს ყვე­ლა­ფე­რი კი ხდე­ბო­და მა­შინ, რო­დე­საც რა­ჭა­ში წა­ვე­დით.

ქორთნი ჩიგ­ლო, პარ­თე­ნის შვი­ლიშ­ვი­ლი:

- ბა­ბუ­ის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, სა­ცხოვ­რებ­ლად ბე­ბი­ას­თან გა­და­ვე­დი რომ მო­მევ­ლო, მა­შინ 11 წლის ვი­ყა­ვი. მას­თან 7 წე­ლი­წა­დი ვი­ცხოვ­რე, სა­ნამ გარ­და­იც­ვლე­ბო­და. იმ სახ­ლს ახ­ლაც რომ ჩა­ვუვ­ლი, მე­ტი­რე­ბა, რად­გა­ნაც ბე­ბია მე­ნატ­რე­ბა. მან მთხო­ვა - თუ შეძ­ლებ, წადი სა­ქარ­თვე­ლო­ში და ბა­ბუ­ას სურ­ვი­ლი აუს­რუ­ლე. ბე­ბოს პი­რო­ბა მი­ვე­ცი... გული იმა­ზე გვწყდე­ბა, რომ ჩვენს სხვა ნა­თე­სა­ვებ­თან, რაც მამა გარ­და­იც­ვა­ლა, ურ­თი­ერ­თო­ბა აღარ გვაქვს. კავ­ში­რე­ბი გა­წყდა. მინ­და, გი­თხრათ, რომ ბე­ბია-ბა­ბუ­ის სახ­ლის გა­მოს­ყიდ­ვაც შევ­ძე­ლი, სახ­ლის, სა­დაც გა­ვი­ზარ­დე და მიყ­ვარს. მალე სა­ცხოვ­რებ­ლად ჩემი საყ­ვა­რე­ლი წი­ნაპ­რე­ბის კარ-მი­და­მო­ში გა­და­ვალ.

ფოტო: ვანო გორ­გიშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"საქართველოზე ყვებოდა და ტიროდა..." - ამერიკელი ქალი, რომელმაც ემიგრანტ მამამთილს ოცნება აუსრულა და საქართველოში შთამომავლები ჩამოიყვანა

"საქართველოზე ყვებოდა და ტიროდა..." - ამერიკელი ქალი, რომელმაც ემიგრანტ მამამთილს ოცნება აუსრულა და საქართველოში შთამომავლები ჩამოიყვანა

ცოტა ხნის წინ ერთ ქართველ ემიგრანტზე - პართენ ჩიკვილაძეზე გიამბეთ, რომელიც 1913 წელს, სრულიად ახალგაზრდა, 14 წლის ასაკში რაჭიდან ამერიკაში აღმოჩნდა, სადაც წლების შემდეგ პიტერ ჩიგლო გახდა. მას მერე საკუთარი ქვეყანა აღარ უნახავს, რასაც მთელი ცხოვრება მწარედ განიცდიდა. მან ამერიკელ ქალბატონზე იქორწინა, რომელთანაც 10 შვილი შეეძინა.

ახლა სწორედ ამ თემას ვაგრძელებთ და გიამბობთ ქალზე, რომელმაც მამამთილისთვის - პართენ ჩიკვილაძისთვის მიცემული პირობა, რომ საქართველოში თავისი მონაგარით - შვილებით და შვილიშვილებით აუცილებლად ჩავიდოდა, უკვე მესამედ შეასრულა. ბარბარა დოდსონი ახლაც საქართველოში შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად იმყოფება. AMBEBI.GE მათ ქართველი ნათესავების დახმარებით შეხვდა და უკვე მათგან მოვისმინეთ ისტორია, რომლითაც ცოტა ხნის წინ დავინტერესდით და რომლის გარშემოც ბევრი კითხვა გაგვიჩნდა. ქალბატონმა ბარბარამ ყველა კითხვას გულწრფელად, ხალისითა და ემოციურად - ცრემლებითაც კი უპასუხა.

ბარბარას თქმით, მისი მამამთილის - პართენ ჩიკვილაძის ისტორია ამერიკაში ასე დაწყებულა: მშობლები გარდაცვლია, რის გამოც, რაჭაში ვეღარ გაჩერდა და ამერიკაში ბიძაშვილთან ერთად, 14 წლისა წავიდა. თავიდან ალასკაზე, ოქროს საბადოში მუშაობდა, სადაც ქართველები გაუცნია და მათთან ერთად სიეტლში წასულა. იქ კაზინოში თამაშობდა და მოგებული თანხით ცხოვრობდა, წარმატებული მოთამაშე ყოფილა... მერე სამშენებლო კომპანიაში დაუწყია მუშაობა და ამისთვის მინესოტაში გადასულა, სადაც მომავალი მეუღლე გაიცნო.

პართენმა 29 წლის ასაკში იქორწინა 18 წლის გოგონაზე, რომელიც 5-შვილიანი ფერმერის ოჯახიდან იყო. ოჯახის შექმნის შემდეგ, მაღაზია და პაბი უყიდია, მოჰყავდა თამბაქო და თამბაქოს დიდი მწარმოებელიც კი გამხდარა. ცოლ-ქმარს 10 შვილი შეეძინათ. ბარბარა ამბობს, რომ მისი მეუღლე ჯერი, პართენის ბოლო შვილი იყო, ყველაზე უმცროსი.

"როდესაც მათი რძალი გავხდი, ჩემმა მამამთილმა გვერდით დამისვა, საქართველოზე მომიყვა და თან ტიროდა. რაც ყველაზე მეტად ადარდებდა ის იყო, რომ თავისი ოჯახი ვერასდროს ვეღარ ნახა... მართლა ძალიან უყვარდა ქვეყანა, სადაც დაიბადა. ენატრებოდა და ხშირად ამის გამო ტიროდა. ქართულად გამართულად ვეღარ ლაპარაკობდა, რადგანაც ქართველები შემოეცალნენ და ქართულენოვანს ვერავის ეკონტაქტებოდა.

ინგლისური ცოლმა ასწავლა, მაგრამ როგორც თქვენ ლაპარაკობთ ახლა ინგლისურად, დამახასიათებელი აქცენტით, ისიც ასე ლაპარაკობდა. ხშირად ამბობდა სიტყვას "ოპა". არ ვიცოდით და ვერ ვხვდებოდით, რას ნიშნავდა. ამას მაშინ ამბობდა, როცა რაღაც გაუხარდებოდა... ასევე საუბარში იყენებდა სიტყვას "მართლა" და ამასაც ვერ ვხსნიდით", - იხსენებს ბარბარა.

პართენ ჩიკვილაძე რძლისა და შვილიშვილების მეხსიერებას შემორჩა, როგორც ნამდვილი ჯენტლმენი, ოჯახის მოსიყვარულე. სანამ ბარბარა მისი რძალი გახდებოდა, 55 შვილიშვილი ჰყავდა, ბარბარას და მის მეუღლეს, ჯერის ერთად 4 გაუჩნდათ.

"როგორც ქართველებმა იციან, რომ დაგვინახავდა, მაშინვე სუფრას შლიდა და ყველას მაგიდის გარშემო გვაგროვებდა... საკმაოდ მოხუცი იყო, ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ტიროდა, განიცდიდა იმას, რომ საქართველოში ჩამოსვლას ვეღარ შეძლებდა... 76 წლის გარდაიცვალა. მას დავპირდი, რომ საქართველოში აუცილებლად ჩამოვიდოდი და მის სამშობლოს ვნახავდი. ეს ჩემს ერთგვარ მიზნად დავისახე", - გვიყვება ბარბარა.

- იმ რთულ პერიოდში, 1979 წელს, როდესაც საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იყო, როგორ შეძელით პირველად აქ ჩამოსვლა?

- მიუხედავად იმისა, რომ სირთულეები იყო, ნებისმიერ შემთხვევაში, დანაპირები უნდა შემესრულებინა... ტურისტულმა კოპანიამ მითხრა, რომ ვერ წავიდოდით, თუმცა მაინც მოვახერხე და მეუღლესთან ერთად ჩამოვედი. ამაში კი ფული გადავიხადე, ზედმეტად და ჩუმად. მანამდე კი ტურისტულ კომპანიას ვუთხარი, რამდენიც უნდა დაჯდეს, არ არის პრობლემა, საქართველოში უნდა წავიდეთ-მეთქი, თუმცა ჯერ მოსკოვსა და ლენინგრადში ჩავედით... იქიდან კი საქართველოში.

რომ ჩამოვედით, თავიდან ქვეყნის ნახვა გვინდოდა, რადგან იმედი არ გვქონდა, რომ ნათესავებს ვნახავდით... თბილისის აეროპორტში ტაქსი დავიქირავეთ. მძღოლი მანქანაში მეფლირტავებოდა და რამდენჯერმე ჩემს ქმარზე ვანიშნე - აქ რომ მამაკაცია, ჩემი ქმარია და ჩიკვილაძეა-მეთქი. მეუღლემ უკნიდან ფეხი წამკრა, მანიშნა, გაჩერდი, გვარს ნუ ამბობ, ჩვენ არაფერი ვიცით ამ ხალხის შესახებო. მივუგე - აქ იმისთვის არ ჩამოვსულვარ, რომ ჩუმად ვისხდეთ, ნათესავები უნდა ვიპოვოთ-მეთქი.

- მერე როგორ იპოვეთ ქართული სანათესაო?

- თავიდან ვიღაცამ დაგვირეკა სასტუმრო "ივერიაში" და გვითხრა - ვახშამზე გეპატიჟებითო. საშიში კი იყო ამაზე დათანხმება, მაგრამ დავთანხმდით. მერე მოვიდა ვიღაც ორი კაცი, ინგლისური არ იცოდნენ, კარგად გვაქეიფეს, მოგვალხინეს და უკან სასტუმროში დაგვაბრუნეს. სასტუმროში კი უკვე ლიფტთან ხალხი დაგვხვდა, ქალები, კაცები, რომლებსაც ის სურათი ჰქონდათ თან, რომელიც პართენმა 1956 წელს ნათესავებს ამერიკიდან გამოუგზავნა, რომელზეც თავის ოჯახთან - 10 შვილთან და მეუღლესთან ერთად იყო აღბეჭდილი...

ყველაფერი კი ტაქსისტის დამსახურება აღმოჩნდა, რომელმაც გაიგო იმის შესახებ, რომ ჩემი ქმარი ჩიკვილაძე იყო. თურმე, ამ გვარის მეზობელი ჰყოლია, რომლისთვისაც უთქვამს, ამერიკელები ჩიკვილაძეებს ეძებენო.

მინდა, რომ დანარჩენი შვილიშვილებიც ჩამოვიყვანო, უნდა ნახონ, საიდან არიან. მამამთილს სწორედ ის ვუთხარი, რომ საქართველოში შვილებით და შვილიშვილებით აუცილებლად ჩავალ-მეთქი. პირველ ვიზიტზე ნატაშა და ქორთნი მყავდა... გვიხარია, რომ ეს მისია, რომელიც ვიტვირთე, შევასრულე... თუმცა, ამჯერად მესამედ აქ ჩამოსვლა წლების განმავლობაში კიდევ სათუო იყო, რადგანაც თითქმის 40-წლიანი პაუზა გვქონდა, აქაურ ნათესავებთან კავშირი გაწყვეტილი იყო, მათ პოვნაში კი "ფეისბუქი" დამეხმარა...

ბარბარა საქართველოში მეორედ 1981 წელს თავის და მაზლის ოჯახთან ერთად ჩამოვიდა და ჩამოიტანა სამი საქორწილო კაბა, რომელიც წინა ვიზიტისას, ქართველმა ნათესავმა ქალბატონმა სთხოვა - აქ ძალიან ძვირიაო. მანაც პატარა რომ არ მოსვლოდა საპატარძლოს 3 ცალი, სხვადასხვა ზომის ჩამოუტანა.

ნატაშა ჩიგლო, ბარბარას შვილი, პართენის შვილიშვილი:

- პირველად 9 წლის ვიყავი, საქართველოში რომ მოვხვდი, ბევრი რამ არ მახსოვს, თუმცა უკვე მეორე ვიზიტისას, მახსოვს, რომ ყველგან გვხვდებოდა ხალხი და საჭმელად გვეპატიჟებოდა. გამაოცა იმ ამბავმა, როცა ვნახე, მთიდან წყალი როგორ გადმოდიოდა და ის დავლიე, ძალიან შთამბეჭდავი იყო. ვერ ვივიწყებ ჩურჩხელის გემოს, რომ გავსინჯე. ზოგადად კი ბევრი სიტკბო და სითბო ვიგრძენი, ყველა მეფერებოდა, ჩანთა მაჩუქეს, სადაც თოჯინა იდო. ძალიან მიყვარს ის ნივთი და დღემდე მაქვს - ეს ყველაფერი კი ხდებოდა მაშინ, როდესაც რაჭაში წავედით.

ქორთნი ჩიგლო, პართენის შვილიშვილი:

- ბაბუის გარდაცვალების შემდეგ, საცხოვრებლად ბებიასთან გადავედი რომ მომევლო, მაშინ 11 წლის ვიყავი. მასთან 7 წელიწადი ვიცხოვრე, სანამ გარდაიცვლებოდა. იმ სახლს ახლაც რომ ჩავუვლი, მეტირება, რადგანაც ბებია მენატრება. მან მთხოვა - თუ შეძლებ, წადი საქართველოში და ბაბუას სურვილი აუსრულე. ბებოს პირობა მივეცი... გული იმაზე გვწყდება, რომ ჩვენს სხვა ნათესავებთან, რაც მამა გარდაიცვალა, ურთიერთობა აღარ გვაქვს. კავშირები გაწყდა. მინდა, გითხრათ, რომ ბებია-ბაბუის სახლის გამოსყიდვაც შევძელი, სახლის, სადაც გავიზარდე და მიყვარს. მალე საცხოვრებლად ჩემი საყვარელი წინაპრების კარ-მიდამოში გადავალ.

ფოტო: ვანო გორგიშვილი

"ამ ომში მთავარი იარაღია ვაქცინაცია... მდგომარეობა უფრო საშიშია, ვიდრე ვაქცინის შესაძლო გვერდითი ეფექტები" - მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი

"ვაქცინაცია უნდა კეთდებოდეს გარემოში, სადაც მედიკოსები არიან და საჭირო მედიკამენტები ხელმისაწვდომია" - რას აცხადებენ ჯანმოში ქართველი მედდის გარდაცვალებაზე

საქართველოში მიწისძვრა მოხდა