პოლიტიკა
სამართალი

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რისი ბრალი შეიძლება იყოს თავბრუსხვევა და როგორ ვებრძოლოთ მას
რისი ბრალი შეიძლება იყოს თავბრუსხვევა და როგორ ვებრძოლოთ მას

ზოგ­ჯერ მეხ­ვე­ვა თავ­ბრუ. რა უნდა იყოს ამის მი­ზე­ზი? რო­მე­ლი სპე­ცი­ა­ლო­ბის ექიმს მივ­მარ­თო? თავ­ბრუხ­ვე­ვა არის სივ­რცე­ში სა­კუ­თა­რი სხე­უ­ლის ან ირ­გვლივ არ­სე­ბუ­ლი საგ­ნე­ბის მის მი­მართ მოძ­რა­ო­ბის შეგ­რძნე­ბა.

რა შე­იძ­ლე­ბა იყოს თავ­ბრუხ­ვე­ვის მი­ზე­ზი?

  • ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცია (გა­ცი­ე­ბა, გრი­პი);
  • თა­ვის ტვი­ნის იმ ნა­წი­ლის­თვის სის­ხლის ნა­კა­დის შემ­ცი­რე­ბა, რო­მე­ლიც წო­ნას­წო­რო­ბის დაც­ვა­ზე აგებს პა­სუხს, კერ­ძოდ, ხერ­ხემ­ლის კის­რის ნა­წი­ლის ოს­ტე­ო­ქონ­დრო­ზის შემ­თხვე­ვა­ში;
  • თა­ვის ტრავ­მა;
  • თა­ვის ტვინ­ში სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვის გარ­და­მა­ვა­ლი დარ­ღვე­ვა (ტრან­ზი­ტო­რუ­ლი იშე­მი­უ­რი შე­ტე­ვე­ბი);
  • ალ­კოჰო­ლი­სა და ზო­გი­ერ­თი სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბის მი­ღე­ბა;
  • შა­კი­კი.

იშ­ვი­ა­თად:

  • ეპი­ლეფ­სია;
  • მე­ნი­ე­რის და­ა­ვა­დე­ბა.

რით გა­მო­ი­ხა­ტე­ბა თავ­ბრუ?

  • მოძ­რა­ო­ბის (ტრი­ა­ლის) ილუ­ზი­ით, გან­სა­კუთ­რე­ბით - ად­გო­მის ან თა­ვის მიბ­რუ­ნე­ბის დროს;
  • წო­ნას­წო­რო­ბის დარ­ღვე­ვით;
  • გუ­ლის­რე­ვით, ღე­ბი­ნე­ბით;
  • ყუ­რე­ბის შუ­ი­ლით.

რა შე­იძ­ლე­ბა ვი­ღო­ნოთ ამ დროს?

ერი­დეთ მკვეთრ მოძ­რა­ო­ბებს და ალ­კოჰო­ლის მი­ღე­ბას. ხში­რი ან ძლი­ე­რი თავ­ბრუხ­ვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში აუ­ცი­ლებ­ლად მი­მარ­თეთ ექიმს.

რო­გორ იქ­ცე­ვა ექი­მი?

ის გა­მო­იკ­ვლევს პა­ცი­ენტს და და­ად­გენს თავ­ბრუხ­ვე­ვის მი­ზეზს, შე­ეც­დე­ბა, და­ნიშ­ნოს შე­სა­ბა­მი­სი თე­რა­პია და აღ­მო­ფხვრას ეს უსი­ა­მოვ­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა.

რო­დის არის სა­ში­ში თავ­ბრუხ­ვე­ვა?

უბ­რა­ლო თავ­ბრუხ­ვე­ვა, ჩვე­უ­ლებ­რივ, სა­ში­ში არ არის, თან­მხლე­ბი სიმპტო­მე­ბი კი სე­რი­ო­ზულ და­ა­ვა­დე­ბა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს. ამ მდგო­მა­რე­ო­ბის შე­ფა­სე­ბი­სას ხში­რად მოს­დით რამ­დე­ნი­მე შეც­დო­მა:

თავ­ბრუხ­ვე­ვა სა­ში­ში არ არის

უმე­ტე­სად მარ­თლაც ასეა, მა­გა­ლი­თად, მა­შინ, რო­დე­საც თავ­ბრუხ­ვე­ვა გა­მოწ­ვე­უ­ლია გა­დაღ­ლით, კომ­პი­უ­ტერ­თან ერ­თსა და იმა­ვე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში დიდ­ხანს ჯდო­მით. აქ გა­მო­სა­ვა­ლი ერ­თია - მუ­შა­ო­ბი­სას სა­ათ­ში ერთხელ მა­ინც უნდა შე­ვის­ვე­ნოთ: წა­მოვ­დგეთ, ავ­მოძ­რავ­დეთ, შე­ვას­რუ­ლოთ მარ­ტი­ვი ვარ­ჯი­ში, მა­გა­ლი­თად, ავ­წი­ოთ და და­ვუშ­ვათ ხე­ლე­ბი. მდგო­მა­რე­ო­ბის სწრა­ფი შეც­ვლი­სას, მა­გა­ლი­თად, სწრა­ფად ად­გო­მი­სას, ორ­გა­ნიზ­მმა შე­საძ­ლოა ვერ მო­ას­წროს ორი­ენ­ტი­რე­ბა, ამი­ტომ მკვეთრ მოძ­რა­ო­ბებს უმ­ჯო­ბე­სია ერი­დოთ...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Gocha
3

Maqvs tabrusxveva rsi bralia saertod ra iwvevs tabrusxveva

giorgi
1

var 25 wlis da maq tavbruxveva 3 xelia ukve gadagebuli maq titqmis yvelaferi daa shedegi araferiaa , eqsperimentebs mitareben da bolos meubnebian ro aravar mati pacienti an arician ramchirss ,,, 

რისი ბრალი შეიძლება იყოს თავბრუსხვევა და როგორ ვებრძოლოთ მას

რისი ბრალი შეიძლება იყოს თავბრუსხვევა და როგორ ვებრძოლოთ მას

ზოგჯერ მეხვევა თავბრუ. რა უნდა იყოს ამის მიზეზი? რომელი სპეციალობის ექიმს მივმართო? თავბრუხვევა არის სივრცეში საკუთარი სხეულის ან ირგვლივ არსებული საგნების მის მიმართ მოძრაობის შეგრძნება.

რა შეიძლება იყოს თავბრუხვევის მიზეზი?

  • ვირუსული ინფექცია (გაციება, გრიპი);
  • თავის ტვინის იმ ნაწილისთვის სისხლის ნაკადის შემცირება, რომელიც წონასწორობის დაცვაზე აგებს პასუხს, კერძოდ, ხერხემლის კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზის შემთხვევაში;
  • თავის ტრავმა;
  • თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის გარდამავალი დარღვევა (ტრანზიტორული იშემიური შეტევები);
  • ალკოჰოლისა და ზოგიერთი სამკურნალო საშუალების მიღება;
  • შაკიკი.

იშვიათად:

  • ეპილეფსია;
  • მენიერის დაავადება.

რით გამოიხატება თავბრუ?

  • მოძრაობის (ტრიალის) ილუზიით, განსაკუთრებით - ადგომის ან თავის მიბრუნების დროს;
  • წონასწორობის დარღვევით;
  • გულისრევით, ღებინებით;
  • ყურების შუილით.

რა შეიძლება ვიღონოთ ამ დროს?

ერიდეთ მკვეთრ მოძრაობებს და ალკოჰოლის მიღებას. ხშირი ან ძლიერი თავბრუხვევის შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

როგორ იქცევა ექიმი?

ის გამოიკვლევს პაციენტს და დაადგენს თავბრუხვევის მიზეზს, შეეცდება, დანიშნოს შესაბამისი თერაპია და აღმოფხვრას ეს უსიამოვნო მდგომარეობა.

როდის არის საშიში თავბრუხვევა?

უბრალო თავბრუხვევა, ჩვეულებრივ, საშიში არ არის, თანმხლები სიმპტომები კი სერიოზულ დაავადებაზე მიანიშნებს. ამ მდგომარეობის შეფასებისას ხშირად მოსდით რამდენიმე შეცდომა:

თავბრუხვევა საშიში არ არის

უმეტესად მართლაც ასეა, მაგალითად, მაშინ, როდესაც თავბრუხვევა გამოწვეულია გადაღლით, კომპიუტერთან ერთსა და იმავე მდგომარეობაში დიდხანს ჯდომით. აქ გამოსავალი ერთია - მუშაობისას საათში ერთხელ მაინც უნდა შევისვენოთ: წამოვდგეთ, ავმოძრავდეთ, შევასრულოთ მარტივი ვარჯიში, მაგალითად, ავწიოთ და დავუშვათ ხელები. მდგომარეობის სწრაფი შეცვლისას, მაგალითად, სწრაფად ადგომისას, ორგანიზმმა შესაძლოა ვერ მოასწროს ორიენტირება, ამიტომ მკვეთრ მოძრაობებს უმჯობესია ერიდოთ...განაგრძეთ კითხვა