საზოგადოება
პოლიტიკა

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერშიც მიცხოვრია, მაგრამ აქ უფრო მომწონს" - გაიცანით განდეგილი გიდი, რომელიც დავითგარეჯის ბერმონაზვნებისთვის ყოველ დილით წყალს ხელით ეზიდება
"ერშიც მიცხოვრია, მაგრამ აქ უფრო მომწონს" - გაიცანით განდეგილი გიდი, რომელიც დავითგარეჯის ბერმონაზვნებისთვის ყოველ დილით წყალს ხელით ეზიდება

ჯერ კი­დევ 21 წლის იყო, სა­ე­რო ცხოვ­რე­ბა რომ მი­ა­ტო­ვა და და­ვით­გა­რე­ჯის მო­ნას­ტერ­თან ახ­ლოს, სე­ის­მო­ლო­გე­ბის მი­ტო­ვე­ბულ სახ­ლში და­სახ­ლდა. ახლა უკვე 35 წლის არის. 14 წე­ლია, რაც კლდის ძირ­ში მდე­ბა­რე ორ­სარ­თუ­ლი­ან სახ­ლში მარ­ტო ცხოვ­რობს. მარ­თა­ლია, სახ­ლში არც შუქი აქვს, არც გაზი და არც წყა­ლი, მაგ­რამ მი­აჩ­ნია, რომ კომ­ფორ­ტულ გა­რე­მო­ში იმ­ყო­ფე­ბა. ამ­ბობს, რომ მისი ყოფა გა­ცი­ლე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო და ნა­ყო­ფი­ე­რია, ვიდ­რე ერში მცხოვ­რე­ბი ბევ­რი ახალ­გაზ­რდი­სა. ზვი­ად ანა­ნი­აშ­ვი­ლით მას შემ­დეგ და­ვინ­ტე­რეს­დი, რო­დე­საც გა­ვი­გე, რომ ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი და­ვით­გა­რე­ჯის ბერ­მო­ნაზვნე­ბის­თვის, ყო­ველ დი­ლით წყა­რო­დან წყალს ხე­ლით ეზი­დე­ბა. ის პრო­ფე­სი­ით გი­დია, ქარ­თველ და უცხო­ელ ტუ­რის­ტებს და­ვით­გა­რეჯ­სა და მის ახ­ლომ­დე­ბა­რე ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტრებს აც­ნობს... ფლობს ინ­გლი­სურ და რუ­სულ ენებს, უყ­ვარს ის­ტო­რია, ლი­ტე­რა­ტუ­რა და მოგ­ზა­უ­რო­ბა...

- ზვი­ად, გან­დე­გი­ლად ცხოვ­რე­ბა რამ გა­და­გა­წყვე­ტი­ნათ?

- ამის­თვის ერთი კონ­კრე­ტუ­ლი მი­ზე­ზი არ არ­სე­ბობს. სო­ფელ უდაბ­ნო­დან ვარ. ჩემი ოჯა­ხი მე­ფუტკრე­ო­ბას მის­დევს. მორ­წმუ­ნე მშობ­ლე­ბი მყავს. რო­დე­საც პა­ტა­რა ბიჭი ვი­ყა­ვი, მა­მას და­ვით­გა­რე­ჯის მო­ნას­ტერ­ში ყო­ველ კვი­რას მოვ­ყავ­დი. აქვე მო­ვი­ნათ­ლე. თან­და­თან ძა­ლი­ან შე­მიყ­ვარ­და ეს მო­ნას­ტე­რი... დრო­დად­რო ვრჩე­ბო­დი კი­დეც. 21 წლის რომ გავ­ხდი, მო­ვე­დი და სულ დავ­რჩი.

- ტა­ძარ­ში დარ­ჩით თუ სე­ის­მო­ლო­გი­ურ სად­გურ­ში?

- ტა­ძარ­ში. სე­ის­მო­ლო­გი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­თან ვმე­გობ­რობ­დი. ერთ დღეს მი­თხრეს, - მა­ინც სულ აქ ხარ, დაგ­ვეხ­მა­რეო. უარი არ მით­ქვამს. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში სე­ის­მო­ლო­გი­უ­რი სად­გუ­რი ყვე­ლა ძველ­მა თა­ნამ­შრო­მელ­მა და­ტო­ვა და მარ­ტო დავ­რჩი.

- თქვენს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე მშობ­ლე­ბის რე­აქ­ცია რო­გო­რი იყო?

- მშობ­ლე­ბი, რო­გორც უკვე გი­თხა­რით, ეკ­ლე­სი­უ­რი ხალ­ხია. მოს­წონთ ღმერ­თთან ახ­ლოს რომ ვარ, თა­ნაც ჩემს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას არ ზღუ­და­ვენ.

- დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბი გყავთ?

- ორი ძმა და ერთი და. და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი მხო­ლოდ და არის, სამი შვი­ლი ჰყავს.

- თქვენ არას­დროს ყო­ფილ­ხართ და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი?

- არა.

- შეყ­ვა­რე­ბუ­ლი?

- არა­ერ­თხელ.

- სიყ­ვა­რულ­ში იმედ­გაც­რუ­ე­ბამ ხომ არ გა­და­გა­წყვე­ტი­ნათ "გან­დე­გი­ლად" ცხოვ­რე­ბა?

- არა, ცხოვ­რე­ბა­ში ისე­თი სირ­თუ­ლე არა­ფე­რი გა­და­მი­ტა­ნია, რაც სხვას არ ჰქო­ნია. უბ­რა­ლოდ, ხა­სი­ა­თი მაქვს ასე­თი, სიმ­ყუდ­რო­ვე, სიმ­შვი­დე მიყ­ვარს. მსი­ა­მოვ­ნებს, რომ მო­ნას­ტერ­ში ყო­ველ­დღე დავ­დი­ვარ, დიდ პა­ტი­ვად მი­მაჩ­ნია, რომ ბერ­მო­ნაზვნე­ბის­თვის წყა­როს წყა­ლი მო­მაქვს და მერე მათ­თან ერ­თად ვტრა­პე­ზობ. ტუ­რის­ტე­ბის გა­მას­პინ­ძლე­ბაც ძალ­ზე მსი­ა­მოვ­ნებს... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ერშიც მიცხოვრია, მაგრამ აქ უფრო მომწონს" - გაიცანით განდეგილი გიდი, რომელიც დავითგარეჯის ბერმონაზვნებისთვის ყოველ დილით წყალს ხელით ეზიდება

"ერშიც მიცხოვრია, მაგრამ აქ უფრო მომწონს" - გაიცანით განდეგილი გიდი, რომელიც დავითგარეჯის ბერმონაზვნებისთვის ყოველ დილით წყალს ხელით ეზიდება

ჯერ კიდევ 21 წლის იყო, საერო ცხოვრება რომ მიატოვა და დავითგარეჯის მონასტერთან ახლოს, სეისმოლოგების მიტოვებულ სახლში დასახლდა. ახლა უკვე 35 წლის არის. 14 წელია, რაც კლდის ძირში მდებარე ორსართულიან სახლში მარტო ცხოვრობს. მართალია, სახლში არც შუქი აქვს, არც გაზი და არც წყალი, მაგრამ მიაჩნია, რომ კომფორტულ გარემოში იმყოფება. ამბობს, რომ მისი ყოფა გაცილებით საინტერესო და ნაყოფიერია, ვიდრე ერში მცხოვრები ბევრი ახალგაზრდისა. ზვიად ანანიაშვილით მას შემდეგ დავინტერესდი, როდესაც გავიგე, რომ ახალგაზრდა მამაკაცი დავითგარეჯის ბერმონაზვნებისთვის, ყოველ დილით წყაროდან წყალს ხელით ეზიდება. ის პროფესიით გიდია, ქართველ და უცხოელ ტურისტებს დავითგარეჯსა და მის ახლომდებარე ეკლესია-მონასტრებს აცნობს... ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს, უყვარს ისტორია, ლიტერატურა და მოგზაურობა...

- ზვიად, განდეგილად ცხოვრება რამ გადაგაწყვეტინათ?

- ამისთვის ერთი კონკრეტული მიზეზი არ არსებობს. სოფელ უდაბნოდან ვარ. ჩემი ოჯახი მეფუტკრეობას მისდევს. მორწმუნე მშობლები მყავს. როდესაც პატარა ბიჭი ვიყავი, მამას დავითგარეჯის მონასტერში ყოველ კვირას მოვყავდი. აქვე მოვინათლე. თანდათან ძალიან შემიყვარდა ეს მონასტერი... დროდადრო ვრჩებოდი კიდეც. 21 წლის რომ გავხდი, მოვედი და სულ დავრჩი.

- ტაძარში დარჩით თუ სეისმოლოგიურ სადგურში?

- ტაძარში. სეისმოლოგიური სამსახურის თანამშრომლებთან ვმეგობრობდი. ერთ დღეს მითხრეს, - მაინც სულ აქ ხარ, დაგვეხმარეო. უარი არ მითქვამს. დროთა განმავლობაში სეისმოლოგიური სადგური ყველა ძველმა თანამშრომელმა დატოვა და მარტო დავრჩი.

- თქვენს გადაწყვეტილებაზე მშობლების რეაქცია როგორი იყო?

- მშობლები, როგორც უკვე გითხარით, ეკლესიური ხალხია. მოსწონთ ღმერთთან ახლოს რომ ვარ, თანაც ჩემს დამოუკიდებლობას არ ზღუდავენ.

- დედმამიშვილები გყავთ?

- ორი ძმა და ერთი და. დაოჯახებული მხოლოდ და არის, სამი შვილი ჰყავს.

- თქვენ არასდროს ყოფილხართ დაოჯახებული?

- არა.

- შეყვარებული?

- არაერთხელ.

- სიყვარულში იმედგაცრუებამ ხომ არ გადაგაწყვეტინათ "განდეგილად" ცხოვრება?

- არა, ცხოვრებაში ისეთი სირთულე არაფერი გადამიტანია, რაც სხვას არ ჰქონია. უბრალოდ, ხასიათი მაქვს ასეთი, სიმყუდროვე, სიმშვიდე მიყვარს. მსიამოვნებს, რომ მონასტერში ყოველდღე დავდივარ, დიდ პატივად მიმაჩნია, რომ ბერმონაზვნებისთვის წყაროს წყალი მომაქვს და მერე მათთან ერთად ვტრაპეზობ. ტურისტების გამასპინძლებაც ძალზე მსიამოვნებს... განაგრძეთ კითხვა

საქართველოში კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

"როცა ჯანმრთელობა მიუარესდება, ნოდო ესიზმრება ჩემს მეგობრებს და ეუბნება, დედა კარგად იქნებაო" - როგორ შეიცვალა დოდო გუგეშაშვილის ცხოვრება ტრაგედიის შემდეგ?

საქართველოს ერთ რეგიონში ძლიერი წვიმა, სეტყვა და ქარია მოსალოდნელი - რა ინფორმაციას ავრცელებს  გარემოს ეროვნული სააგენტო