მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი მეფე, რომელმაც ცხოვრება ემიგრანტ მწერლად დაასრულა - ისტორია არჩილ მეორის შესახებ
ქართველი მეფე, რომელმაც ცხოვრება ემიგრანტ მწერლად დაასრულა - ისტორია არჩილ მეორის შესახებ

არ­ჩილ მე­ო­რეს სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი უკა­ვია. ის იყო მეფე, რო­მე­ლიც სარ­გებ­ლობ­და სპარ­სე­თის შა­ჰის კე­თილ­გან­წყო­ბით და სწო­რედ ამით მო­ა­ხერ­ხა და ქვეყ­ნის­თვის არა­ერ­თი სა­სი­კე­თო საქ­მე გა­ა­კე­თა. არ­ჩი­ლი გა­მაჰ­მა­დი­ა­ნე­ბუ­ლი იყო, თუმ­ცა მის მკერ­დში ქრის­ტი­ა­ნუ­ლი გული ძგერ­და, რაც კარ­გად გა­მოჩ­ნდა მის მიერ გა­კე­თე­ბულ საქ­მე­ებ­ში.

არ­ჩილ II და­ი­ბა­და 1647 წელს, ქარ­თლის მე­ფის ვახ­ტანგ V-ის, შაჰნა­ვა­ზის ოჯახ­ში. არ­ჩი­ლის დედა იყო რო­და­მი, ყაფ­ლან ბა­რა­თაშ­ვი­ლის ასუ­ლი. სწო­რედ რო­და­ნი იყოს არ­ჩი­ლის მთა­ვა­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი და დამ­რი­გე­ბე­ლი. არ­ჩილ­მა სა­ეკ­ლე­სიო, სა­სუ­ლი­ე­რო და სა­ე­რო გა­ნათ­ლე­ბა მი­ი­ღო.

არ­ჩილ­მა სა­მე­ფო ტახ­ტზე საქ­მი­ა­ნო­ბა 14 წლის ასაკ­ში და­ი­წყო, რო­დე­საც მა­მამ იმე­რეთ­ში გა­ა­მე­ფა, თუმ­ცა მის­მა მე­ფო­ბამ მხო­ლოდ 2 წელი გას­ტა­ნა. ოს­მა­ლე­თის პრო­ტეს­ტი­სა და ირა­ნის მთავ­რო­ბის მო­თხოვ­ნის გამო მა­მამ, ვახ­ტანგ V-მ არ­ჩილ II ირან­ში გაგ­ზავ­ნა, სა­დაც მას მუ­სულ­მა­ნო­ბა მი­ა­ღე­ბი­ნეს და შაჰნა­ზარ-ხანი უწო­დეს.

1664 წელს შაჰ­მა არ­ჩილს კა­ხე­თის ტახ­ტი მის­ცა და სა­ქარ­თვე­ლო­ში დიდი სა­ჩუქ­რე­ბით გა­მო­ის­ტუმ­რა. არ­ჩი­ლი კა­ხეთს გა­ნა­გებ­და 12 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. მან კა­ხე­თის ტახ­ტის გან­მტკი­ცე­ბის მიზ­ნით, 1667 წელს ცო­ლად შე­ირ­თო თე­ი­მუ­რაზ I-ის შვი­ლიშ­ვი­ლი ქე­თე­ვა­ნი. არ­ჩილ მე­ფემ კა­ხე­თის დე­და­ქა­ლა­ქი გრე­მი­დან თე­ლავ­ში გა­და­ი­ტა­ნა, გა­ნა­ახ­ლა ეკ­ლე­სი­ე­ბი, აა­შე­ნა მრგვა­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ნა­გე­ბო­ბა, შე­ამ­ცი­რა რე­გი­ონ­ში ლე­კე­ბის თა­რე­ში.

ამის შემ­დეგ მან მა­მის სურ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ და­ტო­ვა კა­ხე­თის ტახ­ტი და წა­ვი­და ახალ­ცი­ხის ფა­შას­თან, რომ ოს­მა­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით და­ებ­რუ­ნე­ბი­ნა იმე­რე­თის ტახ­ტი. მე­ფემ მი­ზანს მხო­ლოდ 3 წლის შემ­დეგ მი­აღ­ზია, 1 წლის შემ­დეგ კვლავ იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და ტახტს გა­მო­თხო­ვე­ბო­და. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის მო­ხიზ­ნე­ო­ბის შემ­დეგ ის მოს­კოვ­ში და­სახ­ლდა. ამის შემ­დეგ ის კი­დევ სამ­ჯერ ავი­და იმე­რე­თის ტახ­ტზე, მაგ­რამ ოს­მა­ლე­თის მხარ­და­ჭე­რით ყო­ველ ჯერ­ზე გა­ა­ძე­ვეს. 1680 წელს არ­ჩილ II-მ ელჩი გაგ­ზავ­ნა რუ­სეთ­ში და დახ­მა­რე­ბა ითხო­ვა, 1682-88 წლებ­ში თვი­თონ იყო რუ­სეთ­ში, მაგ­რამ ვერც ამ გზით მი­აღ­წია მი­ზანს. 1699 წელს კი სა­ბო­ლო­ოდ გა­და­სახ­ლდა მოს­კოვ­ში. პეტ­რე დიდ­მა ის დიდი პა­ტი­ვით მი­ი­ღო. და­ა­სა­ჩუქ­რა მა­მუ­ლით და დიდი ქო­ნე­ბით. პო­ლი­ტი­კუ­რად იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი არ­ჩი­ლი და­სახ­ლდა მოს­კო­ვის მახ­ლობ­ლად სო­ფელ ვსეს­ვი­ატ­სკო­ე­ში და კულ­ტუ­რულ-ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა და­ი­წყო.

არ­ჩილ მე­ო­რის უდი­დეს დამ­სა­ხუ­რე­ბად ით­ვლე­ბა ქარ­თუ­ლი სტამ­ბის და­არ­სე­ბა, სა­დაც 1705 წელს და­ი­ბეჭ­და "და­ვი­თი­ა­ნი". აქვე შე­უდ­გა სრუ­ლი ქარ­თუ­ლი ბიბ­ლი­ის გა­მო­ცე­მის სამ­ზა­დისს, რო­მე­ლიც და­ი­ბეჭ­და 1743 წელს.

არ­ჩილ II-ის პო­ე­ტუ­რი მემ­კვიდ­რე­ო­ბა მდი­და­რი და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია. მის უმ­თავ­რეს ნა­წარ­მო­ებ­ში - ვრცელ ის­ტო­რი­ულ პო­ე­მა­ში "გა­ბა­ა­სე­ბა თე­ი­მუ­რა­ზი­სა და რუს­თვე­ლი­სა" თა­მა­რის ეპო­ქი­სა და თე­ი­მუ­რაზ I დრო­ის ფარ­თო ის­ტო­რი­უ­ლი პა­ნო­რა­მაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. დი­დაქ­ტი­კურ-მო­რა­ლის­ტუ­რი ხა­სი­ა­თის ნა­წარ­მო­ე­ბებ­ში ("სა­ქარ­თვე­ლოს ზნე­ო­ბა­ნი", "ლექ­სნი ძე­ულ­ნი" და სხვ.) არ­ჩილ II დაკ­ნი­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს აღორ­ძი­ნე­ბის სა­ფუძ­ვლად სწავ­ლა-გა­ნათ­ლე­ბი­სა და აღ­ზრდის სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბას მი­იჩ­ნევს. ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში სრუ­ლი­ად ახალ ეტაპს წარ­მო­ად­გენს არ­ჩილ II ე. წ. "მარ­თლის თქმის" პრინ­ცი­პი. თა­ვის ნა­წარ­მო­ე­ბებ­ში იგი ძა­ლი­ან კარ­გად გვი­ხა­ტავს ეროვ­ნულ გმი­რებ­საც ("გი­ორ­გი სა­ა­კა­ძე"). არ­ჩი­ლის "გა­ბა­ა­სე­ბა თე­ი­მუ­რა­ზი­სა და რუს­თვე­ლი­სა" ქარ­თულ მწერ­ლო­ბა­ში ის­ტო­რი­ულ პო­ე­მას ამ­კვიდ­რებს. მას­ვე ეკუთ­ვნის "ვის­რა­მი­ა­ნის" ქარ­თულ ენა­ზე გა­ლექსვა, ასე­ვე რუ­სუ­ლი­დან ნა­თარ­გმნი "ალექ­სან­დრი­ა­ნი".

ემიგ­რანტ მეფე არ­ჩილს დიდ­ხანს არ უცო­ცხლია. დას­ნე­უ­ლე­ბუ­ლი პო­ე­ტი გარ­და­იც­ვა­ლა 1713 წლის 15 აპ­რილს და და­საფ­ლა­ვე­ბუ­ლი იქნა დო­ნის მო­ნას­ტერ­ში.

არ­ჩილ მე­ო­რი­სა და მისი მოღ­ვა­წე­ო­ბის შე­სა­ხებ სა­ინ­ტე­რე­სო და უნი­კა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა კი წიგ­ნე­ბის სე­რია „ქარ­თვე­ლი მე­ფე­ე­ბის“ ახა­ლი ტო­მი­დან არის შე­საძ­ლე­ბე­ლი.

წიგ­ნის შე­ძე­ნა მკი­თხველს წიგ­ნის მა­ღა­ზი­ებ­სა და პრე­სის გავ­რცე­ლე­ბის პუნ­ქტებ­ში გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რა­სა­თან“ ერ­თად 13 აგ­ვის­ტო­დან შე­ეძ­ლე­ბა. მისი სპე­ცი­ა­ლუ­რი ფასი 5,50 ლა­რია, გა­ზეთ­თან ერ­თად კი - 7,00 ლარი.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

ქართველი მეფე, რომელმაც ცხოვრება ემიგრანტ მწერლად დაასრულა - ისტორია არჩილ მეორის შესახებ

ქართველი მეფე, რომელმაც ცხოვრება ემიგრანტ მწერლად დაასრულა - ისტორია არჩილ მეორის შესახებ

არჩილ მეორეს საქართველოს ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია. ის იყო მეფე, რომელიც სარგებლობდა სპარსეთის შაჰის კეთილგანწყობით და სწორედ ამით მოახერხა და ქვეყნისთვის არაერთი სასიკეთო საქმე გააკეთა. არჩილი გამაჰმადიანებული იყო, თუმცა მის მკერდში ქრისტიანული გული ძგერდა, რაც კარგად გამოჩნდა მის მიერ გაკეთებულ საქმეებში.

არჩილ II დაიბადა 1647 წელს, ქართლის მეფის ვახტანგ V-ის, შაჰნავაზის ოჯახში. არჩილის დედა იყო როდამი, ყაფლან ბარათაშვილის ასული. სწორედ როდანი იყოს არჩილის მთავარი მასწავლებელი და დამრიგებელი. არჩილმა საეკლესიო, სასულიერო და საერო განათლება მიიღო.

არჩილმა სამეფო ტახტზე საქმიანობა 14 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც მამამ იმერეთში გაამეფა, თუმცა მისმა მეფობამ მხოლოდ 2 წელი გასტანა. ოსმალეთის პროტესტისა და ირანის მთავრობის მოთხოვნის გამო მამამ, ვახტანგ V-მ არჩილ II ირანში გაგზავნა, სადაც მას მუსულმანობა მიაღებინეს და შაჰნაზარ-ხანი უწოდეს.

1664 წელს შაჰმა არჩილს კახეთის ტახტი მისცა და საქართველოში დიდი საჩუქრებით გამოისტუმრა. არჩილი კახეთს განაგებდა 12 წლის განმავლობაში. მან კახეთის ტახტის განმტკიცების მიზნით, 1667 წელს ცოლად შეირთო თეიმურაზ I-ის შვილიშვილი ქეთევანი. არჩილ მეფემ კახეთის დედაქალაქი გრემიდან თელავში გადაიტანა, განაახლა ეკლესიები, ააშენა მრგვალი სამოქალაქო დანიშნულების ნაგებობა, შეამცირა რეგიონში ლეკების თარეში.

ამის შემდეგ მან მამის სურვილის წინააღმდეგ დატოვა კახეთის ტახტი და წავიდა ახალციხის ფაშასთან, რომ ოსმალების დახმარებით დაებრუნებინა იმერეთის ტახტი. მეფემ მიზანს მხოლოდ 3 წლის შემდეგ მიაღზია, 1 წლის შემდეგ კვლავ იძულებული გახდა ტახტს გამოთხოვებოდა. გარკვეული პერიოდის მოხიზნეობის შემდეგ ის მოსკოვში დასახლდა. ამის შემდეგ ის კიდევ სამჯერ ავიდა იმერეთის ტახტზე, მაგრამ ოსმალეთის მხარდაჭერით ყოველ ჯერზე გააძევეს. 1680 წელს არჩილ II-მ ელჩი გაგზავნა რუსეთში და დახმარება ითხოვა, 1682-88 წლებში თვითონ იყო რუსეთში, მაგრამ ვერც ამ გზით მიაღწია მიზანს. 1699 წელს კი საბოლოოდ გადასახლდა მოსკოვში. პეტრე დიდმა ის დიდი პატივით მიიღო. დაასაჩუქრა მამულით და დიდი ქონებით. პოლიტიკურად იმედგაცრუებული არჩილი დასახლდა მოსკოვის მახლობლად სოფელ ვსესვიატსკოეში და კულტურულ-ლიტერატურული საქმიანობა დაიწყო.

არჩილ მეორის უდიდეს დამსახურებად ითვლება ქართული სტამბის დაარსება, სადაც 1705 წელს დაიბეჭდა "დავითიანი". აქვე შეუდგა სრული ქართული ბიბლიის გამოცემის სამზადისს, რომელიც დაიბეჭდა 1743 წელს.

არჩილ II-ის პოეტური მემკვიდრეობა მდიდარი და მრავალფეროვანია. მის უმთავრეს ნაწარმოებში - ვრცელ ისტორიულ პოემაში "გაბაასება თეიმურაზისა და რუსთველისა" თამარის ეპოქისა და თეიმურაზ I დროის ფართო ისტორიული პანორამაა წარმოდგენილი. დიდაქტიკურ-მორალისტური ხასიათის ნაწარმოებებში ("საქართველოს ზნეობანი", "ლექსნი ძეულნი" და სხვ.) არჩილ II დაკნინებული საქართველოს აღორძინების საფუძვლად სწავლა-განათლებისა და აღზრდის საკითხების მოგვარებას მიიჩნევს. ქართულ ლიტერატურაში სრულიად ახალ ეტაპს წარმოადგენს არჩილ II ე. წ. "მართლის თქმის" პრინციპი. თავის ნაწარმოებებში იგი ძალიან კარგად გვიხატავს ეროვნულ გმირებსაც ("გიორგი სააკაძე"). არჩილის "გაბაასება თეიმურაზისა და რუსთველისა" ქართულ მწერლობაში ისტორიულ პოემას ამკვიდრებს. მასვე ეკუთვნის "ვისრამიანის" ქართულ ენაზე გალექსვა, ასევე რუსულიდან ნათარგმნი "ალექსანდრიანი".

ემიგრანტ მეფე არჩილს დიდხანს არ უცოცხლია. დასნეულებული პოეტი გარდაიცვალა 1713 წლის 15 აპრილს და დასაფლავებული იქნა დონის მონასტერში.

არჩილ მეორისა და მისი მოღვაწეობის შესახებ საინტერესო და უნიკალური ინფორმაციის მიღება კი წიგნების სერია „ქართველი მეფეების“ ახალი ტომიდან არის შესაძლებელი.

წიგნის შეძენა მკითხველს წიგნის მაღაზიებსა და პრესის გავრცელების პუნქტებში გაზეთ „კვირის პალიტრასათან“ ერთად 13 აგვისტოდან შეეძლება. მისი სპეციალური ფასი 5,50 ლარია, გაზეთთან ერთად კი - 7,00 ლარი.

“ქართველები მსოფლიო ისტორიაში “ - წიგნი, რომელიც უცნობი ქართველების შესახებ შთამბეჭდავ ისტორიებს მოგვითხობს

"ბიბლია განმარტებებით " - მესამე ტომი უკვე ხელმისაწვდომია

"ბრიმ თბილისში" ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის წარდგენა გაიმართა