სამართალი
Faceამბები
პოლიტიკა

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ე.წ.ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შეყვანილი პირების მიმართ ლიეტუვაში შეზღუდვები ამოქმედდა
ე.წ.ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შეყვანილი პირების მიმართ ლიეტუვაში შეზღუდვები ამოქმედდა

ლი­ე­ტუ­ვის მიგ­რა­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტმა ე.წ.ოთხო­ზო­რია-ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლის სი­ა­ში შეყ­ვა­ნი­ლი პი­რე­ბის მი­მართ შე­ზღუდ­ვე­ბის და­წე­სე­ბის პრო­ცე­დუ­რა და­ას­რუ­ლა. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­დან აც­ნო­ბეს, შე­დე­გად ყვე­ლა პირი, ვინც აღ­ნიშ­ნულ სი­ა­შია მო­ცე­მუ­ლი, უკვე შე­ზღუდ­ვებს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ლი­ე­ტუ­ვას შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხურს ე.წ. ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლი-ოთხო­ზო­რი­ას სი­ა­ში შეყ­ვა­ნილ პი­რებ­ზე სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბის მო­თხოვ­ნით ლი­ე­ტუ­ვას სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ 2 აგ­ვის­ტოს მი­მარ­თა.

მიმ­დი­ნა­რე წლის 21 მარტს პარ­ლა­მენ­ტმა "ოთხო­ზო­რია-ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლის სიის" შე­სა­ხებ" რე­ზო­ლუ­ცია მი­ი­ღო. 26 ივ­ნისს კი, ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ოთხო­ზო­რია-ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლის სი­ა­ში 33 ადა­მი­ა­ნია შეყ­ვა­ნი­ლი - და­ვით გურ­წი­ე­ვი; ალიკ ტა­ბო­ე­ვი; რა­შიდ კან­ჯი - ოღლი; სლა­ვიკ ბა­დია; რაულ კორ­ტა­ვა; ზაურ ჭი­თა­ნა­ვა; ციბ­რო­ნა (ეკა) ახა­ლა­ია; ოთარ ტურ­ნან­ბა; ალი­კა წაბ­რია; რუს­ლან ჯო­პუა; როზა მირ­ცხუ­ლა­ვა; დი­მიტრ არ­შბა; ვლა­დი­მერ გუ­ნია; ალ­ხაზ მირ­ცხუ­ლა­ვა; გია ტუჟ­ბა; გენ­რიხ ჭან­ბა; ვლა­დი­მერ ანუა; ზაურ ცე­ცხლა­ძე, იგი­ვე მი­ხე­ილ თარ­ბა; გე­ნა­დი აშ­ხა­ცა­ვა; გელა ვა­ნა­ჩა; ოთარ ფა­ლა­ვან­ძია; ოლეგ პა­პას­კი­რი; აფ­რი­კან ბგან­ბა; ვახ­ტანგ უბი­რია; ვლა­დი­მერ ნა­ჩაჩ-ოღლი; შუ­რიკ კო­კოს­კე­რია; ლევ ბი­ჩე­ნო­ვი; გია თუ­ა­ე­ვი; ფისო ვა­ზა­გო­ვი; თა­მაზ ბეს­ტა­ე­ვი; რამ­ჩიკ ფუ­ხა­ე­ვი; არ­კა­დი ძე­რა­ნო­ვი და ზუ­რაბ დუ­და­ე­ვი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

ე.წ.ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შეყვანილი პირების მიმართ ლიეტუვაში შეზღუდვები ამოქმედდა

ე.წ.ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შეყვანილი პირების მიმართ ლიეტუვაში შეზღუდვები ამოქმედდა

ლიეტუვის მიგრაციის დეპარტამენტმა ე.წ.ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შეყვანილი პირების მიმართ შეზღუდვების დაწესების პროცედურა დაასრულა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შედეგად ყველა პირი, ვინც აღნიშნულ სიაშია მოცემული, უკვე შეზღუდვებს ექვემდებარება.

აღსანიშნავია, რომ ლიეტუვას შესაბამის სამსახურს ე.წ. ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიაში შეყვანილ პირებზე სანქციების დაწესების მოთხოვნით ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2 აგვისტოს მიმართა.

მიმდინარე წლის 21 მარტს პარლამენტმა "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის" შესახებ" რეზოლუცია მიიღო. 26 ივნისს კი, ცნობილი გახდა, რომ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში 33 ადამიანია შეყვანილი - დავით გურწიევი; ალიკ ტაბოევი; რაშიდ კანჯი - ოღლი; სლავიკ ბადია; რაულ კორტავა; ზაურ ჭითანავა; ციბრონა (ეკა) ახალაია; ოთარ ტურნანბა; ალიკა წაბრია; რუსლან ჯოპუა; როზა მირცხულავა; დიმიტრ არშბა; ვლადიმერ გუნია; ალხაზ მირცხულავა; გია ტუჟბა; გენრიხ ჭანბა; ვლადიმერ ანუა; ზაურ ცეცხლაძე, იგივე მიხეილ თარბა; გენადი აშხაცავა; გელა ვანაჩა; ოთარ ფალავანძია; ოლეგ პაპასკირი; აფრიკან ბგანბა; ვახტანგ უბირია; ვლადიმერ ნაჩაჩ-ოღლი; შურიკ კოკოსკერია; ლევ ბიჩენოვი; გია თუაევი; ფისო ვაზაგოვი; თამაზ ბესტაევი; რამჩიკ ფუხაევი; არკადი ძერანოვი და ზურაბ დუდაევი.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები