საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლილიტმა მერწყულში გადაინაცვლა - რა სირთულეებს შეუქმნის ზოდიაქოს ნიშნებს მომდევნო 9 თვე
ლილიტმა მერწყულში გადაინაცვლა - რა სირთულეებს შეუქმნის ზოდიაქოს ნიშნებს მომდევნო 9 თვე

ას­ტრო­ლო­გე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 6 აგ­ვის­ტოს შავ­მა მთვა­რემ ე.წ. ლი­ლიტ­მა, თხის რქის ზო­დი­ა­ქო და­ტო­ვა და მერ­წყუ­ლის ზო­დი­ა­ქო­ში გა­და­ი­ნაც­ვლა, რა­მაც მერ­წყუ­ლებ­ში გარ­კვე­უ­ლი აღელ­ვე­ბა გა­მო­იწ­ვია. ას­ტრო­ლო­გე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეს პე­რი­ო­დი 9 თვის მან­ძილ­ზე გაგ­რძელ­დე­ბა და გარ­კვე­ულ სირ­თუ­ლე­ებს შე­უქ­მნის სწო­რედ მერ­წყუ­ლებს. რე­ა­ლუ­რად რა არის შავი მთვა­რე, რას გან­სა­ზღვრავს და რო­გორ უნდა გან­ვლონ ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნებ­მა 9-თვი­ა­ნი რთუ­ლი პე­რი­ო­დი, ამა­ზე ას­ტრო­ლო­გი ხა­თუ­ნა ნო­ე­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა.

- შავი მთა­ვა­რე, ანუ ლი­ლი­ტი რა არის და რას გან­სა­ზღვრავს ას­ტრო­ლო­გი­ა­ში?

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ას­ტრო­ლო­გე­ბის დიდი ნა­წი­ლი ლი­ლიტს სე­რი­ო­ზულ მნიშ­ვნე­ლო­ბას ანი­ჭებს, ის არ არის პლა­ნე­ტა. ლი­ლი­ტი მთვა­რის ორ­ბი­ტა­ზე დე­და­მი­წი­დან ყვე­ლა­ზე და­შო­რე­ბუ­ლი გა­მოთ­ვლი­თი წერ­ტი­ლი გახ­ლავთ. მეც­ნი­ე­რუ­ლი ტერ­მი­ნი რომ გა­მო­ვი­ყე­ნოთ - მთვა­რის აპო­გე­აა. ასე­თი და­შო­რე­ბის გამო, მისი გავ­ლის დროს მთვა­რეს ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბი სი­კაშ­კა­შე აქვს, სწო­რედ ამი­ტომ ლი­ლიტს შავ მთვა­რე­დაც მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ. თუმ­ცა მისი სი­შა­ვე მარ­ტო ამით არაა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი. ეზო­თე­რუ­ლი კუ­თხით თუ მი­ვუდ­გე­ბით, მი­იჩ­ნე­ვა, რომ ლი­ლი­ტი გა­მო­ხა­ტავს წარ­სუ­ლი ინ­კარ­ნა­ცი­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენს მიერ დაგ­რო­ვილ ნე­გა­ტი­ურ კარ­მას. რუ­კა­ში ლი­ლი­ტი წა­რო­ად­გენს ჩვე­ნი ქმე­დე­ბე­ბის და­ფა­რულ, გა­უც­ნო­ბი­ე­რე­ბელ ნე­გა­ტივს. მი­სით იმარ­თე­ბა ასე­ვე სხვა­დას­ხვა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი კომ­პლექ­სე­ბი და ში­შე­ბი. ამის გამო შავი მთვა­რე, ანუ ლი­ლი­ტი ას­ტრო­ლო­გი­ა­ში ჩვე­ნი პი­როვ­ნე­ბის "ბნელ მხა­რედ" არის მიჩ­ნე­უ­ლი.

- ას­ტრო­ლო­გი­ურ სა­ი­ტებ­ზე გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ შავ­მა მთვა­რემ თხის რქის ზო­დი­ა­ქო და­ტო­ვა და მერ­წყუ­ლის ნი­შან­ში გა­და­ვი­და. რამ­დენ ხანს გაგ­რძელ­დე­ბა ეს პე­რი­ო­დი და რას მო­ი­ტანს?

- დიახ, 6 აგ­ვის­ტოს დი­ლის 11:53 წუთ­ზე ლი­ლიტ­მა და­ტო­ვა თხის რქის ზო­დი­ა­ქოს უკა­ნას­კნე­ლი გრა­დუ­სიც და მერ­წყუ­ლის ნი­შან­ში გა­და­ვი­და. ის აქ მო­მა­ვა­ლი წლის 4 მა­ი­სამ­დე იმოძ­რა­ვებს.

- ამ­ბო­ბენ, 9 წე­ლი­წად­ში ერთხელ ხდე­ბაო? რა­ტომ?

- პლა­ნე­ტებს და ისეთ გა­მოთ­ვლით წერ­ტი­ლებ­საც, რო­გო­რიც ლი­ლი­ტია, თავ-თა­ვი­სი ციკ­ლი გა­აჩ­ნი­ათ. თუ ყვე­ლა­ზე ნა­თელ მა­გა­ლითს მო­ვიყ­ვანთ, მზეს 1 წელი სჭირ­დე­ბა, რომ ზო­დი­ა­ქა­ლურ წრეს სრუ­ლად შე­მო­უ­ა­როს, 28 დღი­ა­ნი ციკ­ლი აქვს მთვა­რეს. ზოგს შე­საძ­ლოა, იუ­პი­ტე­რის 12-წლი­ა­ნი ციკ­ლის შე­სა­ხე­ბაც სმე­ნი­ათ, რო­მელ­საც აღ­მო­სავ­ლუ­რი ას­ტრო­ლო­გია ეფუძ­ნე­ბა, აი, ლი­ლი­ტი კი ზო­დი­ა­ქა­ლუ­რი წრის სრუ­ლად გავ­ლას, და­ახ­ლო­ე­ბით, ცხრა წელს ან­დო­მებს და ამი­ტო­მაც ყო­ველ 9 წე­ლი­წად­ში, ისევ იქ ხვდე­ბა, სა­დაც ჩვე­ნი და­ბა­დე­ბის მო­მენ­ტში იყო. თუ უკან გა­ვი­ხე­დავთ, ვნა­ხავთ, რომ ბო­ლოს შავი მთვა­რე მერ­წყუ­ლის ნი­შანს გა­დი­ო­და 2009-2010 წლებ­შიც, კი­დევ უფრო უკან ეს იყო 2001 წელი და ა.შ.

- მერ­წყუ­ლებს შავი მთვა­რე პრობ­ლე­მებს შე­უქ­მნის? მარ­თლაც რას უნდა ელო­დონ ისი­ნი ამ პე­რი­ოდ­ში?

- რო­დე­საც შავი მთვა­რე რა­ი­მე ნი­შანს გა­დის, რო­გორც წესი, იმ ზო­დი­ა­ქოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა ცხოვ­რე­ბა­ში მეტ-ნაკ­ლე­ბად სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის წი­ნა­შე დგე­ბი­ან. ეს შე­საძ­ლოა ჩა­ით­ვა­ლოს, რო­გორც გა­მოც­და, შე­მოწ­მე­ბა ადა­მი­ა­ნო­ბა­ზე, კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბა­ზე. თუ რამ­დე­ნად აჰ­ყვე­ბა ან დაძ­ლევს ეს პი­როვ­ნე­ბა ლი­ლი­ტის­გან შე­მო­თა­ვა­ზე­ბულ ცდუ­ნე­ბებს. 9-თვი­ა­ნი ციკ­ლი, გარ­კვე­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით, ორ­სუ­ლო­ბის პე­რი­ოდ­თან იწ­ვევს ასო­ცი­ა­ცი­ას და მარ­თლაც, ზო­გი­ერ­თი ას­ტრო­ლო­გის აზ­რით, ეს სი­მარ­თლეს­თან არც თუ შო­რია. თუმ­ცა სა­ვა­რა­უ­დოდ, მერ­წყულ­თა უმე­ტე­სო­ბის­თვის, შე­საძ­ლოა, რომ ამ პე­რი­ოდ­ში და­წყე­ბუ­ლი ორ­სუ­ლო­ბა ფრი­ად არა­სა­სურ­ვე­ლიც იყოს - მათ გეგ­მებს არ ემ­თხვე­ო­დეს, ან უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხოს ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე.

გარ­და ამი­სა, მო­საფრ­თხი­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი შვი­ლებ­თან, ახლო მე­გობ­რებ­თან, იმ კო­ლექ­ტი­ვის წევ­რებ­თან, რომ­ლებ­თა­ნაც სა­ერ­თო საქ­მე­ში ვართ ჩარ­თუ­ლი, სირ­თუ­ლე­ე­ბი შე­იძ­ლე­ბა შე­იქ­მნას სპონ­სო­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბებ­შიც. შე­საძ­ლოა ცდუ­ნე­ბის გზა­ზე მდგომ ადა­მი­ა­ნებ­ში გაჩ­ნდეს სურ­ვი­ლი მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად, გა­მო­ი­ყე­ნოს პრო­ტექ­ცი­ო­ნიზ­მი, ან კრი­მი­ნა­ლურ ავ­ტო­რი­ტე­ტებს სთხო­ვოს მფარ­ვე­ლო­ბა... არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ სხვა ასო­ცი­ა­ლურ სურ­ვი­ლებ­თან ერ­თად, ადა­მი­ა­ნე­ბის ნა­წილ­მა უსაქ­მუ­რო­ბა და უმუ­შევ­რო­ბა ჩათ­ვა­ლოს თა­ვი­სუფ­ლე­ბის გა­მოვ­ლე­ნად... მოვ­ლე­ნებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად აქ­ტი­უ­რი გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა ექ­ნე­ბათ მა­შინ, რო­დე­საც ლი­ლი­ტი სხვა პლა­ნე­ტებ­თან შე­ერ­თდე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტი­უ­რი ამ მხრივ იან­ვა­რი და თე­ბერ­ვა­ლი იქ­ნე­ბა და ასე­ვე მარ­ტის ბოლო დე­კა­და.

სირ­თუ­ლე­ე­ბია მო­სა­ლოდ­ნე­ლი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის, ინ­ტერ­ნე­ტის და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის მუ­შა­ო­ბა­ში. მომ­რავ­ლდე­ბა ჰა­კე­რუ­ლი თავ­დას­ხმე­ბი, ამ 9 თვის მან­ძილ­ზე ალ­ბათ ბევ­რი სა­მუ­შაო გა­მო­უჩ­ნდე­ბათ მო­ბი­ლუ­რე­ბის და კომ­პი­უ­ტე­რე­ბის შემ­კე­თე­ბელ ხე­ლოს­ნებს, და სა­ერ­თო­დაც ნე­ბის­მი­ე­რი ტექ­ნი­კა და­წყე­ბუ­ლი უბ­რა­ლო ფე­ნი­დან, დამ­თავ­რე­ბუ­ლი სა­ჰა­ე­რო ხო­მალ­დე­ბით, რომ გა­უ­მარ­თა­ვად იმუ­შა­ვებს და ხში­რად გა­მო­ვა მწყობ­რი­დან - ამა­შიც სამ­წუ­ხა­როდ, თვალ­ნათ­ლივ დავ­რწმუნ­დე­ბით.

მერ­წყუ­ლე­ბის­თვის და ლი­ლი­ტი მერ­წყუ­ლე­ბის­თვის მაქ­სი­მა­ლუ­რად სჯობს, თვითმფრი­ნა­ვით მგზავ­რო­ბის­გან თა­ვის შე­კა­ვე­ბა, არ ღირს არც ახა­ლი ტექ­ნი­კის შე­ძე­ნა ამ ტრან­ზი­ტის მან­ძილ­ზე.

- თუ სირ­თუ­ლე­ე­ბი გარ­და­უ­ვა­ლია, რა უნდა გა­ა­კე­თონ, რომ თავი და­იც­ვან ამ ყვე­ლაფ­რის­გან?

- ამ ტრან­ზი­ტის დროს შე­საძ­ლოა, ადა­მი­ა­ნუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა იყოს, რად­გან შე­საძ­ლოა, არას­წორ ჭრილ­ში იქ­ნას აღ­ქმუ­ლი ჭეშ­მა­რი­ტე­ბის­კენ სწრაფ­ვა, ჰუ­მა­ნიზ­მი. დე­მოკ­რა­ტია, ჰუ­მა­ნიზ­მი, რე­ფორ­მე­ბი, სო­ცი­ა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი. მე­ო­რე უკი­დუ­რე­სო­ბა, რო­მე­ლიც მერ­წყუ­ლის ლი­ლიტს შე­უძ­ლია გა­მო­იწ­ვი­ოს, ეს არის თა­ვი­სუ­ფა­ლი ნე­ბის სრუ­ლი დათ­რგუნ­ვა, უმ­კაც­რე­სი კონ­სერ­ვა­ტო­რუ­ლი და დოგ­მა­ტუ­რი სა­ზღვრე­ბის და­წე­სე­ბით. ამ ყვე­ლაფ­რი­დან გა­მო­სა­ვა­ლი კი ერ­თია - ნუ და­ვი­ვი­წყებთ, რომ ჩვე­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბა იქ უნდა მთავ­რდე­ბო­დეს, სა­დაც სხვე­ბის უფ­ლე­ბე­ბი იწყე­ბა, პა­ტი­ვი ვცეთ ერ­თმა­ნეთს, ვი­ყოთ მე­ტად ჰუ­მა­ნუ­რე­ბი და ნუ მივ­ცემთ ბნელ ძა­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბას, ჩვენ­ზე იბა­ტო­ნონ.

გი­სურ­ვებთ ამ რთუ­ლი გზის და­ნა­კარ­გე­ბის გა­რე­შე გავ­ლას!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

ლილიტმა მერწყულში გადაინაცვლა - რა სირთულეებს შეუქმნის ზოდიაქოს ნიშნებს მომდევნო 9 თვე

ლილიტმა მერწყულში გადაინაცვლა - რა სირთულეებს შეუქმნის ზოდიაქოს ნიშნებს მომდევნო 9 თვე

ასტროლოგების ინფორმაციით, 6 აგვისტოს შავმა მთვარემ ე.წ. ლილიტმა, თხის რქის ზოდიაქო დატოვა და მერწყულის ზოდიაქოში გადაინაცვლა, რამაც მერწყულებში გარკვეული აღელვება გამოიწვია. ასტროლოგების ინფორმაციით, ეს პერიოდი 9 თვის მანძილზე გაგრძელდება და გარკვეულ სირთულეებს შეუქმნის სწორედ მერწყულებს. რეალურად რა არის შავი მთვარე, რას განსაზღვრავს და როგორ უნდა განვლონ ზოდიაქოს ნიშნებმა 9-თვიანი რთული პერიოდი, ამაზე ასტროლოგი ხათუნა ნოელი გვესაუბრება.

- შავი მთავარე, ანუ ლილიტი რა არის და რას განსაზღვრავს ასტროლოგიაში?

- მიუხედავად იმისა, რომ ასტროლოგების დიდი ნაწილი ლილიტს სერიოზულ მნიშვნელობას ანიჭებს, ის არ არის პლანეტა. ლილიტი მთვარის ორბიტაზე დედამიწიდან ყველაზე დაშორებული გამოთვლითი წერტილი გახლავთ. მეცნიერული ტერმინი რომ გამოვიყენოთ - მთვარის აპოგეაა. ასეთი დაშორების გამო, მისი გავლის დროს მთვარეს ყველაზე ნაკლები სიკაშკაშე აქვს, სწორედ ამიტომ ლილიტს შავ მთვარედაც მოიხსენიებენ. თუმცა მისი სიშავე მარტო ამით არაა განპირობებული. ეზოთერული კუთხით თუ მივუდგებით, მიიჩნევა, რომ ლილიტი გამოხატავს წარსული ინკარნაციების განმავლობაში ჩვენს მიერ დაგროვილ ნეგატიურ კარმას. რუკაში ლილიტი წაროადგენს ჩვენი ქმედებების დაფარულ, გაუცნობიერებელ ნეგატივს. მისით იმართება ასევე სხვადასხვა ფსიქოლოგიური კომპლექსები და შიშები. ამის გამო შავი მთვარე, ანუ ლილიტი ასტროლოგიაში ჩვენი პიროვნების "ბნელ მხარედ" არის მიჩნეული.

- ასტროლოგიურ საიტებზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შავმა მთვარემ თხის რქის ზოდიაქო დატოვა და მერწყულის ნიშანში გადავიდა. რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პერიოდი და რას მოიტანს?

- დიახ, 6 აგვისტოს დილის 11:53 წუთზე ლილიტმა დატოვა თხის რქის ზოდიაქოს უკანასკნელი გრადუსიც და მერწყულის ნიშანში გადავიდა. ის აქ მომავალი წლის 4 მაისამდე იმოძრავებს.

- ამბობენ, 9 წელიწადში ერთხელ ხდებაო? რატომ?

- პლანეტებს და ისეთ გამოთვლით წერტილებსაც, როგორიც ლილიტია, თავ-თავისი ციკლი გააჩნიათ. თუ ყველაზე ნათელ მაგალითს მოვიყვანთ, მზეს 1 წელი სჭირდება, რომ ზოდიაქალურ წრეს სრულად შემოუაროს, 28 დღიანი ციკლი აქვს მთვარეს. ზოგს შესაძლოა, იუპიტერის 12-წლიანი ციკლის შესახებაც სმენიათ, რომელსაც აღმოსავლური ასტროლოგია ეფუძნება, აი, ლილიტი კი ზოდიაქალური წრის სრულად გავლას, დაახლოებით, ცხრა წელს ანდომებს და ამიტომაც ყოველ 9 წელიწადში, ისევ იქ ხვდება, სადაც ჩვენი დაბადების მომენტში იყო. თუ უკან გავიხედავთ, ვნახავთ, რომ ბოლოს შავი მთვარე მერწყულის ნიშანს გადიოდა 2009-2010 წლებშიც, კიდევ უფრო უკან ეს იყო 2001 წელი და ა.შ.

- მერწყულებს შავი მთვარე პრობლემებს შეუქმნის? მართლაც რას უნდა ელოდონ ისინი ამ პერიოდში?

- როდესაც შავი მთვარე რაიმე ნიშანს გადის, როგორც წესი, იმ ზოდიაქოს წარმომადგენლების უმეტესობა ცხოვრებაში მეტ-ნაკლებად სერიოზული პრობლემების წინაშე დგებიან. ეს შესაძლოა ჩაითვალოს, როგორც გამოცდა, შემოწმება ადამიანობაზე, კეთილსინდისიერებაზე. თუ რამდენად აჰყვება ან დაძლევს ეს პიროვნება ლილიტისგან შემოთავაზებულ ცდუნებებს. 9-თვიანი ციკლი, გარკვეული თვალსაზრისით, ორსულობის პერიოდთან იწვევს ასოციაციას და მართლაც, ზოგიერთი ასტროლოგის აზრით, ეს სიმართლესთან არც თუ შორია. თუმცა სავარაუდოდ, მერწყულთა უმეტესობისთვის, შესაძლოა, რომ ამ პერიოდში დაწყებული ორსულობა ფრიად არასასურველიც იყოს - მათ გეგმებს არ ემთხვეოდეს, ან უარყოფითად აისახოს ჯანმრთელობაზე.

გარდა ამისა, მოსაფრთხილებელი იქნება ჩვენი ურთიერთობები შვილებთან, ახლო მეგობრებთან, იმ კოლექტივის წევრებთან, რომლებთანაც საერთო საქმეში ვართ ჩართული, სირთულეები შეიძლება შეიქმნას სპონსორებთან ურთიერთობებშიც. შესაძლოა ცდუნების გზაზე მდგომ ადამიანებში გაჩნდეს სურვილი მიზნების მისაღწევად, გამოიყენოს პროტექციონიზმი, ან კრიმინალურ ავტორიტეტებს სთხოვოს მფარველობა... არაა გამორიცხული, რომ სხვა ასოციალურ სურვილებთან ერთად, ადამიანების ნაწილმა უსაქმურობა და უმუშევრობა ჩათვალოს თავისუფლების გამოვლენად... მოვლენებს განსაკუთრებულად აქტიური გამოხატულება ექნებათ მაშინ, როდესაც ლილიტი სხვა პლანეტებთან შეერთდება. განსაკუთრებით აქტიური ამ მხრივ იანვარი და თებერვალი იქნება და ასევე მარტის ბოლო დეკადა.

სირთულეებია მოსალოდნელი კომპიუტერული ტექნოლოგიების, ინტერნეტის და სოციალური ქსელების მუშაობაში. მომრავლდება ჰაკერული თავდასხმები, ამ 9 თვის მანძილზე ალბათ ბევრი სამუშაო გამოუჩნდებათ მობილურების და კომპიუტერების შემკეთებელ ხელოსნებს, და საერთოდაც ნებისმიერი ტექნიკა დაწყებული უბრალო ფენიდან, დამთავრებული საჰაერო ხომალდებით, რომ გაუმართავად იმუშავებს და ხშირად გამოვა მწყობრიდან - ამაშიც სამწუხაროდ, თვალნათლივ დავრწმუნდებით.

მერწყულებისთვის და ლილიტი მერწყულებისთვის მაქსიმალურად სჯობს, თვითმფრინავით მგზავრობისგან თავის შეკავება, არ ღირს არც ახალი ტექნიკის შეძენა ამ ტრანზიტის მანძილზე.

- თუ სირთულეები გარდაუვალია, რა უნდა გააკეთონ, რომ თავი დაიცვან ამ ყველაფრისგან?

- ამ ტრანზიტის დროს შესაძლოა, ადამიანური ღირებულებების გაუფასურება იყოს, რადგან შესაძლოა, არასწორ ჭრილში იქნას აღქმული ჭეშმარიტებისკენ სწრაფვა, ჰუმანიზმი. დემოკრატია, ჰუმანიზმი, რეფორმები, სოციალური ცვლილებები. მეორე უკიდურესობა, რომელიც მერწყულის ლილიტს შეუძლია გამოიწვიოს, ეს არის თავისუფალი ნების სრული დათრგუნვა, უმკაცრესი კონსერვატორული და დოგმატური საზღვრების დაწესებით. ამ ყველაფრიდან გამოსავალი კი ერთია - ნუ დავივიწყებთ, რომ ჩვენი თავისუფლება იქ უნდა მთავრდებოდეს, სადაც სხვების უფლებები იწყება, პატივი ვცეთ ერთმანეთს, ვიყოთ მეტად ჰუმანურები და ნუ მივცემთ ბნელ ძალებს საშუალებას, ჩვენზე იბატონონ.

გისურვებთ ამ რთული გზის დანაკარგების გარეშე გავლას!

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ