პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პუტინი არ გაჩერდება, ვიდრე მას არ გააჩერებენ - რას წერს სააკაშვილი The Wall Street Journal-ში გამოქვეყნებულ სტატიაში?
პუტინი არ გაჩერდება, ვიდრე მას არ გააჩერებენ - რას წერს სააკაშვილი The Wall Street Journal-ში გამოქვეყნებულ სტატიაში?

2008 წლის აგ­ვის­ტოს სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი ანკლა­ვის „დაც­ვის“ სა­ბა­ბით რუ­სე­თი ჩემს ქვე­ყა­ნა­ში შე­მო­იჭ­რა. იმის თქმა, რომ რუ­სეთ­მა არაპ­რო­პორ­ცი­უ­ლი ძალა გა­მო­ი­ყე­ნა, რე­ა­ლო­ბის დაკ­ნი­ნე­ბაა, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი გა­მო­ცე­მა The Wall Street Journal-ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ა­ში წერს.

„თუმ­ცა, ზო­გი­ერ­თებ­მა და­სავ­ლეთ­ში, რო­გო­რიც იყო იტა­ლი­ის მა­შინ­დე­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი სილ­ვიო ბერ­ლუს­კო­ნი, სა­ქარ­თვე­ლო და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს. გვერ­დზე რომ გა­დავ­დოთ ის, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო სა­ქარ­თვე­ლო თავს დას­ხმო­და ბირ­თვულ ზე­სა­ხელ­მწი­ფოს, კონ­ფლიქ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­ჩაღ­და. კრემ­ლის გან­ცხა­დე­ბა, რომ მათ სახ­მე­ლე­თო ძა­ლე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა ერთი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­ა­ხერ­ხეს, აბ­სურ­დია. ამ­გვა­რი შე­ტე­ვა მომ­ზა­დე­ბას ითხოვ­და“, - წერს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი თა­ვის სტა­ტი­ა­ში.

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის თქმით, „მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბევ­რმა და­სავ­ლელ­მა ლი­დერ­მა ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ლად დაგ­მო რუ­სე­თი, კრემ­ლის ანა­ზღა­უ­რე­ბა­ზე მყოფ­მა ლო­ბის­ტებ­მა და და­სავ­ლე­თის მთავ­რო­ბებ­მა, რომ­ლებ­საც ენერ­გე­ტი­კი­სა და თავ­დაც­ვის სფე­რო­ში ხელ­საყ­რე­ლი შე­თან­ხმე­ბე­ბი ჰქონ­დათ რუ­სეთ­თან და­დე­ბუ­ლი, სა­ქარ­თვე­ლო და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს“.

„პუ­ტი­ნი დღე­საც გა­ნაგ­რძობს ამ სუს­ტი მხა­რე­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას. პუ­ტი­ნი აფი­ნან­სებს ევ­რო­პულ მე­მარ­ცხე­ნე და მე­მარ­ჯვე­ნე პო­ლი­ტი­კურ ძა­ლებს, ხოლო სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში რუ­სე­თის მიერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი დე­ზინ­ფორ­მა­ცია ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი დის­კურ­სის ჩაშ­ლას უწყობს ხელს. სა­ქარ­თვე­ლო­ში შექ­მნილ კრი­ზის­ზე ერ­თი­ა­ნი პა­სუ­ხის არ­გა­ცე­მა ცხად­ყოფს იმას თუ რო­გორ სა­თა­ნა­დოდ ვერ აფა­სებს ბევ­რი და­სავ­ლეთ­ში რუ­სე­თის ამ­ბი­ცი­ებს“, - აღ­ნიშ­ნავს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი თა­ვის სტა­ტი­ა­ში.

მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლო რუ­სე­თის ბუ­ნებ­რივ სა­მიზ­ნეს წარ­მო­ად­გენს.

„ჩვენ ყო­ველ­თვის მი­ვიჩ­ნევ­დით ჩვენს თავს და­სავ­ლუ­რი სამ­ყა­როს ნა­წი­ლად, ხოლო რუ­სე­თი ჩვენ გვი­ყუ­რებს, რო­გორც და­სავ­ლუ­რი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის ფრონ­ტის ხაზს. და­სავ­ლეთ­ში ბევ­რმა ჩვენ­მა პარტნი­ორ­მა ვერ გა­ი­აზ­რა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მომ­ხდა­რი კონ­ფლიქ­ტი სა­ბო­ლოო ჯამ­ში არ ეხე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს. ოკუ­პა­ცი­ა­ზე უღიმ­ღა­მო სა­ერ­თა­შო­რი­სო პა­სუხ­მა უფრო გა­ბე­დუ­ლი გა­ხა­და რუ­სე­თის ავან­ტი­უ­რიზ­მი მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებ­ში“, - წერს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი.

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი თა­ვის სტა­ტი­ა­ში კი­თხვას სვამს: რო­გორ შე­უძ­ლია და­სავ­ლეთს რუ­სეთს უპა­სუ­ხოს?

„პუ­ტი­ნი არ გა­ჩერ­დე­ბა, ვიდ­რე მას არ გა­ა­ჩე­რე­ბენ. ის და­სავ­ლე­თის მხრი­დან დათ­მო­ბებს, რო­გორც სი­სუს­ტის ნი­შანს გა­ნი­ხი­ლავს. სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­სა და ყი­რი­მის მი­ტა­ცე­ბა არ იყო მხო­ლოდ ახა­ლი ტე­რი­ტო­რი­ის მო­პო­ვე­ბა. რუ­სე­თი გა­ყი­ნულ კონ­ფლიქ­ტებს ქმნის, რათა ხელი შე­უ­შა­ლოს ას­პი­რანტ ქვეყ­ნებს ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა. რუ­სეთს არ აქვს უფ­ლე­ბა თა­ვის მე­ზობ­ლებს ნატო-ში წევ­რო­ბა­ზე ვეტო და­უ­დოს. ეს ნატო-ს ყვე­ლა წევ­რმა ქვე­ყა­ნამ უნდა გა­ი­აზ­როს და სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნას გა­წევ­რი­ა­ნე­ბის რე­ა­ლის­ტუ­რი საგ­ზაო რუქა უნდა შეს­თა­ვა­ზონ“, - დას­ძი­ნა სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

პუტინი არ გაჩერდება, ვიდრე მას არ გააჩერებენ - რას წერს სააკაშვილი The Wall Street Journal-ში გამოქვეყნებულ სტატიაში?

პუტინი არ გაჩერდება, ვიდრე მას არ გააჩერებენ - რას წერს სააკაშვილი The Wall Street Journal-ში გამოქვეყნებულ სტატიაში?

2008 წლის აგვისტოს სეპარატისტული ანკლავის „დაცვის“ საბაბით რუსეთი ჩემს ქვეყანაში შემოიჭრა. იმის თქმა, რომ რუსეთმა არაპროპორციული ძალა გამოიყენა, რეალობის დაკნინებაა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოცემა The Wall Street Journal-ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს.

„თუმცა, ზოგიერთებმა დასავლეთში, როგორიც იყო იტალიის მაშინდელი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი, საქართველო დაადანაშაულეს. გვერდზე რომ გადავდოთ ის, რომ შეუძლებელი იყო საქართველო თავს დასხმოდა ბირთვულ ზესახელმწიფოს, კონფლიქტი საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიაზე გაჩაღდა. კრემლის განცხადება, რომ მათ სახმელეთო ძალების მობილიზება ერთი ღამის განმავლობაში მოახერხეს, აბსურდია. ამგვარი შეტევა მომზადებას ითხოვდა“, - წერს მიხეილ სააკაშვილი თავის სტატიაში.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თქმით, „მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა დასავლელმა ლიდერმა ერთმნიშვნელოვლად დაგმო რუსეთი, კრემლის ანაზღაურებაზე მყოფმა ლობისტებმა და დასავლეთის მთავრობებმა, რომლებსაც ენერგეტიკისა და თავდაცვის სფეროში ხელსაყრელი შეთანხმებები ჰქონდათ რუსეთთან დადებული, საქართველო დაადანაშაულეს“.

„პუტინი დღესაც განაგრძობს ამ სუსტი მხარეების გამოყენებას. პუტინი აფინანსებს ევროპულ მემარცხენე და მემარჯვენე პოლიტიკურ ძალებს, ხოლო სოციალურ მედიაში რუსეთის მიერ დაფინანსებული დეზინფორმაცია ცივილიზებული დისკურსის ჩაშლას უწყობს ხელს. საქართველოში შექმნილ კრიზისზე ერთიანი პასუხის არგაცემა ცხადყოფს იმას თუ როგორ სათანადოდ ვერ აფასებს ბევრი დასავლეთში რუსეთის ამბიციებს“, - აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი თავის სტატიაში.

მისი თქმით, საქართველო რუსეთის ბუნებრივ სამიზნეს წარმოადგენს.

„ჩვენ ყოველთვის მივიჩნევდით ჩვენს თავს დასავლური სამყაროს ნაწილად, ხოლო რუსეთი ჩვენ გვიყურებს, როგორც დასავლური ცივილიზაციის ფრონტის ხაზს. დასავლეთში ბევრმა ჩვენმა პარტნიორმა ვერ გაიაზრა, რომ საქართველოში მომხდარი კონფლიქტი საბოლოო ჯამში არ ეხებოდა საქართველოს. ოკუპაციაზე უღიმღამო საერთაშორისო პასუხმა უფრო გაბედული გახადა რუსეთის ავანტიურიზმი მეზობელ ქვეყნებში“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი თავის სტატიაში კითხვას სვამს: როგორ შეუძლია დასავლეთს რუსეთს უპასუხოს?

„პუტინი არ გაჩერდება, ვიდრე მას არ გააჩერებენ. ის დასავლეთის მხრიდან დათმობებს, როგორც სისუსტის ნიშანს განიხილავს. საქართველოს ტერიტორიებისა და ყირიმის მიტაცება არ იყო მხოლოდ ახალი ტერიტორიის მოპოვება. რუსეთი გაყინულ კონფლიქტებს ქმნის, რათა ხელი შეუშალოს ასპირანტ ქვეყნებს ნატო-ში გაწევრიანება. რუსეთს არ აქვს უფლება თავის მეზობლებს ნატო-ში წევრობაზე ვეტო დაუდოს. ეს ნატო-ს ყველა წევრმა ქვეყანამ უნდა გაიაზროს და საქართველოსა და უკრაინას გაწევრიანების რეალისტური საგზაო რუქა უნდა შესთავაზონ“, - დასძინა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები