პროდიუსერი კახა მამულაშვილი ბაბუა გახდა. ამის შესახებ "მამულიჩამ" ფეისბუქის პირადი გვერდიდან ახარა მეგობრებს. მის უფროს ვაჟს, ნიკოლოზ მამულაშვილს, რომელიც პროდიუსერს პირველი მეუღლისგან ყავს, ვაჟი შეეძინა:
"09.08.2018 ალექსანდრე ნიკოლოზის ძე მამულაშვილი. პატარა მამულიჩა მოევლინა ამ ქვეყანას" - წერს კახა მამულაშვილი.
პროდიუსერი მეგობრებისგან უამრავ მილოცვას იღებს: "გაგიზარდოს ღმერთმა ჯანმრთელი და ბედნიერი! გამრავლდით მამულიჩები"; "მორჩა, შენ მამულიჩა აღარ ხარ, ბაბულიჩა ხარ! გილოცავთ"; "გილოცავ ბაბუ! ბედნიერება პატარას" - წერენ კომენტარებში.
ნიკა მამულაშვილი "მამულიჩას" უფროსი ვაჟია, მას და ლელა წურწუმიას კი ქალიშვილი - მარიამი ჰყავთ.