პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებს USAID-ის მისიის დირექტორი გაეცნო
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებს USAID-ის მისიის დირექტორი გაეცნო

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს (USAID) მი­სი­ის ახ­ლად­და­ნიშ­ნუ­ლი დი­რექ­ტო­რი პი­ტერ ვიბ­ლე­რი აბა­შის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში აზი­ურ ფა­რო­სა­ნას­თან ბრძო­ლის სა­კო­ორ­დი­ნა­ციო შტა­ბის მუ­შა­ო­ბას გა­ეც­ნო. მი­სი­ის ახალ­მა ხელ­მძღვა­ნელ­მა დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია მო­ის­მი­ნა იმ ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც მავ­ნებ­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ მიმ­დი­ნა­რე­ობს.

"ეს არის ჩემი პირ­ვე­ლი ვი­ზი­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში USAID-ის მი­სი­ის დი­რექ­ტო­რის სტა­ტუ­სით. ბევ­რი ინ­ფორ­მა­ცია მი­ვი­ღე, იმის შე­სა­ხებ, რო­გო­რი მნიშ­ნე­ლო­ვა­ნი პარტნი­ო­რო­ბა აკავ­ში­რებს სა­ქარ­თვე­ლოს და ამე­რი­კას არა მხო­ლოდ ოფი­ცი­ა­ლურ დო­ნე­ზე, არა­მედ, რო­გო­რი მე­გობ­რუ­ლი კავ­ში­რე­ბი აქვს ქარ­თველ ხალ­ხს ამე­რი­კელ ხალ­ხთან. გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს, სურ­სა­თის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტოს და პრო­ექტ REAP-ს ურ­თი­ერ­თო­ბა შე­სა­ნიშ­ნა­ვი წარ­მა­ტე­ბის ის­ტო­რი­აა. ჩვენ მხო­ლოდ ერთი თემა არ გვა­ერ­თი­ა­ნებს, რო­მე­ლიც ფა­რო­სა­ნას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, არა­მედ ჩვენ ვცდი­ლობთ, სხვა­დას­ხვა გზე­ბი შე­ვი­მუ­შა­ოთ, რათა თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ შე­საძ­ლე­ბე­ლი სხვა მავ­ნებ­ლე­ბი და და­ვიც­ვათ სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სექ­ტო­რი" - გა­ნა­ცხა­და USAID-ის მი­სი­ის დი­რექ­ტორ­მა პი­ტერ ვიბ­ლერ­მა.

სა­კო­ორ­დი­ნა­ციო შტაბ­ში გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რას სა­ქარ­თვე­ლოს გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე ნო­დარ კე­რე­სე­ლი­ძე და­ეს­წრო. მან ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა აშშ-ის სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მხარ­და­ჭე­რის მნიშ­ვნე­ლო­ბა მავ­ნე­ბელ­თან ბრძო­ლის სის­ტე­მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში და გა­ნა­ცხა­და, რომ ამ კუ­თხით თა­ნამ­შრომ­ლო­ბა მო­მა­ვალ­შიც გაგ­რძელ­დე­ბა.

„აზი­უ­რი ფა­რო­სა­ნა ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მოწ­ვე­ვაა. ეს არის ახა­ლი მავ­ნე­ბე­ლი, რომ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის გა­მოც­დი­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში პრაქ­ტი­კუ­ლად არ არ­სე­ბობ­და. ამი­ტომ ჩვენ სა­ერ­თა­შო­რი­სო დახ­მა­რე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა დაგ­ვჭირ­და. სწო­რედ USAID იყო ის ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მელ­მაც მყი­სი­ე­რი დახ­მა­რე­ბა აღ­მოგ­ვი­ჩი­ნა რო­გორც ექ­სპერ­ტუ­ლი ცოდ­ნის თვალ­საზ­რი­სით, ისე ფი­ნან­სუ­რად. ჩვე­ნი წარ­მა­ტე­ბუ­ლი შე­დე­გი დიდ­წი­ლად სწო­რედ USAID-ის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. ახა­ლი ხელ­ძღვა­ნე­ლი აზი­ურ ფა­რო­სა­ნას­თან ბრძო­ლის სის­ტე­მას გა­ეც­ნო. ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ამ კუ­თხი­თაც და სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც გაგ­რძელ­დე­ბა,“ - გა­ნა­ცხა­და ნო­დარ კე­რე­სე­ლი­ძემ.

შეხ­ვედ­რას, ასე­ვე, ეს­წრე­ბოდ­ნენ სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს უფ­რო­სი ზუ­რაბ ჩე­კუ­რაშ­ვი­ლი და აშშ-ის სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს სა­ქარ­თვე­ლოს სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო წარ­მო­ე­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის პრო­ექ­ტის (USAID/REAP) ხელ­მძღვა­ნე­ლი ლუ­ი­ზა ნა­მი­ჩე­იშ­ვი­ლი.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო წარ­მო­ე­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის პრო­ექ­ტის (REAP) მხარ­და­ჭე­რით მავ­ნებ­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი 2016 წლი­დან ხორ­ცი­ელ­დე­ბა, REAP-ის ფარ­გლებ­ში, გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბის მიზ­ნით, სა­ქარ­თვე­ლო­ში მოწ­ვე­ულ­ნი იყ­ვნენ მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, რო­მელ­თა მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­თაც შე­მუ­შავ­და აზი­ურ ფა­რო­სა­ნას­თან ბრძო­ლის სა­ხელ­მწი­ფო სტე­რა­ტე­გია. აგ­რეთ­ვე, მავ­ნებ­ლის ბი­ო­ლო­გი­ის და ბრძო­ლის მე­თო­დებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, უცხო­ე­ლი და ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით გა­ი­მარ­თა რე­გი­ო­ნუ­ლი კონ­ფე­რენ­ცია; შე­იქ­მნა მავ­ნებ­ლის მო­ნი­ტო­რინ­გის სის­ტე­მა; სწავ­ლე­ბე­ბი ჩა­უ­ტარ­და ად­გი­ლობ­რივ სპე­ცი­ა­ლის­ტებს; სურ­სა­თის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტოს გა­და­ე­ცა ტექ­ნი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი და აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა.

ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, მიმ­დი­ნა­რე წელს, 2017 წელ­თან შე­და­რე­ბით, მავ­ნებ­ლის პო­პუ­ლა­ცია და სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო კულ­ტუ­რე­ბის და­ზი­ა­ნე­ბის მას­შტა­ბი შემ­ცირ­და. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის ფაქ­ტო­რიც, რომ აზი­უ­რი ფა­რო­სა­ნას გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი არე­ა­ლი არ გაზ­რდი­ლა და კვლავ ძველ სა­ზღვრებ­ში - სა­მეგ­რე­ლოს, გუ­რი­ის, იმე­რე­თი­სა და აჭა­რის რე­გი­ო­ნებ­ში ფიქ­სირ­დე­ბა.

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებს USAID-ის მისიის დირექტორი გაეცნო

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებს USAID-ის მისიის დირექტორი გაეცნო

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის ახლადდანიშნული დირექტორი პიტერ ვიბლერი აბაშის მუნიციპალიტეტში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის მუშაობას გაეცნო. მისიის ახალმა ხელმძღვანელმა დეტალური ინფორმაცია მოისმინა იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებიც მავნებლის საწინააღმდეგოდ მიმდინარეობს.

"ეს არის ჩემი პირველი ვიზიტი საქართველოში USAID-ის მისიის დირექტორის სტატუსით. ბევრი ინფორმაცია მივიღე, იმის შესახებ, როგორი მნიშნელოვანი პარტნიორობა აკავშირებს საქართველოს და ამერიკას არა მხოლოდ ოფიციალურ დონეზე, არამედ, როგორი მეგობრული კავშირები აქვს ქართველ ხალხს ამერიკელ ხალხთან. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნულ სააგენტოს და პროექტ REAP-ს ურთიერთობა შესანიშნავი წარმატების ისტორიაა. ჩვენ მხოლოდ ერთი თემა არ გვაერთიანებს, რომელიც ფაროსანასთან არის დაკავშირებული, არამედ ჩვენ ვცდილობთ, სხვადასხვა გზები შევიმუშაოთ, რათა თავიდან ავიცილოთ შესაძლებელი სხვა მავნებლები და დავიცვათ სოფლის მეურნეობის სექტორი" - განაცხადა USAID-ის მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერმა.

საკოორდინაციო შტაბში გამართულ შეხვედრას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე დაესწრო. მან ხაზგასმით აღნიშნა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერის მნიშვნელობა მავნებელთან ბრძოლის სისტემის ჩამოყალიბებაში და განაცხადა, რომ ამ კუთხით თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

„აზიური ფაროსანა ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ეს არის ახალი მავნებელი, რომლის წინააღმდეგ ბრძოლის გამოცდილება საქართველოში პრაქტიკულად არ არსებობდა. ამიტომ ჩვენ საერთაშორისო დახმარების მობილიზება დაგვჭირდა. სწორედ USAID იყო ის ორგანიზაცია, რომელმაც მყისიერი დახმარება აღმოგვიჩინა როგორც ექსპერტული ცოდნის თვალსაზრისით, ისე ფინანსურად. ჩვენი წარმატებული შედეგი დიდწილად სწორედ USAID-ის დამსახურებაა. ახალი ხელძღვანელი აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სისტემას გაეცნო. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ამ კუთხითაც და სხვა მიმართულებითაც გაგრძელდება,“ - განაცხადა ნოდარ კერესელიძემ.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (USAID/REAP) ხელმძღვანელი ლუიზა ნამიჩეიშვილი.

საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) მხარდაჭერით მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები 2016 წლიდან ხორციელდება, REAP-ის ფარგლებში, გამოცდილების გაზიარების მიზნით, საქართველოში მოწვეულნი იყვნენ მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტები, რომელთა მონაწილეობითაც შემუშავდა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო სტერატეგია. აგრეთვე, მავნებლის ბიოლოგიის და ბრძოლის მეთოდებთან დაკავშირებით, უცხოელი და ქართველი მეცნიერების მონაწილეობით გაიმართა რეგიონული კონფერენცია; შეიქმნა მავნებლის მონიტორინგის სისტემა; სწავლებები ჩაუტარდა ადგილობრივ სპეციალისტებს; სურსათის ეროვნულ სააგენტოს გადაეცა ტექნიკური საშუალებები და აღჭურვილობა.

ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, მიმდინარე წელს, 2017 წელთან შედარებით, მავნებლის პოპულაცია და სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანების მასშტაბი შემცირდა. მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც, რომ აზიური ფაროსანას გეოგრაფიული არეალი არ გაზრდილა და კვლავ ძველ საზღვრებში - სამეგრელოს, გურიის, იმერეთისა და აჭარის რეგიონებში ფიქსირდება.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ