პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას წერს რუსული მედია "აგვისტოს ომზე" და როგორ აფასებენ 10 წლის წინანდელ მოვლენებს
რას წერს რუსული მედია "აგვისტოს ომზე" და როგორ აფასებენ 10 წლის წინანდელ მოვლენებს

2008 წლის ომს, მის წი­ნა­პი­რო­ბებ­სა და შემ­დგომ პრო­ცე­სებს რუ­სუ­ლი მე­დი­აც აფა­სებს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი მე­დი­ის მთა­ვა­რი "არ­გუ­მენ­ტი", რომ რუ­სე­თი მშვი­დო­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბას იცავ­და და იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და ქარ­თვე­ლი აგ­რე­სო­რე­ბის­თვის ცე­ცხლი გა­ეხ­სნა - უც­ვლე­ლია; თუმ­ცა, არ­სე­ბობს მეტ-ნაკ­ლე­ბად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბიც, რომ­ლის წა­კი­თხვაც ღირს.

ekhokavkaza.com-თან სა­უ­ბარ­ში ცხინ­ვა­ლე­ლი მი­ლა­ნა გო­გი­ჩე­ვა იხ­სე­ნებს, რომ სახ­ლი, მცი­რე­წლო­ვან შვი­ლებ­თან ერ­თად, ჯერ კი­დევ აგ­ვის­ტოს და­სა­წყის­ში და­ტო­ვა, რად­გან "სამ­ხრეთ ოსეთ­ში" ვი­თა­რე­ბა უკვე სა­ხი­ფა­თო იყო. მისი თქმით, გარ­შე­მო სახ­ლე­ბი იბომ­ბე­ბო­და და მხო­ლოდ მა­შინ იგ­რძნეს თავი უსაფრ­თხოდ, რო­დე­საც ქა­ლა­ქი მთლი­ა­ნად რუს­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა და­ი­კა­ვეს.

novayagazeta.ru-ს ბლო­გე­რი იუ­ლია ლა­ტი­ნი­ნა აქ­ვეყ­ნებს მო­საზ­რე­ბას, თუ რო­გორ მზად­დე­ბო­და ომი:

"მე ომამ­დე არა­ღი­ა­რე­ბულ რეს­პუბ­ლი­კა­ში ვი­ყა­ვი და იქი­დან დაბ­რუ­ნე­ბულ­მა ვთქვი, რომ კავ­კა­სი­ა­ში იქ­ნე­ბა ომი და ის და­ი­წყე­ბა სამ­ხრეთ ოსეთ­ში..." - წერს ჟურ­ნა­ლის­ტი, რო­მელ­მაც რუ­სე­თი გარ­კვე­უ­ლი მო­საზ­რე­ბით და­ტო­ვა და გა­ნა­ცხა­და, რომ საფრ­თხის გამო იქ ცხოვ­რე­ბას ვე­ღარ გა­აგ­რძე­ლებ­და.

ბლოგ­ში ლა­ტი­ნი­ნა სამ­ხრეთ ოსე­თის ე.წ. ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას ბან­დი­ტე­ბად მო­იხ­სე­ნი­ებს, რომ­ლე­ბიც მისი თქმით, ქარ­თულ მხა­რეს­თან ერ­თად კონ­ტრა­ბან­დით იკ­ვე­ბე­ბოდ­ნენ, თუმ­ცა მას შემ­დეგ, რაც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ეს შე­ა­ჩე­რა, მათ ისღა დარ­ჩე­ნო­დათ რომ სან­გრებ­ში დამ­სხდა­რიყ­ვნენ და რუ­სუ­ლი ფუ­ლის გამო "ქარ­თვე­ლი ფა­შის­ტე­ბის" წი­ნა­აღ­მდეგ ეო­მათ.

ლა­ტი­ტი­ნა წერს, რომ ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონს ეკო­ნო­მი­კა­ში სრუ­ლი გარ­ღვე­ვა ჰქონ­და - ე.წ. რეს­პუბ­ლი­კა­ში არ მუ­შა­ობ­და წყალ­სა­დე­ნი, ფული პრაქ­ტი­კუ­ლად არ ტრი­ა­ლებ­და, რად­გან რო­დე­საც თა­ვად და­ჭირ­და, 1000 რუბ­ლის გა­დაც­ვლაც ვერ შეძ­ლო.

"ერთ-ერ­თმა ოსმა ავ­ნე­ვის­კენ მი­მი­თი­თა და სი­ა­მა­ყით მი­თხრა, რომ ის იყო გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი ცენ­ტრი, სა­ი­და­ნაც ამე­რი­კა­ზე გა­მარ­ჯვე­ბა და­ი­წყე­ბო­და... აქეთ და იქით სოფ­ლებ­სა და მის მო­სახ­ლე­ო­ბას შო­რის გან­სხვა­ვე­ბა ისე­თი იყო, რო­გორც ღა­ზა­სა და თელ-ავი­ვის მო­სახ­ლე­ო­ბა შო­რის. სამ­ხრეთ ოსეთს კო­რუფ­ცია მარ­თავ­და, სა­ქარ­თვე­ლოს - კა­ნო­ნი და წეს­რი­გი. სამ­ხრეთ ოსეთ­ში ად­გი­ლობ­რი­ვებს უწევ­დათ მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა­ზე უარი ეთ­ქვათ და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში ემ­კურ­ნა­ლათ. და­ძა­ბუ­ლო­ბა ჯერ კი­დევ თვის და­სა­წყის­ში და­ი­წყო - რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვარ­თან "ქარ­თუ­ლი აგ­რე­სი­ის" წი­ნა­აღ­მდეგ ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი წვრთე­ბი და­ი­წყეს.

3 აგ­ვის­ტოს სამ­ხრეთ ოსე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ედუ­არდ კო­კო­ით­მა მო­სახ­ლე­ო­ბის ევა­კუ­ა­ცი­ის ბრძა­ნე­ბა გას­ცა. მათ ნაც­ვლად ქა­ლაქ­ში "მო­ხა­ლი­სე­ე­ბი" შე­მო­ვიდ­ნენ. გა­ურ­კვე­ველ­მა ჯგუ­ფებ­მა და­ი­წყეს სრო­ლა სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი­სა და ქარ­თუ­ლი სოფ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, თუმ­ცა შემ­დეგ რუ­სუ­ლი მე­დია აქ­ტი­უ­რად წერ­და, რომ პი­რი­ქით, ქარ­თუ­ლი მხრი­დან ის­როდ­ნენ...

ამის მა­გა­ლი­თი იყო ოსე­თის ე.წ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბა, რომ ქარ­თველ­მა სამ­ხედ­რო­ებ­მა მი­წას­თან გა­ას­წო­რეს ოსუ­რი სოფ­ლე­ბი - დმე­ნი­სი და ხე­თა­გუ­რო­ვო, თუმ­ცა რო­დე­საც ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი იქ ჩა­ვიდ­ნენ, ნა­ხეს რომ იქა­უ­რო­ბის­თვის ხე­ლიც არა­ვის უხ­ლია. სა­მა­გი­ე­როდ, მი­წას­თან იყო გას­წო­რე­ბუ­ლი მე­ზობ­ლად მდე­ბა­რე ქარ­თუ­ლი სო­ფე­ლი - ნული... ეს იყო კლა­სი­კუ­რი პრო­პა­გან­და. ომის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ და­ი­დო ტა­ლი­ა­ვი­ნის დას­კვნა. კი­თხვა­ზე, ვინ და­ი­წყო ომი, მან უპა­სუ­ხა, რომ ქარ­თვე­ლე­ბის პო­ზი­ცი­ი­დან ომი და­ი­წყო რუ­სეთ­მა და რუ­სე­თის პო­ზი­ცი­ი­დან - სა­ქარ­თვე­ლომ,"- წერს ლა­ტი­ნი­ნა.

მი­სი­ვე თქმით, ამ ომი­დან ძა­ლი­ან მალე ამე­რი­კა­სა და რუ­სეთს შო­რის "გა­დატ­ვირ­თვის პო­ლი­ტი­კა" და­ი­წყო, რა­საც დონ­ბა­სი და ყი­რი­მი მოჰ­ყვა, თუმ­ცა რუ­სე­თი ამა­ზე არ გა­ჩე­რე­ბუ­ლა...

"სა­ქარ­თვე­ლოს, უკ­რა­ი­ნის, სი­რი­ი­სა და ამე­რი­კა­ში "ჰიბ­რი­დუ­ლი ომის" შემ­დეგ, კრემ­ლი ყო­ველ­თვის აკე­თებ­და "მო­დუს ოპე­რან­დი"-ს დე­მონ­სტრი­რე­ბას, ანუ ყო­ველ­თვის უარ­ყოფ­და თა­ვის პირ­და­პირ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ნე­ბის­მი­ერ ომში და თა­ვის ქმე­დე­ბებს ყო­ველ­თვის მო­ხა­ლი­სე­ებს მი­ა­წერ­და. ფაქ­ტია, რომ გას­დი­ო­და კი­დეც.

საქ­მე ის არის, რომ მო­გე­ბუ­ლი უმე­ტეს­წი­ლად რუ­სე­თი რჩე­ბო­და. მა­გა­ლი­თად, სა­ა­კაშ­ვილ­მა და­კარ­გა ძა­ლა­უფ­ლე­ბა, ამომ­რჩე­ველ­მა მას წა­გე­ბუ­ლი ომი არ აპა­ტია, თუმ­ცა ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში არც რუ­სე­თი დარ­ჩე­ნი­ლა მო­გე­ბუ­ლი - მან და­მა­ტე­ბი­თი პრობ­ლე­მე­ბის გარ­და, ვე­რა­ფე­რი მი­ი­ღო. ყი­რი­მის ანექ­სი­ის შემ­დეგ, მან "ჰიბ­რი­დუ­ლი ომი" წა­მო­ი­წყო, თუმ­ცა ამან ქვე­ყა­ნას გავ­ლე­ნე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბა ან ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის ზრდა ვერ მო­უ­ტა­ნა...

ერთი სი­ტყვით, უნდა დავ­ფიქ­რდეთ, ღირს თუ არა ამ­დე­ნი ბო­რო­ტე­ბის გა­კე­თე­ბა იმის­თვის, რომ ასე ცოტა სარ­გე­ბე­ლი მი­ი­ღო," - წერს რუსი ბლო­გე­რი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

რას წერს რუსული მედია "აგვისტოს ომზე" და როგორ აფასებენ 10 წლის წინანდელ მოვლენებს

რას წერს რუსული მედია "აგვისტოს ომზე" და როგორ აფასებენ 10 წლის წინანდელ მოვლენებს

2008 წლის ომს, მის წინაპირობებსა და შემდგომ პროცესებს რუსული მედიაც აფასებს. ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მედიის მთავარი "არგუმენტი", რომ რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობას იცავდა და იძულებული გახდა ქართველი აგრესორებისთვის ცეცხლი გაეხსნა - უცვლელია; თუმცა, არსებობს მეტ-ნაკლებად განსხვავებული მოსაზრებებიც, რომლის წაკითხვაც ღირს.

ekhokavkaza.com-თან საუბარში ცხინვალელი მილანა გოგიჩევა იხსენებს, რომ სახლი, მცირეწლოვან შვილებთან ერთად, ჯერ კიდევ აგვისტოს დასაწყისში დატოვა, რადგან "სამხრეთ ოსეთში" ვითარება უკვე სახიფათო იყო. მისი თქმით, გარშემო სახლები იბომბებოდა და მხოლოდ მაშინ იგრძნეს თავი უსაფრთხოდ, როდესაც ქალაქი მთლიანად რუსმა სამხედროებმა დაიკავეს.

novayagazeta.ru-ს ბლოგერი იულია ლატინინა აქვეყნებს მოსაზრებას, თუ როგორ მზადდებოდა ომი:

"მე ომამდე არაღიარებულ რესპუბლიკაში ვიყავი და იქიდან დაბრუნებულმა ვთქვი, რომ კავკასიაში იქნება ომი და ის დაიწყება სამხრეთ ოსეთში..." - წერს ჟურნალისტი, რომელმაც რუსეთი გარკვეული მოსაზრებით დატოვა და განაცხადა, რომ საფრთხის გამო იქ ცხოვრებას ვეღარ გააგრძელებდა.

ბლოგში ლატინინა სამხრეთ ოსეთის ე.წ. ხელმძღვანელობას ბანდიტებად მოიხსენიებს, რომლებიც მისი თქმით, ქართულ მხარესთან ერთად კონტრაბანდით იკვებებოდნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა ეს შეაჩერა, მათ ისღა დარჩენოდათ რომ სანგრებში დამსხდარიყვნენ და რუსული ფულის გამო "ქართველი ფაშისტების" წინააღმდეგ ეომათ.

ლატიტინა წერს, რომ ცხინვალის რეგიონს ეკონომიკაში სრული გარღვევა ჰქონდა - ე.წ. რესპუბლიკაში არ მუშაობდა წყალსადენი, ფული პრაქტიკულად არ ტრიალებდა, რადგან როდესაც თავად დაჭირდა, 1000 რუბლის გადაცვლაც ვერ შეძლო.

"ერთ-ერთმა ოსმა ავნევისკენ მიმითითა და სიამაყით მითხრა, რომ ის იყო გეოპოლიტიკური ცენტრი, საიდანაც ამერიკაზე გამარჯვება დაიწყებოდა... აქეთ და იქით სოფლებსა და მის მოსახლეობას შორის განსხვავება ისეთი იყო, როგორც ღაზასა და თელ-ავივის მოსახლეობა შორის. სამხრეთ ოსეთს კორუფცია მართავდა, საქართველოს - კანონი და წესრიგი. სამხრეთ ოსეთში ადგილობრივებს უწევდათ მოქალაქეობაზე უარი ეთქვათ და საქართველოს საავადმყოფოებში ემკურნალათ. დაძაბულობა ჯერ კიდევ თვის დასაწყისში დაიწყო - რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა საქართველოს საზღვართან "ქართული აგრესიის" წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი წვრთები დაიწყეს.

3 აგვისტოს სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა მოსახლეობის ევაკუაციის ბრძანება გასცა. მათ ნაცვლად ქალაქში "მოხალისეები" შემოვიდნენ. გაურკვეველმა ჯგუფებმა დაიწყეს სროლა საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და ქართული სოფლების მიმართულებით, თუმცა შემდეგ რუსული მედია აქტიურად წერდა, რომ პირიქით, ქართული მხრიდან ისროდნენ...

ამის მაგალითი იყო ოსეთის ე.წ. ხელისუფლების განცხადება, რომ ქართველმა სამხედროებმა მიწასთან გაასწორეს ოსური სოფლები - დმენისი და ხეთაგუროვო, თუმცა როდესაც ჟურნალისტები იქ ჩავიდნენ, ნახეს რომ იქაურობისთვის ხელიც არავის უხლია. სამაგიეროდ, მიწასთან იყო გასწორებული მეზობლად მდებარე ქართული სოფელი - ნული... ეს იყო კლასიკური პროპაგანდა. ომის დასრულების შემდეგ დაიდო ტალიავინის დასკვნა. კითხვაზე, ვინ დაიწყო ომი, მან უპასუხა, რომ ქართველების პოზიციიდან ომი დაიწყო რუსეთმა და რუსეთის პოზიციიდან - საქართველომ,"- წერს ლატინინა.

მისივე თქმით, ამ ომიდან ძალიან მალე ამერიკასა და რუსეთს შორის "გადატვირთვის პოლიტიკა" დაიწყო, რასაც დონბასი და ყირიმი მოჰყვა, თუმცა რუსეთი ამაზე არ გაჩერებულა...

"საქართველოს, უკრაინის, სირიისა და ამერიკაში "ჰიბრიდული ომის" შემდეგ, კრემლი ყოველთვის აკეთებდა "მოდუს ოპერანდი"-ს დემონსტრირებას, ანუ ყოველთვის უარყოფდა თავის პირდაპირ მონაწილეობას ნებისმიერ ომში და თავის ქმედებებს ყოველთვის მოხალისეებს მიაწერდა. ფაქტია, რომ გასდიოდა კიდეც.

საქმე ის არის, რომ მოგებული უმეტესწილად რუსეთი რჩებოდა. მაგალითად, სააკაშვილმა დაკარგა ძალაუფლება, ამომრჩეველმა მას წაგებული ომი არ აპატია, თუმცა ასეთ სიტუაციებში არც რუსეთი დარჩენილა მოგებული - მან დამატებითი პრობლემების გარდა, ვერაფერი მიიღო. ყირიმის ანექსიის შემდეგ, მან "ჰიბრიდული ომი" წამოიწყო, თუმცა ამან ქვეყანას გავლენების გაფართოება ან ქვეყნის ეკონომიკის ზრდა ვერ მოუტანა...

ერთი სიტყვით, უნდა დავფიქრდეთ, ღირს თუ არა ამდენი ბოროტების გაკეთება იმისთვის, რომ ასე ცოტა სარგებელი მიიღო," - წერს რუსი ბლოგერი.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ