რატომ გადაიფიქრა წლის წარმატებულმა აბიტურიენტმა სამედიცინოზე სწავლა?

რატომ გადაიფიქრა წლის წარმატებულმა აბიტურიენტმა სამედიცინოზე სწავლა?

mshoblebi.ge გთვაზობთ ვრცელ ინტერვიუს წლის გამორჩეულ აბიტურიენტთან, დევი ონიანთან, რომელსაც გამოცდების შედეგების გამოცხადების პირველივე დღიდან, ფაქტობრივად, მთელი საქართველო გულშემატკივრობდა. დევი სამედიცინო ფაკულტეტზე აპირებდა სწავლის გაგრძელებას და ბევრიც ელოდა, რომ ეს ნიჭიერი ადამიანი საუკეთესო ექიმად მოგვევლინებოდა, მაგრამ მან ექიმობა გადაიფიქრა.

- სანდიეგოს უნივერსიტეტიდან მომივიდა შემოთავაზება, სრულად მიფინანსებენ ქიმია-ბიოქიმიის ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. აქ აქვთ ფილიალი და ამიტომ მანდ გადავწყვიტე ჩაბარება. შესაბამისად, სამედიცნოზე აღარ ვისწავლი. ზოგადად, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები მაინტერესებდა სულ.

- მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შენი შედეგები, ბევრს აინტერესებს, რა დროს უთმობდი მეცადინეობას?

- მართალია, ბევრს ვსწავლობდი და ვმეცადინეობდი, მაგრამ დროს ისე ვანაწილებდი, რომ ყველაფრისთვის ვიცლიდი - გართობისთვისაც და დასვენებისთვისაც.

- როგორ შეაფასებ ქართულ საგანმანათლებლო სისტემას?

- რადგან მე თვითონ წარმატებით ჩავაბარე გამოცდები, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი წესრიგში გვაქვს. თუმცა, მე, პირადად, გამიმართლა, რომ კარგი მასწავლებლები შემხვდა. ბოლო წელს ვიყავი რეპეტიტორებთან, ცოდნა რომ შემეჯამებინა და მაქსიმალური ქულები მიმეღო, თორემ სკოლაში მიღებული ცოდნითაც ავიღებდი მაღალ ქულებს.

- რას ურჩევ მოსწავლეებს, მომავალ აბიტურიენტებს? განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ