სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
მოზაიკა
Faceამბები
საზოგადოება
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისრაელში საქართველოდან ეტლით ჩასულმა მამაკაცმა, აეროპორტში დაკავების შემდეგ "ფეხზე გაიარა"
ისრაელში საქართველოდან ეტლით ჩასულმა მამაკაცმა, აეროპორტში დაკავების შემდეგ "ფეხზე გაიარა"

ის­რა­ე­ლის მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი თელ ავივ­ში, ბენ გუ­რი­ო­ნის აერ­პორ­ტში მომ­ხდა­რი „სას­წა­უ­ლის“ შე­სა­ხებ წე­რენ. საქ­მე ეხე­ბა ინ­ცი­დენტს, რომ­ლის დრო­საც აე­რო­პორ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა სა­ეჭ­ვო პი­რე­ბი და­ა­კა­ვეს - ისი­ნი ის­რა­ელ­ში არა­ლე­გა­ლუ­რად შეს­ვლას ცდი­ლობ­დნენ. რო­გორც timesofisrael.com წერს, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან „დე­ი­და“ და დის­შვი­ლი“, რომ­ლე­ბიც ქვე­ყა­ნა­ში თით­ქოს­და გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო მკურ­ნა­ლო­ბის­თვის ჩა­ვიდ­ნენ.

38 წლის მა­მა­კა­ცი ის­რა­ელ­ში სა­ქარ­თვე­ლო­დან ჩაფ­რინ­და 40 წლის ქალ­თან ერ­თად, ეს უკა­ნას­კნე­ლი კი ირ­წმუ­ნე­ბო­და, რომ მისი დე­ი­და იყო. ახალ­გაზ­რდა კაცი ეტ­ლში იჯდა და აე­რო­პორ­ტის უსაფრ­თხო­ე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებს უთხრა, რომ ის­რა­ელ­ში სას­წრა­ფო ოპე­რა­ცი­ის­თვის ჩა­ვი­და, რად­გან შემ­თხვე­ვის შე­დე­გად პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლი იყო. აე­რო­პორ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ეჭვი შე­ი­ტა­ნეს სა­ქარ­თვე­ლო­დან ჩა­სულ მგზავ­რებ­ში, რად­გან მათ არ ჰქონ­დათ სას­ტუმ­როს ჯავ­შა­ნი, თუმ­ცა დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხა ჰქონ­დათ თან.

გა­მო­კი­თხვის დროს აღ­მოჩ­ნდა, რომ ამ ორმა პირ­მა ერ­თმა­ნე­თის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცო­და. „დე­ი­და“, რომ­ლის ქმა­რიც ის­რა­ელ­ში სა­მუ­შა­ოდ მყო­ფი აღ­მოჩ­ნდა, არა­ნა­ირ ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ფლობ­და „დის­შვი­ლის“ ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ. ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცის მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის შემ­დეგ კი, მე­სა­ზღვრე­ებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ მას ყვე­ლა­ფე­რი წაშ­ლი­ლი ჰქონ­და - ფო­ტო­ე­ბიც და კონ­ტაქ­ტე­ბიც.

რო­გორც timesofisrael.com იუ­წყე­ბა, სა­ი­მიგ­რა­ციო სამ­სა­ხურ­ში ეჭ­ვო­ბენ, რომ ქალი და მა­მა­კა­ცი სა­ქარ­თვე­ლო­ში და­უ­კავ­შირ­დნენ ერ­თმა­ნეთს იმ მიზ­ნით, რომ ის­რა­ელ­ში არა­ლე­გა­ლუ­რად შე­სუ­ლიყ­ვნენ.

ამ­ბის კულ­მი­ნა­ცია კი­დევ უფრო სა­ინ­ტე­რე­სოა - როცა ქა­ლის და მა­მა­კა­ცის სიც­რუე გა­მო­აშ­კა­რავ­და და აე­რო­პორ­ტის უსაფრ­თხო­ე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებს ისი­ნი აე­რო­პორ­ტის სა­კან­ში გა­დაჰ­ყავ­დათ, ეტ­ლში მჯდა­რი მა­მა­კა­ცი წა­მოდ­გა და თა­ვი­სი ფე­ხით გა­აგ­რძე­ლა გზა კი­ბე­ებ­ზე. timesofisrael.com ამის ამ­სახ­ველ ფო­ტო­საც ავ­რცე­ლებს.

გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ, არა­ლე­გა­ლუ­რად სა­ზღვრის კვე­თის მსურ­ვე­ლებს, ის­რა­ე­ლი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­პორ­ტა­ცია ელით.

ისრაელში საქართველოდან ეტლით ჩასულმა მამაკაცმა, აეროპორტში დაკავების შემდეგ "ფეხზე გაიარა"

ისრაელში საქართველოდან ეტლით ჩასულმა მამაკაცმა, აეროპორტში დაკავების შემდეგ "ფეხზე გაიარა"

ისრაელის მედიასაშუალებები თელ ავივში, ბენ გურიონის აერპორტში მომხდარი „სასწაულის“ შესახებ წერენ. საქმე ეხება ინციდენტს, რომლის დროსაც აეროპორტის თანამშრომლებმა საეჭვო პირები დააკავეს - ისინი ისრაელში არალეგალურად შესვლას ცდილობდნენ. როგორც timesofisrael.com წერს, დაკავებულები არიან „დეიდა“ და დისშვილი“, რომლებიც ქვეყანაში თითქოსდა გადაუდებელი სამედიცინო მკურნალობისთვის ჩავიდნენ.

38 წლის მამაკაცი ისრაელში საქართველოდან ჩაფრინდა 40 წლის ქალთან ერთად, ეს უკანასკნელი კი ირწმუნებოდა, რომ მისი დეიდა იყო. ახალგაზრდა კაცი ეტლში იჯდა და აეროპორტის უსაფრთხოების თანამშრომლებს უთხრა, რომ ისრაელში სასწრაფო ოპერაციისთვის ჩავიდა, რადგან შემთხვევის შედეგად პარალიზებული იყო. აეროპორტის თანამშრომლებმა ეჭვი შეიტანეს საქართველოდან ჩასულ მგზავრებში, რადგან მათ არ ჰქონდათ სასტუმროს ჯავშანი, თუმცა დიდი ოდენობით თანხა ჰქონდათ თან.

გამოკითხვის დროს აღმოჩნდა, რომ ამ ორმა პირმა ერთმანეთის შესახებ არაფერი იცოდა. „დეიდა“, რომლის ქმარიც ისრაელში სამუშაოდ მყოფი აღმოჩნდა, არანაირ ინფორმაციას არ ფლობდა „დისშვილის“ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ახალგაზრდა მამაკაცის მობილური ტელეფონის დათვალიერების შემდეგ კი, მესაზღვრეებმა აღმოაჩინეს, რომ მას ყველაფერი წაშლილი ჰქონდა - ფოტოებიც და კონტაქტებიც.

როგორც timesofisrael.com იუწყება, საიმიგრაციო სამსახურში ეჭვობენ, რომ ქალი და მამაკაცი საქართველოში დაუკავშირდნენ ერთმანეთს იმ მიზნით, რომ ისრაელში არალეგალურად შესულიყვნენ.

ამბის კულმინაცია კიდევ უფრო საინტერესოა - როცა ქალის და მამაკაცის სიცრუე გამოაშკარავდა და აეროპორტის უსაფრთხოების თანამშრომლებს ისინი აეროპორტის საკანში გადაჰყავდათ, ეტლში მჯდარი მამაკაცი წამოდგა და თავისი ფეხით გააგრძელა გზა კიბეებზე. timesofisrael.com ამის ამსახველ ფოტოსაც ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ინციდენტის შემდეგ, არალეგალურად საზღვრის კვეთის მსურველებს, ისრაელიდან საქართველოში დეპორტაცია ელით.

ქობულეთში, სახურავის შეკეთებისას მამა-შვილი ჩამოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა

მკვლელობა კასპში - ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილი ნოდარ ღუნაშვილი, მეტსახელად "კონტარაა"

თბილისში მე-16 სართულიდან ბიჭი გადმოვარდა და გარდაიცვალა