პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი მიქაძის VOISA "ბლექ სი არენაზე" წარმატებით შედგა
გიორგი მიქაძის VOISA "ბლექ სი არენაზე" წარმატებით შედგა

4 აგ­ვის­ტოს, „ბლექ სი არე­ნას“ სცე­ნა­ზე, „ჩექ ინ ჯორ­ჯი­ას“ ფარ­გლებ­ში, გა­ი­მარ­თა აშშ-ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი პი­ა­ნის­ტი­სა და კომ­პო­ზი­ტო­რის, გი­ორ­გი მი­ქა­ძის პრო­ექ­ტის VOISA ქარ­თუ­ლი პრე­მი­ე­რა, რომ­ლის ნო­ვა­ტო­რუ­ლი დად­გმა ბასა ფო­ცხიშ­ვილ­მა და მის­მა გუნ­დმა მო­ამ­ზა­დეს.

ქარ­თუ­ლი ფოლ­კი­სა და თა­ნა­მედ­რო­ვე მუ­სი­კა­ლუ­რი ჟან­რე­ბის სინ­თეზ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი სა­ხელ­მწი­ფო მნიშ­ვნე­ლო­ბი­საა, რად­გან მისი მი­ზა­ნია, ახ­ლე­ბუ­რი კუ­თხით გა­აც­ნოს ქარ­თუ­ლი მუ­სი­კა უცხო­ელ მსმე­ნელს და მისი შე­ფა­სე­ბა ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რებ­ლის­თვი­საც სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნდა.

შოუ ორ სა­ათ­ზე მეტ­ხანს გაგ­რძელ­და და გი­ორ­გი მი­ქა­ძის, ან­სამ­ბლ „ბა­სი­ა­ნის“ და ოლ სთარ ბენ­დის, მათ შო­რის ან­ტუ­ან კატ­სის, შა­ჰარ ელ­ნა­თა­ნის, ზაკ მა­ლინ­სის, ფერ­ნან­დო სა­ჩის და რონი ეი­თა­ნის და აშშ-ს ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო ჰიპ-ჰოპ არ­ტის­ტის, MC-ის, OK Player-ის არ­ტის­ტის რე­ი­დარ ელი­სის შეს­რუ­ლე­ბით, 14 კომ­პო­ზი­ცია გაჟ­ღერ­და, მეგ­რულ, სვა­ნურ და აფხა­ზურ მო­ტი­ვებ­ზე დაყ­რდნო­ბით. ღო­ნის­ძი­ე­ბის წამ­ყვა­ნი გახ­ლდათ ია სუ­ხი­ტაშ­ვი­ლი.

ყვე­ლა კომ­პო­ზი­ცი­ას სა­კუ­თა­რი სცე­ნოგ­რა­ფია შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ქარ­თუ­ლი რე­ა­ლო­ბის­თვის ძა­ლი­ან უცხო და სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნდა. ბასა ფო­ცხიშ­ვი­ლის გუნ­დმა სპე­ცი­ა­ლუ­რად „ვო­ი­სას­თვის“ შექ­მნა სხვა­დას­ხვა ტი­პის ეკ­რა­ნუ­ლი გა­ფორ­მე­ბა და სრუ­ლად გა­მო­ი­ყე­ნა არე­ნის ტექ­ნი­კუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი.

„VOISA“-ს პრე­ზენ­ტა­ცია ნიუ-იორ­კის ერთ-ერთ პრეს­ტი­ჟულ სა­კონ­ცერ­ტო სივ­რცე Shape Shifter Lab-ში 2016 წელს შედ­გა, ხოლო ის ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბას 2017 წლის 14 ივ­ნისს, პე­კი­ნის სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში წა­რუდ­გი­ნეს, 4 აგ­ვის­ტოს კი ქარ­თულ­მა პრო­ექ­ტმა შეკ­ვე­თილ­ში მდე­ბა­რე უდი­დე­სი არე­ნის სცე­ნა და­ი­კა­ვა.

გი­ორ­გი მი­ქა­ძის პრო­ექ­ტი ერთ-ერ­თია კონ­ცერ­ტე­ბის სე­რი­ი­დან, რო­მე­ლიც „ბლექ სი არე­ნა­ზე“ აგ­ვის­ტო­შია წარ­მოდ­გე­ნი­ლი, ბერკლის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რის, „ია­მა­ჰას“ პირ­ვე­ლი არ­ტის­ტი­სა და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი მუ­სი­კო­სის შემ­დეგ, 11 აგ­ვის­ტოს, „არე­ნა­ზე“ „შვიდ­კა­ცას“ 20 წლის იუ­ბი­ლე აღი­ნიშ­ნე­ბა, ან­სამ­ბლის სპე­ცი­ა­ლუ­რი სტუ­მა­რი კი იქ­ნე­ბა 8 „გრე­მის“ მფლო­ბე­ლი ამე­რი­კუ­ლი აკა­პე­ლა-ჯგუ­ფი Take 6.

ფოტო: Shermazana

გიორგი მიქაძის VOISA "ბლექ სი არენაზე" წარმატებით შედგა

გიორგი მიქაძის VOISA "ბლექ სი არენაზე" წარმატებით შედგა

4 აგვისტოს, „ბლექ სი არენას“ სცენაზე, „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში, გაიმართა აშშ-ში მოღვაწე ქართველი პიანისტისა და კომპოზიტორის, გიორგი მიქაძის პროექტის VOISA ქართული პრემიერა, რომლის ნოვატორული დადგმა ბასა ფოცხიშვილმა და მისმა გუნდმა მოამზადეს.

ქართული ფოლკისა და თანამედროვე მუსიკალური ჟანრების სინთეზზე დაფუძნებული პროექტი სახელმწიფო მნიშვნელობისაა, რადგან მისი მიზანია, ახლებური კუთხით გააცნოს ქართული მუსიკა უცხოელ მსმენელს და მისი შეფასება ქართველი მაყურებლისთვისაც საინტერესო აღმოჩნდა.

შოუ ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა და გიორგი მიქაძის, ანსამბლ „ბასიანის“ და ოლ სთარ ბენდის, მათ შორის ანტუან კატსის, შაჰარ ელნათანის, ზაკ მალინსის, ფერნანდო საჩის და რონი ეითანის და აშშ-ს ერთ-ერთი საუკეთესო ჰიპ-ჰოპ არტისტის, MC-ის, OK Player-ის არტისტის რეიდარ ელისის შესრულებით, 14 კომპოზიცია გაჟღერდა, მეგრულ, სვანურ და აფხაზურ მოტივებზე დაყრდნობით. ღონისძიების წამყვანი გახლდათ ია სუხიტაშვილი.

ყველა კომპოზიციას საკუთარი სცენოგრაფია შეესაბამებოდა, რომელიც შეიძლება ითქვას, ქართული რეალობისთვის ძალიან უცხო და საინტერესო აღმოჩნდა. ბასა ფოცხიშვილის გუნდმა სპეციალურად „ვოისასთვის“ შექმნა სხვადასხვა ტიპის ეკრანული გაფორმება და სრულად გამოიყენა არენის ტექნიკური შესაძლებლობები.

„VOISA“-ს პრეზენტაცია ნიუ-იორკის ერთ-ერთ პრესტიჟულ საკონცერტო სივრცე Shape Shifter Lab-ში 2016 წელს შედგა, ხოლო ის ფართო საზოგადოებას 2017 წლის 14 ივნისს, პეკინის საკონცერტო დარბაზში წარუდგინეს, 4 აგვისტოს კი ქართულმა პროექტმა შეკვეთილში მდებარე უდიდესი არენის სცენა დაიკავა.

გიორგი მიქაძის პროექტი ერთ-ერთია კონცერტების სერიიდან, რომელიც „ბლექ სი არენაზე“ აგვისტოშია წარმოდგენილი, ბერკლის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, „იამაჰას“ პირველი არტისტისა და წარმატებული ქართველი მუსიკოსის შემდეგ, 11 აგვისტოს, „არენაზე“ „შვიდკაცას“ 20 წლის იუბილე აღინიშნება, ანსამბლის სპეციალური სტუმარი კი იქნება 8 „გრემის“ მფლობელი ამერიკული აკაპელა-ჯგუფი Take 6.

ფოტო: Shermazana

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება