სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წვევამდელებს, რომლებსაც რელიგიური თუ სხვა მიზეზებით ჯარში წასვლა არ სურთ, 1-ელი იანვრიდან ალტერნატიულ სამსახურს შესთავაზებენ
წვევამდელებს, რომლებსაც რელიგიური თუ სხვა მიზეზებით ჯარში წასვლა არ სურთ, 1-ელი იანვრიდან ალტერნატიულ სამსახურს შესთავაზებენ

წვე­ვამ­დე­ლებს, რომ­ლებ­საც რე­ლი­გი­უ­რი თუ სხვა მი­ზე­ზე­ბით ჯარ­ში წას­ვლა არ სურთ, 1-ელი იან­ვრი­დან ალ­ტერ­ნა­ტი­ულ სამ­სა­ხურს შეს­თა­ვა­ზე­ბენ. ასეთ პი­რებს სამ­ხედ­რო-სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­სა­ხუ­რის მოხ­და სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხურ­ში შე­ეძ­ლე­ბათ. სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხურ­ში მოხ­ვდე­ბი­ან ის ადა­მი­ა­ნე­ბიც, ვი­საც სხვა­დას­ხვა რე­ლი­გი­უ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ მღვდელმსა­ხუ­რის წო­დე­ბა აქვს მი­ნი­ჭე­ბუ­ლი. თუმ­ცა რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა შალ­ვა ხუ­ციშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სამ­სა­ხუ­რის და­სა­წყე­ბად, წვე­ვამ­დე­ლის სურ­ვი­ლის გარ­და სხვა კრი­ტე­რი­უ­მე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა­ცაა სა­ჭი­რო.

„მო­ქა­ლა­ქეს უნდა ჰქონ­დეს სურ­ვი­ლი, რომ არ წა­ვი­დეს ჯარ­ში და მო­ი­ხა­დოს ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სამ­სა­ხუ­რი. აქ ასე­ვე არის გარ­კვე­უ­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის მო­ნა­ცე­მე­ბი, რო­მე­ლიც მო­ქა­ლა­ქემ უნდა და­აკ­მა­ყო­ფი­ლოს. ალ­ტერ­ნა­ტი­ულ სამ­სა­ხურ­ში მოხ­ვდე­ბი­ან ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც რე­ლი­გი­უ­რი თუ სხვა მი­ზე­ზე­ბით ჯარ­ში წას­ვლა არ უნ­დათ. ალ­ტერ­ნა­ტი­ულ სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურს იძუ­ლე­ბის ხა­სი­ა­თი არ ექ­ნე­ბა და წვე­ვამ­დე­ლის სურ­ვილ­ზე იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სამ­სა­ხუ­რი 1-ელი იან­ვრი­დან ამოქ­მედ­დე­ბა და მო­მა­ვა­ლი წლის გაწ­ვე­ვის და­წყე­ბის დროს, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა ეს ალ­ტერ­ნა­ტი­ვა. ჩვენ გვაქვს რამ­დე­ნი­მე თვე, რათა ვი­მუ­შა­ოთ იმ ქვეყ­ნის სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან ერ­თად, სა­დაც ეს მე­თო­დი წარ­მა­ტე­ბუ­ლად მოქ­მე­დებს“, - გა­ნა­ცხა­და შალ­ვა ხუ­ციშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

წვევამდელებს, რომლებსაც რელიგიური თუ სხვა მიზეზებით ჯარში წასვლა არ სურთ, 1-ელი იანვრიდან ალტერნატიულ სამსახურს შესთავაზებენ

წვევამდელებს, რომლებსაც რელიგიური თუ სხვა მიზეზებით ჯარში წასვლა არ სურთ, 1-ელი იანვრიდან ალტერნატიულ სამსახურს შესთავაზებენ

წვევამდელებს, რომლებსაც რელიგიური თუ სხვა მიზეზებით ჯარში წასვლა არ სურთ, 1-ელი იანვრიდან ალტერნატიულ სამსახურს შესთავაზებენ. ასეთ პირებს სამხედრო-სავალდებულო სამსახურის მოხდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შეეძლებათ. სურვილის შემთხვევაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მოხვდებიან ის ადამიანებიც, ვისაც სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციის მიერ მღვდელმსახურის წოდება აქვს მინიჭებული. თუმცა როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა შალვა ხუციშვილმა განუცხადა, ალტერნატიული სამსახურის დასაწყებად, წვევამდელის სურვილის გარდა სხვა კრიტერიუმების დაკმაყოფილებაცაა საჭირო.

„მოქალაქეს უნდა ჰქონდეს სურვილი, რომ არ წავიდეს ჯარში და მოიხადოს ალტერნატიული სამსახური. აქ ასევე არის გარკვეული ჯანმრთელობის მონაცემები, რომელიც მოქალაქემ უნდა დააკმაყოფილოს. ალტერნატიულ სამსახურში მოხვდებიან ის ადამიანები, ვისაც რელიგიური თუ სხვა მიზეზებით ჯარში წასვლა არ უნდათ. ალტერნატიულ სამხედრო სამსახურს იძულების ხასიათი არ ექნება და წვევამდელის სურვილზე იქნება დამოკიდებული. ალტერნატიული სამსახური 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება და მომავალი წლის გაწვევის დაწყების დროს, მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ეს ალტერნატივა. ჩვენ გვაქვს რამდენიმე თვე, რათა ვიმუშაოთ იმ ქვეყნის სპეციალისტებთან ერთად, სადაც ეს მეთოდი წარმატებულად მოქმედებს“, - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

"კლინიკაში შემოყვანილი 5 ჯარისკაციდან ერთს პნევმონია აქვს" - ლალი ტურძელაძე

გამთენიისას მარნეულში სამხედრო ტექნიკა შეიყვანეს

როგორ ებრძვიან კორონავირუსს NATO-ს სამხედრო ბაზაზე - რას ჰყვება ამერიკულ არმიაზე ქართველი ქალი სამხედრო