პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მე ვიყავი ერთადერთი პრეზიდენტი მსოფლიოში, ვინც ბრძოლის წინა ხაზზე დადიოდა... - აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით სააკაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს
მე ვიყავი ერთადერთი პრეზიდენტი მსოფლიოში, ვინც ბრძოლის წინა ხაზზე დადიოდა... - აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით სააკაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, რუ­სე­თი, მათ შო­რის ქარ­თვე­ლე­ბის ნა­წი­ლის ხე­ლით, ავ­რცე­ლებ­და ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ 2008 წელს სა­ქარ­თვე­ლოს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ გა­მო­ი­ჩი­ნა სიმ­ხდა­ლე. ამის შე­სა­ხებ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა აგ­ვის­ტოს ომის 10 წლის­თავ­თან და­კავ­ში­რე­ბით „ფე­ის­ბუქ­ში“ გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც სა­ა­კაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, მან ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა, რომ 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის დროს სა­ქარ­თვე­ლო და­ეც­ვა.

„კი­დევ ერთი მითი, რო­მელ­საც რუ­სე­თი, მათ შო­რის ქარ­თვე­ლე­ბის ნა­წი­ლის ხე­ლით ავ­რცე­ლებ­და, არის ის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ გა­მო­ი­ჩი­ნა სიმ­ხდა­ლე, რომ ჩვენ რა­ღა­ცის შეგ­ვე­შინ­და. უხერ­ხუ­ლია, რომ ამა­ზე მიხ­დე­ბა ლა­პა­რა­კი, მაგ­რამ მინ­და, შე­გახ­სე­ნოთ, რო­დე­საც სარ­კო­ზიმ მი­თხრა, რომ თუ არ მო­ვა­წერ­დი ხელს იმ პუნ­ქტებს, რო­მე­ლიც რუ­სეთ­მა შე­მოგ­ვთა­ვა­ზა, რომ­ლი­თაც ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის სტა­ტუ­სი სა­ერ­თა­შო­რი­სო ხდე­ბო­და ღია გან­ხილ­ვის სა­გა­ნი, მა­შინ მე მე­ო­რე დღეს­ვე მომ­კლავ­დნენ, მა­შინ მე მას ვუ­თხა­რი - მე მირ­ჩევ­ნია, რომ მომ­კლან, ვიდ­რე ხელი მო­ვა­წე­რო ქარ­თუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის და­ქუც­მა­ცე­ბას, ამა­ზე რომ მო­მე­წე­რა ხელი, ახლა ივა­ნიშ­ვი­ლი მე გა­და­მაბ­რა­ლებ­და და დიდი ხა­ნია, დათ­მო­ბი­ლი ექ­ნე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბი.

მთავ­რო­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვად ძა­ლი­ან მაგ­რად ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­და, ტყუ­ი­ლია ის, რომ „წი­თელ ხიდ­ზე“ რა­ღაც რიგი დად­გა, ეს არის რუ­სუ­ლი კლი­შე და პრო­პა­გან­და, რო­მელ­საც იმე­ო­რე­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს მტრე­ბი, ეს არის სიც­რუე. ატ­რი­ა­ლე­ბენ კად­რებს, რო­დე­საც დაც­ვა მახ­ტე­ბა თავ­ზე, რო­დე­საც წინა ხაზ­ზე ვარ და რუ­სუ­ლი თვითმფრი­ნა­ვე­ბი ქვე­მოთ დაფ­რი­ნა­ვენ. რო­მე­ლი პრე­ზი­დენ­ტი და­დის ბრძო­ლის წინა ხაზ­ზე? მე ვი­ყა­ვი ერ­თა­დერ­თი მსოფ­ლი­ო­ში, ვინც ამას აკე­თებ­და - ეს არის სიმ­ხდა­ლის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა თუ პი­რი­ქით? მოდი, ერ­თმა­ნეთს ჩავ­ხე­დოთ თვა­ლებ­ში და ვთქვათ, მე ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თე, რომ ჩემი სამ­შობ­ლო და­მეც­ვა. სამ­წუ­ხა­როდ, რო­დე­საც რუ­სებ­მა თა­ვი­სი ვა­სა­ლი გა­მო­აგ­ზავ­ნეს და მისი ხე­ლით და­მი­წყეს დევ­ნა, მე ძა­ლი­ან ცოტა ხალ­ხმა და­მიც­ვა, მაგ­რამ ესეც სწორ­დე­ბა და სი­ტუ­ა­ცია იც­ვლე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ივა­ნიშ­ვილ­მა არამ­ხო­ლოდ მოხ­სნა სა­ქარ­თვე­ლო სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ხილ­ვის დღის წეს­რი­გი­დან, არა­მედ სა­ერ­თოდ აღარ ახ­სე­ნებს იმ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას, რო­მელ­საც მის­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მი­აღ­წია სარ­კო­ზის შუ­ა­მავ­ლო­ბით.

„სა­ბო­ლოო ჯამ­ში ტექ­სტი ნორ­მა­ლუ­რი იყო ევ­რო­კავ­ში­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­რან­ტი­ე­ბით, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც რუ­სეთ­მა აიღო ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, გა­იყ­ვა­ნოს თა­ვი­სი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ი­დან.

ახლა ივა­ნიშ­ვი­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტად სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს აყე­ნებს, ადა­მი­ანს, რო­მელ­მაც და­ა­და­ნა­შა­უ­ლა სა­ქარ­თვე­ლო ზუს­ტად გრა­ჩო­ვის სტილ­ში, რომ ჩვენ დავ­ბომ­ბეთ წი­თე­ლუ­ბა­ნი თვითმფრი­ნა­ვე­ბით, რომ­ლე­ბიც არ გვყავ­და - სუ 24-ებით, ჩვენ თვი­თონ მო­ვუ­წყეთ ჩვენს თავს პრო­ვო­კა­ცია, ჩვენ თვი­თონ და­ვი­წყეთ ომი, ამა­ზე წიგ­ნიც და­წე­რა - ერთი სი­ტყვით, მთლი­ა­ნად რუ­სუ­ლი თა­მა­ში მი­დის. მაგ­რამ ქარ­თვე­ლი ხალ­ხი ამ­ჯე­რად ბევ­რად უფრო გა­მოც­დი­ლია და ის ამას არ მი­ი­ღებს. სა­ქარ­თვე­ლო აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა მთლი­ა­ნი, აუ­ცი­ლებ­ლად მშვი­დო­ბი­ა­ნად და­იბ­რუ­ნებს კონ­ტროლს ჩვენს ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე, აუ­ცი­ლებ­ლად გაძ­ლი­ერ­დე­ბა და ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. ეს არის ჩვე­ნი მო­ვა­ლე­ო­ბა გი­ორ­გი ან­წუ­ხე­ლი­ძი­სა და სხვა გმი­რე­ბის წი­ნა­შე, ეს არის ჩვე­ნი მთა­ვა­რი მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი ძალა და ჩვენ ამას მო­სახ­ლე­ო­ბას­თან ერ­თად მი­ვაღ­წევთ“, - გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

მე ვიყავი ერთადერთი პრეზიდენტი მსოფლიოში, ვინც ბრძოლის წინა ხაზზე დადიოდა... - აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით სააკაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს

მე ვიყავი ერთადერთი პრეზიდენტი მსოფლიოში, ვინც ბრძოლის წინა ხაზზე დადიოდა... - აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით სააკაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, რუსეთი, მათ შორის ქართველების ნაწილის ხელით, ავრცელებდა ცრუ ინფორმაციას, რომ 2008 წელს საქართველოს ხელმძღვანელობამ გამოიჩინა სიმხდალე. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით „ფეისბუქში“ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მან ყველაფერი გააკეთა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველო დაეცვა.

„კიდევ ერთი მითი, რომელსაც რუსეთი, მათ შორის ქართველების ნაწილის ხელით ავრცელებდა, არის ის, რომ საქართველოს ხელმძღვანელობამ გამოიჩინა სიმხდალე, რომ ჩვენ რაღაცის შეგვეშინდა. უხერხულია, რომ ამაზე მიხდება ლაპარაკი, მაგრამ მინდა, შეგახსენოთ, როდესაც სარკოზიმ მითხრა, რომ თუ არ მოვაწერდი ხელს იმ პუნქტებს, რომელიც რუსეთმა შემოგვთავაზა, რომლითაც ჩვენი ტერიტორიების სტატუსი საერთაშორისო ხდებოდა ღია განხილვის საგანი, მაშინ მე მეორე დღესვე მომკლავდნენ, მაშინ მე მას ვუთხარი - მე მირჩევნია, რომ მომკლან, ვიდრე ხელი მოვაწერო ქართული ტერიტორიების დაქუცმაცებას, ამაზე რომ მომეწერა ხელი, ახლა ივანიშვილი მე გადამაბრალებდა და დიდი ხანია, დათმობილი ექნებოდა საქართველოს ტერიტორიები.

მთავრობა, ფაქტობრივად ძალიან მაგრად ფუნქციონირებდა, ტყუილია ის, რომ „წითელ ხიდზე“ რაღაც რიგი დადგა, ეს არის რუსული კლიშე და პროპაგანდა, რომელსაც იმეორებენ საქართველოს მტრები, ეს არის სიცრუე. ატრიალებენ კადრებს, როდესაც დაცვა მახტება თავზე, როდესაც წინა ხაზზე ვარ და რუსული თვითმფრინავები ქვემოთ დაფრინავენ. რომელი პრეზიდენტი დადის ბრძოლის წინა ხაზზე? მე ვიყავი ერთადერთი მსოფლიოში, ვინც ამას აკეთებდა - ეს არის სიმხდალის გამოხატულება თუ პირიქით? მოდი, ერთმანეთს ჩავხედოთ თვალებში და ვთქვათ, მე ყველაფერი გავაკეთე, რომ ჩემი სამშობლო დამეცვა. სამწუხაროდ, როდესაც რუსებმა თავისი ვასალი გამოაგზავნეს და მისი ხელით დამიწყეს დევნა, მე ძალიან ცოტა ხალხმა დამიცვა, მაგრამ ესეც სწორდება და სიტუაცია იცვლება“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ივანიშვილმა არამხოლოდ მოხსნა საქართველო საერთაშორისო განხილვის დღის წესრიგიდან, არამედ საერთოდ აღარ ახსენებს იმ ხელშეკრულებას, რომელსაც მისმა ხელისუფლებამ მიაღწია სარკოზის შუამავლობით.

„საბოლოო ჯამში ტექსტი ნორმალური იყო ევროკავშირის საერთაშორისო გარანტიებით, რომლის თანახმადაც რუსეთმა აიღო ვალდებულება, გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიიდან.

ახლა ივანიშვილი საპრეზიდენტო კანდიდატად სალომე ზურაბიშვილს აყენებს, ადამიანს, რომელმაც დაადანაშაულა საქართველო ზუსტად გრაჩოვის სტილში, რომ ჩვენ დავბომბეთ წითელუბანი თვითმფრინავებით, რომლებიც არ გვყავდა - სუ 24-ებით, ჩვენ თვითონ მოვუწყეთ ჩვენს თავს პროვოკაცია, ჩვენ თვითონ დავიწყეთ ომი, ამაზე წიგნიც დაწერა - ერთი სიტყვით, მთლიანად რუსული თამაში მიდის. მაგრამ ქართველი ხალხი ამჯერად ბევრად უფრო გამოცდილია და ის ამას არ მიიღებს. საქართველო აუცილებლად იქნება მთლიანი, აუცილებლად მშვიდობიანად დაიბრუნებს კონტროლს ჩვენს ტერიტორიებზე, აუცილებლად გაძლიერდება და ძალიან წარმატებული იქნება. ეს არის ჩვენი მოვალეობა გიორგი ანწუხელიძისა და სხვა გმირების წინაშე, ეს არის ჩვენი მთავარი მამოძრავებელი ძალა და ჩვენ ამას მოსახლეობასთან ერთად მივაღწევთ“, - განაცხადა სააკაშვილმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები