ტყიბულის შახტში მომხდარ ერთ-ერთ შემთხვევასთან დაკავშირებით ოთხი პირია დაკავებული, ორი კი პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფება. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ტყიბულიდან იტყობინება, დაკავებულთა შორის არიან შახტის ადმინისტრაციისა და ცვლის ხელმძღვანელები. ისინი ტყიბულის პოლიციიდან ქუთაიში გადაიყვანეს.
ამ დროისთვის პოლიციასთან დაკავებულების ოჯახის წევრები და ახლობლები იმყოფებიან. აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი იგეგმება. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით კი, რამდენიმე პირის დაკავება ტყიბულის შახტში ბოლოს მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას არ უკავშირდება და საუბარია შახტში რამდენიმე თვის წინ მომხდარ აფეთქებაზე, რომელსაც ასევე მსხვერპლი მოჰყვა.