ავტორი:

"პირში სული თქვენი დახმარებით მიდგას... მაგრამ ამას ვერ შევეგუები" - კობა დავითაშვილი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს

"პირში სული თქვენი დახმარებით მიდგას... მაგრამ ამას ვერ შევეგუები" - კობა დავითაშვილი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს

ყოფილი დეპუტატის კობა დავითაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლო მარიხუანას მოხმარებაზე სანქციების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილის გარეშე ვერ მიიღებდა.

აღნიშნული განცხადება მან „მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის” წევრებთან, სოსო მანჯავიძესთან, ირაკლი აბაშიძესთან და ზურაბ მახარაძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა, სადაც მან საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლში შესატანი ცვლილებებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმების მოთხოვნებზე ისაუბრა.

კობა დავითაშვილის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმების ინიციატივა 2012 წელსაც ჰქონდა, რის შესახებაც ბიძინა ივანიშვილს ესაუბრა და განუცხადა, რომ ქვეყანას სასამართლო რეფორმა სჭირდება. ამასთან, კობა დავითაშვილმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქცია რაიონულმა სასამართლოებმა უნდა შეასრულოს.

„ჩვენ უნდა გადავიდეთ ანგლო-ამერიკულ სამართლის სისტემაზე, საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქცია ყველა რაიონულმა მოსამართლემ უნდა შეითავსოს, როგორც ეს არის აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, კანადაში, ავსტრალიაში. მეტიც, მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში საკონსტიტუციო სასამართლო არ არსებობს და ეს აღნიშნულ ქვეყნებში კონსტიტუციურ წესრიგს ხელს არ უშლის. ირანში არსებობს საკონსტიტუციო სასამართლო, თუმცა დიდ ბრიტანეთში არა და დიდი ბრიტანეთის სასამართლო ადამიანის უფლებების უფრო მაღალ სტანდარტს უზრუნველყოფს, ვიდრე ირანის მოქმედი საკონსტიტუციო სასამართლო - ეს იმ ადამიანების საყურადღებოდ, ვინც ინგლისში მღვდელმსახურებას ეწევიან და იქიდან გვიქადაგებენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმება თალიბანი და სიბნელე ყოფილა”,- განაცხადა კობა დავითაშვილმა.

მან პრესკონფერენციაზე პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილსაც მიმართა, გაწეული ფინანსური დახმარებისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და სთხოვა, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ერთად შეცვალონ.

“ბატონო ბიძინა, ჩვენ ერთმანეთს 18 წელია ვიცნობთ და დიდი ხნის ურთიერთობა გვაქვს. მე რომ 2012 წელს პოლიტიკაში დავრჩი, ეს იმის დამსახურებაა, რომ თქვენ წლების მანძილზე ფინანსურად მეხმარებოდით მე და ჩემს ოჯახს. დღეს, როდესაც მეორე ჯგუფის ინვალიდი ვარ, პირში სული თქვენი დახმარებით მიდგას, რადგან თქვენ შუამდგომლობა რომ არ გაგეწიათ, ენერგოკომპანიაში მრჩევლის თანამდებობაზე სამსახურს ვერ ვიშოვნიდი და 4 000 ლარი ხელფასი არ მექნებოდა და ვერ შევიძენდი მედიკამენტს, რომელიც მუდმივად უნდა მივიღო.

ამისთვის ძალიან დიდ მადლობას გიხდით, თუმცა ჩემი ქვეყნის ნარკოლიბერიზაციის, აზარტული თამაშების, პროსტიტუციისა და ლგბტ ლიბერალიზაციის ცენტრად ქცევას მე ვერ შევეგუები და ეს არც სამსახურად და ხელფასაც არ მიღის, არც ასეთი ოჯახი არ მინდა, არც ცოლი და არც შვილები. მე ამ საკითხზე ბოლომდე ვიბრძოლებ”,- განაცხადა კობა დავითაშვილმა.

რაც შეეხება ცვლილებებს, რომლებიც საინიციატივო ჯგუფმა მოითხოვა, საკონსიტიტუციო სასამართლოს გაუქმებასთან ერთად, ის კონსტიტუციის მე-12 მუხლში, გულისხმობს ისეთ ცვლილებებს, მათ შორის, როგორიც ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება, გასაღება და დამზადებაა.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მარიხუანას მოხმარებაზე სანქციები გაუქმდა.

"გამარჯობა, საქართველო“ - ქართულად მისალმება და ემოციური სიტყვები, რომელსაც საქართველოში მყოფი ლიეტუვის პრეზიდენტი აქვეყნებს (ფოტოები)

"ნიკა მელია, რომელიც შეიძლებოდა მის დაპატიმრებამდე ჩაგვეთვალა, რომ პერსპექტიული პოლიტიკოსი იყო, დღეს დასრულებულია" - თეა წულუკიანი

"ჩამოვიდეს და შემხვდეს, მერე გადაიღეთ, ბოდიშებს მომიხდის თუ არა - რომ გარბიხარ და ისე მელაპარაკები, ლენინი ხარ ფინეთში?!" - მეუფე იაკობი სააკაშვილზე