სამართალი
Faceამბები
პოლიტიკა

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავტომობილების "ბოლვაც" ლეგალიზებულია?! - რა ხრიკებს მიმართავენ მძღოლები ტექინსპექტირების გასავლელად
ავტომობილების "ბოლვაც" ლეგალიზებულია?! - რა ხრიკებს მიმართავენ მძღოლები ტექინსპექტირების გასავლელად

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 2018 წლის 1-ლი იან­ვრი­დან პე­რი­ო­დუ­ლი ტექ­ნი­კური ინ­სპექ­ტი­რე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო­ გახ­და სატ­ვირ­თო და სამ­გზავ­რო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის­თვის, გზებ­ზე ბევ­რი ისე­თი­ ტრან­სპორ­ტი მოძ­რა­ობს, რო­მე­ლიც ისე ბო­ლავს, რომ ყვე­ლა­ფერს შავ კვამლში ხვევს. არც არის გა­საკ­ვი­რი, სა­ქარ­თვე­ლოს მთე­ლი ავ­ტო­პარ­კის თით­ქმის ნა­ხე­ვა­რი - 46%, 20 წელ­ზე მეტი ხნი­საა.

ვაჟა იორ­და­ნიშ­ვი­ლი, ავტო­მო­ბი­ლე­ბის ინ­სპექ­ტი­რე­ბის ორ­გა­ნო­ე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე: "ტე­ქინ­სპექ­ტი­რე­ბის რე­ფორ­მის ამოქ­მე­დე­ბი­სას ხელი­სუფ­ლე­ბამ გარ­კვე­ულ­წი­ლად ლო­ი­ა­ლუ­რი მიდ­გო­მე­ბი აირ­ჩია­ და მსოფ­ლი­ო­ში მი­ღე­ბუ­ლი სტან­დარ­ტე­ბი ტექ­ნი­კუ­რი პა­რა­მეტ­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით დას­წია. შე­დე­გად, ტრან­სპორ­ტი შე­მოწ­მე­ბი­სას შე­საძ­ლოა ამ სტან­დარ­ტებს აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს, მაგ­რამ მისი გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას შე­სამ­ჩნე­ვი იყოს მცი­რე ბოლ­ვა. გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე შემ­თხვე­ვე­ბი გვაქვს დი­ზე­ლისძრა­ვი­ან ავ­ტო­მო­ბი­ლებ­ში და მათ­თვის ძრა­ვის ბოლ­ვის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი 3-მდე გა­ნი­სა­ზღვრა. რა თქმა უნდა, არ­სე­ბუ­ლი სტან­დარ­ტი­თაც კი, ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბას ვერ გა­დი­ან ის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი, რო­მელ­თა ძრა­ვაც მძი­მე ჭვარტლსა და ლი­თო­ნებს გა­მო­ყოფს, მათ ახარ­ვე­ზე­ბენ და ხარ­ვე­ზის გა­მოს­წო­რე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ას აძ­ლე­ვენ.

მაგ­რამ თავს კი­დევ ერთი პრობ­ლე­მა იჩენს, კერ­ძოდ, კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტე­ბიც გვაქვს და ვი­დე­ო­მა­სა­ლაც, როცა ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა ინსპ­ექ­ტი­რე­ბის ცენ­ტრში ვერ აკ­მაყ­ოფი­ლებს მო­თხოვ­ნებს - მისი გა­მო­ნა­ბოლ­ქვის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი რამ­დენ­ჯერ­მე აჭარ­ბებს და­საშ­ვებ ნორ­მას, შემ­დეგ იგი­ვე სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში კვლავ შე­მო­დის ცენ­ტრში და იმა­ვე გამ­ზომ ხელ­სა­წყო­ზე შე­მოწ­მე­ბი­სას პა­რა­მეტ­რე­ბი უკვე ნორ­მა­შია. მა­გა­ლი­თად, ერთ შემ­თხვე­ვა­ში ავ­ტო­მო­ბი­ლის პირ­ვე­ლა­დი ინ­სპექ­ტი­რე­ბი­სას 7,5 იყო გა­მო­ნა­ბოლ­ქვის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი, გან­მე­ო­რე­ბით ინ­სპექ­ტი­რე­ბის დროს კი ხელ­სა­წყომ 0,7 აჩ­ვე­ნა. საწ­ვა­ვი და სა­ცხებ-სა­პო­ხი მა­სა­ლე­ბიც რომ შეც­ვა­ლოს მძღოლ­მა, ამ­გვარ შე­დეგს მა­ინც ვერ მი­ი­ღებს. ვვა­რა­უ­დობთ, რომ მძღო­ლე­ბი მა­ნი­პუ­ლა­ცი­ებს მი­მარ­თა­ვენ. ერთ-ერ­თმა მძღოლ­მა ისიც მი­თხრა, რომ ტე­ქინ­სპექ­ტი­რე­ბამ­დე ცოტა ხნით ადრე მა­ყუჩ­ზე ას­მი­ლი­ლიტ­რი­ან პო­ლი­ე­თი­ლე­ნის ბოთლს ამაგ­რე­ბენ და ძრა­ვას რამ­დე­ნი­მე წუთს მა­ღალ ბრუნ­ზე ამუ­შა­ვე­ბენ, რაც ასე­ვე "კარგ" შე­დეგს იძ­ლე­ვა ინ­სპექ­ტი­რე­ბი­სას. არა­და, ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ტექ­ნი­კუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბა ელექტრო­ნუ­ლი სის­ტე­მით ხდე­ბა და პერ­სო­ნა­ლი გამ­ზო­მი ხელ­სა­წყოს მო­ნა­ცე­მებ­ში ვერ ერე­ვა. მოკ­ლედ, იმის ნაც­ვლად, და­ხარ­ვე­ზე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღო­ლებ­მა მან­ქა­ნის ში­გაწ­ვის ძრა­ვა მო­ა­წეს­რი­გონ, რაც ნამ­დვი­ლად არ არის იაფი, ათას­გვარ ხრიკს მი­მარ­თა­ვენ, რომ გა­ი­ა­რონ ტე­ქინ­სპექ­ტი­რე­ბა.

რო­გორც ჩანს, არ არის საკ­მა­რი­სი ერთჯე­რა­დი ინ­სპექ­ტი­რე­ბა და ასე­თი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის მუდ­მი­ვი მო­ნი­ტო­რინ­გია სა­ჭი­რო, მათ შო­რის, სა­პატ­რუ­ლო ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით; ან შე­საძ­ლე­ბე­ლია გზებ­ზე და­იდ­გას ინ­დი­კა­ტო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­მო­ნა­ბოლ­ქვის მაჩ­ვე­ნებ­ლებს ზო­მა­ვენ, ასეთ ავ­ტო­მო­ბი­ლებს ფო­ტოს უღე­ბენ და აფიქ­სი­რე­ბენ. უნდა გა­და­ვი­დეთ სხვა ტი­პის, შე­და­რე­ბით მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­ურ ად­მი­ნის­ტრი­რე­ბა­ზე. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

ავტომობილების "ბოლვაც" ლეგალიზებულია?! - რა ხრიკებს მიმართავენ მძღოლები ტექინსპექტირების გასავლელად

ავტომობილების "ბოლვაც" ლეგალიზებულია?! - რა ხრიკებს მიმართავენ მძღოლები ტექინსპექტირების გასავლელად

მიუხედავად იმისა, რომ 2018 წლის 1-ლი იანვრიდან პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება სავალდებულო გახდა სატვირთო და სამგზავრო ავტომობილებისთვის, გზებზე ბევრი ისეთი ტრანსპორტი მოძრაობს, რომელიც ისე ბოლავს, რომ ყველაფერს შავ კვამლში ხვევს. არც არის გასაკვირი, საქართველოს მთელი ავტოპარკის თითქმის ნახევარი - 46%, 20 წელზე მეტი ხნისაა.

ვაჟა იორდანიშვილი, ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის თავმჯდომარე: "ტექინსპექტირების რეფორმის ამოქმედებისას ხელისუფლებამ გარკვეულწილად ლოიალური მიდგომები აირჩია და მსოფლიოში მიღებული სტანდარტები ტექნიკური პარამეტრების თვალსაზრისით დასწია. შედეგად, ტრანსპორტი შემოწმებისას შესაძლოა ამ სტანდარტებს აკმაყოფილებდეს, მაგრამ მისი გადაადგილებისას შესამჩნევი იყოს მცირე ბოლვა. განსაკუთრებით მძიმე შემთხვევები გვაქვს დიზელისძრავიან ავტომობილებში და მათთვის ძრავის ბოლვის კოეფიციენტი 3-მდე განისაზღვრა. რა თქმა უნდა, არსებული სტანდარტითაც კი, ტექდათვალიერებას ვერ გადიან ის ავტომობილები, რომელთა ძრავაც მძიმე ჭვარტლსა და ლითონებს გამოყოფს, მათ ახარვეზებენ და ხარვეზის გამოსწორების რეკომენდაციას აძლევენ.

მაგრამ თავს კიდევ ერთი პრობლემა იჩენს, კერძოდ, კონკრეტული ფაქტებიც გვაქვს და ვიდეომასალაც, როცა ავტოსატრანსპორტო საშუალება ინსპექტირების ცენტრში ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს - მისი გამონაბოლქვის კოეფიციენტი რამდენჯერმე აჭარბებს დასაშვებ ნორმას, შემდეგ იგივე სატრანსპორტო საშუალება რამდენიმე საათში კვლავ შემოდის ცენტრში და იმავე გამზომ ხელსაწყოზე შემოწმებისას პარამეტრები უკვე ნორმაშია. მაგალითად, ერთ შემთხვევაში ავტომობილის პირველადი ინსპექტირებისას 7,5 იყო გამონაბოლქვის კოეფიციენტი, განმეორებით ინსპექტირების დროს კი ხელსაწყომ 0,7 აჩვენა. საწვავი და საცხებ-საპოხი მასალებიც რომ შეცვალოს მძღოლმა, ამგვარ შედეგს მაინც ვერ მიიღებს. ვვარაუდობთ, რომ მძღოლები მანიპულაციებს მიმართავენ. ერთ-ერთმა მძღოლმა ისიც მითხრა, რომ ტექინსპექტირებამდე ცოტა ხნით ადრე მაყუჩზე ასმილილიტრიან პოლიეთილენის ბოთლს ამაგრებენ და ძრავას რამდენიმე წუთს მაღალ ბრუნზე ამუშავებენ, რაც ასევე "კარგ" შედეგს იძლევა ინსპექტირებისას. არადა, ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირება ელექტრონული სისტემით ხდება და პერსონალი გამზომი ხელსაწყოს მონაცემებში ვერ ერევა. მოკლედ, იმის ნაცვლად, დახარვეზებული ავტომობილის მძღოლებმა მანქანის შიგაწვის ძრავა მოაწესრიგონ, რაც ნამდვილად არ არის იაფი, ათასგვარ ხრიკს მიმართავენ, რომ გაიარონ ტექინსპექტირება.

როგორც ჩანს, არ არის საკმარისი ერთჯერადი ინსპექტირება და ასეთი ავტომობილების მუდმივი მონიტორინგია საჭირო, მათ შორის, საპატრულო ვიდეოკამერების მეშვეობით; ან შესაძლებელია გზებზე დაიდგას ინდიკატორები, რომლებიც გამონაბოლქვის მაჩვენებლებს ზომავენ, ასეთ ავტომობილებს ფოტოს უღებენ და აფიქსირებენ. უნდა გადავიდეთ სხვა ტიპის, შედარებით მაღალტექნოლოგიურ ადმინისტრირებაზე. განაგრძეთ კითხვა

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ