მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დღის ფოტო "ფეისბუქიდან": რაიან და ლორა სმიტების საჩუქარი...
დღის ფოტო "ფეისბუქიდან": რაიან და ლორა სმიტების საჩუქარი...

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის სა­ბიბ­ლი­ო­თე­კო რე­სურ­სე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რი ლე­ვან თაქთა­ქიშ­ვი­ლი, ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზე ღუ­დუ­შა­უ­რის კლი­ნი­კა­ში გა­და­ღე­ბულ ფო­ტოს ავ­რცე­ლებს. ფო­ტოს, რო­მელ­ზეც სა­მე­დი­ცი­ნო ეტ­ლია ასა­ხუ­ლი, უამ­რა­ვი კო­მენ­ტა­რი და გა­ზი­ა­რე­ბა აქვს.

თაქთა­ქიშ­ვილ­მა ფო­ტოს ასე­თი მი­ნა­წე­რი გა­უ­კე­თა: "ღუ­დუ­შა­უ­რის კლი­ნი­კა­ში ვი­ყა­ვი... რომ გა­მოვ­დი­ო­დი, ამ სა­ვარ­ძლით ქალი შე­მო­იყ­ვა­ნეს. ნა­ხეთ სა­ვარ­ძელს რა ეწე­რა..."

ცნო­ბი­ლია, რომ ხა­დას ხე­ო­ბა­ში მოკ­ლუ­ლი ამე­რი­კე­ლი წყვი­ლი ლორა და რა­ი­ან სმი­ტე­ბი ქველ­მოქ­მე­დე­ბით იყ­ვნენ და­კა­ვე­ბულ­ნი. რა­ი­ან სმი­ტი აქ­ტი­უ­რი სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი იყო და მარ­ნე­ულ­ში სკვე­რის გა­კე­თე­ბის იდე­აც ჰქონ­და, მარ­ნე­უ­ლე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ამე­რი­კე­ლი წყვი­ლი ად­გი­ლობ­რი­ვებს ძა­ლი­ან ეხ­მა­რე­ბოდა. მარ­ნე­უ­ლე­ლე­ბის თქმით, ცოლ-ქმა­რი აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლად გა­მარ­თუ­ლად სა­უბ­რობ­და, რაც მათ ად­გი­ლობ­რივ მცხოვ­რებ­ლებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში ეხ­მა­რე­ბო­და.

წა­ი­კი­თხეთ: რო­გორ გლო­ვო­ბენ მარ­ნე­ულ­ში მცხოვ­რე­ბი აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბი სმი­ტებს

სმი­ტე­ბი მარ­ნე­ულ­ში ხა­ლი­ჩე­ბის ბიზ­ნე­სით იყ­ვნენ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი. რა­ი­ან სმი­ტი მარ­ნე­ულ­ში მცხოვ­რებ ეთ­ნი­კურ აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლებს ტრა­დი­ცი­ულ ნა­ცი­ო­ნა­ლურ ხა­ლი­ჩებს აქ­სო­ვი­ნებ­და და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში აგ­ზავ­ნი­და სა­რე­ა­ლი­ზა­ცი­ოდ.

43 წლის რა­ი­ან და 42 წლის ლორა სმი­ტე­ბი, 4 წლის ვაჟ­თან კა­ი­ლებ­თან ერ­თად ხა­დას ხე­ო­ბა­ში მოკ­ლეს. მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი 19 წლის მწყემ­სი, მალ­ხაზ კო­ბა­უ­რი წი­ნას­წარ პა­ტიმ­რო­ბა­შია.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

დღის ფოტო "ფეისბუქიდან": რაიან და ლორა სმიტების საჩუქარი...

დღის ფოტო "ფეისბუქიდან": რაიან და ლორა სმიტების საჩუქარი...

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი, ფეისბუქის პირად გვერდზე ღუდუშაურის კლინიკაში გადაღებულ ფოტოს ავრცელებს. ფოტოს, რომელზეც სამედიცინო ეტლია ასახული, უამრავი კომენტარი და გაზიარება აქვს.

თაქთაქიშვილმა ფოტოს ასეთი მინაწერი გაუკეთა: "ღუდუშაურის კლინიკაში ვიყავი... რომ გამოვდიოდი, ამ სავარძლით ქალი შემოიყვანეს. ნახეთ სავარძელს რა ეწერა..."

ცნობილია, რომ ხადას ხეობაში მოკლული ამერიკელი წყვილი ლორა და რაიან სმიტები ქველმოქმედებით იყვნენ დაკავებულნი. რაიან სმიტი აქტიური სამოქალაქო აქტივისტი იყო და მარნეულში სკვერის გაკეთების იდეაც ჰქონდა, მარნეულელები ამბობენ, რომ ამერიკელი წყვილი ადგილობრივებს ძალიან ეხმარებოდა. მარნეულელების თქმით, ცოლ-ქმარი აზერბაიჯანულად გამართულად საუბრობდა, რაც მათ ადგილობრივ მცხოვრებლებთან კომუნიკაციაში ეხმარებოდა.

წაიკითხეთ: როგორ გლოვობენ მარნეულში მცხოვრები აზერბაიჯანელები სმიტებს

სმიტები მარნეულში ხალიჩების ბიზნესით იყვნენ დაკავებულები. რაიან სმიტი მარნეულში მცხოვრებ ეთნიკურ აზერბაიჯანელებს ტრადიციულ ნაციონალურ ხალიჩებს აქსოვინებდა და ამერიკის შეერთებულ შტატებში აგზავნიდა სარეალიზაციოდ.

43 წლის რაიან და 42 წლის ლორა სმიტები, 4 წლის ვაჟთან კაილებთან ერთად ხადას ხეობაში მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის მწყემსი, მალხაზ კობაური წინასწარ პატიმრობაშია.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს