სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გაშენდა ძველი თბილისის მდიდრების დასახლება და როგორ გამოიყურება დღეს იმდროინდელ მილიონერთა სასახლეები
როგორ გაშენდა ძველი თბილისის მდიდრების დასახლება და როგორ გამოიყურება დღეს იმდროინდელ მილიონერთა სასახლეები

დღე­ვან­დელ თბი­ლის­ში ისეთს ვე­რა­ფერს ნა­ხავთ, რა­საც ორი სა­უ­კუ­ნის წი­ნან­დელ თბი­ლის­ში ვერ ნა­ხავ­დით: ჩად­რი­ა­ნი აღ­მო­სავ­ლე­თით და­წყე­ბუ­ლი, ფრა­კი­ა­ნი ევ­რო­პე­ლე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, რომ­ლე­ბიც გა­ო­ცე­ბუ­ლი არი­ან ევ­რო­პა-აზი­ის გზა­გა­სა­ყარ­ზე მდე­ბა­რე ქა­ლა­ქის სი­ლა­მა­ზით. თბი­ლისს ათას­ნა­ი­რი უცხო­ე­ლი არა­სო­დეს აკ­ლდა და ბევ­რმა დიდი ენერ­გი­აც მო­ახ­მა­რა ამ ქა­ლა­ქის აშე­ნე­ბას. არ­ქი­ტექ­ტო­რი ნო­დარ სუმ­ბა­ძე მერ­ვე წე­ლია, თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში ფო­ტო­ა­პა­რა­ტით და­დის და ძველთბი­ლი­სურ სახ­ლებს იღებს. ის ამ სა­ყო­ველ­თაო და სა­შიშ ნგრე­ვა­ში უძ­ვირ­ფა­სეს განძს ინა­ხავს - ძვე­ლი თბი­ლი­სის არ­ქი­ტექ­ტუ­რულ სა­ხეს.

- ამ უბ­რა­ლო ფო­ტო­ა­პა­რატ­მა ისე­თი შე­ნო­ბე­ბი შე­მო­ი­ნა­ხა, რომ­ლე­ბიც აღარ არ­სე­ბობს.

მქო­ნია შემ­თხვე­ვე­ბი, შე­ნო­ბა გა­და­მი­ღია, ცოტა ხნის შემ­დეგ იმ ად­გი­ლას გა­მივ­ლია და დან­გრე­უ­ლი დამ­ხვედ­რია. სა­უ­ბე­დუ­როდ, ქარ­თვე­ლებს ნგრე­ვის და­უ­ო­კე­ბე­ლი სურ­ვი­ლი გვა­მოძ­რა­ვებს, თო­რემ თუკი რა­მის აშე­ნე­ბა გინ­და, რაღა მა­ინ­ცდა­მა­ინც ის უნდა და­ან­გრიო, რაც შენს აშე­ნე­ბულ­ზე უკე­თე­სია! სხვა­თა შო­რის, ძვე­ლი თბი­ლი­სის მა­შე­ნებ­ლებ­მა, რომ­ლე­ბიც, ძი­რი­თა­დად, არა­ქარ­თვე­ლე­ბი იყ­ვნენ, ახა­ლი უბ­ნის მშე­ნებ­ლო­ბა თბი­ლი­სის ის­ტო­რი­უ­ლი გა­ლავ­ნის გა­რეთ, სო­ლა­ლაკ­ში და­ი­წყეს და კი­დეც აქ­ცი­ეს ისეთ ად­გი­ლად, რო­მე­ლიც დღემ­დე ქა­ლაქ­ში ყვე­ლა­ზე მომ­ხიბ­ვლელ ად­გი­ლად ით­ვლე­ბა.

ქა­ლა­ქის შე­ნე­ბა XIX სა­უ­კუ­ნე­ში და­ი­წყო, რაც რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის იმ ამ­ბი­ცი­ამ გა­ნა­პი­რო­ბა, რომ ქა­ლა­ქი აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის ცენ­ტრად გა­და­ექ­ცი­ათ.

ვო­რონ­ცოვ­მა პირ­ვე­ლად და­გეგ­მა სო­ლო­ლა­კის ქუ­ჩე­ბი ამე­რი­კუ­ლი ავე­ნი­უ­ე­ბის მსგავ­სად, სა­დაც პა­რა­ლე­ლურ ქუ­ჩებს ვერ­ტი­კა­ლუ­რი ქუ­ჩე­ბი კვეთს. შემ­დეგ ახალ­ფე­ხად­გმულ­მა თბი­ლი­სის ბურ­ჟუ­ა­ზი­ამ (რო­მე­ლიც, ძი­რი­თა­დად, სო­მე­ხი იყო) ამ ქუ­ჩებ­ზე აა­შე­ნა თა­ვი­ან­თი სა­სახ­ლე­ე­ბი XIX სა­უ­კუ­ნის 70-იანი წლე­ბი­დან XX სა­უ­კუ­ნის 10-იანი წლე­ბის ჩათ­ვლით. ძველ უბ­ნებ­ში კი უბ­რა­ლო ხალ­ხი ცხოვ­რობ­და, - მუ­შე­ბი, რკი­ნიგ­ზე­ლე­ბი...

- ანუ თბი­ლის­ში XIX სა­უ­კუ­ნის მი­ლი­ო­ნე­რე­ბის და­სახ­ლე­ბა გვქო­ნია...

- ასეც შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას. ამ ხალ­ხს სახ­ლე­ბის ასა­შე­ნებ­ლად ევ­რო­პე­ლი არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბი ჩა­მოჰ­ყავ­და, რომ­ლებ­ზეც ხელი იო­ლად მი­უწ­ვდე­ბო­დათ - თუკი პა­რი­ზი­დან გა­მო­წე­რი­ლი კა­ბე­ბი თბი­ლის­ში სამ დღე­ში ჩა­მო­დი­ო­და, ცხა­დია, არც არ­ქი­ტექ­ტო­რებს უჭირ­დათ ჩა­მოს­ვლა. იყ­ვნენ, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, აქა­უ­რი არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბიც, მა­გა­ლი­თად, ტერ-მი­ქე­ლო­ვი ან ოზე­რო­ვი და სხვე­ბი, მაგ­რამ მა­შინ­დე­ლი თბი­ლი­სი ასე­ვე აა­შე­ნეს: შტერნ­მა, შრე­ტერ­მა, ტა­ტი­შევ­მა, შემ­კე­ვიჩ­მა და ა.შ.

სო­ლო­ლაკ­ში აშე­ნე­ბულ ყვე­ლა სახ­ლში გა­მოსჭვი­ო­და მი­ლი­ო­ნე­რე­ბის იდუ­მა­ლი სურ­ვი­ლი, რომ მის სახ­ლს მე­ზობ­ლის სახ­ლის­თვის უსა­თუ­ოდ ეჯობ­ნა. ასე გაჩ­ნდა მდიდ­რე­ბის და­სახ­ლე­ბა­ში ერ­თი­მე­ო­რე­ზე უკე­თე­სი სა­სახ­ლე­ე­ბი. გა­მოხ­და ხანი და ეს სი­ლა­მა­ზე ბოლ­შე­ვი­კებ­მა ნა­ცარ­ტუ­ტად აქ­ცი­ეს. მათ ამ ბრწყინ­ვა­ლე სა­სახ­ლე­ებ­ში ჭრე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა შე­ა­სახ­ლეს, ხოლო მე­პატ­რო­ნე­ებს თითო ოთახ­ში და­ას­რუ­ლე­ბი­ნეს სი­ცო­ცხლე. არა­და, მათ­გან ბევ­რი დიდი ქველ­მოქ­მე­დიც იყო. მათ­მა ქო­ნე­ბამ თბი­ლი­სის სა­ო­ცა­რი იერ­სა­ხე შექ­მნა. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

როგორ გაშენდა ძველი თბილისის მდიდრების დასახლება და როგორ გამოიყურება დღეს იმდროინდელ მილიონერთა სასახლეები

როგორ გაშენდა ძველი თბილისის მდიდრების დასახლება და როგორ გამოიყურება დღეს იმდროინდელ მილიონერთა სასახლეები

დღევანდელ თბილისში ისეთს ვერაფერს ნახავთ, რასაც ორი საუკუნის წინანდელ თბილისში ვერ ნახავდით: ჩადრიანი აღმოსავლეთით დაწყებული, ფრაკიანი ევროპელებით დამთავრებული, რომლებიც გაოცებული არიან ევროპა-აზიის გზაგასაყარზე მდებარე ქალაქის სილამაზით. თბილისს ათასნაირი უცხოელი არასოდეს აკლდა და ბევრმა დიდი ენერგიაც მოახმარა ამ ქალაქის აშენებას. არქიტექტორი ნოდარ სუმბაძე მერვე წელია, თბილისის ქუჩებში ფოტოაპარატით დადის და ძველთბილისურ სახლებს იღებს. ის ამ საყოველთაო და საშიშ ნგრევაში უძვირფასეს განძს ინახავს - ძველი თბილისის არქიტექტურულ სახეს.

- ამ უბრალო ფოტოაპარატმა ისეთი შენობები შემოინახა, რომლებიც აღარ არსებობს.

მქონია შემთხვევები, შენობა გადამიღია, ცოტა ხნის შემდეგ იმ ადგილას გამივლია და დანგრეული დამხვედრია. საუბედუროდ, ქართველებს ნგრევის დაუოკებელი სურვილი გვამოძრავებს, თორემ თუკი რამის აშენება გინდა, რაღა მაინცდამაინც ის უნდა დაანგრიო, რაც შენს აშენებულზე უკეთესია! სხვათა შორის, ძველი თბილისის მაშენებლებმა, რომლებიც, ძირითადად, არაქართველები იყვნენ, ახალი უბნის მშენებლობა თბილისის ისტორიული გალავნის გარეთ, სოლალაკში დაიწყეს და კიდეც აქციეს ისეთ ადგილად, რომელიც დღემდე ქალაქში ყველაზე მომხიბვლელ ადგილად ითვლება.

ქალაქის შენება XIX საუკუნეში დაიწყო, რაც რუსეთის იმპერიის იმ ამბიციამ განაპირობა, რომ ქალაქი აღმოსავლეთ ევროპის ცენტრად გადაექციათ.

ვორონცოვმა პირველად დაგეგმა სოლოლაკის ქუჩები ამერიკული ავენიუების მსგავსად, სადაც პარალელურ ქუჩებს ვერტიკალური ქუჩები კვეთს. შემდეგ ახალფეხადგმულმა თბილისის ბურჟუაზიამ (რომელიც, ძირითადად, სომეხი იყო) ამ ქუჩებზე ააშენა თავიანთი სასახლეები XIX საუკუნის 70-იანი წლებიდან XX საუკუნის 10-იანი წლების ჩათვლით. ძველ უბნებში კი უბრალო ხალხი ცხოვრობდა, - მუშები, რკინიგზელები...

- ანუ თბილისში XIX საუკუნის მილიონერების დასახლება გვქონია...

- ასეც შეიძლება ითქვას. ამ ხალხს სახლების ასაშენებლად ევროპელი არქიტექტორები ჩამოჰყავდა, რომლებზეც ხელი იოლად მიუწვდებოდათ - თუკი პარიზიდან გამოწერილი კაბები თბილისში სამ დღეში ჩამოდიოდა, ცხადია, არც არქიტექტორებს უჭირდათ ჩამოსვლა. იყვნენ, რასაკვირველია, აქაური არქიტექტორებიც, მაგალითად, ტერ-მიქელოვი ან ოზეროვი და სხვები, მაგრამ მაშინდელი თბილისი ასევე ააშენეს: შტერნმა, შრეტერმა, ტატიშევმა, შემკევიჩმა და ა.შ.

სოლოლაკში აშენებულ ყველა სახლში გამოსჭვიოდა მილიონერების იდუმალი სურვილი, რომ მის სახლს მეზობლის სახლისთვის უსათუოდ ეჯობნა. ასე გაჩნდა მდიდრების დასახლებაში ერთიმეორეზე უკეთესი სასახლეები. გამოხდა ხანი და ეს სილამაზე ბოლშევიკებმა ნაცარტუტად აქციეს. მათ ამ ბრწყინვალე სასახლეებში ჭრელი საზოგადოება შეასახლეს, ხოლო მეპატრონეებს თითო ოთახში დაასრულებინეს სიცოცხლე. არადა, მათგან ბევრი დიდი ქველმოქმედიც იყო. მათმა ქონებამ თბილისის საოცარი იერსახე შექმნა. განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი