საზოგადოება
Faceამბები
კონფლიქტები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
პოლიტიკა
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტკივილი კი არ ქრება, თითქოს მატულობს და ვფიქრობ, არც გამინელდება..." -  ზურა ვადაჭკორიას ქვრივი მეუღლის საფლავზე ყოველდღე დადის
"ტკივილი კი არ ქრება, თითქოს მატულობს და ვფიქრობ, არც გამინელდება..." -  ზურა ვადაჭკორიას ქვრივი მეუღლის საფლავზე ყოველდღე დადის

ავად რომ გახ­და, მის გა­დარ­ჩე­ნას არა­ვინ პროგ­ნო­ზი­რებ­და, თუმ­ცა ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მან უკან ჩა­მო­ი­ტო­ვა სირ­თუ­ლე­ე­ბი, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი შეძ­ლო, ორ­გა­ნიზ­მმა პრობ­ლე­მე­ბი დაძ­ლია, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ილუ­ზი­ო­ნის­ტმა ზურა ვა­და­ჭ­კო­რი­ამ სი­ცო­ცხლე თა­ვი­დან და­ი­წყო... 5 თვის წინ კი, როცა უკვე მის გარ­დაც­ვა­ლე­ბას არა­ვინ ელო­და, მო­უ­ლოდ­ნე­ლად წა­ვი­და... ავად­მყო­ფო­ბი­სას, ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, გვე­დი­დან ერთი ადა­მი­ა­ნი არ სცილ­დე­ბო­და და ეს მისი მე­უღ­ლე, ია ვა­და­ჭ­კო­რია იყო, რო­მე­ლიც დიდი მონ­დო­მე­ბით და და­უ­ღა­ლა­ვად იბ­რძო­და იმის­თვის, რომ ქმა­რი რა­მე­ნა­ი­რად ფეხ­ზე წა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა... თუმ­ცა მოხ­და ის, რაც მოხ­და... ია ვა­და­ჭ­კო­რია Ambebi.ge-ს სა­კუ­თარ გან­ცდებ­სა და მე­უღ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დგომ და­ტო­ვე­ბულ სევ­და­ზე უამ­ბობს. ამ­ბობს, რომ დეპ­რე­სი­ი­დან გა­მოს­ვლას ვე­რაფ­რით ახერ­ხებს.

"ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლია ჩემ­თვის ზუ­რი­კოს გა­რე­შე გა­ტა­რე­ბუ­ლი ყო­ვე­ლი დღე, ეს ნამ­დვი­ლი სიკ­ვდი­ლია. დღე არ გავა, ყო­ველ დი­ლით სა­საფ­ლა­ო­ზე არ ავი­დე. ტკი­ვი­ლი კი არ ქრე­ბა, თით­ქოს მა­ტუ­ლობს, იზ­რდე­ბა და ვფიქ­რობ, რომ არც გა­მი­ნელ­დე­ბა... ხომ ვამ­ბობ, ზუ­რი­კოს გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა სა­ში­ნე­ლე­ბაა," - ამ­ბობს ქალ­ბა­ტო­ნი ია.

- სა­საფ­ლა­ო­ზე ყო­ველ­დღე სი­ა­რუ­ლი რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ?

- გა­მო­რი­ცხუ­ლია, უნდა მი­ვი­დე, ჯერ დღე არ ჩა­მიგ­დია, რად­გა­ნაც მგო­ნია, რომ მე­ლო­დე­ბა... მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­საფ­ლაო ჩვე­ნი სახ­ლი­დან შორ­საა, თან, დეპ­რე­სი­ის გამო სა­ჭეს­თა­ნაც ჯერ ვერ ვჯდე­ბი, მა­ინც მივ­დი­ვარ. არა­და, მა­ნამ­დე ზუ­რი­კო მან­ქა­ნით სულ მე დამ­ყავ­და, თვი­თონ ტა­რე­ბა არ იცო­და, ხუმ­რო­ბით მე­ტყო­და ხოლ­მე - ჩემი ცო­ლიც ხარ და მძღო­ლი­ცო...

რო­გორც ქალ­ბა­ტო­ნი ია ამ­ბობს, ერ­თმა­ნე­თი 34 წლის წინ, გო­გო­ლის, ახ­ლან­დე­ლი გოგი დო­ლი­ძის ქუ­ჩა­ზე, გოგი ლო­ლა­ძის ეზო­ში გა­იც­ნეს. ზუ­რი­კო 22 ნო­მერ­ში ცხოვ­რობ­და, ია - 43-ში. ერ­თმა­ნეთს ახ­ლობ­ლის ოჯახ­ში შეხ­ვდნენ. ილუ­ზი­ო­ნისტს მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე თა­ვი­სი ფო­კუ­სე­ბით გა­უ­ო­ცე­ბია. "ფო­კუ­სე­ბის გარ­და, თბი­ლი და კარ­გი ადა­მი­ა­ნი იყო და მას­ში სწო­რედ ეს მო­მე­წო­ნა... გაც­ნო­ბი­დან ერთი წლის მერე გავ­ყე­ვი. შეყ­ვა­რე­ბუ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში მუდ­მი­ვად სი­ურპრი­ზებს მი­წყობ­და. ყვა­ვი­ლე­ბი არ მიყ­ვარს, მხო­ლოდ ყო­ჩი­ვარ­დე­ბი და გა­მო­უ­ლევ­ლად მოჰ­ქონ­და ისი­ნი. უზო­მოდ ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი იყო. გას­ტრო­ლი­დან აუ­ცი­ლებ­ლად რა­ღაც სა­ჩუ­ქარს მო­მი­ტან­და. მუდ­მი­ვად რე­კავ­და, მო­მი­კი­თხავ­და. ამას­თან, უკე­თილ­შო­ბი­ლე­სი, პა­ტი­ო­სა­ნი, ოჯა­ხის მოყ­ვა­რუ­ლი იყო... დღი­თი დღე ვრწმუნ­დე­ბი, რა ძლი­ე­რი და კარ­გი ადა­მი­ა­ნი ყო­ფი­ლა და გული მტკი­ვა, რომ ასე ადრე წა­ვი­და... 56 წლი­სას მწვა­ვე ინ­სულ­ტი და­ე­მარ­თა, 57 წლი­სა, ავად­მყო­ფო­ბი­დან ერთი წლის შემ­დეგ, აღარ იყო... არ მახ­სოვს, ოდეს­მე და­ე­წუ­წუ­ნოს, რა­ღაც და­ე­ჩივ­ლოს ან ჩვენ, ოჯახს მისი რა­ი­მე პრობ­ლე­მის შე­სა­ხებ გვეგ­რძნო. მდი­და­რი სუ­ლის ადა­მი­ა­ნი იყო. 100 ლარი რომ ჰქონ­და, 80 სხვე­ბის­თვის ჰქონ­და.

- ავად­მყო­ფო­ბი­სას ალ­ბათ, ამი­ტო­მაც და­ა­ფა­სეს მე­გობ­რებ­მა...

- მარ­თლაც, ავად­მყო­ფო­ბი­სას, მთე­ლი ერთი წელი, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მე­ფუ­რად აცხოვ­რეს. ყუ­რა­დღე­ბა არა­ვის და­უკ­ლია, და­წყე­ბუ­ლი თბი­ლი­სის მე­რი­ი­დან, და­ვით ნარ­მა­ნია იყო მა­შინ, ასვე კახა კა­ლა­ძე, გია ჯოხ­თა­ბე­რი­ძე (რო­მელ­მაც ოჯახს დიდი პა­ტი­ვი გვცა), დათო ლო­ლი­აშ­ვი­ლი, დათო სი­ხა­რუ­ლი­ძე, ბად­რი ჯი­ქია, ჩუ­ღუ­რე­თის რა­ი­ო­ნის გამ­გე­ბე­ლი ჩიკ­ვი­ლა­ძე და კი­დევ ბევ­რი ადა­მი­ა­ნი... მად­ლო­ბე­ლი ვარ ასე­ვე თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძის. იტა­ლი­ა­ში იყო, ზურა რომ გარ­და­იც­ვა­ლა, რომ ჩა­მო­ვი­და, და­მი­რე­კა, და­მამ­შვი­და - ეცა­დე, არ ინერ­ვი­უ­ლო, ის შენ­თან არის, არ­სად წა­სუ­ლაო... მკი­თხეთ, რო­გორ ცხოვ­რობთ მე­უღ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დე­გო და გე­ტყვით, ზუ­რი­კომ რო­გორც და­ტო­ვა თა­ვი­სი ნივ­თე­ბი, თუნ­დაც სა­ძი­ნე­ბელ­ში, მი­სა­ღებ ოთახ­ში, სუ­რა­თე­ბი კე­დელ­ზე, პა­ნაშ­ვი­დე­ბის დრო­საც არ ჩა­მო­მიხ­სნია... მოკ­ლედ, რო­გორც და­ტო­ვა ყვე­ლა­ფე­რი, ისე­ვე მაქვს, ხელს ვერ ვკი­დებ. რომ გა­და­ვა­ნაც­ვლო, ან იქი­დან ავი­ღო, მგო­ნია, რომ ზუ­რი­კოს სახ­ლი­დან გა­ვუშ­ვებ, არ მინ­და, გა­ვუშ­ვა... ასეთ დღე­ში ვარ. შვი­ლე­ბი მე­უბ­ნე­ბი­ან, ასე არ შე­იძ­ლე­ბაო, ბავ­შვებს არ მინ­და, და­ვა­ნა­ხო ჩემი ემო­ცი­ე­ბი, მაგ­რამ ში­ნა­გა­ნად არ გა­მომ­დის... ზუ­რი­კო ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ადა­მი­ა­ნი იყო და უფ­ლის მად­ლო­ბე­ლი ვარ, რომ მას შე­მახ­ვედ­რა ცხოვ­რე­ბა­ში. მად­ლო­ბე­ლი ვარ თუნ­დაც იმის­თვის, რომ ის ერთი წელი, ავად­მყო­ფო­ბი­სას, მომ­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა, მის­თვის მო­მევ­ლო. ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი, რომ ყო­ველ წუთ­ში მე­ძა­ხო­და - ია! მე­კი­თხე­ბო­და რა­ღა­ცებს, მის ნაც­ნო­ბებს კი­თხუ­ლობ­და, მა­თით ინ­ტე­რეს­დე­ბო­და.

- ე.ი. გარ­დაც­ვა­ლე­ბის წინ მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სუ­ლაც არ იყო კრი­ტი­კუ­ლი.

- მა­შინ, როცა წა­ვი­და, იმ პე­რი­ოდ­ში, ხომ ვამ­ბობ, მის გარ­დაც­ვა­ლე­ბას აღარ ვე­ლო­დით. უკე­თე­სო­ბა იყო, ლა­პა­რა­კი და­ი­წყო, ტე­ლე­ვი­ზორ­საც უს­მენ­და, ექი­მე­ბიც იმედს გვაძ­ლევ­დნენ, მაგ­რამ რაც უფრო გონ­ზე მო­დი­ო­და, მე­ტად დეპ­რე­სი­უ­ლი ხდე­ბო­და. რამ­დენ­ჯერ­მე მი­თხრა, - რად მინ­და სი­ცო­ცხლე, თუ "პლე­ხა­ნოვ­ზე" ვერ გა­ვივ­ლიო. უყ­ვარ­და ფე­ხით სი­ა­რუ­ლი და "პლე­ხა­ნოვ­ზეც" ხში­რად და­დი­ო­და... ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი რომ რე­კავ­დნენ, - ბა­ტო­ნი ზურა გვინ­და, იქ­ნებ დაგ­ვა­ლა­პა­რა­კო­თო, ვე­უბ­ნე­ბო­დი, ვერ და­გე­ლა­პარ­კე­ბათ, ინ­სულ­ტი გა­და­ი­ტა­ნა-მეთ­ქი. ეს რომ ეს­მო­და, ამ­ბობ­და - კარ­გი, რა, ია, ნუ მი­ბაზ­რე­ბო... 24 თე­ბერ­ვალს და­ბა­დე­ბის დღე ჰქონ­და, სტუმ­რად მე­გობ­რე­ბი ეწ­ვივ­ნენ, მსა­ხი­ო­ბე­ბი, მომ­ღერ­ლე­ბი, 25-ში ზურა დო­ი­ჯაშ­ვი­ლი იყო. 28-შიც დი­ლი­დან მშვე­ნივ­რად გრძნობ­და თავს, წა­მა­ლი და­ვა­ლე­ვი­ნე, უნდა გვე­სა­დი­ლა და უეც­რად და­მი­ძა­ხა, - ია, ნახე, ვი­ღაც არის აქ, მივ­ყა­ვარ, გა­ვუშ­ვი აქე­და­ნო, - მთხო­ვა. ზუ­რი­კო, რას ამ­ბობ, არა­ვინ არ არის-მეთ­ქი. რო­გორ არაო, ხელი და­არ­ტყა სკამს და დამ­თავ­რდა ყვე­ლაფ­რი...

- თემა შევ­ცვა­ლოთ... იშ­ვი­ა­თი პრო­ფე­სი­ის მქო­ნე ადა­მი­ა­ნის მე­უღ­ლე იყა­ვით. ხე­ლის თი­თე­ბიც ეყო­ფა სა­ქარ­თვე­ლო­ში, ილუ­ზი­ო­ნის­ტე­ბის და­სა­ხე­ლე­ბას. რა იყო ეს თქვენ­თვის?

- ხომ ვამ­ბობ, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ღმერ­თის მად­ლო­ბე­ლი ვარ, რომ მისი მე­უღ­ლე ვი­ყა­ვი. ვი­ა­მა­ყებ სულ, რად­გა­ნაც ღირ­სე­უ­ლი პი­როვ­ნე­ბა იყო, უნი­ჭი­ე­რე­სი, საქ­მის ერ­თგუ­ლი, პრო­ფე­სია ისე უყ­ვარ­და, მგო­ნი, შვი­ლებ­ში არ არ­ჩევ­და. ერ­თგუ­ლად ემ­სა­ხუ­რე­ბო­და, მეც ყვე­ლაფ­რით ხელს ვუ­წყობ­დი და სა­ერ­თოდ ოჯა­ხი­დან აბ­სო­ლუ­ტუ­რი ხელ­შე­წყო­ბა ჰქონ­და. ვცდი­ლობ­დი, არ და­მეტვირ­თა, ყვე­ლა­ფერს ჩემს თავ­ზე ვი­ღებ­დი, ყვე­ლა­ნა­ი­რად ხელს ვუ­წყობ­დი, მე­ტის გა­კე­თე­ბაც შე­მეძ­ლო მის­თვის, მაგ­რამ...

- დრო რომ და­ვაბ­რუ­ნოთ, რას იზამ­დით?

- რა თქმა უნდა, ზუ­რი­კოს გა­ვა­ცო­ცხლებ­დი. ის კი არა, ერთი წუ­თი­თაც რომ და­მაბ­რუ­ნე­ბი­ნა დრო, სხვა­ნა­ი­რად მო­ვიქ­ცე­ო­დი, თურ­მე ადა­მი­ა­ნის­თვის ფა­სე­უ­ლი სხვა რამ ყო­ფი­ლა... ძა­ლი­ან გვიყ­ვარ­და ერ­თმა­ნე­თი. მას­ზე ვგიჟ­დე­ბო­დი, დღემ­დე ასეა, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვარ, ამი­ტომ, იმ ერთი წუ­თი­თაც ბედ­ნი­ე­რი ვიქ­ნე­ბო­დი და ვე­ტყო­დი, რომ მე­ნატ­რე­ბა, მიყ­ვარს და უყ­ვარს მთელ ოჯახს - შვი­ლებს, შვი­ლიშ­ვი­ლებს...

ავტორი:

"ტკივილი კი არ ქრება, თითქოს მატულობს და ვფიქრობ, არც გამინელდება..." -  ზურა ვადაჭკორიას ქვრივი მეუღლის საფლავზე ყოველდღე დადის

"ტკივილი კი არ ქრება, თითქოს მატულობს და ვფიქრობ, არც გამინელდება..." -  ზურა ვადაჭკორიას ქვრივი მეუღლის საფლავზე ყოველდღე დადის

ავად რომ გახდა, მის გადარჩენას არავინ პროგნოზირებდა, თუმცა ერთი წლის განმავლობაში მან უკან ჩამოიტოვა სირთულეები, წარმოუდგენელი შეძლო, ორგანიზმმა პრობლემები დაძლია, შეიძლება ითქვას, ილუზიონისტმა ზურა ვადაჭკორიამ სიცოცხლე თავიდან დაიწყო... 5 თვის წინ კი, როცა უკვე მის გარდაცვალებას არავინ ელოდა, მოულოდნელად წავიდა... ავადმყოფობისას, ერთი წლის განმავლობაში, გვედიდან ერთი ადამიანი არ სცილდებოდა და ეს მისი მეუღლე, ია ვადაჭკორია იყო, რომელიც დიდი მონდომებით და დაუღალავად იბრძოდა იმისთვის, რომ ქმარი რამენაირად ფეხზე წამოეყენებინა... თუმცა მოხდა ის, რაც მოხდა... ია ვადაჭკორია Ambebi.ge-ს საკუთარ განცდებსა და მეუღლის გარდაცვალების შემდგომ დატოვებულ სევდაზე უამბობს. ამბობს, რომ დეპრესიიდან გამოსვლას ვერაფრით ახერხებს.

"ძალიან მტკივნეულია ჩემთვის ზურიკოს გარეშე გატარებული ყოველი დღე, ეს ნამდვილი სიკვდილია. დღე არ გავა, ყოველ დილით სასაფლაოზე არ ავიდე. ტკივილი კი არ ქრება, თითქოს მატულობს, იზრდება და ვფიქრობ, რომ არც გამინელდება... ხომ ვამბობ, ზურიკოს გარეშე ცხოვრება საშინელებაა," - ამბობს ქალბატონი ია.

- სასაფლაოზე ყოველდღე სიარული რატომ გადაწყვიტეთ?

- გამორიცხულია, უნდა მივიდე, ჯერ დღე არ ჩამიგდია, რადგანაც მგონია, რომ მელოდება... მიუხედავად იმისა, რომ სასაფლაო ჩვენი სახლიდან შორსაა, თან, დეპრესიის გამო საჭესთანაც ჯერ ვერ ვჯდები, მაინც მივდივარ. არადა, მანამდე ზურიკო მანქანით სულ მე დამყავდა, თვითონ ტარება არ იცოდა, ხუმრობით მეტყოდა ხოლმე - ჩემი ცოლიც ხარ და მძღოლიცო...

როგორც ქალბატონი ია ამბობს, ერთმანეთი 34 წლის წინ, გოგოლის, ახლანდელი გოგი დოლიძის ქუჩაზე, გოგი ლოლაძის ეზოში გაიცნეს. ზურიკო 22 ნომერში ცხოვრობდა, ია - 43-ში. ერთმანეთს ახლობლის ოჯახში შეხვდნენ. ილუზიონისტს მომავალი მეუღლე თავისი ფოკუსებით გაუოცებია. "ფოკუსების გარდა, თბილი და კარგი ადამიანი იყო და მასში სწორედ ეს მომეწონა... გაცნობიდან ერთი წლის მერე გავყევი. შეყვარებულობის პერიოდში მუდმივად სიურპრიზებს მიწყობდა. ყვავილები არ მიყვარს, მხოლოდ ყოჩივარდები და გამოულევლად მოჰქონდა ისინი. უზომოდ ყურადღებიანი იყო. გასტროლიდან აუცილებლად რაღაც საჩუქარს მომიტანდა. მუდმივად რეკავდა, მომიკითხავდა. ამასთან, უკეთილშობილესი, პატიოსანი, ოჯახის მოყვარული იყო... დღითი დღე ვრწმუნდები, რა ძლიერი და კარგი ადამიანი ყოფილა და გული მტკივა, რომ ასე ადრე წავიდა... 56 წლისას მწვავე ინსულტი დაემართა, 57 წლისა, ავადმყოფობიდან ერთი წლის შემდეგ, აღარ იყო... არ მახსოვს, ოდესმე დაეწუწუნოს, რაღაც დაეჩივლოს ან ჩვენ, ოჯახს მისი რაიმე პრობლემის შესახებ გვეგრძნო. მდიდარი სულის ადამიანი იყო. 100 ლარი რომ ჰქონდა, 80 სხვებისთვის ჰქონდა.

- ავადმყოფობისას ალბათ, ამიტომაც დააფასეს მეგობრებმა...

- მართლაც, ავადმყოფობისას, მთელი ერთი წელი, შეიძლება ითქვას, რომ მეფურად აცხოვრეს. ყურადღება არავის დაუკლია, დაწყებული თბილისის მერიიდან, დავით ნარმანია იყო მაშინ, ასვე კახა კალაძე, გია ჯოხთაბერიძე (რომელმაც ოჯახს დიდი პატივი გვცა), დათო ლოლიაშვილი, დათო სიხარულიძე, ბადრი ჯიქია, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ჩიკვილაძე და კიდევ ბევრი ადამიანი... მადლობელი ვარ ასევე თამრიკო ჭოხონელიძის. იტალიაში იყო, ზურა რომ გარდაიცვალა, რომ ჩამოვიდა, დამირეკა, დამამშვიდა - ეცადე, არ ინერვიულო, ის შენთან არის, არსად წასულაო... მკითხეთ, როგორ ცხოვრობთ მეუღლის გარდაცვალების შემდეგო და გეტყვით, ზურიკომ როგორც დატოვა თავისი ნივთები, თუნდაც საძინებელში, მისაღებ ოთახში, სურათები კედელზე, პანაშვიდების დროსაც არ ჩამომიხსნია... მოკლედ, როგორც დატოვა ყველაფერი, ისევე მაქვს, ხელს ვერ ვკიდებ. რომ გადავანაცვლო, ან იქიდან ავიღო, მგონია, რომ ზურიკოს სახლიდან გავუშვებ, არ მინდა, გავუშვა... ასეთ დღეში ვარ. შვილები მეუბნებიან, ასე არ შეიძლებაო, ბავშვებს არ მინდა, დავანახო ჩემი ემოციები, მაგრამ შინაგანად არ გამომდის... ზურიკო ძალიან ძლიერი ადამიანი იყო და უფლის მადლობელი ვარ, რომ მას შემახვედრა ცხოვრებაში. მადლობელი ვარ თუნდაც იმისთვის, რომ ის ერთი წელი, ავადმყოფობისას, მომცა საშუალება, მისთვის მომევლო. ბედნიერი ვიყავი, რომ ყოველ წუთში მეძახოდა - ია! მეკითხებოდა რაღაცებს, მის ნაცნობებს კითხულობდა, მათით ინტერესდებოდა.

- ე.ი. გარდაცვალების წინ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სულაც არ იყო კრიტიკული.

- მაშინ, როცა წავიდა, იმ პერიოდში, ხომ ვამბობ, მის გარდაცვალებას აღარ ველოდით. უკეთესობა იყო, ლაპარაკი დაიწყო, ტელევიზორსაც უსმენდა, ექიმებიც იმედს გვაძლევდნენ, მაგრამ რაც უფრო გონზე მოდიოდა, მეტად დეპრესიული ხდებოდა. რამდენჯერმე მითხრა, - რად მინდა სიცოცხლე, თუ "პლეხანოვზე" ვერ გავივლიო. უყვარდა ფეხით სიარული და "პლეხანოვზეც" ხშირად დადიოდა... ჟურნალისტები რომ რეკავდნენ, - ბატონი ზურა გვინდა, იქნებ დაგვალაპარაკოთო, ვეუბნებოდი, ვერ დაგელაპარკებათ, ინსულტი გადაიტანა-მეთქი. ეს რომ ესმოდა, ამბობდა - კარგი, რა, ია, ნუ მიბაზრებო... 24 თებერვალს დაბადების დღე ჰქონდა, სტუმრად მეგობრები ეწვივნენ, მსახიობები, მომღერლები, 25-ში ზურა დოიჯაშვილი იყო. 28-შიც დილიდან მშვენივრად გრძნობდა თავს, წამალი დავალევინე, უნდა გვესადილა და უეცრად დამიძახა, - ია, ნახე, ვიღაც არის აქ, მივყავარ, გავუშვი აქედანო, - მთხოვა. ზურიკო, რას ამბობ, არავინ არ არის-მეთქი. როგორ არაო, ხელი დაარტყა სკამს და დამთავრდა ყველაფრი...

- თემა შევცვალოთ... იშვიათი პროფესიის მქონე ადამიანის მეუღლე იყავით. ხელის თითებიც ეყოფა საქართველოში, ილუზიონისტების დასახელებას. რა იყო ეს თქვენთვის?

- ხომ ვამბობ, მთელი ცხოვრება ღმერთის მადლობელი ვარ, რომ მისი მეუღლე ვიყავი. ვიამაყებ სულ, რადგანაც ღირსეული პიროვნება იყო, უნიჭიერესი, საქმის ერთგული, პროფესია ისე უყვარდა, მგონი, შვილებში არ არჩევდა. ერთგულად ემსახურებოდა, მეც ყველაფრით ხელს ვუწყობდი და საერთოდ ოჯახიდან აბსოლუტური ხელშეწყობა ჰქონდა. ვცდილობდი, არ დამეტვირთა, ყველაფერს ჩემს თავზე ვიღებდი, ყველანაირად ხელს ვუწყობდი, მეტის გაკეთებაც შემეძლო მისთვის, მაგრამ...

- დრო რომ დავაბრუნოთ, რას იზამდით?

- რა თქმა უნდა, ზურიკოს გავაცოცხლებდი. ის კი არა, ერთი წუთითაც რომ დამაბრუნებინა დრო, სხვანაირად მოვიქცეოდი, თურმე ადამიანისთვის ფასეული სხვა რამ ყოფილა... ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი. მასზე ვგიჟდებოდი, დღემდე ასეა, შეყვარებული ვარ, ამიტომ, იმ ერთი წუთითაც ბედნიერი ვიქნებოდი და ვეტყოდი, რომ მენატრება, მიყვარს და უყვარს მთელ ოჯახს - შვილებს, შვილიშვილებს...

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ