პოლიტიკა
მსოფლიო

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გავერთოთ ქობულეთში პლაჟს მიღმა - ტურისტული გზამკვლევი დამსვენებლებისთვის
როგორ გავერთოთ ქობულეთში პლაჟს მიღმა - ტურისტული გზამკვლევი დამსვენებლებისთვის

ზღვის­პი­რა ქა­ლა­ქე­ბი ერთი შე­ხედ­ვით ერ­თმა­ნეთს ჰგავს, მაგ­რამ ბა­თუ­მის­გან გან­სხვა­ვე­ბით ქო­ბუ­ლეთ­ში ის ადა­მი­ა­ნე­ბი არ­ჩე­ვენ დას­ვე­ნე­ბას, ვი­საც სურს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან ახ­ლოს ჰქონ­დეს: ზღვა, ბუნ­გა­ლო­ე­ბი, სას­ტუმ­რო და გა­სარ­თო­ბი ად­გი­ლე­ბი. ამ სტა­ტი­ა­ში ერ­თად ვნა­ხავთ, რო­გო­რია ქო­ბუ­ლეთ­ში ზა­ფხუ­ლის დღე­ე­ბი.

ქო­ბუ­ლე­თის ქვი­ში­ან სა­ნა­პი­რო­ზე

მარ­თა­ლია ცო­ტა­თი მო­იღ­რუბ­ლა, მაგ­რამ ქო­ბუ­ლე­თის ქვი­ში­ან პლაჟ­ზე ასეთ ამინ­დშიც კი ნა­ხავთ ზღვა­ში მო­ბა­ნა­ვე დამ­სვე­ნებ­ლებს. ამინ­დის ცვა­ლე­ბა­დო­ბა ზღვა­ზე ჩა­მო­სუ­ლე­ბის­თვის ბევ­რს არა­ფერს ნიშ­ნავს.

ბავ­შვე­ბი ნა­პირ­ზე თბილ ქვი­შა­ში ეფ­ლო­ბი­ან, მერე ტალ­ღე­ბის­კენ გა­ქან­დე­ბი­ან და ქვი­შას ერ­თი­ა­ნად ჩა­მო­ი­რე­ცხა­ვენ. სა­ნა­პი­რო­ზე უამ­რა­ვი კაფე-ბარი, ბუნ­გა­ლო და რეს­ტო­რა­ნია. სად­მე ერ­თგან შევ­ჩერ­დეთ, სა­დაც სივ­რცე ღიაა და ქათ­ქა­თა, ისე­თი, რო­გო­რიც ზღვის­პი­რა კაფე უნდა იყოს. ბა­ნა­ო­ბის, გა­რუ­ჯვი­სა და ვე­ლო­სი­პე­დით სე­ირ­ნო­ბის შემ­დეგ მსუ­ბუ­ქი ალ­კოჰო­ლით შე­ზა­ვე­ბუ­ლი კოქ­ტე­ი­ლით გაგ­რი­ლე­ბის დრო დგე­ბა, სა­ნამ აუ­ცი­ლებ­ლად და­სა­გე­მოვ­ნე­ბე­ლი აჭა­რუ­ლი ხა­ჭა­პუ­რი გა­მო­ცხვე­ბა, „კუბა ლიბ­რე“ ვწრუ­პოთ და და­ვაკ­ვირ­დეთ, რო­გორ ამ­ზა­დე­ბენ ბი­ჭე­ბი სხვა სტუმ­რე­ბის­თვის ფე­რად-ფე­რად კოქ­ტე­ი­ლებს.

სჯობს და­ვი­ვი­წყოთ ყვე­ლა დი­ე­ტა, ცო­მე­ულ­თან გა­წყვე­ტი­ლი კავ­ში­რე­ბი და ღირ­სე­უ­ლად შე­ვე­გე­ბოთ მის აღ­მა­ტე­ბუ­ლე­ბა დაბ­რა­წულ აჭა­რულ ხა­ჭა­პურს. ჯან­და­ბამ­დე გზა ჰქო­ნია ყვე­ლა აკ­რძალ­ვას, მით უფრო ისეთს – სა­კუ­თარ თავს თვი­თონ რომ ვუ­წე­სებთ.

საით გავ­წი­ოთ?

როცა მზე­სა და ზღვა­ზე ნე­ბივ­რო­ბა მოგ­ბეზ­რდე­ბათ, აუ­ცი­ლებ­ლად და­ი­წყებთ რა­ი­მე სხვა ად­გი­ლე­ბის ძებ­ნას ქა­ლაქთან ახ­ლო­მახ­ლოს. ქო­ბუ­ლეთ­თან ახ­ლოს, სო­ფელ ცი­ხის­ძირ­ში VI-IX სა­უ­კუ­ნე­ე­ბის, ის­ტო­რი­უ­ლი ციხე-ქა­ლა­ქი – პეტ­რა მდე­ბა­რე­ობს. ზღვის­პი­რა კლდო­ვან ბორ­ცვზე პეტ­რას აკ­რო­პო­ლი­სი ბი­ზან­ტი­უ­რი წყა­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით, იმ­პე­რა­ტორ იუს­ტი­ნი­ა­ნეს (527-565) დროს აა­გეს. პეტ­რა ლა­ზი­კის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი სა­ზღვაო-სა­ვაჭ­რო ცენ­ტრი იყო. ად­გი­ლობ­რი­ვი ლე­გენ­დე­ბის მი­ხედ­ვით, რუს­თა­ველ­მა ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის ქა­ჯე­თის ცი­ხე­ში, პეტ­რას ციხე-სი­მაგ­რე იგუ­ლის­ხმა. არა­ვინ იცის ეს ამ­ბა­ვი ტყუ­ი­ლია თუ მარ­თა­ლი, მაგ­რამ ჩვე­ნი ნე­ბაა, შეგ­ვიძ­ლია გვჯე­რო­დეს ლა­მა­ზი თქმუ­ლე­ბე­ბის, არა­ფერს ვკარ­გავთ. უზარ­მა­ზარ, კლდო­ვან ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გან­ფე­ნი­ლი ცი­ხის ნაშ­თებ­ზე აცოც­დე­ბით და დიდ­ხანს აღარ დაბ­რუნ­დე­ბით უკან: ნა­ხავთ მწვა­ნე მინ­დორს და ლაჟ­ვარ­დის­ფერ ზღვას ერ­თად, ისეთს, რო­გორ­საც ხალ­ხმრა­ვალ პლა­ჟებ­ზე ვერ წა­ა­წყდე­ბით.

ქო­ბუ­ლე­თის ღვი­ნის მა­რა­ნი

ყვე­ლა პა­ტა­რა მოგ­ზა­უ­რო­ბაც კი სა­სი­ა­მოვ­ნოდ გაბ­რუ­ებთ, თუმ­ცა აჭა­რა­ში ჩა­მოს­ხმუ­ლი ღვი­ნით ოდ­ნა­ვი გაბ­რუ­ე­ბა სულ სხვაა. ქო­ბუ­ლე­თი­დან სულ 10 წუ­თის სა­ვალ­ზე, სო­ფელ გვა­რა­ში, აგ­რო­სერ­ვის ცენ­ტრის ღვი­ნის მა­რა­ნია მო­წყო­ბი­ლი, სა­დაც დიდი ენო­თე­კა აქვთ და მსურ­ველს შე­უძ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა ღვი­ნის და­გე­მოვ­ნე­ბა. ამ მარ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ვა­ზია გა­შე­ნე­ბუ­ლი და რთვე­ლი­სას ტუ­რის­ტებ­სა და და­ინ­ტე­რე­სე­ბულ ადა­მი­ა­ნებს შე­უძ­ლი­ათ ყუ­რძნის დაკ­რე­ფა-და­წურ­ვა­ში მი­ი­ღონ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

მა­რა­ნი ყო­ველ­დღი­უ­რად მას­პინ­ძლობს ტუ­რის­ტებს და წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბის შემ­თხვე­ვა­ში შა­ბათ-კვი­რა­საც მზა­დაა სტუმ­რე­ბის მი­სა­ღე­ბად. პე­რი­ო­დუ­ლად აქ ჩურ­ჩხე­ლე­ბის ამოვ­ლე­ბის დღე­ე­ბი და თო­ნის პუ­რის ცხო­ბის მას­ტერკლა­სე­ბი იმარ­თე­ბა. შთა­ბეჭ­დილ­ბე­ბით სავ­სე დღეს აუ­ცი­ლე­ბე­ლია ჭიქა ღვი­ნით გამ­ხნე­ვე­ბა, მთა­ვა­რია არ აგე­რი­ოთ: ხორცთან წი­თელ ღვი­ნოს მი­ირ­თმე­ვენ, თევზთან – თეთ­რს.

მთე­ლი ქვე­ყა­ნა ერთ პარკში

შე­იძ­ლე­ბა უკვე ყვე­ლა­ფე­რი ნა­ნა­ხი გაქვთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, შე­იძ­ლე­ბა ჯერ კი­დევ ბევ­რი რამ დაგ­რჩათ სა­სი­ა­მოვ­ნო დღე­ე­ბის და­საგ­რო­ვებ­ლად. რო­გორც არ უნდა იყოს მი­ნი­ა­ტუ­რე­ბის პარ­კი მა­ინც გა­ო­ცე­ბულს დაგ­ტო­ვებთ უამ­რა­ვი პა­ტარ-პა­ტა­რა, ის­ტო­რი­უ­ლი შე­ნო­ბე­ბით და ძეგ­ლე­ბის მი­ნი­ა­ტუ­რე­ბით. იქ­ნებ არ გაქვთ ნა­ნა­ხი და­დი­ა­ნე­ბის სა­სახ­ლე, ან სო­ფე­ლი ჩა­ჟა­ში – სვა­ნეთ­ში. არა­ფე­რია, მი­ნი­ა­ტუ­რე­ბის პარკში ჯერ კი­დევ მო­უ­ნა­ხუ­ლე­ბე­ლი ად­გი­ლე­ბის მა­კე­ტებს შე­გიძ­ლი­ათ და­აკ­ვირ­დეთ და მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ერთ სა­ათ­ში მო­ი­ა­როთ ფე­ხით.

„ცი­ცი­ნა­თე­ლა” – გა­სარ­თო­ბი პარ­კი დი­დე­ბი­სა და პა­ტა­რე­ბის­თვის

ქო­ბუ­ლეთ­თან ახ­ლოს ცი­ცი­ნა­თე­ლას ატ­რაქ­ცი­ო­ნე­ბია. სა­ღა­მო­ო­ბით აქ ყო­ველ­თვის ხალ­ხმრავ­ლო­ბაა, ბავ­შვე­ბის­თვის უსაყ­ვარ­ლეს ად­გილ­ზე დი­დე­ბიც კარ­გად ერ­თო­ბი­ან, რად­გან „ცი­ცი­ნა­თე­ლა­ში“ სა­ბავ­შვო ატ­რაქ­ცი­ო­ნე­ბის გარ­და ექ­სტრე­მა­ლუ­რი ატ­რაქ­ცი­ო­ნე­ბი­ცაა. როცა ბინ­დდე­ბა და უზარ­მა­ზარ პარკში ყვე­ლა ატ­რაქ­ცი­ო­ნი ფე­რა­დად ნათ­დე­ბა, აქა­უ­რო­ბა ჯა­დოს­ნურ სა­სახ­ლეს ემ­სგავ­სე­ბა, სა­დაც ყვე­ლა ბედ­ნი­ე­რია, მუ­სი­კა უკ­რავს და ჰა­ერ­ში ნა­ყი­ნის სუნი ტრი­ა­ლებს.

ნაკ­რძა­ლი დუმ­ფა­რე­ბი­ა­ნი ტორფნა­რი­თა და წყლის ფრინ­ვე­ლე­ბით

ჭა­ო­ბი თქვენ­თვის მხო­ლოდ ცუდ ასო­ცი­ა­ცი­ებს და ბა­ყა­ყე­ბის ყი­ყინს უკავ­შირ­დე­ბა? ცდე­ბით. ქო­ბუ­ლე­თის სა­ხელ­მწი­ფო ნაკ­რძალ­ში ის­პა­ნის ტორფნა­რი უნი­კა­ლურ, ჭარ­ბტე­ნი­ან ეკო­სის­ტე­მას ქმნის, რის შე­დე­გა­დაც აქ წყლის ფრინ­ვე­ლე­ბი და უნი­კა­ლუ­რი წყალმცე­ნა­რე­ე­ბია გავ­რცე­ლე­ბუ­ლი. კოლ­ხე­თის ეროვ­ნუ­ლი პარ­კი, ქო­ბუ­ლე­თის და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი, კინ­ტრი­შის, მტი­რა­ლა­სა და მა­ჭა­ხე­ლას პარ­კე­ბი ად­გი­ლე­ბია, რომ­ლებ­საც იუ­ნეს­კოს მსოფ­ლიო ბუ­ნებ­რი­ვი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ნო­მი­ნა­ცი­ა­ზე წარ­სად­გე­ნად ამ­ზა­დე­ბენ.

ზღვა­ზე დას­ვე­ნე­ბის გარ­და ეკო­ტუ­რის­ტუ­ლი მარ­შრუ­ტის და­გეგ­მვა შე­საძ­ლე­ბე­ლია ქო­ბუ­ლეთ­თან ახ­ლოს, კინ­ტრი­ში­სა და მტი­რა­ლას ეროვ­ნულ ნაკ­რძა­ლებ­ში, სა­დაც მცე­ნა­რე­თა ენ­დე­მუ­რი სა­ხე­ო­ბე­ბი ხა­რობს.ფე­ხით სე­ირ­ნო­ბის, ვე­ლუ­რი ბუ­ნე­ბით ტკბო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, მტი­რა­ლა­სა და კინ­ტრი­შის ნაკ­რძა­ლებ­ში ად­გი­ლობ­რი­ვი კერ­ძე­ბის, ბო­რა­ნოს, სი­ნო­რი­სა და იახ­ნის და­გე­მოვ­ნე­ბაც შე­გიძ­ლი­ათ. ეს უკა­ნას­კნე­ლი მხო­ლოდ ქო­ბუ­ლეთ­ში მზად­დე­ბა, დე­კე­უ­ლის ხორ­ცი სა­გულ­და­გუ­ლოდ იკ­მა­ზე­ბა ნიგვზი­თა და სა­ნე­ლებ­ლე­ბით.

მტი­რა­ლა­სა და კინ­ტრი­შის ნაკ­რძა­ლებ­ში მდე­ბა­რე სა­ო­ჯა­ხო რეს­ტორ­ნებ­ში ასე­ვე მო­გარ­თმე­ვენ ად­გილ­ზე დამ­ზა­დე­ბულ აჩ­მა­სა და ბაქ­ლა­ვას – აჭა­რის მო­ნა­ხუ­ლე­ბა ამ კერ­ძე­ბის და­გე­მოვ­ნე­ბის გა­რე­შე არ ღირს. ქო­ბუ­ლეთ­ში მხო­ლოდ ზღვის, მზი­სა და გა­რუ­ჯვის­თვის ჩა­მოს­ვლას არ გირ­ჩევთ.

მას შემ­დეგ რაც პლაჟ­ზე ნე­ბივ­რო­ბა მოგ­ბეზ­რდე­ბათ, აი­კი­დეთ ზურგჩან­თა და გა­უ­ყე­ვით გზას მტი­რა­ლა­სა და კინ­ტრი­შის ნაკ­რძა­ლე­ბის­კენ, ნუ მო­იკ­ლებთ ამ სი­ა­მოვ­ნე­ბას, რო­მე­ლიც მთე­ლი წელი გაგ­ყვე­ბათ და ქა­ლა­ქის ხმა­ურ­ში ყო­ველ­თვის გა­გახ­სე­ნებთ თავს ვე­ლურ ბუ­ნე­ბა­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი გრი­ლი, სა­სი­ა­მოვ­ნო, ტყის ჰა­ე­რით სავ­სე დღე­ე­ბი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

როგორ გავერთოთ ქობულეთში პლაჟს მიღმა - ტურისტული გზამკვლევი დამსვენებლებისთვის

როგორ გავერთოთ ქობულეთში პლაჟს მიღმა - ტურისტული გზამკვლევი დამსვენებლებისთვის

ზღვისპირა ქალაქები ერთი შეხედვით ერთმანეთს ჰგავს, მაგრამ ბათუმისგან განსხვავებით ქობულეთში ის ადამიანები არჩევენ დასვენებას, ვისაც სურს ყველაფერი ძალიან ახლოს ჰქონდეს: ზღვა, ბუნგალოები, სასტუმრო და გასართობი ადგილები. ამ სტატიაში ერთად ვნახავთ, როგორია ქობულეთში ზაფხულის დღეები.

ქობულეთის ქვიშიან სანაპიროზე

მართალია ცოტათი მოიღრუბლა, მაგრამ ქობულეთის ქვიშიან პლაჟზე ასეთ ამინდშიც კი ნახავთ ზღვაში მობანავე დამსვენებლებს. ამინდის ცვალებადობა ზღვაზე ჩამოსულებისთვის ბევრს არაფერს ნიშნავს.

ბავშვები ნაპირზე თბილ ქვიშაში ეფლობიან, მერე ტალღებისკენ გაქანდებიან და ქვიშას ერთიანად ჩამოირეცხავენ. სანაპიროზე უამრავი კაფე-ბარი, ბუნგალო და რესტორანია. სადმე ერთგან შევჩერდეთ, სადაც სივრცე ღიაა და ქათქათა, ისეთი, როგორიც ზღვისპირა კაფე უნდა იყოს. ბანაობის, გარუჯვისა და ველოსიპედით სეირნობის შემდეგ მსუბუქი ალკოჰოლით შეზავებული კოქტეილით გაგრილების დრო დგება, სანამ აუცილებლად დასაგემოვნებელი აჭარული ხაჭაპური გამოცხვება, „კუბა ლიბრე“ ვწრუპოთ და დავაკვირდეთ, როგორ ამზადებენ ბიჭები სხვა სტუმრებისთვის ფერად-ფერად კოქტეილებს.

სჯობს დავივიწყოთ ყველა დიეტა, ცომეულთან გაწყვეტილი კავშირები და ღირსეულად შევეგებოთ მის აღმატებულება დაბრაწულ აჭარულ ხაჭაპურს. ჯანდაბამდე გზა ჰქონია ყველა აკრძალვას, მით უფრო ისეთს – საკუთარ თავს თვითონ რომ ვუწესებთ.

საით გავწიოთ?

როცა მზესა და ზღვაზე ნებივრობა მოგბეზრდებათ, აუცილებლად დაიწყებთ რაიმე სხვა ადგილების ძებნას ქალაქთან ახლომახლოს. ქობულეთთან ახლოს, სოფელ ციხისძირში VI-IX საუკუნეების, ისტორიული ციხე-ქალაქი – პეტრა მდებარეობს. ზღვისპირა კლდოვან ბორცვზე პეტრას აკროპოლისი ბიზანტიური წყაროების მიხედვით, იმპერატორ იუსტინიანეს (527-565) დროს ააგეს. პეტრა ლაზიკის უმნიშვნელოვანესი საზღვაო-სავაჭრო ცენტრი იყო. ადგილობრივი ლეგენდების მიხედვით, რუსთაველმა ვეფხისტყაოსნის ქაჯეთის ციხეში, პეტრას ციხე-სიმაგრე იგულისხმა. არავინ იცის ეს ამბავი ტყუილია თუ მართალი, მაგრამ ჩვენი ნებაა, შეგვიძლია გვჯეროდეს ლამაზი თქმულებების, არაფერს ვკარგავთ. უზარმაზარ, კლდოვან ტერიტორიაზე განფენილი ციხის ნაშთებზე აცოცდებით და დიდხანს აღარ დაბრუნდებით უკან: ნახავთ მწვანე მინდორს და ლაჟვარდისფერ ზღვას ერთად, ისეთს, როგორსაც ხალხმრავალ პლაჟებზე ვერ წააწყდებით.

ქობულეთის ღვინის მარანი

ყველა პატარა მოგზაურობაც კი სასიამოვნოდ გაბრუებთ, თუმცა აჭარაში ჩამოსხმული ღვინით ოდნავი გაბრუება სულ სხვაა. ქობულეთიდან სულ 10 წუთის სავალზე, სოფელ გვარაში, აგროსერვის ცენტრის ღვინის მარანია მოწყობილი, სადაც დიდი ენოთეკა აქვთ და მსურველს შეუძლია საქართველოში გავრცელებული სხვადასხვა ღვინის დაგემოვნება. ამ მარნის ტერიტორიაზე ვაზია გაშენებული და რთველისას ტურისტებსა და დაინტერესებულ ადამიანებს შეუძლიათ ყურძნის დაკრეფა-დაწურვაში მიიღონ მონაწილეობა.

მარანი ყოველდღიურად მასპინძლობს ტურისტებს და წინასწარი შეთანხმების შემთხვევაში შაბათ-კვირასაც მზადაა სტუმრების მისაღებად. პერიოდულად აქ ჩურჩხელების ამოვლების დღეები და თონის პურის ცხობის მასტერკლასები იმართება. შთაბეჭდილბებით სავსე დღეს აუცილებელია ჭიქა ღვინით გამხნევება, მთავარია არ აგერიოთ: ხორცთან წითელ ღვინოს მიირთმევენ, თევზთან – თეთრს.

მთელი ქვეყანა ერთ პარკში

შეიძლება უკვე ყველაფერი ნანახი გაქვთ საქართველოში, შეიძლება ჯერ კიდევ ბევრი რამ დაგრჩათ სასიამოვნო დღეების დასაგროვებლად. როგორც არ უნდა იყოს მინიატურების პარკი მაინც გაოცებულს დაგტოვებთ უამრავი პატარ-პატარა, ისტორიული შენობებით და ძეგლების მინიატურებით. იქნებ არ გაქვთ ნანახი დადიანების სასახლე, ან სოფელი ჩაჟაში – სვანეთში. არაფერია, მინიატურების პარკში ჯერ კიდევ მოუნახულებელი ადგილების მაკეტებს შეგიძლიათ დააკვირდეთ და მთელი საქართველო ერთ საათში მოიაროთ ფეხით.

„ციცინათელა” – გასართობი პარკი დიდებისა და პატარებისთვის

ქობულეთთან ახლოს ციცინათელას ატრაქციონებია. საღამოობით აქ ყოველთვის ხალხმრავლობაა, ბავშვებისთვის უსაყვარლეს ადგილზე დიდებიც კარგად ერთობიან, რადგან „ციცინათელაში“ საბავშვო ატრაქციონების გარდა ექსტრემალური ატრაქციონებიცაა. როცა ბინდდება და უზარმაზარ პარკში ყველა ატრაქციონი ფერადად ნათდება, აქაურობა ჯადოსნურ სასახლეს ემსგავსება, სადაც ყველა ბედნიერია, მუსიკა უკრავს და ჰაერში ნაყინის სუნი ტრიალებს.

ნაკრძალი დუმფარებიანი ტორფნარითა და წყლის ფრინველებით

ჭაობი თქვენთვის მხოლოდ ცუდ ასოციაციებს და ბაყაყების ყიყინს უკავშირდება? ცდებით. ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალში ისპანის ტორფნარი უნიკალურ, ჭარბტენიან ეკოსისტემას ქმნის, რის შედეგადაც აქ წყლის ფრინველები და უნიკალური წყალმცენარეებია გავრცელებული. კოლხეთის ეროვნული პარკი, ქობულეთის დაცული ტერიტორიები, კინტრიშის, მტირალასა და მაჭახელას პარკები ადგილებია, რომლებსაც იუნესკოს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ნომინაციაზე წარსადგენად ამზადებენ.

ზღვაზე დასვენების გარდა ეკოტურისტული მარშრუტის დაგეგმვა შესაძლებელია ქობულეთთან ახლოს, კინტრიშისა და მტირალას ეროვნულ ნაკრძალებში, სადაც მცენარეთა ენდემური სახეობები ხარობს.ფეხით სეირნობის, ველური ბუნებით ტკბობის პარალელურად, მტირალასა და კინტრიშის ნაკრძალებში ადგილობრივი კერძების, ბორანოს, სინორისა და იახნის დაგემოვნებაც შეგიძლიათ. ეს უკანასკნელი მხოლოდ ქობულეთში მზადდება, დეკეულის ხორცი საგულდაგულოდ იკმაზება ნიგვზითა და სანელებლებით.

მტირალასა და კინტრიშის ნაკრძალებში მდებარე საოჯახო რესტორნებში ასევე მოგართმევენ ადგილზე დამზადებულ აჩმასა და ბაქლავას – აჭარის მონახულება ამ კერძების დაგემოვნების გარეშე არ ღირს. ქობულეთში მხოლოდ ზღვის, მზისა და გარუჯვისთვის ჩამოსვლას არ გირჩევთ.

მას შემდეგ რაც პლაჟზე ნებივრობა მოგბეზრდებათ, აიკიდეთ ზურგჩანთა და გაუყევით გზას მტირალასა და კინტრიშის ნაკრძალებისკენ, ნუ მოიკლებთ ამ სიამოვნებას, რომელიც მთელი წელი გაგყვებათ და ქალაქის ხმაურში ყოველთვის გაგახსენებთ თავს ველურ ბუნებაში გატარებული გრილი, სასიამოვნო, ტყის ჰაერით სავსე დღეები.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ