პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყაჩაღობისთვის, რომლის დროსაც რამდენიმე ასეული დოლარი, სანადირო თოფი და ოქროს სამკაულები გაიტაცეს, პირს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
ყაჩაღობისთვის, რომლის დროსაც რამდენიმე ასეული დოლარი, სანადირო თოფი და ოქროს სამკაულები გაიტაცეს, პირს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ყა­ჩა­ღო­ბა­ში ბრალ­დე­ბულს 9 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა, - ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რი­დან აც­ნო­ბეს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზეს­ტა­ფო­ნის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ სრუ­ლად გა­ი­ზი­ა­რა ბრალ­დე­ბის მხა­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და ყა­ჩა­ღო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი თ.შ. დამ­ნა­შა­ვედ ცნო სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 179-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის „ა“ და მე­სა­მე ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით.

„სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­მოკ­ვლე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით და­დას­ტურ­და, რომ 2017 წლის 18 იან­ვარს თ.შ. და მისი თა­ნამ­ზრახ­ვე­ლი, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღე­ბით შე­ი­რა­ღე­ბუ­ლი თავს და­ესხნენ თერ­ჯო­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ თუზ­ში მცხოვ­რებ და-ძმის მ.შ.-ს და ლ.შ.-ს ოჯახს, რა დრო­საც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი სას­ტი­კად სცე­მეს, სხვა­დას­ხვა სა­ხის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნეს და სი­ცო­ცხლი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­ში­ში ძა­ლა­დო­ბით გა­ი­ტა­ცეს მათი კუთ­ვნი­ლი 280 ლარი და 180 აშშ დო­ლა­რი, 350 ლა­რად ღი­რე­ბუ­ლი სა­ნა­დი­რო თოფი და 5 380 ლა­რად ღი­რე­ბუ­ლი ოქ­როს სამ­კა­უ­ლე­ბი. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა თ.შ. სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე 2017 წლის 23 ოქ­ტომ­ბერს ქ.ზეს­ტა­ფონ­ში და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 179-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის „ა“ და მე­სა­მე ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით (ყა­ჩა­ღო­ბა, ჩა­დე­ნი­ლი ჯგუ­ფუ­რად, ბი­ნა­ში უკა­ნო­ნო შეღ­წე­ვით) წა­რედ­გი­ნა და აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. ზეს­ტა­ფო­ნის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ თ.შ. დამ­ნა­შა­ვედ ცნო წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში და სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 9 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნუ­სა­ზღვრა“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ყაჩაღობისთვის, რომლის დროსაც რამდენიმე ასეული დოლარი, სანადირო თოფი და ოქროს სამკაულები გაიტაცეს, პირს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ყაჩაღობისთვის, რომლის დროსაც რამდენიმე ასეული დოლარი, სანადირო თოფი და ოქროს სამკაულები გაიტაცეს, პირს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ყაჩაღობაში ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პროკურატურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობაში ბრალდებული თ.შ. დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 18 იანვარს თ.შ. და მისი თანამზრახველი, ცეცხლსასროლი იარაღებით შეირაღებული თავს დაესხნენ თერჯოლის რაიონის სოფელ თუზში მცხოვრებ და-ძმის მ.შ.-ს და ლ.შ.-ს ოჯახს, რა დროსაც დაზარალებულები სასტიკად სცემეს, სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენეს და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით გაიტაცეს მათი კუთვნილი 280 ლარი და 180 აშშ დოლარი, 350 ლარად ღირებული სანადირო თოფი და 5 380 ლარად ღირებული ოქროს სამკაულები. სამართალდამცველებმა თ.შ. სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2017 წლის 23 ოქტომბერს ქ.ზესტაფონში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ თ.შ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ