პოლიტიკა
კონფლიქტები

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დავტოვეთ "რუსთავი 2", რომელიც ჩვენი შექმნილია, გადავედით "იმედზე" და რაც მერე მოხდა - ტრაგიკომედიაა" - დემნა ჯაფარიძის და გიორგი ხაბურზანიას პირველი გულახდილი ინტერვიუ
"დავტოვეთ "რუსთავი 2", რომელიც ჩვენი შექმნილია, გადავედით "იმედზე" და რაც მერე მოხდა - ტრაგიკომედიაა" - დემნა ჯაფარიძის და გიორგი ხაბურზანიას პირველი გულახდილი ინტერვიუ

ერთი წლის წინ, ქარ­თულ სა­ტე­ლე­ვი­ზიო სივ­რცე­ში დიდი ცვლი­ლე­ბე­ბი მოხ­და. „რუს­თა­ვი 2“-ის სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი - დემ­ნა ჯა­ფა­რი­ძე და გი­ორ­გი ხა­ბურ­ზა­ნია, რო­მელ­თა ან­გა­რიშ­ზეა ისე­თი ცნო­ბი­ლი შო­უ­ე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა: "ნი­ჭი­ე­რი", "X ფაქ­ტო­რი", "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვი", "ბრა­ვო", "ექი­მე­ბი" და სხვა - პრო­ექ­ტე­ბის სა­კე­თებ­ლად „იმედ­ში“ გა­და­ვიდ­ნენ. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ყვე­ლას­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი აღ­მოჩ­ნდა.

მი­ზე­ზად სხვა­დას­ხვა სა­კი­თხი სა­ხელ­დე­ბო­და, თუმ­ცა, ხა­ბურ­ზა­ნი­ას და ჯა­ფა­რი­ძეს ამ სა­კი­თხზე კო­მენ­ტა­რი აქამ­დე არას­დროს გა­უ­კე­თე­ბი­ათ. ცოტა ხნის წინ კი, ცნო­ბი­ლი მე­გა­შო­უ­ე­ბის შემ­ქმნე­ლებ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია „იმე­დიც“ და­ტო­ვეს.

დემ­ნა ჯა­ფა­რი­ძემ და გი­ორ­გი ხა­ბურ­ზა­ნი­ამ ამ სა­კი­თხებ­ზე პირ­ვე­ლად, ექ­სკლუ­ზი­უ­რად AMBEBI.GE-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში ისა­უბ­რეს.

- რად­გან ამ თე­მა­ზე აქამ­დე არა­სო­დეს გი­სა­უბ­რი­ათ, და­ვი­წყოთ „რუს­თა­ვი 2“-ით. ერთი წლის წინ, თქვე­ნი ჯგუ­ფის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დიდი მით­ქმა-მოთ­ქმა გა­მო­იწ­ვია - და­ტო­ვეთ არხი და გა­დახ­ვე­დით კონ­კუ­რენტ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ა­ში, რა­ტომ?

დემ­ნა ჯა­ფა­რი­ძე: ბევ­რი პრობ­ლე­მა არ­სე­ბობ­და, რის გა­მოც ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღეთ. თუმ­ცა, ის დრო უკან თუ დაბ­რუნ­დე­ბა, ზუს­ტად ისე­ვე მო­ვიქ­ცე­ვით, რო­გორც მა­შინ.

- რას გუ­ლის­ხმობთ?

- იმას, რომ „რუს­თა­ვი 2“-ში გვერ­დზე და­ვუ­დე­ქით ადა­მი­ანს, რომ­ლის­გა­ნაც შემ­დეგ, მთე­ლი წელი ვის­მენ­დით იმას, რა­საც ვის­მენ­დით. ყვე­ლამ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იცის... სხვებ­თან ერ­თად ჩვენ ვი­ყა­ვით გა­დამ­წყვე­ტი ძალა, რო­მე­ლიც არ­ხის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის გვერ­დით დად­გა კრი­ტი­კულ მო­მენ­ტში, მაგ­რამ მა­შინ, როცა უკვე ბრენ­დი­რე­ბუ­ლი, რე­ი­ტინ­გუ­ლი და შე­მო­სავ­ლი­ა­ნი გახ­და არხი, მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­მოჩ­ნდა ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც გვი­თხრა, რომ თურ­მე ეს ყვე­ლა­ფე­რი მისი და ვი­ღა­ცე­ე­ბის გეგ­მე­ბის მი­ხედ­ვით უნდა შეგ­ვე­ჩე­რე­ბი­ნა. ორი-სამი თვე ვიბ­რძო­დით ჩვე­ნი პრინ­ცი­პე­ბის გა­სა­ტა­რებ­ლად, მაგ­რამ ვე­რა­ფე­რი შევ­ცვა­ლეთ და წა­მო­ვე­დით. ჩვენ იმ ხალ­ხს გვერ­დით და­ვუ­დე­ქით და მერე რაც მოხ­და, გულ­და­სა­წყვე­ტია.

ეს იყო პრინ­ცი­პუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა - ჩვენ დავ­ტო­ვეთ არხი, რო­მე­ლიც ჩვე­ნი შექ­მნი­ლია, გა­და­ვე­დით "იმედ­ზე" და მერე რაც მოხ­და, ეს უკვე ტრა­გი­კო­მე­დი­აა - ძვი­რად დაგ­ვიჯ­და ეს ორი წელი, აღ­ვი­რახ­სნილ შე­უ­რა­ცხყო­ფებს ვის­მენ­დით. რა უნდა ვუ­პა­სუ­ხო იმ ხალ­ხს, რო­მელ­ზეც აღა­რა­ვინ ლა­პა­რა­კობს?

- „იმედ­მა“ შე­მოგ­თა­ვა­ზათ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა?

- „იმედ­მა“ მა­ნამ­დე ორ­ჯერ შე­მოგ­ვთა­ვა­ზა თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, მაგ­რამ უარს ვამ­ბობ­დით. მე­სა­მე შე­თა­ვა­ზე­ბას დავ­თან­ხმდით, კოს­მი­ურ თან­ხებ­ზე იყო თა­ვი­დან სა­უ­ბა­რი, სა­ბო­ლო­ოდ კი, სა­ბაზ­რო ფა­სებ­ზე შევ­თან­ხმდით. ხელი მო­ვა­წე­რეთ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას ასე­თი პი­რო­ბით - გვქონ­და მა­ღა­ლი ხელ­ფა­სი და სა­რეკ­ლა­მო შე­მო­სავ­ლე­ბის მკვეთ­რად მცი­რე პრო­ცენ­ტი, რაც „რუს­თა­ვი 2“-ზე პი­რი­ქით იყო. ყვე­ლამ თა­ვის ორ­ღო­ბეს მი­ხე­დოს, ახალ­გაზ­რდა ხალ­ხი ვართ და ჩვე­ნი ეგო გვაქვს. ადა­მი­ან­მა ან ეგო უნდა და­იკ­მა­ყო­ფი­ლოს, ან მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მო­თხოვ­ნე­ბი, ბედ­ნი­ე­რია ის, ვინც ორი­ვეს იკ­მა­ყო­ფი­ლებს, მაგ­რამ როცა ვერც ერთს ვერ იკ­მა­ყო­ფი­ლებ, არ­ჩე­ვა­ნი უნდა გა­ა­კე­თო. მით უფრო, სტაგ­ნი­რე­ბულ სა­ტე­ლე­ვი­ზიო ბა­ზარ­ზე.

გი­ორ­გი ხა­ბურ­ზა­ნია: - ბა­ზარ­ზე ახლა სტაგ­ნა­ცი­აა, ყვე­ლა პრო­ექ­ტი, მათ შო­რის ჩვენს მიერ გა­კე­თე­ბუ­ლიც, უკვე მოძ­ვე­ლე­ბუ­ლია. არ შე­იძ­ლე­ბა კმა­ყო­ფი­ლი იყო იმით, რაც ათი წლის წინ გა­ა­კე­თე. „იმედ­ზე“ პირ­ვე­ლი სე­ზო­ნი წარ­მა­ტე­ბუ­ლად დავ­ხუ­რეთ და გვინ­დო­და, სწო­რედ მაგ პე­რი­ოდ­ში და­წყე­ბუ­ლი­ყო ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბი, რად­გან არხი უკვე პირ­ველ ად­გილ­ზე იყო და ხალ­ხს მო­ლო­დი­ნი ჰქონ­და, მაგ­რამ არ გა­კეთ­და ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბი და სა­ბო­ლო­ოდ, ისევ „რუს­თა­ვი 2“-მა „ამო­ქა­ჩა“. ვინც არ უნდა იყოს „რუს­თა­ვი 2“-ის სა­თა­ვე­ში, დვა­ლის და ერო­სის დრო­ი­დან ასე იყო - ამ არხს აქვს ლი­დე­რო­ბის და ყი­ნულმჭრე­ლის ამ­ბი­ცია და ამას ახერ­ხებს კი­დეც.

- „იმედ­თან“ უფრო დე­ტა­ლუ­რად რა შე­თან­ხმე­ბა გქონ­დათ, რას მო­ა­წე­რეთ ხელი?

- ჩვენ ვთვლით, რომ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი ვართ და ახლა ვართ ჩვე­ნი კა­რი­ე­რის პრა­იმ­ში. „იმედ­თან“ იყო სა­უ­ბა­რი იმა­ზე, რომ ბა­ზარ­ზე შეც­ვლი­ლი­ყო რე­ა­ლო­ბა. კარ­გი შე­თა­ვა­ზე­ბა ჰქონ­დათ. არხი, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად მე­ო­რე იყო, უნდა გამ­ხდა­რი­ყო პირ­ვე­ლი. პირ­ვე­ლი­ვე ოთხ თვე­ში „რუს­თა­ვი 2“-სა და „იმე­დის“ გა­ყიდ­ვე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი შე­იც­ვა­ლა. მათ სა­ერ­თო გა­ყიდ­ვე­ბი ქონ­დათ და მა­ნამ­დე „იმე­დი“ თა­ნახ­მა იყო გა­ყიდ­ვე­ბის ნაკ­ლებ 45% წილ­ზე, ხოლო ლო­მის წილი 55% „რუს­თა­ვი 2“-ს მიჰ­ქონ­და. რაც მთა­ვა­რია, ამას იმე­დი აწერ­და თვი­თონ ხელს, რად­გან რე­ი­ტინ­გით მე­ტის მო­თხოვ­ნის სა­ფუძ­ვე­ლი არ ქონ­და. თუმ­ცა, ისე შე­მო­ვაბ­რუ­ნეთ ყვე­ლა­ფე­რი, რომ 2018 წელს, სა­ერ­თო გა­ყიდ­ვე­ბის 55% „იმედ­ზე“ უნდა წა­მო­სუ­ლი­ყო.

ჩვენ ვთქვით, შევ­ცვლით რე­ა­ლო­ბას და შევ­ცვა­ლეთ, იმე­დი გა­ვიყ­ვა­ნეთ პირ­ველ ად­გილ­ზე რე­ი­ტინ­გებ­ში, ორი­ვე მთვლე­ლის მო­ნა­ცე­მე­ბით და სა­რეკ­ლა­მო ბა­ზარ­ზე გა­ვუ­ჩი­ნეთ ”იმედს” დო­მი­ნი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. მაგ­რამ ლი­დე­რო­ბას შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა სჭირ­დე­ბო­და. თე­ბერ­ვლი­დან, უკვე და­პა­უზ­და ყვე­ლა­ფე­რი.

- მუდ­მი­ვად მი­დის ომი „რუს­თა­ვი 2“-ის და „იმე­დის“ პრო­ექ­ტებს შო­რის, ვინ იყო ლი­დე­რი რე­ა­ლუ­რად?

- პირ­ვე­ლი ეტა­პი ჩვენ მო­ვი­გეთ, ყვე­ლა­ფე­რი გად­მო­ვა­ყი­რა­ვეთ და ასე და­ი­ხუ­რა სე­ზო­ნი. შემ­დეგ ინერ­ცი­ით იგებ­და „იმე­დი“, ამ დროს გვინ­დო­და ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბის შეშ­ვე­ბა, მაგ­რამ არ მოგ­ვე­ცა ამის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. პრა­იმ ზო­ნა­ში „რუს­თა­ვი 2“-ს 15, ხოლო „იმედს“ 8 პრო­ექ­ტი ჰქონ­და. აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო 2018 წლი­დან იმედ­ზე ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბის ჩაშ­ვე­ბა.

დემ­ნა ჯა­ფა­რი­ძე: - რო­გო­რი პა­რა­მეტ­რი­თაც არ უნდა ილა­პა­რა­კო, მთლი­ა­ნი 1 წელი რომ ავი­ღოთ, „რუს­თა­ვი 2“-მა „იმედს“ უხერ­ხუ­ლო­ბა შე­უქ­მნა მხო­ლოდ ორი თვე. ეს მოხ­და მხო­ლოდ მა­შინ, როცა „მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი“ გა­დი­ო­და ეთერ­ში. წარ­მო­იდ­გი­ნე, რომ გაქვს ტე­ლე­ვი­ზია, რო­მე­ლიც მთე­ლი წელი იგებს ყვე­ლა მთვლე­ლით და ამას ვერ იტყვი, ეს რა არის? დე­ტა­ლებს არ გავ­შლი, ეს უბ­რა­ლოდ, სა­სა­ცი­ლოა. ახლა ინი­ცი­ა­ტი­ვა ისევ ”რუს­თა­ვი2”-ის ხელ­შია. ჩვე­ნი წა­მოს­ვლით "იმედ­მა" ინერ­ცია და­კარ­გა. ხოლო, გა­ნუ­წყვე­ტე­ლი ცვლი­ლე­ბე­ბით, სტაფ­საც გა­დაღ­ლის.

- გი­ორ­გი, ვის ეკუთ­ვნის „იქს ფაქ­ტო­რის“ და „ნი­ჭი­ე­რის“ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტა­რე­ბის უფ­ლე­ბა?

- ”იქს ფაქ­ტო­რი”, ”ნი­ჭი­ე­რი”, ”ექი­მე­ბი” და ”სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვი”, ამ გა­და­ცე­მე­ბის დამ­ზა­დე­ბის ლი­ცენ­ზია და ყვე­ლა უფ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აქვს ჩვენ პრო­დაქ­შენ კომ­პა­ნია ”ნოვა”-ს.

- გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­თან და ბა­ქოს ტე­ლე­ვი­ზი­ას­თან გაქვთ მო­ლა­პა­რა­კე­ბა, მარ­თა­ლია?

დემ­ნა ჯა­ფა­რი­ძე: - რამ­დე­ნი­მე თვის წინ, ბა­ქო­დან სა­ინ­ტე­რე­სო წი­ნა­და­დე­ბა მი­ვი­ღეთ. იქ სა­ტე­ლე­ვი­ზიო სფე­რო გა­ნუ­ვი­თა­რე­ბე­ლია და ეს მათ კარ­გად იცი­ან, მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სა­ტე­ლე­ვი­ზიო ბუმი იქაც მალე და­ი­წყე­ბა. პი­რო­ბა მი­ვე­ცით, რომ იქა­უ­რებ­საც ვას­წავ­ლით საქ­მის გა­კე­თე­ბას. სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა სა­ა­მა­ყო იქ­ნე­ბა. პირ­ვე­ლი არ­ხის მა­ი­სუ­რით თუ გა­მოვ­ჩნდე­ბი, ე.ი. მო­ლა­პა­რა­კე­ბა შედ­გა.

გი­ორ­გი ხა­ბურ­ზა­ნია: შევ­ხვდით სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას, მათ აქვთ კონ­კრე­ტუ­ლი პროგ­რა­მა და მი­ზა­ნი, ზუს­ტად იცი­ან, სად არი­ან, რა უნდა გა­ა­კე­თონ და რის­თვის. მე და დემ­ნას გვინ­და, ჩვე­ნი პრო­დაქ­შენ კომ­პა­ნია, აუთ­სორ­ზე ვა­მუ­შა­ოთ. ახლა ბა­ზარ­ზე კონ­ტენ­ტის დიდი მო­თხოვ­ნაა, მე­დია სწრა­ფად ვი­თარ­დე­ბა და იც­ვლე­ბა, ამი­ტომ ვი­თა­ნამ­შრომ­ლებთ, რო­გორც მსხვილ, ასე­ვე წვრილ დამ­კვე­თებ­თა­ნაც. დიდი ცვლი­ლე­ბე­ბი და ახა­ლი ნი­შე­ბის წარ­მოქ­მნა მოხ­დე­ბა ქარ­თულ მე­დია ბა­ზარ­ზე! ჩვენ გვინ­და, ერთი ნა­ბი­ჯით წინ ვუს­წრებ­დეთ მოვ­ლე­ნებს და მე­დია ბაზ­რის პროგ­რე­სის ინი­ცი­ა­ტო­რე­ბი და აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ვი­ყოთ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"დავტოვეთ "რუსთავი 2", რომელიც ჩვენი შექმნილია, გადავედით "იმედზე" და რაც მერე მოხდა - ტრაგიკომედიაა" - დემნა ჯაფარიძის და გიორგი ხაბურზანიას პირველი გულახდილი ინტერვიუ

"დავტოვეთ "რუსთავი 2", რომელიც ჩვენი შექმნილია, გადავედით "იმედზე" და რაც მერე მოხდა - ტრაგიკომედიაა" - დემნა ჯაფარიძის და გიორგი ხაბურზანიას პირველი გულახდილი ინტერვიუ

ერთი წლის წინ, ქართულ სატელევიზიო სივრცეში დიდი ცვლილებები მოხდა. „რუსთავი 2“-ის საერთაშორისო პროექტების ხელმძღვანელები - დემნა ჯაფარიძე და გიორგი ხაბურზანია, რომელთა ანგარიშზეა ისეთი ცნობილი შოუები, როგორებიცაა: "ნიჭიერი", "X ფაქტორი", "საქართველოს ვარსკვლავი", "ბრავო", "ექიმები" და სხვა - პროექტების საკეთებლად „იმედში“ გადავიდნენ. ეს გადაწყვეტილება ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

მიზეზად სხვადასხვა საკითხი სახელდებოდა, თუმცა, ხაბურზანიას და ჯაფარიძეს ამ საკითხზე კომენტარი აქამდე არასდროს გაუკეთებიათ. ცოტა ხნის წინ კი, ცნობილი მეგაშოუების შემქმნელებმა ტელეკომპანია „იმედიც“ დატოვეს.

დემნა ჯაფარიძემ და გიორგი ხაბურზანიამ ამ საკითხებზე პირველად, ექსკლუზიურად AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში ისაუბრეს.

- რადგან ამ თემაზე აქამდე არასოდეს გისაუბრიათ, დავიწყოთ „რუსთავი 2“-ით. ერთი წლის წინ, თქვენი ჯგუფის გადაწყვეტილებამ საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია - დატოვეთ არხი და გადახვედით კონკურენტ ტელეკომპანიაში, რატომ?

დემნა ჯაფარიძე: ბევრი პრობლემა არსებობდა, რის გამოც ეს გადაწყვეტილება მივიღეთ. თუმცა, ის დრო უკან თუ დაბრუნდება, ზუსტად ისევე მოვიქცევით, როგორც მაშინ.

- რას გულისხმობთ?

- იმას, რომ „რუსთავი 2“-ში გვერდზე დავუდექით ადამიანს, რომლისგანაც შემდეგ, მთელი წელი ვისმენდით იმას, რასაც ვისმენდით. ყველამ ყველაფერი კარგად იცის... სხვებთან ერთად ჩვენ ვიყავით გადამწყვეტი ძალა, რომელიც არხის ხელმძღვანელობის გვერდით დადგა კრიტიკულ მომენტში, მაგრამ მაშინ, როცა უკვე ბრენდირებული, რეიტინგული და შემოსავლიანი გახდა არხი, მოულოდნელად გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც გვითხრა, რომ თურმე ეს ყველაფერი მისი და ვიღაცეების გეგმების მიხედვით უნდა შეგვეჩერებინა. ორი-სამი თვე ვიბრძოდით ჩვენი პრინციპების გასატარებლად, მაგრამ ვერაფერი შევცვალეთ და წამოვედით. ჩვენ იმ ხალხს გვერდით დავუდექით და მერე რაც მოხდა, გულდასაწყვეტია.

ეს იყო პრინციპული გადაწყვეტილება - ჩვენ დავტოვეთ არხი, რომელიც ჩვენი შექმნილია, გადავედით "იმედზე" და მერე რაც მოხდა, ეს უკვე ტრაგიკომედიაა - ძვირად დაგვიჯდა ეს ორი წელი, აღვირახსნილ შეურაცხყოფებს ვისმენდით. რა უნდა ვუპასუხო იმ ხალხს, რომელზეც აღარავინ ლაპარაკობს?

- „იმედმა“ შემოგთავაზათ თანამშრომლობა?

- „იმედმა“ მანამდე ორჯერ შემოგვთავაზა თანამშრომლობა, მაგრამ უარს ვამბობდით. მესამე შეთავაზებას დავთანხმდით, კოსმიურ თანხებზე იყო თავიდან საუბარი, საბოლოოდ კი, საბაზრო ფასებზე შევთანხმდით. ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას ასეთი პირობით - გვქონდა მაღალი ხელფასი და სარეკლამო შემოსავლების მკვეთრად მცირე პროცენტი, რაც „რუსთავი 2“-ზე პირიქით იყო. ყველამ თავის ორღობეს მიხედოს, ახალგაზრდა ხალხი ვართ და ჩვენი ეგო გვაქვს. ადამიანმა ან ეგო უნდა დაიკმაყოფილოს, ან მატერიალური მოთხოვნები, ბედნიერია ის, ვინც ორივეს იკმაყოფილებს, მაგრამ როცა ვერც ერთს ვერ იკმაყოფილებ, არჩევანი უნდა გააკეთო. მით უფრო, სტაგნირებულ სატელევიზიო ბაზარზე.

გიორგი ხაბურზანია: - ბაზარზე ახლა სტაგნაციაა, ყველა პროექტი, მათ შორის ჩვენს მიერ გაკეთებულიც, უკვე მოძველებულია. არ შეიძლება კმაყოფილი იყო იმით, რაც ათი წლის წინ გააკეთე. „იმედზე“ პირველი სეზონი წარმატებულად დავხურეთ და გვინდოდა, სწორედ მაგ პერიოდში დაწყებულიყო ახალი პროექტები, რადგან არხი უკვე პირველ ადგილზე იყო და ხალხს მოლოდინი ჰქონდა, მაგრამ არ გაკეთდა ახალი პროექტები და საბოლოოდ, ისევ „რუსთავი 2“-მა „ამოქაჩა“. ვინც არ უნდა იყოს „რუსთავი 2“-ის სათავეში, დვალის და ეროსის დროიდან ასე იყო - ამ არხს აქვს ლიდერობის და ყინულმჭრელის ამბიცია და ამას ახერხებს კიდეც.

- „იმედთან“ უფრო დეტალურად რა შეთანხმება გქონდათ, რას მოაწერეთ ხელი?

- ჩვენ ვთვლით, რომ პროფესიონალები ვართ და ახლა ვართ ჩვენი კარიერის პრაიმში. „იმედთან“ იყო საუბარი იმაზე, რომ ბაზარზე შეცვლილიყო რეალობა. კარგი შეთავაზება ჰქონდათ. არხი, რომელიც მუდმივად მეორე იყო, უნდა გამხდარიყო პირველი. პირველივე ოთხ თვეში „რუსთავი 2“-სა და „იმედის“ გაყიდვების მაჩვენებელი შეიცვალა. მათ საერთო გაყიდვები ქონდათ და მანამდე „იმედი“ თანახმა იყო გაყიდვების ნაკლებ 45% წილზე, ხოლო ლომის წილი 55% „რუსთავი 2“-ს მიჰქონდა. რაც მთავარია, ამას იმედი აწერდა თვითონ ხელს, რადგან რეიტინგით მეტის მოთხოვნის საფუძველი არ ქონდა. თუმცა, ისე შემოვაბრუნეთ ყველაფერი, რომ 2018 წელს, საერთო გაყიდვების 55% „იმედზე“ უნდა წამოსულიყო.

ჩვენ ვთქვით, შევცვლით რეალობას და შევცვალეთ, იმედი გავიყვანეთ პირველ ადგილზე რეიტინგებში, ორივე მთვლელის მონაცემებით და სარეკლამო ბაზარზე გავუჩინეთ ”იმედს” დომინირების საშუალება. მაგრამ ლიდერობას შენარჩუნება სჭირდებოდა. თებერვლიდან, უკვე დაპაუზდა ყველაფერი.

- მუდმივად მიდის ომი „რუსთავი 2“-ის და „იმედის“ პროექტებს შორის, ვინ იყო ლიდერი რეალურად?

- პირველი ეტაპი ჩვენ მოვიგეთ, ყველაფერი გადმოვაყირავეთ და ასე დაიხურა სეზონი. შემდეგ ინერციით იგებდა „იმედი“, ამ დროს გვინდოდა ახალი პროექტების შეშვება, მაგრამ არ მოგვეცა ამის განხორციელების საშუალება. პრაიმ ზონაში „რუსთავი 2“-ს 15, ხოლო „იმედს“ 8 პროექტი ჰქონდა. აუცილებელი იყო 2018 წლიდან იმედზე ახალი პროექტების ჩაშვება.

დემნა ჯაფარიძე: - როგორი პარამეტრითაც არ უნდა ილაპარაკო, მთლიანი 1 წელი რომ ავიღოთ, „რუსთავი 2“-მა „იმედს“ უხერხულობა შეუქმნა მხოლოდ ორი თვე. ეს მოხდა მხოლოდ მაშინ, როცა „მხოლოდ ქართული“ გადიოდა ეთერში. წარმოიდგინე, რომ გაქვს ტელევიზია, რომელიც მთელი წელი იგებს ყველა მთვლელით და ამას ვერ იტყვი, ეს რა არის? დეტალებს არ გავშლი, ეს უბრალოდ, სასაცილოა. ახლა ინიციატივა ისევ ”რუსთავი2”-ის ხელშია. ჩვენი წამოსვლით "იმედმა" ინერცია დაკარგა. ხოლო, განუწყვეტელი ცვლილებებით, სტაფსაც გადაღლის.

- გიორგი, ვის ეკუთვნის „იქს ფაქტორის“ და „ნიჭიერის“ საქართველოში ჩატარების უფლება?

- ”იქს ფაქტორი”, ”ნიჭიერი”, ”ექიმები” და ”საქართველოს ვარსკვლავი”, ამ გადაცემების დამზადების ლიცენზია და ყველა უფლება საქართველოს ტერიტორიაზე აქვს ჩვენ პროდაქშენ კომპანია ”ნოვა”-ს.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელთან და ბაქოს ტელევიზიასთან გაქვთ მოლაპარაკება, მართალია?

დემნა ჯაფარიძე: - რამდენიმე თვის წინ, ბაქოდან საინტერესო წინადადება მივიღეთ. იქ სატელევიზიო სფერო განუვითარებელია და ეს მათ კარგად იციან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სატელევიზიო ბუმი იქაც მალე დაიწყება. პირობა მივეცით, რომ იქაურებსაც ვასწავლით საქმის გაკეთებას. საზოგადოებრივთან თანამშრომლობა საამაყო იქნება. პირველი არხის მაისურით თუ გამოვჩნდები, ე.ი. მოლაპარაკება შედგა.

გიორგი ხაბურზანია: შევხვდით საზოგადოებრივის ხელმძღვანელობას, მათ აქვთ კონკრეტული პროგრამა და მიზანი, ზუსტად იციან, სად არიან, რა უნდა გააკეთონ და რისთვის. მე და დემნას გვინდა, ჩვენი პროდაქშენ კომპანია, აუთსორზე ვამუშაოთ. ახლა ბაზარზე კონტენტის დიდი მოთხოვნაა, მედია სწრაფად ვითარდება და იცვლება, ამიტომ ვითანამშრომლებთ, როგორც მსხვილ, ასევე წვრილ დამკვეთებთანაც. დიდი ცვლილებები და ახალი ნიშების წარმოქმნა მოხდება ქართულ მედია ბაზარზე! ჩვენ გვინდა, ერთი ნაბიჯით წინ ვუსწრებდეთ მოვლენებს და მედია ბაზრის პროგრესის ინიციატორები და აქტიური მონაწილეები ვიყოთ.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს