საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ილია მეორე საბჭოთა კავშირში დაბრუნებას ითხოვს" - ზურაბ ჯაფარიძე პატრიარქის კრიტიკას პასუხობს
"ილია მეორე საბჭოთა კავშირში დაბრუნებას ითხოვს" - ზურაბ ჯაფარიძე პატრიარქის კრიტიკას პასუხობს

ილია მე­ო­რე საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში დაბ­რუ­ნე­ბას ითხოვს, - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა „გირ­ჩის“ პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტი ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძე სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის ქა­და­გე­ბას, სა­დაც მან სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­აკ­რი­ტი­კა.

ჯა­ფა­რი­ძის თქმით, ილია მე­ო­რე სრუ­ლი­ად გა­ნა­სა­ხი­ე­რებს იმას, რა­საც საბ­ჭო­თა კავ­ში­რი წარ­მო­ად­გენ­და.

„სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ მა­რი­ხუ­ა­ნას ლე­გა­ლი­ზა­ცი­ა­ზე გა­მო­ტა­ნი­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით თქვა, რომ ჩვენ სხა­ვა­ნა­ი­რი სა­ხელ­მწი­ფო ვართ - აღარ ვართ საბ­ჭო­თა კავ­ში­რი. ილია მე­ო­რე კი ითხოვს საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში დაბ­რუ­ნე­ბას. ის ფიქ­რობს, რომ მან უნდა გან­გი­სა­ზღვროთ რო­გორ იცხოვ­როთ, რა არის თქვენ­თვის კარ­გი და რა - ცუდი. ის ფიქ­რობს, რომ მან უნდა „დაგრთოთ ნება“ ქმე­დე­ბის­თვის, რომ­ლი­თაც ზი­ანს არა­ვის აყე­ნებთ. ის გი­ყუ­რებთ, გე­ლა­პა­რა­კე­ბათ და გექ­ცე­ვათ არა რო­გორც ადა­მი­ა­ნებს, არა­მედ რო­გორც ფა­რას. ის სრუ­ლი­ად გა­ნა­სა­ხი­ე­რებს იმას, რაც იყო საბ­ჭო­თა კავ­ში­რი“, - წერს ჯა­ფა­რი­ძე.

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი ილია მე­ო­რე საკ­ვი­რაო ქა­და­გე­ბი­სას მა­რი­ხუ­ა­ნას მოხ­მა­რე­ბა­ზე ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სან­ქცი­ე­ბის გა­უქ­მე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა და გა­ნა­ცხა­და, რომ „ნარ­კო­ტი­კე­ბის მოხ­მა­რე­ბა­ზე ნე­ბის დარ­თვა არის მტრო­ბა ჩვე­ნი ერი­სა“.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

"ილია მეორე საბჭოთა კავშირში დაბრუნებას ითხოვს" - ზურაბ ჯაფარიძე პატრიარქის კრიტიკას პასუხობს

"ილია მეორე საბჭოთა კავშირში დაბრუნებას ითხოვს" - ზურაბ ჯაფარიძე პატრიარქის კრიტიკას პასუხობს

ილია მეორე საბჭოთა კავშირში დაბრუნებას ითხოვს, - ასე ეხმაურება „გირჩის“ პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგებას, სადაც მან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გააკრიტიკა.

ჯაფარიძის თქმით, ილია მეორე სრულიად განასახიერებს იმას, რასაც საბჭოთა კავშირი წარმოადგენდა.

„საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანას ლეგალიზაციაზე გამოტანილი გადაწყვეტილებით თქვა, რომ ჩვენ სხავანაირი სახელმწიფო ვართ - აღარ ვართ საბჭოთა კავშირი. ილია მეორე კი ითხოვს საბჭოთა კავშირში დაბრუნებას. ის ფიქრობს, რომ მან უნდა განგისაზღვროთ როგორ იცხოვროთ, რა არის თქვენთვის კარგი და რა - ცუდი. ის ფიქრობს, რომ მან უნდა „დაგრთოთ ნება“ ქმედებისთვის, რომლითაც ზიანს არავის აყენებთ. ის გიყურებთ, გელაპარაკებათ და გექცევათ არა როგორც ადამიანებს, არამედ როგორც ფარას. ის სრულიად განასახიერებს იმას, რაც იყო საბჭოთა კავშირი“, - წერს ჯაფარიძე.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საკვირაო ქადაგებისას მარიხუანას მოხმარებაზე ადმინისტრაციული სანქციების გაუქმების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ნარკოტიკების მოხმარებაზე ნების დართვა არის მტრობა ჩვენი ერისა“.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"