სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფრანგი სტუმრები და ცნობილი სახეები სალომე ზურაბიშვილის ვაჟის ქორწილში - ფოტოები ყაზბეგიდან
ფრანგი სტუმრები და ცნობილი სახეები სალომე ზურაბიშვილის ვაჟის ქორწილში - ფოტოები ყაზბეგიდან

გუ­შინ ყაზ­ბეგ­ში სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ვა­ჟის ულა­მა­ზე­სი ქორ­წი­ლი გა­ი­მარ­თა, რო­მელ­საც უამ­რა­ვი ფრან­გი სტუ­მა­რი და ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი ეს­წრე­ბო­და...ქალ­ბა­ტონ­მა სა­ლო­მემ ქორ­წი­ლის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბი და ვი­დეო გა­ავ­რცე­ლა. ასე­ვე გა­ა­სა­ჯა­რო­ვა ქორ­წი­ლის ფო­ტო­ე­ბი ნი­კუ­შა შენ­გე­ლა­ი­ას მე­უღ­ლემ – ეკა ჭი­ჭი­ნა­ძემ. იგი ქორ­წი­ლით გა­მოწ­ვე­ულ აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას გა­მო­ხა­ტავ­და... თა­ვი­სი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა mshoblebi.ge-ს გა­უ­ზი­ა­რა:

- ქორ­წი­ლი იყო ძა­ლი­ან ლა­მა­ზი და მხი­ა­რუ­ლი, ქარ­თუ­ლი წე­სე­ბით. ფრან­გე­ბი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი იყ­ვნენ სა­ქა­რათ­ვე­ლოს ბუ­ნე­ბით და ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნათ ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბი! ჩო­ხე­ბი ძა­ლი­ან უხ­დე­ბო­დათ!… სა­ლო­მე ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი და გა­ხა­რე­ბუ­ლია! პა­ტარ­ძა­ლი – კონ­სტან­სა – ფრან­გი ფრან­გია, – ასე ეძახ­და ნამ­დვილ ფრან­გებს ხუმ­რო­ბით სა­ლო­მეს დედა ქალ­ბა­ტო­ნი – ზე­ი­ნაბ კე­ი­დია... წყვილ­მა ჯვა­რი ყაზ­ბეგ­ში, გერ­გეტ­ზე და­ი­წე­რა. პა­რი­ზელ­მა და ქარ­თველ­მა მა­მა­ო­ებ­მა და­წე­რეს ჯვა­რი...

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ქალ­ბა­ტო­ნი სა­ლო­მეს შვი­ლე­ბი - ქალ-ვაჟი, ქე­თე­ვან და თე­მურ გურ­ჯის­ტა­ნე­ბი, საფ­რან­გეთ­ში, პა­რიზ­ში გა­ი­ზარ­დნენ. იქ, სა­დაც და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და მათი დედა, ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბის ოჯახ­ში... ქალ­ბა­ტონ სა­ლო­მეს შვი­ლე­ბი პირ­ველ მე­უღ­ლეს­თან შე­ე­ძი­ნა. ისი­ნი გა­მარ­თუ­ლად სა­უბ­რო­ბენ ქარ­თუ­ლად.

"მყავს ვაჟი თე­მუ­რი და გო­გო­ნა ქე­თე­ვა­ნი. თე­მუ­რიც დიპ­ლო­მა­ტი­ურ გზას გაჰ­ყვა. ნიუ-იორკში ცხოვ­რობს და გა­ე­როს მი­სი­ა­ში მუ­შა­ობს. ქა­ლიშ­ვილ­მა კი ჩემი ახალ­გაზ­რდო­ბის დრო­ინ­დე­ლი ოც­ნე­ბა აის­რუ­ლა - პა­რიზ­ში, ფრან­გულ სა­ერ­თა­შო­რი­სო ორე­ნო­ვან ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მუ­შა­ობს. სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბის­თვის სი­უ­ჟე­ტებს ამ­ზა­დებს და სპორ­ტუ­ლი ნა­წი­ლის წამ­ყვა­ნია...", - ამ­ბობს ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

ნა­ხეთ ფო­ტო­ე­ბი და ვი­დეო ქორ­წი­ლი­დან

ფრანგი სტუმრები და ცნობილი სახეები სალომე ზურაბიშვილის ვაჟის ქორწილში - ფოტოები ყაზბეგიდან

ფრანგი სტუმრები და ცნობილი სახეები სალომე ზურაბიშვილის ვაჟის ქორწილში - ფოტოები ყაზბეგიდან

გუშინ ყაზბეგში სალომე ზურაბიშვილის ვაჟის ულამაზესი ქორწილი გაიმართა, რომელსაც უამრავი ფრანგი სტუმარი და ცნობილი ქართველი ესწრებოდა...ქალბატონმა სალომემ ქორწილის ამსახველი ფოტოები და ვიდეო გაავრცელა. ასევე გაასაჯაროვა ქორწილის ფოტოები ნიკუშა შენგელაიას მეუღლემ – ეკა ჭიჭინაძემ. იგი ქორწილით გამოწვეულ აღფრთოვანებას გამოხატავდა... თავისი შთაბეჭდილება mshoblebi.ge-ს გაუზიარა:

- ქორწილი იყო ძალიან ლამაზი და მხიარული, ქართული წესებით. ფრანგები აღფრთოვანებული იყვნენ საქარათველოს ბუნებით და ძალიან მოეწონათ ქართული ტრადიციები! ჩოხები ძალიან უხდებოდათ!… სალომე ძალიან ბედნიერი და გახარებულია! პატარძალი – კონსტანსა – ფრანგი ფრანგია, – ასე ეძახდა ნამდვილ ფრანგებს ხუმრობით სალომეს დედა ქალბატონი – ზეინაბ კეიდია... წყვილმა ჯვარი ყაზბეგში, გერგეტზე დაიწერა. პარიზელმა და ქართველმა მამაოებმა დაწერეს ჯვარი...

როგორც ცნობილია, ქალბატონი სალომეს შვილები - ქალ-ვაჟი, ქეთევან და თემურ გურჯისტანები, საფრანგეთში, პარიზში გაიზარდნენ. იქ, სადაც დაიბადა და გაიზარდა მათი დედა, ქართველი ემიგრანტების ოჯახში... ქალბატონ სალომეს შვილები პირველ მეუღლესთან შეეძინა. ისინი გამართულად საუბრობენ ქართულად.

"მყავს ვაჟი თემური და გოგონა ქეთევანი. თემურიც დიპლომატიურ გზას გაჰყვა. ნიუ-იორკში ცხოვრობს და გაეროს მისიაში მუშაობს. ქალიშვილმა კი ჩემი ახალგაზრდობის დროინდელი ოცნება აისრულა - პარიზში, ფრანგულ საერთაშორისო ორენოვან ტელევიზიაში მუშაობს. საინფორმაციო გამოშვებისთვის სიუჟეტებს ამზადებს და სპორტული ნაწილის წამყვანია...", - ამბობს ზურაბიშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში.

ნახეთ ფოტოები და ვიდეო ქორწილიდან

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ