თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში შვილიშვილმა პაპა დაჭრა, ბებიას კი დაზიანებები მიაყენა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ადგილობრივებმა განუცხადეს, შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რა დროსაც ახალგაზრდამ ცივი იარაღით პაპა გულ-მკერდის არეში დაჭრა, ბებიას კი, ფიზიკურად გაუსწორდა.
ორივე მათგანი თელავის რეფერალურ საადმყოფოშია მოთავსებული. ექიმის ინფორმაციით, პაციენტებს შესაბამისი სამედიცინო დამხარება უტარდებათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს. უწყების ცნობით, დაჭრაში ბრალდებული სამართალდამცველებმა დააკავეს.