სამართალი
პოლიტიკა

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამდენმა აბიტურიენტმა ვერ გადალახა ზღვარი ქართული ენისა და მათემატიკის გამოცდებში
რამდენმა აბიტურიენტმა ვერ გადალახა ზღვარი ქართული ენისა და მათემატიკის გამოცდებში

გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე, ივა მინ­და­ძე "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" რამ­დე­ნი­მე გა­მოც­დის შე­დე­გებ­ზე ესა­უბ­რა. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ეს არის პირ­ვე­ლა­დი მო­ნა­ცე­მე­ბი, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად შე­იც­ვლე­ბა.

პირ­ვე­ლა­დი მო­ნა­ცე­მე­ბით, ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის გა­მოც­და­ში 6%-მა ვერ გა­და­ლა­ხა ზღვა­რი. გე­ოგ­რა­ფი­ის გა­მოც­და­ში, სა­დაც ორი ვა­რი­ან­ტი და­ი­წე­რა, ერთ ვა­რი­ან­ტში ზღვა­რი ვერ გა­და­ლა­ხა 10%-მა, ხოლო მე­ო­რე ვა­რი­ან­ტში ზღვა­რის გა­და­ლახ­ვა ვერ მო­ა­ხერ­ხა აბი­ტუ­რი­ენ­ტთა 16%-მა.

რაც შე­ე­ხე­ბა მა­თე­მა­ტი­კის გა­მოც­დას, ამ სა­გან­ში აბი­ტუ­რი­ენ­ტთა 80%-მა გა­და­ლა­ხა ზღვა­რი.

„დღეს შე­დე­გე­ბი გა­მო­ცხად­და ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში, ასე­ვე მა­თე­მა­ტი­კა­სა და გე­ოგ­რა­ფი­ა­ში. ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის გა­მოც­და და­წე­რა და­ახ­ლო­ე­ბით 35 000-მა აბი­ტუ­რი­ენ­ტმა, გე­ოგ­რა­ფია და­წე­რა 12 000-მდე აბი­ტუ­რი­ენ­ტმა, ხოლო 20 000-ზე მეტ­მა აბი­ტუ­რი­ენ­ტმა და­წე­რა მა­თე­მა­ტი­კის გა­მოც­და. ხაზ­გას­მით უნდა ით­ქვას ის, რომ ეს არის პირ­ვე­ლა­დი შე­დე­გი, შე­სა­ბა­მი­სად, რამ­დენ­მა აბი­ტუ­რი­ენ­ტმა გა­და­ლა­ხა ან ვერ გა­და­ლა­ხა ზღვა­რი, ეს მო­ნა­ცე­მე­ბი შე­იც­ვლე­ბა აპე­ლა­ცი­ის შემ­დეგ.

თუმ­ცა, წი­ნას­წარ შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ქარ­თულ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 6%-მა ვერ გა­და­ლა­ხა ზღვა­რი. რაც შე­ე­ხე­ბა მა­თე­მა­ტი­კას, შარ­შან­დელ­თან შე­და­რე­ბით აბი­ტუ­რი­ენ­ტებს უფრო გა­უ­ად­ვილ­დათ მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რის გა­და­ლახ­ვა, აქ 80%-მდე აბი­ტუ­რი­ენ­ტმა გა­და­ლა­ხა ზღვა­რი. რაც შე­ე­ხე­ბა გე­ოგ­რა­ფი­ას, აქ, ერთ ვა­რი­ან­ტში ზღვა­რი ვერ გა­და­ლა­ხა და­ახ­ლო­ე­ბით 10%-მა, ხოლო მე­ო­რე ვა­რი­ან­ტში - 16%-მა.

ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის შე­დე­გე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბა ეტა­პობ­რი­ვად გაგ­რძელ­დე­ბა. ორ­შა­ბა­თი­დან კი ზო­გი­ერ­თი არ­ჩე­ვი­თი საგ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი გა­მო­ცხად­დე­ბა" - გა­ნა­ცხა­და ივა მინ­და­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ უკვე გა­მოქ­ვეყ­ნდა ასე­ვე უცხო ენე­ბი­სა და უნარ-ჩვე­ვე­ბის გა­მოც­დე­ბის შე­დე­გე­ბი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რამდენმა აბიტურიენტმა ვერ გადალახა ზღვარი ქართული ენისა და მათემატიკის გამოცდებში

რამდენმა აბიტურიენტმა ვერ გადალახა ზღვარი ქართული ენისა და მათემატიკის გამოცდებში

გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, ივა მინდაძე "ინტერპრესნიუსს" რამდენიმე გამოცდის შედეგებზე ესაუბრა. მისივე განმარტებით, ეს არის პირველადი მონაცემები, რომელიც აუცილებლად შეიცვლება.

პირველადი მონაცემებით, ქართულ ენასა და ლიტერატურის გამოცდაში 6%-მა ვერ გადალახა ზღვარი. გეოგრაფიის გამოცდაში, სადაც ორი ვარიანტი დაიწერა, ერთ ვარიანტში ზღვარი ვერ გადალახა 10%-მა, ხოლო მეორე ვარიანტში ზღვარის გადალახვა ვერ მოახერხა აბიტურიენტთა 16%-მა.

რაც შეეხება მათემატიკის გამოცდას, ამ საგანში აბიტურიენტთა 80%-მა გადალახა ზღვარი.

„დღეს შედეგები გამოცხადდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ასევე მათემატიკასა და გეოგრაფიაში. ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა დაწერა დაახლოებით 35 000-მა აბიტურიენტმა, გეოგრაფია დაწერა 12 000-მდე აბიტურიენტმა, ხოლო 20 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა დაწერა მათემატიკის გამოცდა. ხაზგასმით უნდა ითქვას ის, რომ ეს არის პირველადი შედეგი, შესაბამისად, რამდენმა აბიტურიენტმა გადალახა ან ვერ გადალახა ზღვარი, ეს მონაცემები შეიცვლება აპელაციის შემდეგ.

თუმცა, წინასწარ შეიძლება ითქვას, რომ ქართულში დაახლოებით 6%-მა ვერ გადალახა ზღვარი. რაც შეეხება მათემატიკას, შარშანდელთან შედარებით აბიტურიენტებს უფრო გაუადვილდათ მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვა, აქ 80%-მდე აბიტურიენტმა გადალახა ზღვარი. რაც შეეხება გეოგრაფიას, აქ, ერთ ვარიანტში ზღვარი ვერ გადალახა დაახლოებით 10%-მა, ხოლო მეორე ვარიანტში - 16%-მა.

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოცხადება ეტაპობრივად გაგრძელდება. ორშაბათიდან კი ზოგიერთი არჩევითი საგნების შედეგები გამოცხადდება" - განაცხადა ივა მინდაძემ.

შეგახსენებთ, რომ უკვე გამოქვეყნდა ასევე უცხო ენებისა და უნარ-ჩვევების გამოცდების შედეგები.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი