გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს ინფორმაციით, დღეიდან 7 აგვისტომდე დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის ზღვისპირა ქალაქებში გამოიდარებს.
დასავლეთ საქართველოში, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 27-29 გრადუსამდე დაფიქსირდება, აღმოსავლეთ საქართველოში კი, 34-36 გრადუსია მოსალოდნელი. ამასთან, თბილისში დღის მეორე ნახევარში წვიმიანი ამინდია ნავარაუდევი, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი.
„აღმოსავლეთ საქართველოში 6 და 7 აგვისტოს ღამის საათებში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ამ რიცხვებში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი თბილისშიც, 5 აგვისტოს კი, უმეტესად უნალექო ამინდი იქნება“, - აცხადებენ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოში.
როგორც სააგენტომ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ამ დროისათვის, საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმს. 8 და 9 აგვისტოს ასევე გაწვიმდება, თუმცა ხანგრძლივი წვიმები მოსალოდნელი არ არის.
ფოტო: Gogi Kostava