36 წლის მომღერალი ვერა ბრეჟნევა, 17 წლის ქალიშვილთან სონია კიპერმანთან ერთად მონაკოში გამართულ წვეულებას დაესწრო. 5-ვარსკვლავიან სასტუმრო Hermitage Monte Carlo-ში მდიდრული წვეულება დიზაინერმა იულიანა სერგეენკომ გამართა და რუსული შოუბიზნესის ცნობილი წარმომადგენლები მიიწვია.
მედიის ყურადღება ბრეჟნევას და მისი ქალიშვილის მშვენიერებამ მიიპყრო - ორივე შავ, საღამოს კაბებში ბრწყინავდნენ. ვერა ბრეჟნევამ "ინსტაგრამის" გვერდზე განათავსა შვილთან ერთად გადაღებული ფოტოები და ფანებისგან უამრავი კომპლიმენტიც დაიმსახურა:
"ის შემთხვევაა, როცა ვერ მიხვდები, რომელია დედა, რომელია შვილი"; "სიტყვები არ მყოფნის! ულამაზესი დედა-შვილი ხართ"; "ტყუპისცალ დებს უფრო ჰგავხართ"; "ვერამ თავისი საუკეთესო ვერსია შექმნა სონიას სახით" - წერენ სოციალურ ქსელში მომღერლის გულშემატკივრები.
ვერა ბრეჟნევას სონიას გარდა კიდევ ერთი ქალიშვილი - სარა კიპერმანი ჰყავს. გოგონების მამა ბიზნესმენი, რუსი ოლიგარქი მიხაილ კიპერმანია, რომელსაც ბრეჟნევა 6 წლის წინ გაშორდა. ამჟამად მომღერალი ცნობილ კომპოზიტორზე - კონსტანტინ მელაძეზეა დაქორწინებული.